სურა ალ-აჰზაბი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ალ-აჰზაბი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-აჰზაბი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-აჰზაბი თარგმანი. ალ-აჰზაბი (Medinan) 73 აია.
Related
- ალ-აჰზაბი თარგმანიქართული
- ალ-აჰზაბი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-აჰზაბი

ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
ო, შუამავალო! გეშინოდეს ალლაჰის და ნუ დაემორჩილები ურწმუნოებსა და ორპირებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
და მიჰყევი იმას, რაც ზეშთაგეგონა შენი უფლისგან [ყურანსა და სუნნას]. ჭეშმარიტად, ალლაჰი მცოდნეა იმისა, რასაც აკეთებთ.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
და (სრულად) მიენდე ალლაჰს; და ალლაჰი საკმარისია მფარველად!
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
ალლაჰს არ ჩაუდვია ადამიანის მკერდში ორი გული (როგორც ამას ზოგიერთი მრავალღმერთიანი ამტკიცებს). და თქვენ ცოლებს, რომელთაც თქვენ ეუბნებით: «შენ ჩემთვის დედაჩემის ზურგივით ხარ» [ამით საკუთარ თავზე კრძალავენ ცოლებს წინაისლამური ჩვევის მიხედვით], ალლაჰს არ გაუხდია ისინი თქვენს დედებად. და არც თქვენი შვილობილები [ვინც თქვენ იშვილეთ] გაუხდია თქვენს შვილებად [რადგან ისინი შარიათით თქვენს ნამდვილ შვილებად არ ითვლებიან]. ეს თქვენი სიტყვებია, თქვენი პირით წარმოთქმული, ალლაჰი კი ამბობს ჭეშმარიტებას და (მხოლოდ) ის აყენებს ჭეშმარიტ გზაზე.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
მოუხმეთ მათ [შვილობილებს] მათი მამების სახელებით. ეს – უფრო სამართლიანია ალლაჰის წინაშე. ხოლო თუ არ იცით მათი მამები, მაშინ ისინი თქვენი ძმები არიან რწმენაში და თქვენს მიერ [მონობიდან] დახსნილნი. და არ იქნება თქვენზე ცოდვა იმაში, რაშიც თქვენ უნებლიედ შეცდებით (როდესაც ვიღაცას მის ნამდვილ მამას არ მიაკუთვნებთ), ხოლო (ცოდვა იქნება) მხოლოდ იმაში, რასაც თქვენი გულები განიზრახავენ (როდესაც შეგნებულად უწოდებთ სხვის შვილს თქვენს შვილს). და ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
მოციქული მუჰამედი მორწმუნეთათვის უფრო ახლობელია, ვიდრე ისინი ერთმანეთისთვის, ხოლო მისი ცოლები – მათი დედები არიან [მოციქულის ცოლები ღირსეულნი და მორწმუნეთათვის აკრძალულნი არიან ისე, როგორც საკუთარი დედები]. და ნათესაობის მქონენი ერთმანეთისთვის უფრო ახლოს არიან ალლაჰის წიგნის მიხედვით (მემკვიდრეობის საკითხებში), ვიდრე სხვა მორწმუნენი და ვიდრე მუჰაჯირები. (გარდა ამისა) თქვენ შეგიძლიათ კეთილი საქმე გააკეთოთ თქვენს თანმხლებთან [სხვა მორწმუნეებთან] – ეს წინასწარ არის დაწერილი წიგნში [ლავჰულ მაჰფუზში].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
და აღთქმა ავიღეთ შუამავლებისგან, და შენგანაც [განსაკუთრებით], ნუჰისგან, იბრაჰიმისგან, მუსასგან, 'ისასგან მარიამის ძისგან, და ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა.
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
რათა იმან გამოკითხოს მართალთ [შუამავლებს] მათ სიმართლეზე [იმაზე, თუ როგორ უპასუხეს მათ ხალხმა მათი სიმართლის მოწოდებას], ხოლო ურწმუნოებისთვის მან მოამზადა მტანჯველი სასჯელი.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა თქვენთან მოვიდნენ ჯარები (მრავალღმერთიანთა) [ხანდაყის ბრძოლისას], და მათ შეუერთდნენ იუდეველებიც და მედინისა და მისი შემოგარენის ორპირებიც (და მათ შემოგარტყეს ალყა). ჩვენ კი გავუგზავნეთ მათ [ამ მტრულ ლაშქარს] ქარი (რომელიც არღვევდა მათ კარავს) და ჯარები [ანგელოზები], რომელთაც თქვენ ვერ ხედავდით. (ამით მათი გულები შიშით აივსო.) და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ!
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
(და გაიხსენეთ) როცა ისინი მოგადგნენ ზემოდან [ხეობის ზედა მხრიდან] და ქვემოდან [ხეობის ქვედა მხრიდან], და თქვენი თვალები გაშეშდა (უზარმაზარი ლაშქრის ხედვით), და გულები ყელამდე აგივიდათ (შიშისაგან), და თქვენ ალლაჰზე სხვადასხვაგვარად დაიწყეთ ფიქრი [გაგიჩნდათ ცუდი აზრები, თითქოს ალლაჰი შესაძლოა არ დახმარებოდა თავისი სიტყვის დამკვიდრებას].
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
სწორედ იმ დროს გამოიცადნენ მორწმუნენი (რათა გამორკვეულიყო ჭეშმარიტი მორწმუნე ორპირისაგან) და ძლიერად შეირყნენ (შიშითა და შეშფოთებით)!
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
(და გაიხსენეთ) როცა თქვეს ორპირებმა და მათ, რომელთა გულებშიც სენია [ეჭვი]: «ის, რაც ალლაჰი და მისი მოციქული შეგვპირდნენ, მხოლოდ საცდუნებელი აღმოჩნდა!»
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
და აი, ერთი ჯგუფი მათგან [ორპირებიდან] (მორწმუნე მედინელებს მიმართავდა): «ო, იასრიბის [მედინის] მცხოვრებნო! აქ თქვენთვის ადგილი არ არის, ამიტომ დაბრუნდით (საკუთარ სახლებში, მედინაში)!» და (სხვა) ჯგუფი მათგანი [ორპირებიდან] შუამავალს სთხოვდა, ნება მიეცათ (დაბრუნებულიყვნენ მედინაში) და ამბობდნენ: «ჭეშმარიტად, ჩვენი სახლები დაუცველია». თუმცა ის [სახლები] არ ყოფილა დაუცველი. ისინი (ამ სიტყვებს) მხოლოდ გაქცევის სურვილით ამბობდნენ (ბრძოლის ველიდან).
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და თუ (მტრის ჯარები) მედინას ყველა მხრიდან მიადგებოდნენ და შემდეგ მათ [ორპირებს] გამოსცდიდნენ [მოეთხოვათ უარი ეთქვათ ისლამზე], ისინი აუცილებლად დათანხმდებოდნენ ამას და არ დააყოვნებდნენ, გარდა მხოლოდ მცირე დროით.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
ხოლო მათ [ორპირებს] ალლაჰთან ჰქონდათ დადებული აღთქმა [დაპირება] (მისი მოციქულის მეშვეობით) მანამდეც [ხანდაყის ბრძოლის წინ], რომ არ შეაქცევდნენ (მტერს) ზურგს. და აღთქმის შესახებ ალლაჰთან პასუხს აუცილებლად აგებენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
უთხარი (ო, შუამავალო) (ამ ორპირებს): «თქვენ ვერაფერს გარგებთ გაქცევა, თუკი ბრძოლის ველიდან გაიქცევით სიკვდილის ან მოკვლის შიშით [ეს თქვენს სიცოცხლეს ვერ გაახანგრძლივებს]. და ასეთ შემთხვევაში [მაშინაც კი, თუ გაიქცევით] ამქვეყნიური სარგებლობა მხოლოდ მცირედით გექნებათ [მხოლოდ იმ ვადამდე, რაც ალლაჰმა თქვენთვის დააწესა]».
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
უთხარი მათ (ო, შუამავალო): «ვინ არის ის, ვინც დაგიცავთ ალლაჰისგან, თუ ის ისურვებს თქვენთვის ბოროტებას, ან (ვინ შეაჩერებს მას) თუ ის ისურვებს თქვენთვის წყალობას?» და ისინი [ორპირები] ვერ იპოვიან ალლაჰის გარდა ვერც მფარველს და ვერც შემწეს!
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ალლაჰმა იცის შემკავებლები თქვენგან (ალლაჰის გზაზე ბრძოლას), მთქმელნი თავიანთ ძმათათვის: «მოდი ჩვენთან, (შემოგვიერთდით ჩვენ და მიატოვეთ მუჰამმადი, რათა მასთან ერთად არ დაიღუპოთ)!» ხოლო მათგანი [ორპირები] მამაცობას ავლენენ [ბრძოლაში მონაწილეობენ] მხოლოდ ცოტა ხნით (და ისიც ან თვალსაჩინოებისთვის, ან დიდებისათვის, ან სირცხვილის შიშით).
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
ისინი ძუნწობენ თქვენთვის [ო, მორწმუნენო]. და როცა შიში მოდის [ბრძოლის მომენტი ახლოვდება], შენ (ო, მოციქულო) ხედავ, როგორ გიყურებენ ისინი, და მათი თვალები ტრიალებს ისე, როგორც იმისი, ვინც სიკვდილის წინ გონებას კარგავს. ხოლო როცა შიში გაივლის, ისინი გწყევლიან თქვენ მკვეთრი ენებით, და კეთილში ძუნწობენ [საომარი ნადავლის გაყოფისას იჩენენ სიხარბესა და შურს]. ასეთები – გულებით არ ყოფილან მორწმუნენი, და ალლაჰმა ამაო გახადა მათი საქმეები! ხოლო ეს ალლაჰისთვის ადვილია!
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ისინი [ორპირები] ფიქრობენ, რომ ჯგუფები (ურწმუნოთა ჯარები) ჯერ არ წასულან. ხოლო თუ (დავუშვათ) ეს შეკრებილი (ჯარები კვლავ) მოვლენ მედინასთან, მაშინ ისინი [ორპირები] ისურვებდნენ, რომ ყოფილიყვნენ კარავში მცხოვრებ (უდაბნოს) არაბებთან [ბედუინებთან] და მათგან კითხულობდნენ ცნობებს თქვენზე [გაიმარჯვეთ თუ დამარცხდით]. ხოლო თუ ისინი თქვენთან ერთად იქნებოდნენ, მხოლოდ მცირედ იბრძოლებდნენ.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
თქვენთვის [ო, მორწმუნენო] ალლაჰის მოციქულში [მის სიტყვებსა და ქცევებში] არის უმშვენიერესი მაგალითი იმათთვის, ვინც ალლაჰს და უკანასკნელ დღეს იმედოვნებს და ალლაჰს ბევრს იხსენიებს.
ﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
და როცა მორწმუნეებმა დაინახეს მოკავშირენი [მტრების გაერთიანებული ჯარები], რომლებმაც მედინას შემოარტყეს ალყა, თქვეს: «ეს არის [გამოცდა და დახმარება], რაც ალლაჰმა და მისი მოციქულმა დაგვპირდნენ. სიმართლე თქვა ალლაჰმა (თავის დაპირებაში) და სიმართლე თქვა მისმა მოციქულმა!» და ამან მხოლოდ გააძლიერა მათში რწმენა და მორჩილება.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
მორწმუნეთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც მართალნი აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც ალლაჰთან აღთქმა დადეს. მათ შორის არიან ისეთნი, რომლებმაც უკვე შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, და არიან ისეთნიც, რომლებიც ელიან [ერთ-ერთს ორი სიკეთიდან – ან გამარჯვებას, ან სიკვდილს ალლაჰის გზაზე]. და მათ არ შეუცვლიათ [ეს აღთქმა] არაფრით (განსხვავებით ორპირებისა).
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
რათა ალლაჰმა დააჯილდოვოს მართალნი [მორწმუნენი] მათი სიმართლის გამო და დასაჯოს ორპირები, თუ ის ისურვებს, ან (ისურვოს) მიიღოს მათი მონანიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, მოწყალეა!
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და ალლაჰმა უკუ აქცია ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ [ურწმუნოთა გაერთიანებული ჯარები] (მედინასაგან), თავიანთი ბოღმით, ვერანაირი სიკეთე ვერ მოიპოვეს. ხოლო ალლაჰმა მორწმუნენი იხსნა ბრძოლას [გაუგზავნა ურწმუნოებს ქარი და ანგელოზები]. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლიერია, ძლევამოსილია.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და გამოიყვანა მან წიგნის ხალხი [ებრაული ტომი ბანუ ყურაიზა], რომლებიც მათ [ურწმუნოთა გაერთიანებულ ჯარებს] ეხმარებოდნენ, თავიანთი გამაგრებული ციხე-კოშკებიდან და ჩაუსახა მათ გულებში შიში; ნაწილს კლავთ [მამაკაცებს, რომლებმაც ისლამი არ მიიღეს], ხოლო ნაწილს [ქალებსა და ბავშვებს] ტყვედ აიყვანთ.
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
და მან მოგანიჭათ თქვენ [ო, მორწმუნენო] მემკვიდრეობად მათი მიწა [ებრაელი ბანუ ყურაიზას მიწები], მათი საცხოვრებლები, მათი ქონება და (გარდა ამისა) ის მიწა, რომელზეც თქვენ მანამდე ფეხიც არ დაგიდგათ [სხვა მიწები, რომლებიც მორწმუნეებს ამ გამარჯვების შემდეგ ხვდათ წილად]. და ალლაჰი ყოვლისმძლეა ყოველგვარ საქმეზე!
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
ო, შუამავალო! უთხარი შენს ცოლებს: «თუ თქვენ გსურთ ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სილამაზე, მაშინ მოდით, მე მოგცემთ თქვენ, რაც გეკუთვნით [განქორწინების შემთხვევაში] და გაგიშვებთ თქვენ მშვენიერი გაშვებით [ზიანის გარეშე]»
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
ხოლო თუ თქვენ გსურთ ალლაჰი და მისი მოციქული და იმქვეყნიური სავანე [მშვენიერი ჯილდო იმქვეყნიურ ცხოვრებაში], (მაშინ მოითმინეთ და იცოდეთ, რომ) ალლაჰმა თქვენგან გულწრფელ კეთილისმყოფელთ უდიდესი ჯილდო გაუმზადა.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
ჰეი, მოციქულის ცოლებო! თუ თქვენგან რომელიმე ჩაიდენს აშკარა სიბილწეს [ცხად ცოდვას], მას სასჯელი გაუორმაგდება [ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ მორწმუნე ქალს]. და ეს ალლაჰისთვის ადვილია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
ხოლო თქვენგანი, ვინც სრულიად დაემორჩილება ალლაჰს და მის მოციქულს და კეთილ საქმეებს ჩაიდენს, ჩვენ მას მივანიჭებთ ჯილდოს ორმაგად [ორჯერ მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ მორწმუნე ქალს] და გავუმზადებთ მას უხვ სარჩოს [სამოთხე].
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
ო, მოციქულის ცოლებო! თქვენ არ ხართ ისეთი, როგორც სხვა რომელიმე ქალი. თუ თქვენ შეუშინდებით ალლაჰს, მაშინ ნუ იქნებით რბილნი სიტყვაში [ნუ გამოავლენთ სინაზეს საუბარში], რადგან მოგისურვებთ ის, რომლის გულშიც სენია. და ისაუბრეთ სიტყვით, რომელიც ცნობილია [შარიათით ნებადართული, უბრალო და პირდაპირი].
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
დარჩით თქვენს სახლებში [მიზეზის გარეშე ნუ გახვალთ] და ნუ გამოაჩენთ თქვენს თავს, როგორც გამოაჩენდნენ [ქალები] პირველ უმეცრებაში [ისლამამდე, როდესაც ქალები აჩენდნენ თავიანთ სილამაზესა და მორთულობას]. და აღასრულეთ ლოცვა წესისამებრ, გაიღეთ ზაქათი [სავალდებულო მოწყალება] და დაემორჩილეთ ალლაჰს და მის მოციქულს. ჭეშმარიტად, ალლაჰს სურს მხოლოდ ის, რომ თქვენგან, სახლის მცხოვრებნო (ო, მოციქულის ოჯახო), განაშოროს სიბინძურე და სრულად განგწმინდოთ.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
და გაიხსენეთ ის, რაც იკითხება თქვენს სახლებში ალლაჰის ნიშნებიდან [ყურანის აიათებიდან] და სიბრძნისგან [მოციქულის ნათქვამებიდან] (და იმოქმედეთ მათ მიხედვით). ჭეშმარიტად, ალლაჰი არის კეთილი, ყოვლისმცოდნე.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
ჭეშმარიტად, მუსლიმი კაცებისა და მუსლიმი ქალებისათვის, მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალებისათვის, მორჩილი კაცებისა და მორჩილი ქალებისათვის, მართალი კაცებისა და მართალი ქალებისათვის, მომთმენი კაცებისა და მომთმენი ქალებისათვის, ღვთისმოშიში კაცებისა და ღვთისმოშიში ქალებისათვის, მოწყალების გამცემი კაცებისა და მოწყალების გამცემი ქალებისათვის, მომარხულე კაცებისა და მომარხულე ქალებისათვის. უმანკოების შემნახველი კაცებისა და უმანკოების შემნახველი ქალებისათვის, ალლაჰის მრავლად მომხსენებელი კაცებისა და ალლაჰის მრავლად მომხსენებელი ქალებისათვის — ალლაჰმა მათთვის გაამზადა პატიება და დიდი საზღაური!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
არ არის არც მორწმუნე კაცისთვის და არც მორწმუნე ქალისთვის, როცა ალლაჰი და მისი მოციქული მუჰამმადი გადაწყვიტავენ რაიმე საქმეს, არჩევანი თავიანთ საქმეში [მორწმუნე არ ირჩევს სხვა გადაწყვეტილებას, გარდა ალლაჰისა და მისი მოციქულის გადაწყვეტილებისა]. ხოლო ვინც ურჩობს ალლაჰსა და მის მოციქულ მუჰამმადს, ის ცხად გზააბნევაშია ჩავარდნილი.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
და აი, შენ [ო, შუამავალო] უთხარი მას, ვისაც ალლაჰმა უბოძა მადლი [მისცა რწმენა] და ვისაც შენც მიანიჭე მადლი [მონობიდან გათავისუფლებით და შვილად აყვანით ზაიდ ბინ ჰაარისა]: «შეინახე შენი ცოლი [ნუ განქორწინდები ზაინაბ ბინთ ჯაჰშზე] და გეშინოდეს ალლაჰის!» მაგრამ შენ, [ო, მუჰამმად] გულში მალავდი იმას, რასაც ალლაჰი აუცილებლად გამოავლენდა [შენ უკვე იცოდი ღვთისაგან, რომ ზაიდი მას განქორწინდებოდა და შენ თვითონ მოიყვანდი მას ცოლად]. შენ გეშინოდა, რას იტყოდნენ ადამიანები [ორპირნი], რომ თითქოს მუჰამმადი დაქორწინდა თავისი შვილად აყვანილის ყოფილ ცოლზე, მაშინ როცა ალლაჰის უფრო მეტად უნდა გეშინოდეს. მას შემდეგ, რაც ზაიდმა თავისი სურვილი აღასრულა მის მიმართ, ხოლო შემდეგ განქორწინდა, და როდესაც დასრულდა ზაინაბის იდდა [განქორწინების შემდეგ სავალდებულო მოლოდინის პერიოდი], ჩვენ შეგრთეთ იგი შენ [ო მოციქულო], ეს იმიტომ, რომ მორწმუნეებს არ ჰქონოდათ სიძნელე თავიანთი შვილად აყვანილების ყოფილი ცოლების მიმართ, როცა ისინი [ეს შვილად აყვანილნი] უკვე დაასრულებდნენ მათთან ურთიერთობას [განქორწინდებოდნენ] და ალლაჰის ბრძანება უეჭველად სრულდება.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
არ არის შუამავლისთვის [მუჰამმადისთვის] ცოდვა იმაში, რაც ალლაჰმა დაუდგინა მას [იმაში, რომ მან იქორწინა შვილად აყვანილის ყოფილ ცოლზე]. ეს არის ალლაჰის დადგენილი წესი წინამორბედ წინასწარმეტყველთა შესახებაც [ასევე ნებადართული იყო მათთვის]. ხოლო ალლაჰის ბრძანება არის წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილება.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
რომელნიც უნაკლოდ გადმოსცემენ ალლაჰის წერილებს, და ეშინიათ მისი [ალლაჰის]. და არავისი ეშინიათ, გარდა ალლაჰისა. და საკმარისია ალლაჰი ანგარიშმგებად.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
არ არის მუჰამმედი არავისი მამა თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედი [ბოლო შუამავალი]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! ახსენეთ ალლაჰი [გულით, ენითა და საქმეებით] მრავალგზის ხსენებით.
ﰂﰃﰄﰅ
და ადიდეთ იგი დილაობით და საღამოობით!
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
იგია [ალლაჰი], ვინც გლოცავთ [გაძლევთ წყალობას], და მისი ანგელოზებიც [გლოცავენ; ვედრებას აკეთებენ თქვენთვის], რათა გამოგიყვანონ სიბნელიდან სინათლეში. და ის მორწმუნეთა მიმართ შემწყალებელია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
მათი მისალმება იმ დღეს, როცა ისინი შეხვდებიან ალლაჰს [სამოთხეში], იქნება: «მშვიდობა!» და ალლაჰს მათთვის გამზადებული აქვს უხვი ჯილდო [სამოთხე].
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
ჰეი, მოციქულო! ჩვენ წარგაგზავნეთ შენ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად,
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
და ალლაჰისკენ მომხმობად მისი ნებართვით [მისი ბრძანებით] და მანათობელ შუქურად.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
და ახარე [ო, შუამავალო] მორწმუნენი, რომ ალლაჰისგან მათთვის გამზადებულია დიდი წყალობა [სამოთხის ბაღები].
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
და ნუ დაემორჩილები [ო, შუამავალო] ურწმუნოებსა და თვალთმაქცთ, და მიატოვე მათი მხრიდან მოსული შეწუხება. მიენდე მხოლოდ ალლაჰს! და საკმარისია ალლაჰი, როგორც მფარველი!
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! როცა ცოლად შეირთავთ მორწმუნე ქალებს, შემდეგ კი განქორწინდებით მათთან მანამ, სანამ შეეხებოდეთ მათ [ინტიმური სიახლოვე არ გექნებათ მათთან], მაშინ არ გაქვთ ვალდებულება მათი მიმართ რაიმე ვადის [იდდის] დაცვაზე, რომელსაც ითვლით მათთვის. მაგრამ დაასაჩუქრეთ ისინი [განსაცდელის შესამსუბუქებლად] და გაუშვით ისინი ღირსეულად, კეთილშობილურად.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
ჰეი, შუამავალო! ჭეშმარიტად, ჩვენ შენთვის ნებადართული გავხადეთ შენი ცოლები, რომლებსაც მათი საქორწინო საჩუქარი [მაჰრი] მიეცი, და (ასევე ნებადართული გავხადეთ) ისინი [მხევლები], რომლებიც შენმა მარჯვენამ ხელმა მოიპოვა იმიდან, რაც ალლაჰმა მოგანიჭა, და მამაშენის ძმის ასულები, და მამაშენის დების ასულები, და დედაშენის ძმის ასულები, და დედაშენის დების ასულები, რომლებიც შენთან ერთად გადასახლდნენ ალლაჰის გზაზე, და (ასევე შენთვის ნებადართული გავხადეთ) (ნებისმიერი) მორწმუნე ქალი, თუ იგი თავს აჩუქებს მოციქულს [დაქორწინდება მაჰრის გარეშე], თუ მოციქულს სურს მასზე დაქორწინება. (ასეთი ქორწინების სახე) მხოლოდ შენთვის (ო, მოციქულო) არის ნებადართული და არა მორწმუნეთათვის. ჩვენ ვიცით, რაც უკვე დავუწესეთ მათ [მორწმუნეებს] მათი ცოლების შესახებ [როგორ და რამდენ ქალზე დაქორწინდნენ] და (იმის შესახებაც), რაც მათმა მარჯვენამ ხელმა მოიპოვა. (მაგრამ ჩვენ ეს შენთვის დავუშვით), რათა შენთვის არ ყოფილიყო სიძნელე (ოჯახური კავშირის შექმნასთან დაკავშირებით). და, ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, მოწყალეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
შენ [ო, შუამავალო] შეგიძლია, შენი სურვილით განერიდო ნებისმიერ მათგანს და დაიტოვო შენთან ის, ვისაც ინებებ. ხოლო თუ მოისურვებ იმათგან ერთ-ერთს, ვისთანაც ადრე გადადე [ღამის სტუმრობა], შენთვის ცოდვა არ იქნება, ეს ნება [რომელსაც ალლაჰი გაძლევს] უფრო შესაფერისია, რათა ისინი [შენი ცოლები] იყვნენ მშვიდნი, არ წუხდნენ და კმაყოფილნი დარჩნენ იმით, რასაც შენ მათ ყველას ანიჭებ [როგორც ანაწილებ მათთან ყოფნას]. და ალლაჰმა იცის, რა არის თქვენს გულებში. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, თავშეკავებულია (არ ჩქარობს დასჯას).
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
არ არის ნებადართული შენთვის [ო, შუამავალო] ამის შემდეგ სხვა ქალების [ცოლად] მიღება [იმ ცხრის გარდა, რომლებმაც აირჩიეს ალლაჰი, მისი მოციქული და საიქიო], და არც მათი სხვა ცოლებით შეცვლა [ვერც ერთს ვერ გაანთავისუფლებ, რომ მის ნაცვლად სხვა მოიყვანო], თუნდაც მათმა სილამაზემ მოგხიბლოს. გარდა იმათისა, რომელსაც შენი მარჯვენა ფლობს [მხევლებიდან]. ხოლო ალლაჰი ყოველივეს მეთვალყურეა.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ისე ნუ შეხვალთ შუამავლის სახლში, თუ საჭმელად არ ხართ მიპატიჟებული და თუ მიწვეულ იქნებით, შედით, ხოლო როცა ჭამას დაასრულებთ დაიშალეთ, ნუ დარჩებით სალაპარაკოდ. ჭეშმარიტად, ამით შუამავალს აწუხებთ, მას ერიდება თქვენი, მაგრამ ალლაჰს არ ერიდება ჭეშმარიტების და როცა რამეს სთხოვთ მათ [მოციქულის ცოლებს ან მორწმუნე ქალებს], სთხოვეთ მათ ფარდის მიღმა. ეს უფრო წმინდაა, როგორც თქვენი გულებისთვის, ასევე მათი გულებისთვისაც. და არ შეგფერით თქვენ ალლაჰის მოციქულის შეწუხება, არც მის სიცოცხლეში და არც მის შემდეგ, და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაქორწინდეთ მის ცოლებზე მის შემდეგ [რადგან ისინი თქვენი დედები არიან]. ჭეშმარიტად, ეს არის უდიდესი ცოდვა ალლაჰის წინაშე.
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
გინდ გამოაჩენდეთ რამეს, გინდ ფარავდეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მცოდნეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
არ არის ცოდვა მათზე [შუამავლის ცოლებზე და მორწმუნე ქალებზე], თუ ისინი [სრულიად დაფარულნი არ იქნებიან] თავიანთი მამების, ვაჟების, ძმების, ძმების ვაჟების, დების ვაჟების, თავიანთი ქალების [მორწმუნე ქალების] და იმათ წინაშე, ვისაც მათი მარჯვენა ფლობს [მონებისა და მხევლების], რადგან მათგან დახმარების საჭიროება არსებობს. ხოლო გეშინოდეთ ალლაჰის [სასჯელის] [ო, ქალებო] [ნუ გადააბიჯებთ იმ საზღვრებს, რაც მან დააწესა]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მოწმეა.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
ჭეშმარიტად, ალლაჰი და მისი ანგელოზები ლოცავენ შუამავალს. ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, დალოცეთ იგი და მიესალმეთ მას მშვიდობით.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
ჭეშმარიტად, ისინი, რომლებიც უსიამოვნებას აყენებენ ალლაჰს და მის მოციქულს, ალლაჰმა დასწყევლა ისინი ამქვეყნად და საიქიო ცხოვრებაში და მოამზადა მათთვის დამამცირებელი სასჯელი.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ხოლო ისინი, რომლებიც მორწმუნე კაცებს და მორწმუნე ქალებს უსამართლოდ აყენებენ უსიამოვნებას [ბრალად სდებენ იმას, რაც მათ არ ჩაუდენიათ], – ასეთები საკუთარ თავზე იტვირთავენ ცილისწამების ტვირთსა და აშკარა ცოდვას.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
ო, შუამავალო! უთხარი შენს ცოლებს, შენს ქალიშვილებს და მორწმუნეთა ქალებს, რომ ჩამოიფარონ თავიანთი მოსასხამები [დაიფარონ ისე, რომ მხოლოდ თვალები დარჩეს ხილული, რათა დაინახონ გზა, როცა საჭიროების გამო გამოდიან]. ეს უკეთესია, რათა ისინი შეიცნონ [როგორც თავისუფალი და ღვთისმოსავი ქალები] და მათ არ მიაყენონ შეურაცხყოფა. ხოლო ალლაჰი მაპატიებელი, შემწყალებელია.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
თუ ორპირები, და ისინი, რომელთა გულებში არის სენი [ეჭვი], ასევე ისინი, ვინც ავრცელებენ ჭორებს მედინაში, არ შეწყვეტენ ამას, მაშინ ჩვენ მოგმართავთ შენ [ო, მოციქულო] მათ წინააღმდეგ და გიწყალობებთ ჩვენს მხარდაჭერას. ამის შემდეგ ისინი შენს გვერდით მედინაში იცხოვრებენ მხოლოდ ცოტა ხანს.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
დაწყევლილნი, სადაც კი მათ იპოვიან, იქვე შეიპყრობენ და სიკვდილით დასჯილნი იქნებიან,
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
ეს არის ალლაჰის კანონი იმათ მიმართ, ვინც მანამდე იყო [ორპირი ხალხი]. და ვერასოდეს იპოვი ალლაჰის კანონში ცვლილებას.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
გეკითხებიან შენ (ო, მოციქულო) ჟამის შესახებ [იმის შესახებ, როდის დადგება სამსჯავროს დღე]. უთხარი (მათ): «მის შესახებ ცოდნა (მხოლოდ) ალლაჰთანაა», — და საიდან უნდა იცოდე შენ, — იქნებ, — ჟამი უკვე ახლოსაა.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
ჭეშმარიტად, ალლაჰმა დაწყევლა ურწმუნონი და მათთვის გაამზადა ჯოჯოხეთის ცეცხლი.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
ისინი მასში მარადიულად დარჩებიან. და ვერ იპოვიან ვერც მფარველს და ვერც შემწეს.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
იმ დღეს, როცა მათი სახეები ცეცხლში შებრუნდება, ისინი იტყვიან [სინანულით]: «ნეტავ, დავმორჩილებოდით ალლაჰს და დავმორჩილებოდით მოციქულს [მუჰამმადს]».
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და (ასევე) იტყვიან: «უფალო ჩვენო! ჩვენ დავემორჩილეთ ჩვენს წინამძღოლებს და დიდებულებს, და მათ გადაგვახვევინეს ჭეშმარიტი გზიდან.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
უფალო ჩვენო! მიეცი მათ ორმაგი სასჯელი და დაწყევლე ისინი დიდი წყევლით».
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
ო, მორწმუნენო! ნუ იქნებით მსგავსნი მათ, ვინც აწუხებდნენ მუსას, მაგრამ ალლაჰმა გაამართლა იგი იმისგან, რასაც ამბობდნენ მის შესახებ, და იგი ღირსეული იყო ალლაჰის წინაშე.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერიდეთ (ალლაჰის რისხვას) და თქვით (ყველა შემთხვევაში) სწორი სიტყვა [ის, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება].
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
[მაშინ] იგი გამოგისწორებთ თქვენს საქმეებს და მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს, ხოლო ვინც დაემორჩილება ალლაჰს და მის მოციქულს, ჭეშმარიტად, მიაღწევს დიდ წარმატებას.
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
ჭეშმარიტად, ჩვენ ცებს, მიწას და მთებს შევთავაზეთ (განსაკუთრებული) პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მათ უარი თქვეს მის ტარებაზე და შეეშინდათ მისი [რომ ვერ შეძლებდნენ მის შესრულებას]. ხოლო იტვირთა იგი ადამიანმა [ადამმა და მისმა შთამომავლობამ], — რადგან იგი [ადამიანი] უსამართლო და უმეცარია.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
რათა ალლაჰმა დასაჯოს ორპირი კაცები და ორპირი ქალები, კერპთაყვანისმცემელი კაცები და კერპთაყვანისმცემელი ქალები, ხოლო მიიღოს ალლაჰმა მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალების მონანიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







