PDF —
45 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ფატირი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ფატირი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ფატირი თარგმანი. ფატირი (Meccan) 45 აია.



45 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
ყოველი ქება ეკუთვნის ალლაჰს, ცათა და მიწის შემოქმედს, რომელმაც ანგელოზები შექმნა შუამავლებად, რომლებიც ფლობენ ორ, სამ და ოთხ ფრთას. ის მატებს ქმნილებაში იმას, რასაც ისურვებს. ჭეშმარიტად, ალლაჰს ყოველი საქმე ძალუძს [ის ყოვლისშემძლეა].
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
რასაც ალლაჰი გაუხსნის ადამიანებს თავისი წყალობიდან [მისცემს საზრდოს, წვიმას, ჯანმრთელობას, ცოდნას…] — მისთვის არ იქნება შემაკავებელი, ხოლო რასაც შეაკავებს, — მის შემდეგ არავინ იქნება მომნიჭებელი. იგია ყოვლად დიდებული, ყოვლად ბრძენი.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
ჰეი, ადამიანებო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე! [გადაუხადეთ მადლობა მას ყოველი სიკეთისათვის, რაც თქვენთვის მოამზადა!] არის კი სხვა შემოქმედი ალლაჰის გარდა, რომელიც მოგანიჭებდათ საზრდოს ციდან და მიწიდან? არაა სხვა ღმერთი [თაყვანისცემის ღირსი], გარდა მისი! მაშ, საით მიემართებით?!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და თუ ისინი [შენი ხალხი] უარგყოფენ [ო, მოციქულო], მაშინ უარყოფილი იქნენ [ასევე] შუამავლები შენამდე, და [მხოლოდ] ალლაჰს უბრუნდება [ყველა] საქმე.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, ალლაჰის დაპირება ჭეშმარიტებაა. მაშ, არ მოგატყუოთ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ, და ნუ მოგატყუებთ ალლაჰის შესახებ მაცდუნებელი [სატანა].
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ჭეშმარიტად, შაიტანი [სატანა თქვენთვის [ჰეი, ადამიანებო] არის მტერი, [ამიტომ] ის მტრად მიიჩნიეთ! ის უხმობს თავის პარტიას მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ცეცხლის [ჯოჯოხეთის] ბინადარნი გახდნენ.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ისინი, ვინც ურწმუნო გახდნენ, — მათთვის არის ძლიერი სასჯელი (მარადიულ ცხოვრებაში). ხოლო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთებდნენ, — მათთვის არის მიტევება (მათი ცოდვებისთვის) და დიდი ჯილდო [სამოთხე].
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
ნუთუ ის, ვისაც (სატანამ) ლამაზად წარმოუჩინა თავისი ბოროტი საქმე, და მან იგი ლამაზად დაინახა, (ჰგავს იმას, ვისაც ალლაჰმა რწმენა უბოძა და ჭეშმარიტ გზაზე დააყენა, და ვინც კარგს კარგად ხედავს, ხოლო ცუდს — ცუდად)? ჭეშმარიტად, ალლაჰი აცდენს გზას, ვისაც ინებებს, და სწორ გზაზე აყენებს, ვისაც ინებებს. მაშ, ნუ დაიღლება შენი სული მათზე [ურწმუნოებზე] დარდით. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც ისინი აკეთებენ!
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და ალლაჰი — ის არის, ვინც აგზავნის ქარებს, რომლებიც შემდეგ ღრუბლებს აღძრავენ [ამოძრავებენ]; შემდეგ ჩვენ მათ მივმართავთ უსიცოცხლო ადგილისკენ და ამით [წვიმის წყლით] ვაცოცხლებთ მიწას მისი უსიცოცხლობის შემდეგ. ასევე მოხდება (მკვდართა) აღდგომაც.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
ვინც დიდებას ისურვებს (როგორც ამქვეყნად, ისე მარადიულ ცხოვრებაში), (დაე, ალლაჰს სთხოვოს იგი), რადგან მთელი დიდება ალლაჰს ეკუთვნის. მისკენ ადის კეთილი სიტყვა, ხოლო მართალი საქმე აღამაღლებს მას [კეთილ სიტყვას] (ალლაჰთან). ხოლო მათ, ვინც ბოროტ საქმეებს მზაკვრულად სჩადის, ძლიერი სასჯელი ელით; და ასეთი ადამიანების მზაკვრობა განწირულია.
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞ
და ალლაჰმა შეგქმნათ თქვენ [ჰეი, ადამიანებო] [თქვენი წინაპარი ადამი] მიწისგან, შემდეგ [მისი შთამომავლობა] წვეთიდან, შემდეგ კი გაგხადათ წყვილებად. და ვერ დაორსულდება ქალი და ვერ შობს, თუ არა მისი ცოდნით. და არც ერთ დღეგრძელს არ ემატება სიცოცხლე და არც უმოკლდება სიცოცხლე, გარდა იმისა, რაც ჩაწერილია (მასთან) [დაცულ ფირფიტაზე]. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
და არ უთანაბრდება ორი ზღვა: ეს — სასიამოვნოა, მტკნარი, სასმელად ვარგისი, ხოლო ეს — მარილიანი, მწარე [სასმელად უვარგისი]. და თითოეულიდან (ამ ზღვებიდან) თქვენ იკვებებით ახალი ხორცით [თევზით და სხვ.], და გამოაქვთ სამკაულები [მარგალიტი, მარჯანი და სხვ.], რომლებსაც იკეთებთ. და შენ ხედავ მასში გემებს, რომლებიც ზღვის ზედაპირს კვეთენ, რათა მოიპოვოთ (თქვენთვის) (საზრდო) მისი წყალობიდან, და იქნებ მადლიერნი იყოთ ალლაჰისა!
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
მას [ალლაჰს] შეჰყავს ღამე დღეში და შეჰყავს დღე ღამეში; და დაიმორჩილა მზე და მთვარე: თითოეული მათგანი [მზეც და მთვარეც] მოძრაობს დადგენილ ვადამდე. ასეთია იგი თქვენთვის — ალლაჰი, თქვენი უფალი; მას ეკუთვნის (მთელი) ხელისუფლება, ხოლო ისინი (კერპები და მოგონილი ღვთაებები), რომლებსაც თქვენ მის გარდა უხმობთ, ფინიკის კურკის თხელ გარსსაც კი არ ფლობენ.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
თუ თქვენ მათ [კერპებსა და მოგონილ ღვთაებებს] ევედრებით, ისინი ვერ გაიგონებენ თქვენს ვედრებას; და რომც გაეგონათ, ვერ გიპასუხებდნენ. ხოლო აღდგომის დღეს ისინი უარყოფენ თქვენს მრავალღმერთიანობას. და ვერავინ გაცნობებს ისე, როგორც ყოვლისმცოდნე (ალლაჰი)!
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
ჰეი, ადამიანებო! თქვენ ალლაჰზე ხართ დამოკიდებულნი, ხოლო ალლაჰი მდიდარი [ის არავის და არაფერს არ საჭიროებს], ყოვლადქებულია.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
თუ ის ისურვებს, გაგანადგურებთ თქვენ, და მოიყვანს ახალ ქმნილებას [სხვებს, რომლებიც სრულად დაემორჩილებიან მას].
ﯚﯛﯜﯝﯞﯙ
და ეს [თქვენი განადგურება და სხვათა მოყვანა] ალლაჰისთვის არაა დიდი [სიძნელი].
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
და არც ერთი ტვირთის მატარებელი არ იტვირთებს სხვის ტვირთს [არავის დაეკისრება სხვისი ცოდვა]. და თუ (ცოდვებით) დამძიმებული სული მოუწოდებს, რომ იტვირთოს მისი [ცოდვები], მისგან [იმ სულისგან] არაფერიც არ მოიხსნება, თუნდაც (ის, ვისაც მიმართავს) მისი ახლო ნათესავი იყოს. შენ (ო, მოციქულო) აფრთხილებ მხოლოდ მათ, ვისაც ფარულად ეშინია თავისი უფლის და აღასრულებს ლოცვას. ხოლო ვინც განიწმინდება, ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის განიწმინდება; და ალლაჰთან არის (საბოლოო) დაბრუნება.
ﭑﭒﭓﭔﭕ
და არ უთანაბრდება ბრმა [ურწმუნო] და მხედველი [მორწმუნე].
ﭖﭗﭘﭙﭚ
და (არ უთანაბრდება) სიბნელეები (ურწმუნოებისა) და ნათელი (ჭეშმარიტი რწმენის).
ﭛﭜﭝﭞﭟ
და (არ უთანაბრდება) ჩრდილი [სიგრილე] (რომელიც რწმენის საზღაურად იქნება) და პაპანაქება [მხურვალება] (რომელიც ურწმუნოებისა და ცოდვების საზღაურად იქნება).
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
და არ უთანაბრდებიან ცოცხლები [ისინი, რომელთა გულებიც რწმენით ცოცხლობენ] და მკვდრები [ისინი, რომელთა სულებშიც ურწმუნოებაა]. ჭეშმარიტად, ალლაჰი სმენას აძლევს, ვისაც ინებებს, ხოლო შენ (ო, მოციქულო) ვერ აიძულებ მოისმინონ მათ, ვინც სამარხებში არიან.
ﭳﭴﭵﭶﭷ
რადგან შენ [ო, მუჰამმად] მხოლოდ შემგონებელი ხარ.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
ჭეშმარიტად, ჩვენ გაგგზავნეთ შენ [ო, მუჰამმად] ჭეშმარიტებით, როგორც მახარებელი და გამაფრთხილებელი. და არ ყოფილა არცერთი ერი, რომელთანაც არ მოსულიყო შემგონებელი.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
და თუ ისინი [მრავალღმერთიანები] უარგყოფენ შენ (ო, მოციქულო), მაშინ (მოითმინე, რადგან) მათზე უწინ მცხოვრებნიც (ასევე) უარყოფდნენ. მათთან მოდიოდნენ მათი მოციქულები აშკარა ნიშნებით, და წიგნებით [გრაგნილებით], და გამანათებელი წერილით [როგორიცაა თორა, ზებური და სახარება].
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
შემდეგ შევიპყარი ისინი, ვინც ურწმუნო იყვნენ. და როგორი იყო ჩემი რისხვა!
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
ნუთუ არ გინახავს, რომ ალლაჰმა ციდან წყალი გარდმოავლინა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გამოვიყვანეთ სხვადასხვა ფერის ნაყოფები? და მთებში არის გზები — თეთრი, წითელი — სხვადასხვა ფერის, და ძალიან, ძალიან შავი.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
და ადამიანებს შორის, ცხოველებსა და შინაურ პირუტყვშიც ასევე არიან სხვადასხვა ფერისანი. ჭეშმარიტად, ალლაჰისა (და მისი სასჯელის) ეშინიათ მის მსახურთაგან მხოლოდ მცოდნეებს [მათ, ვინც იცნობს მას, მის სახელებსა და თვისებებს, მის შარიათს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, შემნდობია!
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც კითხულობენ ალლაჰის წიგნს [ყურანს] (და მოქმედებენ მის მიხედვით), და აღასრულებენ ლოცვას, და ხარჯავენ იმისგან, რითაც ჩვენ ისინი ვუზრუნველყავით, ფარულად და აშკარად, იმედოვნებენ ვაჭრობას, რომელიც არასდროს წაგებაში არ წავა [ამით ისინი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებას ესწრაფვიან].
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
იმისთვის, რომ მან სრულად მიანიჭოს მათ მათი საზღაური, და დაუმატოს მათ თავისი წყალობიდან. ჭეშმარიტად, იგია მიმტევებელი, მადლიერი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
ხოლო, რაც ჩვენ შთაგაგონეთ შენ [ო, მოციქულო] წიგნიდან [ყურანიდან], ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ადასტურებს იმას რაც [იქნა გარდმოვლენილი] მის წინათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი თავის მორჩილთა შესახებ ყოვლისმცოდნე, მხედველია.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
შემდეგ ჩვენ წიგნი ვუანდერძეთ მსახურთაგან მათ, ვინც ავირჩიეთ. მათ შორის არიან ისინი, ვინც საკუთარ თავს უსამართლოდ ექცევა; მათ შორის არიან ზომიერნიც; და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ალლაჰის ნებით სხვებს კეთილ საქმეებში უსწრებენ. ეს [წიგნის ბოძება და ამ თემის არჩევა] უდიდესი წყალობაა!
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
ისინი შევლენ სამოთხის ბაღებში, სადაც შეიმკობიან ოქროს სამაჯურებით და მარგალიტით, და მათი სამოსი იქნება აბრეშუმის.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
და ისინი იტყვიან [როცა შევლენ სამოთხეში]: «ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც მოგვაშორა სევდა! ჭეშმარიტად, ჩვენი უფალი მიმტევებელი, მადლიერია,
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
რომელმაც თავისი წყალობით დაგვამკვიდრა მარადიულ სამყოფელში, სადაც არც დაღლილობა შეგვეხება და არც ქანცგაწყვეტა.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, მათთვის [მომზადებულია] გეენის ცეცხლი. არ იქნება მათზე დადგენილი, რომ მოკვდნენ, მაგრამ არც ეს სასჯელი შეემსუბუქდებათ. ასე მივუზღავთ ყოველ ურწმუნოს.
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და ისინი [ურწმუნოები] მასში [ჯოჯოხეთში] შეჰღაღადებენ: «ო, ჩვენო უფალო! გამოგვიყვანე (ჯოჯოხეთიდან), ჩვენ კეთილ საქმეებს შევასრულებთ — (სულაც) არა იმას, რასაც ვაკეთებდით (ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებაში)!» (და უზენაესი ალლაჰი ეტყვის მათ): «განა ჩვენ არ მოგეცით ისეთი სიცოცხლე, რომ გონს მოსულიყო ის, ვისაც შეეძლო გახსენება? და მოვიდა თქვენთან შემგონებელი. მაშ, იგემეთ (ჯოჯოხეთის სასჯელი), რადგან უსამართლოთა არ არსებობს არავითარი დამხმარე».
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
ჭეშმარიტად, ალლაჰია მცოდნე [ყოველი] დაფარულისა ცათა და მიწისა. ჭეშმარიტად, მან უწყის, რაც გულებშია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
იგია [ალლაჰი], რომელმაც შეგქმნათ თქვენ [დამიანებო] მემკვიდრეებად [თაობებად, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან] მიწაზე. ხოლო ვინც გახდება ურწმუნო თავის წინააღმდეგ იქნება მისი ურწმუნოება. და არ მოუტანს ურწმუნოთა ურწმუნოება მათი უფლის წინაშე არაფერს, გარდა სიძულვილისა. და არ მოუტანს ურწმუნოთა ურწმუნოება არაფერს, გარდა ზარალისა.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
უთხარი (ო, მოციქულო): «დაფიქრებულხართ თუ არა თქვენს თანამოზიარეებზე [ცრუ ღვთაებებზე], რომლებსაც ალლაჰის გარდა ევედრებით? მიჩვენეთ, მიწის რომელი ნაწილი შექმნეს მათ? ან აქვთ თუ არა მათ [თქვენს ღვთაებებს] მონაწილეობა ცათა შექმნაში? ან იქნებ ჩვენ მათ რაიმე წიგნი მივეცით (რომელშიც მრავალღმერთიანობა ნებადართულია) და ისინი მასში არსებული აშკარა ნიშნით ეყრდნობიან?» არა! ბოროტმოქმედები [ურწმუნოები] ერთმანეთს მხოლოდ მოტყუებას ჰპირდებიან.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
ჭეშმარიტად, ალლაჰი აკავებს ცებსა და მიწას, რათა ისინი არ გაქრნენ. ხოლო თუ ისინი გაქრებოდნენ, მის შემდეგ ვერავინ შეძლებდა მათ შეკავებას. ჭეშმარიტად, იგი შემწყნარებელი, შემნდობია.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და ისინი [ურწმუნო ყურაიშელები] ალლაჰით იფიცებოდნენ თავიანთი უდიდესი ფიცით, რომ თუ მოვიდოდა მათთან შემგონებელი, აუცილებლად დადგებოდნენ უფრო სწორ გზაზე, ვიდრე ნებისმიერი [წინა] ერი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვიდა მათთან შემგონებელი [მოციქული მუჰამმადი], ამან მხოლოდ კიდევ უფრო გაზარდა მათში დაშორება [ჭეშმარიტებისგან].
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
[და ისინი იფიცებოდნენ მხოლოდ] ქედმაღლობით მიწაზე [ადამიანთა წინაშე] და ბოროტი ხრიკებით. მაგრამ ბოროტი ხრიკი მოეხვევა მხოლოდ მის მქნელთ. ნუთუ ისინი ელიან რაიმე სხვა ბედს, გარდა წინა თაობათა ბედისა? და ვერასოდეს ჰპოვებ ალლაჰის წესში შეცვლას! და ვერასოდეს ჰპოვებ ალლაჰის წესში გადახვევას!
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜ
ნუთუ ისინი [ურწმუნო მექქელნი და სხვანი] არ მოგზაურობდნენ მიწაზე და [ნუთუ] ვერ დაინახეს, როგორი იყო დასასრული იმ ხალხისა, რომლებიც მათამდე იყვნენ? ხოლო ისინი ძლიერები იყვნენ მათზე [მექქელებზე] ძალით. მაგრამ ალლაჰი არ არის ისეთი, რომ რამემ დაასუსტოს იგი, არც ცათა და არც მიწაზე. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და თუ ალლაჰი დასჯიდა ადამიანებს იმისთვის, რაც მათ დაიმსახურეს [იმ ცოდვებისთვის, რომლებსაც სჩადიან] [მხოლოდ ამქვეყნად], მაშინ არ დატოვებდა მის ზედაპირზე არც ერთ ცოცხალ არსებას. მაგრამ ის აძლევს მათ ვადას განსაზღვრულ დრომდე. ხოლო როცა დადგება მათი დრო, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს თავის მონებს.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers