სურა ალ-ისრა
PDF —
111 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ისრა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ისრა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ისრა თარგმანი. ალ-ისრა (Meccan) 111 აია.



სურა ალ-ისრა
111 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
დიდებულია ის, ვინც ღამით გადაიყვანა თავისი მონა [შუამავალი მუჰამმადი (სულით დ სხეულით) მასჯიდ ალ-ჰარამიდან (რომელიც მდებარეობს მექქაში) მასჯიდ ალ-აყსაში რომელიც მდებარეობს იერუსალიმში), რომლის გარშემოც დავლოცეთ, რათა გვეჩვენებინა მისთვის ზოგი ჩვენი სასწაული, ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
და (ასევე) მივეცით [შუამავალ] მუსას წიგნი [თორა] და დავუდგინეთ იგი ჭეშმარიტ გზად ისრაელის შვილებს (რომელშიც ნათქვამია): «არ დაიდგინოთ მფარველად ჩემს გარდა არავინ».
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
ჰეი, შთამომავალნო მათი, რომელიც გადავიყვანეთ [გადავარჩინეთ](კიდობანში) ნუჰთან ერთად. ჭეშმარიტად, ის მადლიერი მსახური იყო.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
და დავადგინეთ [ვაცნობეთ] ისრაელის [შუამავალი იაყუბი] შვილებს [თორაში]: «ორჯერ ჩაიდენთ არეულობას ქვეყანაზე [პალესტინაში] და ქედმაღლობით გამედიდურდებით».
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
როცა მოვიდა აღთქმა, ორიდან პირველი, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენზე ჩვენი მსახურნი [ძალის მქონენი], ამგვარად მათ შემოიჭრნენ სახლებამდე (გეძებდნენ და გკლავდნენ ). და გახდა (ეს) დაპირება შესრულებული.
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
შემდგომ (თქვენი მონანიების შემდეგ) კვლავ დაგიბრუნეთ თქვენ (ო, ისრაილის შთამომავალნო) მათ წინაშე. და გაგაძლიერეთ თქვენ ქონებითა და ძეებით და გქმენით უფრო მრავალრიცხოვანი (და ეს ყველაფერი თქვენი გულწრფელობისა და თავმდაბლობის გამო ალლაჰის მიმართ).
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
თუ თქვენ (ისრაელის შთამომავლებო) სიკეთეს აკეთებთ, ამას საკუთარი თავისთვის აკეთებთ (რადგან ამისთვის ჯილდო მოგენიჭებათ), ხოლო თუ ბოროტებას სჩადიხართ, ისიც თქვენსავე თავს დაუბრუნდება [ამ ბოროტების შედეგი თქვენვე დაგიბრუნდებათ]. ხოლო როდესაც აღსრულდა უკანასკნელი აღთქმა, მაშინ ჩვენ კვლავ მოვავლინეთ თქვენზე თქვენი მტრები, რათა დაემცირებინეთ და ეს დამცირება თქვენს სახეებზე ასახულიყო; და რათა შესულიყვნენ ისინი მეჩეთში [იერუსალიმის ტაძარში], როგორც პირველად შევიდნენ, და მთლიანად გაენადგურებინათ ყველაფერი, რასაც დაეუფლებოდნენ [ყველაფერი, რაც მათ ხელში ჩაუვარდებოდათ].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
ეგებ შეგიწყალოთ (ო, ისრაელის შთამომავალნო) თქვენმა ღმერთმა (მას შემდეგ, რაც შური იძია თქვენზე, თუ მოინანიებთ და გამოასწორებთ თქვენს ქმედებებს). ხოლო თუ დაბრუნდებით (ბოროტების და უწესრიგობის ჩადენისკენ), ჩვენც დავბრუნდებით (თქვენი დასჯითა და დამცირებით). ჯოჯოხეთს ურწმუნოებისთვის სამუდამო საპყრობილედ ვაქცევთ.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ჭეშმარიტად, ეს ყურანი უწინამძღვრებს (ადამიანებს) ყველაზე სწორი გზისკენ (და ეს არის სრული დამორჩილება ალლაჰზე) და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც აკეთებენ კეთილ საქმეებს (ასრულებენ ალლაჰის ბრძანებებს და თავს იკავებენ მისი აკრძალული საქმისგან), რომ სწორედ მათთვისაა უდიდესი ჯილდო.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
და იმათ კი, რომელთაც არ სწამთ საიქიო (განკითხვის დღე, ჯოჯოხეთი და სამოთხე), გავამზადეთ მათთის მტანჯველი სასჯელი (ჯოჯოხეთი).
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
ადამიანი მოუწოდებს ბოროტებას (იწვევს წყევლას საკუთარ თავზე, შვილზე ან საკუთრებაზე). იმგვარად, (გაბრაზების დროს) როგორც უნდა მოუწოდებდეს სიკეთეს, და ჭეშმარიტად, ადამიანი სულსწრაფია.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
დავადგინეთ ღამე და დღე ორ სასწაულად (რაც ალლაჰის ერთადერთობასა და ყოვლისშემძლეობაზე მიუთითებს), დავფარეთ ღამის სასწაული (მთვარით) და საჩინო ვყავით დღის სასწაული (მზით), რათა ითხოვოთ მადლი თქვენი ღმერთისგან, რათა შეიტყოთ წელთაღრიცხვა და ანგარიში. და ყოველივე ცხადად განვმარტეთ.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ კისერზე თავისი ბედი (ის აგებს პასუხს მხოლოდ თავისი ქმედებებისთვის) და განკითხვის დღეს წარვუდგენთ მას წიგნს (რომელშიც მისი ყველა საქმე იქნება ჩაწერილი), რომელიც დახვდება გადაშლილი:
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
«წაიკითხე შენი წიგნი! დღეს საკმარისია, რომ შენ თვითონ განსაჯო შენი ქმედებები!»
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ვინც წავიდა ჭეშმარიტი გზით [ალლაჰის გზით], მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი მტვირთველი არ იტვირთავს სხვის ტვირთს, და ჩვენ არ დაგვისჯია ვინმე, ვიდრე არ წარვაგზავნიდით მასთან შუამავალს (სანამ მათამდე არ მივიდა მტკიცებულება)!
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
ხოლო როცა ვინებეთ დაგვეღუპა რომელიმე სოფელი (იმ ბოროტებებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს), ვუბრძანეთ ფუფუნებით განებივრებულ მის ბინადრებს , მაგრამ ურჩობდნენ მასში და აუხდათ მათ ნათქვამი და გავანადგურეთ განადგურებით.
ﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
და რამდენი თაობა დავღუპეთ (შუამავალი) ნუჰის შემდგომ; შენი ღმერთი კი საკმარისია თავის მონათა ცოდვების მცოდნედ და დამნახველად.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
იმას, ვისაც წუთისოფელი სურდა, დავუჩქარეთ მას იქ, რასაც ვინებეთ და ვისთვისაც ვინებეთ. მერე კი დავუდგინეთ მას ჯოჯოხეთი, რათა დაიწვას იგი შერაცხული და დამცირებული.
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ხოლო იმან, ვინც ისურვა მარადიული ცხოვრება, იღვაწა მისთვის (ალლაჰისადმი მორჩილებით) და მორწმუნე იყო, დაფასებულ იქნება მათი ღვაწლი.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
სრულად მივაგებთ ამათაც და იმათაც შენი ღმერთის საზღაურს, და შენი ღმერთის საზღაური არ არის შეზღუდული .
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
შეხედე (ო, შუამავალო), როგორ ვამჯობინეთ ისინი (ადამიანები) ერთი მეორეს (საზრდოსა და საქმეებში). საიქიო (მორწმუნეთათვის) უფრო მაღალია ხარისხით და უფრო აღემატება ღირსებით.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
ნუ დაიდგენ (ო, ადამიანო) ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას (არ ჩაიდინო მრავალღმერთიანობა), თორემ დარჩები (ალლაჰის დახმარების გარეშე) განკიცხული, დაკნინებული.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
და დაგიდგინა (ბრძანა) შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ (ო, ადამიანნო) არავის მის გარდა, და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუკი ორივე ან ერთ-ერთი მიაღწევს სიბერეს, არ უთხრა მათ: «უფფ!» - არ უყვირო მათ და უთხარი კეთილი სიტყვა.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
მათდამი სიკეთით დახარე (თქვენს მშობლებთან) მოწყალების ფრთები (დამორჩილდი და რბილად მოექეცი მათ) და თქვი: «ღმერთო ჩემო, წყალობა უყავ მათ ისევე, როგორც მე აღმზარდეს (როცა ვიყავი) პატარა».
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
თქვენმა ღმერთმა უკეთ იცის, რაც თქვენს (ო, ადამიანნო) გულებშია (ის, რისკენაც ისწრაფვით), თქვენ რომ მართალნი ყოფილიყავით, და ჭეშმარიტად, იგი არის მომნანიეთა მიმართ მიმტევებელი.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და მიეცი (მორწმუნე) ახლობელს თავისი კუთვნილი (შეინარჩუნე ნათესაური კავშირი) ასევე (გაიღე ზაქათისა და ნებაყოფლობითი ქველმოქმედებისგან) ღატაკსა და მგზავრზე, და ნუ გაფლანგავ გადაჭარბებულად.
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
რამეთუ მფლანგველები ეშმაკის ძმები არიან. ეშმაკი კი თავისი ღმერთის მიმართ უმადურია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და თუ შეაქცევ ზურგს მათ [ისეთებისგან, ვისზეც ნაბრძანები გაქვს, რომ გასცე ქონება] (საკუთარი სახსრების არქონის გამო), შენი ღმერთის იმ მოწყალების წადილით, რასაც იმედოვნებ, და უთხარი მათ ტკბილი სიტყვა .
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და ნუ იქნები (თითქოსდა) ხელმომჭირნე [ნუ დაიშურებ ხარჯვას სიკეთისთვის] და ნურც გაშლი [ხელს] მას მთლიანად [ნუ დახარჯავ გადაზედმეტებულად], რათა არ დარჩე განკიცხული, გაღატაკებული.
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
ჭეშმარიტად, შენი ღმერთი გულუხვად აძლევს სარჩოს, ვისაც ინებებს და უმცირებს [ვისაც ინებებს]. ჭეშმარიტად, იგი თავის მსახურთა მცოდნეა, მხედველია.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და ნუ დახოცავთ [ო, ადამიანნო] საკუთარ შვილებს გაღატაკების შიშით. ჩვენ ვაძლევთ სარჩოს მათაც და თქვენც. ჭეშმარიტად, მათი [შვილების] მოკვლა დიდი ცოდვაა.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
და ნუ მიუახლოვდებით მრუშობას! [თავი შეიკავეთ იმ მიზეზებისგანაც კი, რომლებმაც შესაძლოა იქამდე მიგიყვანოთ] რადგან იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
და ნუ მოკლავთ სულს, რაც აკრძალა ალლაჰმა [მოკვლა], თუ არა - მხოლოდ სამართლიანობის აღსადგენად , და ვინც მოიკლა უსამართლოდ, ჩვენ დავუდგინეთ მის ახლობელს [მემკვიდრეს ან მმართველს] უფლება (შურისგებისა) [რათა მოითხოვოს მკვლელის სიკვდილით დასჯა ან დააკისროს მას სისხლის გამოსასყიდის გადახდა] და ზღვარს ნუ გადავა მკვლელობაში, და ჭეშმარიტად, იგი შეწევნილ იქნება .
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
და ნუ მიუახლოვდებით ობლის ქონებას, თუ არა [მხოლოდ] სიკეთით, ვიდრე იგი სრულწლოვანებას მიაღწევდეს [გონებრივ და ფიზიკურ], და უერთგულეთ თქვენს აღთქმას, უეჭველად, აღთქმაზე მოგეკითხებათ.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
და სრულად დაიცავით საზომი, [როცა სხვებისთვის ზომავთ] და აწონეთ სწორი სასწორით. ეს უკეთესია თქვენთვის.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
არ მისდიო [ო, ადამიანნო] იმას, რისი ცოდნაც არ გაქვს [ნუ იტყვი, რომ ნახე, თუ არ გინახავს და ნუ იტყვი, რომ მოისმინე, თუ არ მოგისმენია]. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან [განკითხვის დღეს] პასუხი მოეკითხება!
ﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
და ნუ ივლი ქვეყანაზე ამაყად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას (მასზე სიარულით) და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით.
ﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
ყოველივე ეს შენი ღმერთის წინაშე უკეთური, საძულველია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
ეს არის ზეშთაგონება, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთისგან [ო, შუამავალო] და ნუ დაიდგენ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას, თორემ ჩაგდებულ იქნები ჯოჯოხეთში განკიცხული და დამცირებული.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ნუთუ თქვენმა უფალმა, [ო, მრავალღმერთიანნო] თქვენ ვაჟებით დაგაჯილდოვათ, ხოლო თავისთვის ანგელოზთაგან ქალიშვილები აირჩია?! უეჭველად, თქვენ დიდ სიტყვას ამბობთ!
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ჩვენ უკვე განვმარტეთ ამ ყურანში (დადგენილებები, მაგალითები და შეგონებები), რათა მათ [ადამიანებმა] შეგონება მიიღონ, მაგრამ მხოლოდ კიდევ უფრო ზრდის მათ ზიზღს (რწმენისადმი).
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
უთხარი [ო, შუამავალო]: «რომ ყოფილიყვნენ მასთან [ალლაჰთან] ერთად [სხვა] ღვთაებები - როგორც ამბობენ [მრავალღმერთიანნი], უსათუოდ ისურვებდნენ ისინი [ღვთაებები] ტახტრევნის მფლობელისკენ სავალ გზას».
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
დიდებულია იგი და უზენაესი იმ ყველაფერზე, რასაც მის შესახებ [წარმართები] ამბობენ.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
განადიდებენ მას [ალლაჰს] შვიდი ზეცა, მიწა და ყოველივე, რაც მასშია. და არ არის რაიმე მას რომ ქებას არ აღუვლენდეს, მაგრამ თქვენ [ო, ადამიანნო] არ გესმით მათი ქება-დიდება. ჭეშმარიტად, იგი სათნო, მიმტევებელია.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
და როცა შენ [ო, შუამავალო] წაიკითხე ყურანი [და მას ისმენდნენ მრავალღმერთიანნი], ჩვენ დავადგინეთ უხილავი ფარდა შენსა და მათ შორის, რომელთაც არ სწამთ საიქიო.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
და ჩვენ დავფარეთ მათი გულები საფარით, რათა ვერ გაეგოთ იგი [ყურანი], და მათ ყურებში სიყრუე. და როდესაც შენს უფალს ახსენებ ყურანში, შენი ღმერთის ერთადერთობას [როდესაც ამბობ, რომ ღმერთი მხოლოდ ალლაჰია] ისინი ზიზღით ზურგს იბრუნებენ.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
ჩვენ უკეთ ვიცით, რასაც ისინი [მრავალღმერთიანების მმართველნი] ისმენენ, [რა მიზანი აქვთ] როცა შენ გისმენენ [ო, შუამავალო][ისინი მხოლოდ იმისთვის ისმენენ, რომ დაგცინონ], [ასევე ჩვენ ვიცით] და როცა ისინი საიდუმლოდ თათბირობენ, აჰა, ამბობენ უსამართლონი: «თქვენ მიჰყვებით მხოლოდ მონუსხულ კაცსო [ვისზეც ჯადომ მოახდინა ზემოქმედება და გონება შეერყა]!»
ﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
შეხედე [ო შუამავალო], როგორ მოაქვთ შენთვის იგავები [შენზე ისეთ ტყუილს ამბობენ, რომელიც თავისი სიყალბით მხოლოდ ზღაპრულ იგავებს წააგავს]. (ისინი) ჭეშმარიტ გზას ასცდებიან და გზის პოვნას ვეღარ შეძლებენ.
ﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
თქვეს [მრავალღმერთიანებმა]: «თუკი ძვლებად და ფერფლად ვიქცევით, ნუთუ მართლაც აღდგენილ ვიქნებით ახალ ქმნილებად?!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
უთხარი [ო, შუამავალო]: «ქვადაც რომ იქცეთ ან რკინად,
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
ანდა, [ისეთ] ქმნილებად, რომელიც დიდია თქვენს მკერდში» [რომლის აღდგომა წარმოსადგენად რთულია]. და იკითხავენ: «[ნუთუ კვლავ გავცოცხლდებით მას შემდეგ, რაც გავქრებით?] ვინღა დაგვაბრუნებს უკანო?» უთხარი [მათ]: «იგი, ვინც გაგაჩინათ თავდაპირველად». თავს დახრიან შენს წინაშე და გკითხავენ: «როდისაა ის?» უთხარი: «ის [აღსდგომა] შეიძლება ახლოსაა».
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
დღე, როცა იგი მოგიხმობთ თქვენ. ხოლო თქვენ უპასუხებთ მას დიდებით და გეგონებათ, რომ მხოლოდ მცირე ხნით დაყოვნდით [დედამიწაზე].
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და უთხარი ჩემს მსახურებს [მორწმუნეებს], თქვან ის, რაც კარგია [კარგი სიტყვა]. ჭეშმარიტად, ეშმაკი განხეთქილებას თესავს მათ [ადამიანებს] შორის და ჭეშმარიტად, ეშმაკი ადამიანის აშკარა მტერია!
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
თქვენი ღმერთი უკეთესად გიცნობთ თქვენ [ო, ადამიანნო]. თუ ინებებს, წყალობას მოიღებს თქვენზე, ანდა თუ ინებებს, დაგსჯით! ხოლო შენ არ წარგვიგზავნიხარ [ო, შუამავალო] მათ დამცველად.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
შენმა ღმერთმა ყველაზე უკეთ იცის ისინი, ვინც ცათა შინაა და ვინც ქვეყანასა ზედაა. ჩვენ ვამჯობინეთ ზოგი შუამავალი ზოგიერთს და ვუბოძეთ [შუამავალ] დავუდს ზებური(ფსალმუნი).
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
უთხარი [ო, შუამავალო] [მრავალღმერთიანებს]: «მოუხმეთ იმათ, რემლებზედაც ამტკიცებდით [რომ თითქოს ისინი ღირსნი არიან თაყვანისცემის.] მის [ალლაჰის] გარდა. მათ არ შეუძლიათ ზარალის აცილება თქვენთვის და არც შეცვლა».
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
ისინი [წინასწარმეტყველები, მართალნი და ანგელოზები], რომელთაც მრავალღმერთიანები ევედრებიან და მიმართავენ, თავადვე ეძებენ გზას თავიანთ უფალთან დასაახლოებლად [ისწრაფვიან მისი კმაყოფილების მოსაპოვებლად]; ცდილობენ, რომელი მათგანი უფრო ახლოს იქნება [ალლაჰის კმაყოფილებასთან], იმედოვნებენ მის წყალობას და ეშინიათ მისი სასჯელის. ჭეშმარიტად, შენი უფლის სასჯელის უნდა ერიდებოდეს ადამიანი!
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
არ არის არცერთი დასახლება [რომლის ბინადარნიც არიან ურწმუნოები], რომ არ დავღუპოთ იგი განკითხვის დღემდე [მისი მცხოვრებნი], ანდა არ დავსაჯოთ მტანჯველი სასჯელით. ეს [განაჩენი] უკვე ჩაწერილი იყო წიგნში [დაცულ დაფაზე].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და არაფერს შევუკავებივართ ჩვენ, რომ წარმოგვეგზავნა (შუამავლები) ჩვენი სასწაულებით [რასაც ითხოვენ მრავალღმერთიანები], გარდა იმისა, რომ უწინდელებმა [საზოგადოებამ] უარყვეს ისინი [ნიშნები]. ჩვენ კი ვუბოძეთ სამუდიანებს [შუამავალ საალიჰის ხალხი] დედალი აქლემი ცხად ნიშნად, ხოლო ისინი უსამართლოდ მოექცნენ მას [დაკლეს იგი] [და ჩვენ დავღუპეთ ისინი, გარდმოვავლინეთ მათზე სასჯელი].და ჩვენ ვაგზავნით (წინასწარმეტყველებს) ჩვენი ნიშნებით [სასწაულებით] მხოლოდ იმისთვის, რომ შევაშინოთ (ჩვენი მონები) [რათა მათგან მიიღონ სარგებელი და შეგონება].
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
და აჰა [ გაიხსენე ო, შუამავალო], როგორც გითხარით შენ: «ჭეშმარიტად, შენი ღმერთი გარემოიცავს ხალხს [თავისი ცოდნითა და ძლევამოსილებით], და სიზმარიც, [რომელიც გიჩვენეთ სასწაულების ხილვა], მხოლოდ ხალხის გამოსაცდელად დავადგინეთ, და ხეც, დაწყევლილი ყურანში, ჩვენ დავაშინებთ (შევაგონებთ) მათ, იმათ კი არაფერი ემატებათ, გარდა დიდი ურჩობისა.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და აი, ვუთხარით ანგელოზებს! საჯდა აღასრულეთ ადამისთვის! [რათა გამოხატულიყო მისდამი პატივისცემა და წარმოჩენილიყო მისი უპირატესობა] და საჯდე აღასრულეს [ყველა ანგელოზმა], იბლისის გარდა (რომელმაც) თქვა: «ნუთუ საჯდა გავუკეთო (თავი მოვუხაროო ) იმას, ვინც თიხისგან შექმენი?!»
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
მან თქვა [იბლისმა: სატანების მამა]: «ხედავ შენ [ო, ალლაჰ], ეს არის იგი [ადამი], ვინც ჩემზე მეტად დააფასე! თუკი [ცოცხლად დამტოვებ] გადამივადებ აღდგომის დღემდე, მე დავღუპავ მის შთამომავლობას, მცირედის გარდა». [გარდა მხოლოდ შენ მიერ რჩეულ მორჩილთა, რომლებიც არავის სხვას არ ცნობენ ღმერთად შენს გარდა]
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
მიუგო [ალლაჰმა](იბლისს): «წადი და მათგან, ვინც შენ გამოგყვება [ადამის შთამომავლობიდან] ჯოჯოხეთი იქნება თქვენი საზღაური, სრული საზღაური.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
და მოხიბლე [ცოდვაში] მათგან ისინი, ვისაც შეძლებ, შენი ხმით, შეკრიბე მათ წინააღმდეგ შენი მხედრობა და ქვეითნი, თანაზიარი იყავი მათი ქონებასა და ძეებში და დაჰპირდი [შენს მიმდევრებს ტყუილი]! სატანა კი არაფერს ჰპირდება ცდუნების გარდა!
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ჭეშმარიტად, ჩემს მსახურებზე არ გაგაჩნია მეუფება და საკმარისია შენი ღმერთი დამცველად [მორწმუნეთათვის]».
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
თქვენი უფალი [ალლაჰი], [ის] რომელიც გადაადგილებს ხომალდებს ზღვაში, რათა [თქვენ] ეძიოთ მისი სიკეთე. ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი მწყალობელია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და როცა შეგეხოთ ხიფათი ზღვაში [აახლოებს დაღუპვას], დაიკარგა [თქვენი გონებიდან], ვისაც მოუხმობდით, მის [ალლაჰის] გარდა [თქვენ მაშინვე ივიწყებთ ყველა კერპსა და ღვთაებას და მიმართავთ მხოლოდ ერთს, ყოვლისშემძლე ალლაჰს შველის თხოვნით.], ხოლო როცა ნაპირზე გამოგიყვანათ, პირს იბრუნებთ. და როგორი უმადურია ადამიანი.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
და ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს იმისგან [ალლაჰისგან], რომ გშთანთქოს მიწამ ან დაგატეხოთ ქვების გრიგალი და მერე ვეღარ იპოვით დამცველს?
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
ან ნუთუ უსაფრთხოდ ხართ იმისაგან, რომ ის [ალლაჰი] დაგაბრუნებთ მასში [ზღვაში] ხელახლა, მოგივლენთ უმკაცრეს ქარიშხალს და დაგახრჩობთ იმის გამო, რომ იყავით ურწმუნონი, მერე კი ამაში ვერავის იპოვით ჩვენს წინააღმდეგ მიმდევარს?
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
და ვფიცავ! ჩვენ დავაფასეთ ადამის ძენი, გადავიყვანეთ ისინი ხმელეთსა თუ ზღვაში, ვუწყალობეთ სიკეთენი და ვუწყალობეთ მრავალს მადლით იმათგან, ვინც შევქმენით.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
იმ დღეს [აღსასრულის დღეს], როცა მოგიხმობთ ყველა ადამიანს თავიანთ წინამძღოლებთან ერთად და ის, ვისაც ებოძება თავისი წიგნი [საქმეები] მარჯვენაში, და წაიკითხავენ თავიანთ წიგნს და არავინ არ დაჩაგრავს მათ ფინიკის კურკის ძაფის ოდენადაც კი.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
და ის, ვინც აქ (ამ ცხოვრებაში) იყო ბრმა [და არ გახდა მორწმუნე], იგი საიქიოშიც ბრმა იქნება და კიდევ უფრო გზააბნეული.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
და, კინაღამ [მრავალღმერთიანებმა] გაცდუნეს [ო, შუამავალო] იმისგან, რაც ზეშთაგაგონეთ [ზოგიერთი ბრძანების და აკრძალვისგან], რათა ჩვენზე სხვა რამე მოგეგონებინა და მაშინ [თუ შენ ამას გააკეთებდი] ამოგირჩევდნენ ისინი მეგობრად.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და ჩვენ რომ არ განგვემტკიცებინე [ო, შუამავალო][ჭეშმარიტებაზე], ვფიცავ, შენ მათკენ ცოტას გადაიხრებოდი.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
მაშინ [თუკი მცირედით მაინც გადაიხრებოდი მრავალღმერთიანებისაკენ], უთუოდ გაგემებდით შენ ორმაგ სასჯელს სიცოცხლეშივე და ორმაგს სიკვდილის შემდეგ. და ვერავის ნახავდი ჩვენს წინააღმდეგ შემწეს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
და ისინი [მრავალღმერთიანები] ახლოს იყვნენ იმასთან, რომ შენ (ო, მოციქულო) ამ მიწიდან [მექქადან] განედევნეთ და იქიდან გაეძევებინეთ. და მაშინ, [თუ ისინი ამას გააკეთებდნენ], შენს შემდეგ იქ მხოლოდ მცირე ხანს დარჩებოდნენ.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
[და ისინი დაისჯებოდნენ] ალლაჰის დადგენილი წესისამებრ მათთან მიმართებით, ვინც ჩვენს მიერ იყო მოვლენილი შენამდე მოციქულად. და შენ ვერ ნახავ ალლაჰის კანონში რაიმე ცვლილებას.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
შეასრულე ლოცვა მზის გადახრიდან ღამის წყვდიადის დადგომამდე [შუადღის (ზუჰრი), შუადღის შემდეგი (ასრი), მზის ჩასვლის (მაღრიბი) და ღამის (‘იშა) ლოცვები], ხოლო განთიადის ჟამს უფრო ხანგრძლივად იკითხე ყურანი [დილის (ფაჯრის) ლოცვაში]. ჭეშმარიტად, განთიადის ჟამს წაკითხულ ყურანს [ფაჯრის ლოცვას] ჰყავს მოწმეები — მას ესწრებიან ღამის ანგელოზები და დღის ანგელოზები.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და ღამის ერთ ნაწილში იკითხე [ყურანი] ლოცვაში, შენთვის განსაკუთრებული დამატებითი ლოცვა. ეგებ გიბოძოს [ო, მუჰამმად] შენმა ღმერთმა ქებული ადგილი.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
და თქვი: «უფალო! შემიყვანე მე (იქ, სადაც ჩემთვის სიკეთეა) ჭეშმარიტებით [ასე, რომ ის მე შემიყვარდეს], და გამომიყვანე მე (იქიდან, სადაც ჩემთვის ბოროტებაა) ჭეშმარიტებით [ის, რომ ეს განშორება ჩემთვის მძიმე არ იყოს], და მომანიჭე შენგან ძალა [მტკიცე მტკიცებულება], რომლითაც შემეწევი (ყველა ჩემი მტრის წინააღმდეგ)».
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
და უთხარი (ჰეი, მოციქულო) (მრავალღმერთიანებს): «მოვიდა ჭეშმარიტება [ისლამი], და განქარდა სიცრუე [მრავალღმერთიანობა]. ჭეშმარიტად, სიცრუე ისეთი რამაა, რომ ქრება!»
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
გარდმოვავლენთ ყურანისგან იმას, რაც განკურნება და წყალობაა მორწმუნეთათვის, ხოლო უსამართლოებისთვის [ურწმუნოებისთვის] ის მხოლოდ ზრდის ზარალს.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
როდესაც ჩვენ ვასაჩუქრებთ ადამიანს წყალობებით [ჯანმრთელობით, კეთილდღეობით და სხვ.], ის კი იბრუნებს ზურგს და ამპარტავნობით იჭერს თავს (ჭეშმარიტების მიღებისგან). ხოლო როდესაც უბედურება დაატყდება თავს, მაშინ სასოწარკვეთილებაში ვარდება (ალლაჰის წყალობის მიმართ).
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
უთხარი (ჰეი, მოციქულო) (ხალხს): «ყველა მოქმედებს თავისი ბუნებისამებრ, და თქვენმა უფალმა უკეთ იცის ისინი, ვინც სწორ გზაზეა».
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
გეკითხებიან [ო, შუამავალო] შენ [ურწმუნონი] სულის თაობაზე [სულის არსზე]. უთხარი [მათ]: «სული ჩემი უფლის ბრძანებისგანაა [მხოლოდ მან იცის მის შესახებ], თქვენ კი არ გბოძებიათ ცოდნა, გარდა მცირედისა».
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და რომ გვენებებინა [ჩვენ], უსათუოდ წავიღებდით იმას [ო, მუჰამმად], რაც ზეშთაგაგონეთ [ჩვენ შეგვიძლია ყურანი ამოვშალოთ შენი გულიდან], შემდეგ შენ ვერ იპოვიდი ამის გამო ჩვენს წინააღმდეგ ვერც მფარველს, და ვერც შემწეს (ვინც დაგიბრუნებდა ყურანს),
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
გარდა მოწყალებით შენი უფლისგან. ჭეშმარიტად, მისი მადლი შენდამი [ო, მუჰამმად] დიდია [შენ მოგენიჭა ის, რაც სხვა არავისთვის უბოძებიათ].
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
უთხარი: «თუნდაც, [რომ] გაერთიანდნენ ადამიანები და ჯინები იმისათვის, რომ მოიტანონ [შექმნან] მსგავსი ამ ყურანისა, ვერ მოიტანენ მის მსგავსს, თუნდაც ერთიმეორეს დაეხმარონ».
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ამ ყურანში ყველანაირი მაგალითი [რათა ისინი მათ მიჰყოლოდნენ], მაგრამ ადამიანთა უმეტესობა უარყოფს ყველაფერს, გარდა ურწმუნოებისა.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და მათ [მრავალღმერთიანებმა] უთხრეს [მოციქულს]: «ჩვენ არ დაგიჯერებთ (ო, მუჰამმად), ვიდრე არ გამოგვიყვან წყაროს (მექქის მიწიდან).
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
ან სანამ არ გექნება ბაღი პალმებითა და ვაზით, რომელთა შორისაც მდინარენი იდენენ ჩუხჩუხით,
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
ან სანამ არ ჩამოგვიგდებ ცას, როგორც ამტკიცებ, ნაგლეჯებად, ან სანამ არ მოხვალ ალლაჰთან და ანგელოზებთან ერთად ჩვენს წინაშე.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
ან არ გექნება სახლი ოქროს ჩუქურთმებით, ანდა არ ახვალ ზემოთ ცაში, და შენს ამაღლებასაც [ცად] არ ვირწმუნებთ, ვიდრე არ გარდმოგვივლენ წიგნს [ალლაჰისგან], რომელსაც წავიკითხავთ». უთხარი [ო, შუამავალო]: «დიდება ჩემს უფალს! ნუთუ მე მხოლოდ ადამიანი არ ვარ და ამავდროულად მოციქული?» [როგორ შემიძლია გავაკეთო ის, რასაც ითხოვთ ჩემგან?]
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
და რაც უშლის ხალხს იმის რწმენას, როცა უკვე მოვიდა მათთან ალლაჰისგან ჭეშმარიტი ხელმძღვანელობა [საკმარისი განმარტება], — მხოლოდ ისაა, რომ თქვეს: «ნუთუ ალლაჰმა ადამიანი გამოგზავნა მოციქულად?»
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
უთხარი [ო, შუამავალო]: «მიწაზე რომ ანგელოზნი დადიოდნენ მშვიდად, მაშინ ჩვენ ნამდვილად გარდმოვუვლენდით მათ ზეციდან ანგელოზებს შუამავლად ».
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
უთხარი [მათ]: «საკმარისია ალლაჰი მოწმედ ჩემსა და თქვენს შორის; ჭეშმარიტად, იგი თავის მონათა მცოდნე, მხედველია».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ის ჭეშმარიტი გზით მიდის [მიანიჭებს რწმენასა და მორჩილებას], ხოლო ვისაც გზას აუბნევს [დატოვებს მისი შეწევნის გარეშე, მას შემდეგ, რაც ის თვითონ აირჩევს ამას], ვერავის უპოვი მათ შემწედ [დამხმარედ], მის გარდა. და ჩვენ შევკრებთ მათ [გაზააბნეულთ] აღდგომის დღეს თავიანთი სახეებით ბრმებად, მუნჯებად და ყრუთ. [მათი საბოლოო] სამყოფელი იქნება გეენა [ჯოჯოხეთი]: რამდენჯერაც იგი შენელდება, იმდენჯერ ავუმაღლებთ/ავუგიზგიზებთ ცეცხლს მათ.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
ეს [სასჯელი] სამაგიეროა მათთვის იმის გამო, რომ ისინი ურწმუნონი გახდნენ ჩვენი სასწაულების და თქვეს: «ნუთუ, როცა ჩვენ ვიქცევით ძვლებად და მტვრად, ნუთუ მართლა ვიქნებით აღდგენილნი როგორც ახალი ქმნილება?»
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
ნუთუ მათ არ უნახავთ [ან არ დაფიქრებულან], რომ ალლაჰს, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, შეუძლია შექმნას მათი მსგავსნი? და მან [მრავალღმერთიანებისთვის] დაადგინა ვადა (მათი სიკვდილისა და სასჯელისათვის), რომლის შესახებაც არ არსებობს ეჭვი. მაგრამ უსამართლონი [ურწმუნონი] უარყოფენ ყველაფერს, გარდა ურწმუნოებისა.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
უთხარი [ო, შუამავალო]: «თუკი თქვენ გექნებოდათ ჩემი უფლის წყალობის საუნჯეები [რომლებიც არასოდეს ამოიწურება], მაშინაც კი თქვენ თავს შეიკავებდით [რაიმის მიცემისგან] იმის შიშით, რომ დაგელიოთ [და გაღარიბდეთ]. ნამდვილად, ადამიანი ძუნწია».
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
და [მე ალლაჰი] ვფიცავ, მივეცით [შუამავალ] მუსას ცხრა ცხადი სასწაული , და ჰკითხე [ო, მუჰამმად] ისრაელის შვილებს [შუამავალ იაყუბზე], იმაზე, თუ როგორ უთხრა ფარაონმა, როცა ის მივიდა [შუამავალი მუსა] მათთან: «ჭეშმარიტად, მე ვფიქრობ, რომ შენ, ჰეი მუსა, მოჯადოებული ხარ».
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
[მუსა] თქვა: «შენ [ფარაონო] თავად იცი, რომ ეს (სასწაულები) გარდამოავლინა მხოლოდ ცათა და მიწის უფალმა, როგორც ნათელი მტკიცებულებები. და მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ შენ, ფარაონო, დაიღუპები».
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
და ფარაონმა ისურვა, რომ გაედევნა ისინი [მუსა და ისრაილის შთამომავლები] მიწიდან [ეგვიპტიდან], მაგრამ ჩვენ დავახრჩეთ იგი და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ [მისი ჯარი], ყველანი [ზღვაში].
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
და ჩვენ ვუთხარით მის შემდეგ [ფარაონის სიკვდილის შემდეგ] ისრაილის შთამომავლებს: «იცხოვრეთ ამ მიწაზე, და როცა მოვა მარადიული სიცოცხლის დაპირება [დადგება სამსჯავროს დღე], ჩვენ შეგკრებთ ყველას ერთად (განკითხვის ადგილზე)».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
და ჩვენ ჭეშმარიტებით გარდმოვავლინეთ იგი [ყურანი], და ჭეშმარიტებითვე ჩამოვიდა იგი [ყურანი] [უცვლელად] და ჩვენ გაგგზავნეთ შენ (ო, მოციქულო) მხოლოდ როგორც მახარობელი და როგორც შემგონებელი.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და [გარდმოგივლინეთ შენ],[ო, მოციქულო) ყურანი, რომელშიც ჩვენ განვაცალკევეთ , რათა შენ წაგეკითხა იგი ხალხისთვის აუჩქარებლად, და ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი გარდმოვლენით .
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
უთხარი [ო, შუამავალო]: «ირწმუნებთ მას [ყურანს] თუ არ ირწმუნებთ [ყურანს თქვენი რწმენით არაფერი არ დაემატება, და არც თქვენი ურწმუნოებით დააკლდება რამე]». ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც ებოძა ცოდნა მასზე უწინ [სწავლულები, რომლებიც იცნობენ ადრე გარდამოსულ წიგნებს], როცა [ყურანი] ეკითხებოდათ მათ, პირქვე [სახით] ემხობოდნენ თაყვანისცემით.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და ამბობენ: «დიდება ჩვენს უფალს! ნამდვილად, ჩვენი უფლის დაპირება უეჭველად შესრულდება».
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და ისინი ეშვებიან თავიანთი ნიკაპებით [სახეებით] მიწაზე (სუჯუდში), ტირიან (იმ ზემოქმედებისგან, რაც ყურანის შეგონებებმა მოახდინა მათზე), და ეს [ყურანის მოსმენა] კიდევ უფრო ზრდის მათში თავმდაბლობას (ალლაჰის წინაშე).
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
უთხარი: «მოუხმეთ ალლაჰს ან მოუხმეთ მოწყალეს, როგორც არ უნდა მიმართოთ მას ვედრებით (რა სახელითაც არ უნდა მოუხმოთ), და მას ეკუთვნის ულამაზესი სახელები. და შენ [ო, მოციქულო] ნუ წარმოთქვამ ლოცვას ხმამაღლა , მაგრამ არც ჩურჩულით წარმოთქვა, არამედ აირჩიე გზა ამ ორს შორის [საშუალო ხმა].
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
და თქვი: «ქება ალლაჰს, რომელმაც არ აიყვანა თავისთვის შვილი, და არ ჰყავს მას თანაზიარი მბრძანებლობაში, და მას არ ჰყოლია მფარველი [რომ დაეცვა ალლაჰი] დამცირებისგან [რადგან იგი უზენაესია, დიდებული და არავისზე არაა დამოკიდებული]!» და განადიდე იგი ღირსეული დიდებით!

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers