სურა ას-საფი
PDF —
14 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ას-საფი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ას-საფი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ას-საფი თარგმანი. ას-საფი (Medinan) 14 აია.



სურა ას-საფი
14 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაცაა ქვეყანაზედ. და იგი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რატომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ?
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
დიდად საძულველია ალლაჰის წინაშე, რომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ!
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
უეჭველად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მის გზაზე მწკრივებად იბრძვიან, თითქოს მტკიცედ შეკრული შენობა იყვნენ.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და აჰა, უთხრა მუსამ თავის ხალხს: «ჰეი, ჩემო ხალხო! რატომ მტანჯავთ, როცა იცით, რომ მე თქვენთან ალლაჰის შუამავალი ვარ?» და როცა ისინი გზას ასცდნენ, ალლაჰმაც მათი გულები გზას ააცდინა. და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურჩ ხალხს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და აჰა, თქვა 'ისამ, მარიამის ძემ: «ჰეი, ისრაელის ძენო! მე მოციქული ვარ თქვენდამი ალლაჰისგან, დამმოწმებელი იმისა, რაც ჩემამდე იყო თორაში, და მახარობელი მოციქულისა, რომელიც ჩემს შემდეგ მოვა, მისი სახელი იქნება აჰმადი». ხოლო როცა იგი მოევლინა მათ ცხადი სასწაულებით, მათ თქვეს: «ეს ცხადი ჯადოქრობაა».
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავს, მაშინ, როცა მას ისლამისკენ მოუწოდებენ? და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
სურთ, რომ ჩააქრონ ალლაჰის ნათელი თავიანთი ბაგეებით, მაგრამ ალლაჰი სრულყოფს თავის ნათელს, თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
იგია (ალლაჰი), რომელმაც მოავლინა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა იგი აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც ეს სძულდეთ წარმართებს.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ხომ არ მიგითითოთ ერთ ვაჭრობაზე, რომელიც გიხსნით მტანჯველი სასჯელისგან?
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
(ეს არის, რომ) ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და იბრძოლოთ ალლაჰის გზაზე თქვენი ქონებითა და სულებით. ეს თქვენთვის უკეთესია, რომ იცოდეთ.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
ის შეგინდობთ თქვენს ცოდვებს და დაგამკვიდრებთ სამოთხის ბაღებში, სადაც მდინარეები მოედინება, და საუკეთესო სავანეებში, მარადიულ ბაღებში. აი, ესაა უდიდესი წარმატება!
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
და სხვაც, რაც თქვენ გიყვართ: შეწევნა ალლაჰისგან და ახლო გამარჯვება. და ახარე მორწმუნეებს!
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟﰠﰡﰢ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის შემწენი, როგორც უთხრა 'ისამ, ძემ მარიამისამ, მოწაფეებს: «ვინ იქნება ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?» მოწაფეებმა უპასუხეს: «ჩვენ ვართ ალლაჰის შემწენი!» მაშინ ისრაელის ძეთა ერთმა ნაწილმა ირწმუნა, ხოლო მეორე ნაწილმა უარყო. მაშინ ჩვენ დავეხმარეთ მორწმუნეებს ('ისას/იესოს მომხრეებს) მათი მტრების წინააღმდეგ და ისინი გამარჯვებულნი გამოვიდნენ.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers