ან-ნისა · 93/176
თარგმანი გამოთქმა — ან-ნისა
وَمَن يَقْتُلْ مُؤْمِنًا مُّتَعَمِّدًا فَجَزَاؤُهُ جَهَنَّمُ خَالِدًا فِيهَا وَغَضِبَ اللَّهُ عَلَيْهِ وَلَعَنَهُ وَأَعَدَّ لَهُ عَذَابًا عَظِيمًا ۝٩٣
Wa mai yaqtul mu`minammuta `ammidan fajazaaa`uhoo Jahannamu khaalidan feehaa wa ghadibal laahu` alaihi wa la`anahoo wa a`adda lahoo `azaaban `azeemaa
📖 ქართული მნიშვნელობა
ხოლო ვინც მორწმუნეს განზრახ მოკლავს, მისი საზღაური იქნება ჯოჯოხეთი, სადაც იგი სამუდამოდ დარჩება. და განრისხდება მასზე ალლაჰი, დასწყევლის მას და მოუმზადებს მას დიდ სასჯელს.
🎧 მოსმენა

📜 აია 91-95 — ან-ნისა

91سَتَجِدُونَ آخَرِينَ يُرِيدُونَ أَن يَأْمَنُوكُمْ وَيَأْمَنُوا قَوْمَهُمْ كُلَّ مَا رُدُّوا إِلَى الْفِتْنَةِ أُرْكِسُوا فِيهَا ۚ فَإِن لَّمْ يَعْتَزِلُوكُمْ وَيُلْقُوا إِلَيْكُمُ السَّلَمَ وَيَكُفُّوا أَيْدِيَهُمْ فَخُذُوهُمْ وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ ۚ وَأُولَٰئِكُمْ جَعَلْنَا لَكُمْ عَلَيْهِمْ سُلْطَانًا مُّبِينًا
თქვენ (ო მორწმუნენო) აღმოაჩენთ, რომ არიან სხვებიც (მუნაფიყთაგან), რომელთაც სურთ იყვნენ უსაფრთხოდ თქვენგან (და გარეგნულად გიჩვენებენ რწმენას) და (ამავე დროს) იყვნენ უსაფრთხოდ თავიანთი ხალხისგან [ურწმუნოებისგან] (და მათ წინაშე აჩვენებენ ურწმუნოებას). ყოველ ჯერზე, როცა მათ აბრუნებენ ცდუნებისკენ, ისინი მასში ეშვებიან. და თუ ისინი არ განერიდებიან თქვენგან, არ შემოგთავაზებენ მშვიდობას და არ შეიკავებენ თავიანთ ხელებს (თქვენ წინააღმდეგ ომისგან), მაშინ შეიპყარით ისინი [აიყვანეთ ტყვედ] და დახოცეთ ისინი, სადაც კი იპოვით. და ასეთებთან დაკავშირებით ჩვენ მოგეცით ნათელი მტკიცებულება.
92وَمَا كَانَ لِمُؤْمِنٍ أَن يَقْتُلَ مُؤْمِنًا إِلَّا خَطَأً ۚ وَمَن قَتَلَ مُؤْمِنًا خَطَأً فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ وَدِيَةٌ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰ أَهْلِهِ إِلَّا أَن يَصَّدَّقُوا ۚ فَإِن كَانَ مِن قَوْمٍ عَدُوٍّ لَّكُمْ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ ۖ وَإِن كَانَ مِن قَوْمٍ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُم مِّيثَاقٌ فَدِيَةٌ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰ أَهْلِهِ وَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ ۖ فَمَن لَّمْ يَجِدْ فَصِيَامُ شَهْرَيْنِ مُتَتَابِعَيْنِ تَوْبَةً مِّنَ اللَّهِ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا
და (არანაირად) არ არის ნებადართული მორწმუნისთვის მოკლას (სხვა) მორწმუნე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მოხდება შეცდომით [უნებლიეთ: უყურადღებობით, დაუდევრობით ან დავიწყებით]. ვინც შეცდომით მოკლავს მორწმუნეს, მისთვის (ამ ცოდვის გამოსასყიდად) სავალდებულოა მორწმუნე მონის გათავისუფლება და (შარიათით დადგენილი) სისხლის საფასურის (დიას) გადახდა, რომელიც სრულად გადაეცემა მოკლულის ოჯახს [მის მემკვიდრეებს], გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი ამას მოწყალებად არ ჩაუთვლიან (შეცდომით მკვლელს და აპატიებენ ამ საფასურს). თუ შეცდომით მოკლული იყო თქვენდამი მტრულად განწყობილი ხალხიდან [ურწმუნოთა ქვეყნიდან ან ტომიდან], თუმცა თავად მორწმუნე იყო (და მკვლელმა ეს არ იცოდა), მაშინ გამოსასყიდად სავალდებულოა მხოლოდ მორწმუნე მონის გათავისუფლება [მისთვის სისხლის საფასური არ გადაიხდება]. ხოლო თუ იგი იყო იმ ხალხიდან, რომელთაც თქვენთან შეთანხმება აქვთ [ანუ მოკლული იყო ურწმუნო, მაგრამ ხელშეკრულების ფარგლებში ან მორწმუნეთა დაცვის ქვეშ იმყოფებოდა], მაშინ გამოსასყიდად სავალდებულოა (შარიათით დადგენილი) სისხლის საფასურის სრულად გადახდა მის ოჯახს [მის მემკვიდრეებს] და მორწმუნე მონის გათავისუფლება. ვინც კი ვერ იპოვის (მონას გასათავისუფლებლად), მას ევალება ზედიზედ ორი თვის მარხვა, როგორც სინანული ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
93وَمَن يَقْتُلْ مُؤْمِنًا مُّتَعَمِّدًا فَجَزَاؤُهُ جَهَنَّمُ خَالِدًا فِيهَا وَغَضِبَ اللَّهُ عَلَيْهِ وَلَعَنَهُ وَأَعَدَّ لَهُ عَذَابًا عَظِيمًا
ხოლო ვინც მორწმუნეს განზრახ მოკლავს, მისი საზღაური იქნება ჯოჯოხეთი, სადაც იგი სამუდამოდ დარჩება. და განრისხდება მასზე ალლაჰი, დასწყევლის მას და მოუმზადებს მას დიდ სასჯელს.
94يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا ضَرَبْتُمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ فَتَبَيَّنُوا وَلَا تَقُولُوا لِمَنْ أَلْقَىٰ إِلَيْكُمُ السَّلَامَ لَسْتَ مُؤْمِنًا تَبْتَغُونَ عَرَضَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا فَعِندَ اللَّهِ مَغَانِمُ كَثِيرَةٌ ۚ كَذَٰلِكَ كُنتُم مِّن قَبْلُ فَمَنَّ اللَّهُ عَلَيْكُمْ فَتَبَيَّنُوا ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როდესაც ალლაჰის გზაზე გამოდიხართ, გაარჩიეთ (ისინი, ვისთანაც მიდიხართ და ვისაც ტოვებთ) და ნუ ეტყვით იმას, ვინც მშვიდობით მოგესალმებათ [ვისაც მორწმუნის ნიშნები აქვს და თქვენთან არ იბრძვის]: «შენ არ ხარ მორწმუნე» — (შეიძლება იგი მორწმუნე იყოს, რომელიც თავის რწმენას მალავს) — ამქვეყნიური ცხოვრების წარმავალი სიკეთეების მოპოვების სურვილით. რადგან ალლაჰთანაა უხვი ნადავლი. ასეთები იყავით თქვენც ადრე [თქვენი წარმართული ტომებისგან მალავდით თქვენს რწმენას], მაგრამ ალლაჰმა მოწყალება გაიღო თქვენზე. ამიტომ გაარჩიეთ (თქვენი მოქმედებები, რათა შეცდომით მორწმუნე არ მოკლათ). ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის ის, რასაც აკეთებთ.
95لَّا يَسْتَوِي الْقَاعِدُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ غَيْرُ أُولِي الضَّرَرِ وَالْمُجَاهِدُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ بِأَمْوَالِهِمْ وَأَنفُسِهِمْ ۚ فَضَّلَ اللَّهُ الْمُجَاهِدِينَ بِأَمْوَالِهِمْ وَأَنفُسِهِمْ عَلَى الْقَاعِدِينَ دَرَجَةً ۚ وَكُلًّا وَعَدَ اللَّهُ الْحُسْنَىٰ ۚ وَفَضَّلَ اللَّهُ الْمُجَاهِدِينَ عَلَى الْقَاعِدِينَ أَجْرًا عَظِيمًا
არ არიან თანასწორნი მორწმუნეთაგან ისინი, ვინც სხედან [და არ მონაწილეობენ ალლაჰის გზაზე ბრძოლაში], გარდა იმათისა, ვისაც აქვს დაზიანება [სიბრმავე, კოჭლობა ან ავადმყოფობა], და ისინი, ვინც იბრძვიან ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულებით. ალლაჰმა უპირატესობა მიანიჭა მათ, ვინც იბრძვიან თავიანთი ქონებითა და სულებით, მათზე, ვინც სხედან — ერთი ხარისხით [მიანიჭა მათ უფრო მაღალი სავანეები სამოთხეში]. და თითოეულს აღუთქვა ალლაჰმა სიკეთე, ხოლო მებრძოლებს ალლაჰმა მიანიჭა უპირატესობა მჯდომარეებზე დიდი საზღაურით.
ან-ნისაყურანის საძიებელი
176აია
MedinanRevelation
93აია

თარგმანი — ან-ნისა 93

სურა ან-ნისა აია 93 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ხოლო ვინც მორწმუნეს განზრახ მოკლავს, მისი საზღაური იქნება ჯოჯოხეთი, სადაც…

სურა აია 93/176 — ან-ნისა النساء (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნისა მოსმენა, ან-ნისა თარგმანი, ან-ნისა mp3, ან-ნისა pdf. აია 91–95. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers