ალ-ბაქარა · 215/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
يَسْأَلُونَكَ مَاذَا يُنفِقُونَ ۖ قُلْ مَا أَنفَقْتُم مِّنْ خَيْرٍ فَلِلْوَالِدَيْنِ وَالْأَقْرَبِينَ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَابْنِ السَّبِيلِ ۗ وَمَا تَفْعَلُوا مِنْ خَيْرٍ فَإِنَّ اللَّهَ بِهِ عَلِيمٌ ٢١٥
Transliteration
Yas`aloonaka maazaa yunfiqoona qul maaa anfaqtum min khairin falil waalidaini wal aqrabeena walyataamaa wal masaakeeni wabnis sabeel; wa maa taf`aloo min khairin fa innal laaha bihee `Aleem
თარგმანი (ქართული მნიშვნელობა)
📖 ქართული მნიშვნელობა
ისინი [საჰაბები] გეკითხებიან (ო, მოციქულო): «რა [რომელი სახის ქონება, რა რაოდენობით და როგორ] დახარჯონ, რათა ალლაჰის კმაყოფილება მოიპოვონ?» უთხარი: «რა სიკეთესაც ხარჯავთ, ის ეკუთვნის (უპირველესად) ორივე მშობელს, (ასევე) ნათესავებს, ობლებს (რომელთაც მამა გარდაეცვალათ და სრულწლოვანებას ჯერ არ მიუღწევიათ), გაჭირვებულებს და მგზავრს, რომელსაც გზის გაგრძელების საშუალება არ აქვს. და რა სიკეთესაც აკეთებთ, უეჭველად, ალლაჰმა ამის შესახებ უწყის».
Additional reference in Türkçe
🎧 მოსმენა
📜 აია 213-217 — ალ-ბაქარა
213كَانَ النَّاسُ أُمَّةً وَاحِدَةً فَبَعَثَ اللَّهُ النَّبِيِّينَ مُبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ وَأَنزَلَ مَعَهُمُ الْكِتَابَ بِالْحَقِّ لِيَحْكُمَ بَيْنَ النَّاسِ فِيمَا اخْتَلَفُوا فِيهِ ۚ وَمَا اخْتَلَفَ فِيهِ إِلَّا الَّذِينَ أُوتُوهُ مِن بَعْدِ مَا جَاءَتْهُمُ الْبَيِّنَاتُ بَغْيًا بَيْنَهُمْ ۖ فَهَدَى اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا لِمَا اخْتَلَفُوا فِيهِ مِنَ الْحَقِّ بِإِذْنِهِ ۗ وَاللَّهُ يَهْدِي مَن يَشَاءُ إِلَىٰ صِرَاطٍ مُّسْتَقِيمٍ
(თავდაპირველად) [წინაპარი ადამის ეპოქიდან წინასწარმეტყველ ნუჰამდე (ნოემდე)] ადამიანები ერთი თემი იყვნენ . ამიტომ ალლაჰმა გააგზავნა შუამავლები მახარობლებად და გამაფრთხილებლებად, და მათთან ერთად გარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებით, რათა ადამიანებს შორის განესაჯა იმ საკითხებში, რომლებშიც ისინი უთანხმოებაში ჩავარდნენ (რწმენისა და ცხოვრების ყველა საკითხში). ხოლო მის [ალლაჰის წიგნის] შესახებ მხოლოდ ისინი დაობდნენ, ვისაც იგი მიეცა, მას შემდეგ, რაც მათთან ნათელი მტკიცებულებები მოვიდა, ერთმანეთის მიმართ შურისა და მტრობის გამო. და ალლაჰმა თავისი ნებით ჭეშმარიტებისკენ წარუძღვა მათ, ვინც ირწმუნა, იმ საკითხებში, რომლებშიც ისინი [ვისაც წიგნი მიეცა] უთანხმოებაში იყვნენ. და ალლაჰი სწორ გზაზე წარუძღვება იმას, ვისაც ინებებს.
214أَمْ حَسِبْتُمْ أَن تَدْخُلُوا الْجَنَّةَ وَلَمَّا يَأْتِكُم مَّثَلُ الَّذِينَ خَلَوْا مِن قَبْلِكُم ۖ مَّسَّتْهُمُ الْبَأْسَاءُ وَالضَّرَّاءُ وَزُلْزِلُوا حَتَّىٰ يَقُولَ الرَّسُولُ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ مَتَىٰ نَصْرُ اللَّهِ ۗ أَلَا إِنَّ نَصْرَ اللَّهِ قَرِيبٌ
ნუთუ გეგონათ, რომ სამოთხეში შეხვალთ ისე, რომ ჯერ არ მოგსვლიათ ის, რაც თქვენამდე მცხოვრებთ ეწვიათ? მათ შეეხოთ გაჭირვება — უკიდურესი სიღარიბე — და უბედურება — ავადმყოფობა და განსაცდელი — და ისინი ისე შეიძრნენ, რომ თვით მოციქულიც, რომელიც მათთან იყო, და ისინიც, ვინც მასთან ერთად ირწმუნეს, ამბობდნენ: «როდის მოვა ალლაჰის დახმარება?» ო, დიახ! უეჭველად, ალლაჰის დახმარება ახლოსაა.
215يَسْأَلُونَكَ مَاذَا يُنفِقُونَ ۖ قُلْ مَا أَنفَقْتُم مِّنْ خَيْرٍ فَلِلْوَالِدَيْنِ وَالْأَقْرَبِينَ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَابْنِ السَّبِيلِ ۗ وَمَا تَفْعَلُوا مِنْ خَيْرٍ فَإِنَّ اللَّهَ بِهِ عَلِيمٌ
ისინი [საჰაბები] გეკითხებიან (ო, მოციქულო): «რა [რომელი სახის ქონება, რა რაოდენობით და როგორ] დახარჯონ, რათა ალლაჰის კმაყოფილება მოიპოვონ?» უთხარი: «რა სიკეთესაც ხარჯავთ, ის ეკუთვნის (უპირველესად) ორივე მშობელს, (ასევე) ნათესავებს, ობლებს (რომელთაც მამა გარდაეცვალათ და სრულწლოვანებას ჯერ არ მიუღწევიათ), გაჭირვებულებს და მგზავრს, რომელსაც გზის გაგრძელების საშუალება არ აქვს. და რა სიკეთესაც აკეთებთ, უეჭველად, ალლაჰმა ამის შესახებ უწყის».
216كُتِبَ عَلَيْكُمُ الْقِتَالُ وَهُوَ كُرْهٌ لَّكُمْ ۖ وَعَسَىٰ أَن تَكْرَهُوا شَيْئًا وَهُوَ خَيْرٌ لَّكُمْ ۖ وَعَسَىٰ أَن تُحِبُّوا شَيْئًا وَهُوَ شَرٌّ لَّكُمْ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ
დაწერილია (სავალდებულოა) თქვენთვის (ო, მორწმუნენო) ბრძოლა (ალლაჰის ურწმუნო მტრების წინააღმდეგ), თუმცა ის თქვენთვის უსიამოვნოა (ადამიანური ბუნების გამო). შესაძლოა, რამე არ გიყვარდეთ, მაგრამ ის თქვენთვის სიკეთე იყოს; და შესაძლოა, რამე გიყვარდეთ, მაგრამ ის თქვენთვის ბოროტება იყოს. უეჭველად, მხოლოდ ალლაჰმა იცის, რა არის თქვენთვის სიკეთე, ხოლო თქვენ არ იცით.
217يَسْأَلُونَكَ عَنِ الشَّهْرِ الْحَرَامِ قِتَالٍ فِيهِ ۖ قُلْ قِتَالٌ فِيهِ كَبِيرٌ ۖ وَصَدٌّ عَن سَبِيلِ اللَّهِ وَكُفْرٌ بِهِ وَالْمَسْجِدِ الْحَرَامِ وَإِخْرَاجُ أَهْلِهِ مِنْهُ أَكْبَرُ عِندَ اللَّهِ ۚ وَالْفِتْنَةُ أَكْبَرُ مِنَ الْقَتْلِ ۗ وَلَا يَزَالُونَ يُقَاتِلُونَكُمْ حَتَّىٰ يَرُدُّوكُمْ عَن دِينِكُمْ إِنِ اسْتَطَاعُوا ۚ وَمَن يَرْتَدِدْ مِنكُمْ عَن دِينِهِ فَيَمُتْ وَهُوَ كَافِرٌ فَأُولَٰئِكَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۖ وَأُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
ისინი გეკითხებიან (ო, მოციქულო) აკრძალული თვის შესახებ — ბრძოლაზე მასში [შეიძლება თუ არა მასში ბრძოლა]. უთხარი (მათ): «მასში ბრძოლა დიდია (ალლაჰის წინაშე, როგორც აკრძალვის დარღვევა), ხოლო (მრავალღმერთიანთა მიერ) (ადამიანების) ალლაჰის გზიდან გადახვევა (მათი დასჯითა და დაშინებით), ურწმუნოება მის მიმართ [ალლაჰის მიმართ] და (ადამიანების შეკავება) აკრძალული მეჩეთისგან და იქიდან მისი მცხოვრებლების გაძევება [ალლაჰის მოციქულისა და მუჰაჯირების] — უფრო დიდია (ცოდვით) ალლაჰის წინაშე (ვიდრე ბრძოლა აკრძალულ თვეში); რადგან ცდუნება [მრავალღმერთიანობა და ურწმუნოება] — უფრო დიდია, ვიდრე მკვლელობა (აკრძალულ თვეში)!» და ისინი არ შეწყვეტენ თქვენთან ბრძოლას, სანამ არ გადაგახვევინებენ თქვენს სარწმუნოებას, თუ შეძლებენ ამას. და თუ ვინმე თქვენგან (ო, მორწმუნენო) განუდგება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთთა საქმეები ფუჭია ამ ცხოვრებაშიც და მარადიულ ცხოვრებაშიც. და ასეთნი — ცეცხლის მკვიდრნი არიან და მასში მარადიულად დარჩებიან.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
215აია
თარგმანი — ალ-ბაქარა 215
სურა ალ-ბაქარა აია 215 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ისინი [საჰაბები] გეკითხებიან (ო, მოციქულო): «რა [რომელი სახის ქონება, რა…სურა აია 215/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 213–217. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.
العربية
English
Bahasa Indonesia
Türkçe
Русский
فارسی
Français
اردو
বাংলা
Deutsch
Español
中文
हिन्दी
Português
Italiano
ภาษาไทย
Polski
Nederlands
Shqip
Kiswahili
O'zbek
தமிழ்
Melayu
Bosanski
Soomaali
Azərbaycan
کوردی
한국어
日本語
Svenska
Dansk
Norsk
پښتو
മലയാളം
සිංහල
Tamazight
Hausa
አማርኛ
Български
Тоҷикӣ
Қазақша
Filipino
سنڌي
Yorùbá
Fulfulde
Татарча
ئۇيغۇرچە
Кыргызча
ਪੰਜਾਬੀ
Jawa
తెలుగు
မြန်မာ
ગુજરાતી
Oromo
मराठी
Tiếng Việt
Malagasy
Нохчийн
Wolof
ދިވެހި
ಕನ್ನಡ
Українська
Ελληνικά
ქართული
ខ្មែរ
دری
Qafar af
Maranao
नेपाली
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers








