სურა ლუქმანი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ლუქმანი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ლუქმანი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ლუქმანი თარგმანი. ლუქმანი (Meccan) 34 აია.
Related
- ლუქმანი თარგმანიქართული
- ლუქმანი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ლუქმანი

ﭑﭒ
ალიფ. ლაამ. მიიმ
ﭓﭔﭕﭖﭗ
ეს [რაც იკითხება] ბრძენი წიგნის [ყურანის] აიათებია.
ﭘﭙﭚﭛ
[ეს] გზამკვლევი და წყალობაა კეთილისმოქმედთათვის.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
რომლებიც ასრულებენ ლოცვას [სავალდებულო ლოცვას], გასცემენ მოწყალებას [ზაქათს] და მტკიცედ სწამთ საიქიოსი.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ისინი არიან თავიანთი უფლის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი, და ისინი არიან წარმატებულნი.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
და ადამიანთაგან არიან ისეთნი, რომლებიც იძენენ გასართობ საუბარს [ყველაფერს, რაც ადამიანს ალლაჰის მორჩილებას აშორებს], რათა ცოდნის გარეშე ააცდინონ ალლაჰის გზიდან და აქციონ ის [ალლაჰის აიათები] სასაცილოდ. აი ისინი, მათთვისაა გამზადებული დამამცირებელი სასჯელი.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
როცა ჩვენს აიათებს უკითხავენ, იგი ამპარტავნულად იბრუნებს ზურგს, თითქოს არ მოესმინა, თითქოს ყურებში სიყრუე ჰქონდეს [არ ესმის]. მაშ, ახარე [ო, მოციქულო] მას მტანჯველი სასჯელი.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, მათთვის არის ნეტარების ბაღები.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
ისინი მასში მარადიულად დარჩებიან. ალლაჰმა ჭეშმარიტება აღთქმა აღუთქვა [მათ]. და იგი ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენია.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
მან [ალლაჰმა] შექმნა ცანი [და აღამაღლა ისინი] საყრდენის გარეშე, როგორც თქვენ ხედავთ, და დაადგინა მიწაზე მტკიცე [მთები], რათა იგი [დედამიწა] არ შერყეულიყო თქვენთან ერთად. და გაავრცელა მასზე [დედამიწაზე] ყველა სახის ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ციდან წყალი და აღმოვაცენეთ მასზე ყველა მშვენიერი წყვილი [მცენარე].
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
ეს არის ალლაჰის ქმნილება. მაშ, მაჩვენეთ, რა შექმნეს მის გარდა სხვებმა?! [ ვისაც მის გარდა თაყვანს სცემთ] მაგრამ უსამართლონი აშკარა ცდომილებაში არიან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და უკვე (ადრე) მივეცით ჩვენ (ერთ მართალ ადამიანს) ლუყმანს სიბრძნე [რწმენის გაგება, გონიერება] (და ვუთხარით მას): «ემადლიერე ალლაჰს!» ხოლო ვინც მადლიერია, ის საკუთარი თავისთვისაა მადლიერი, და ვინც უმადურია... მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარი, ქებულია. [არ საჭიროებს მადლობას]
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
და აი, უთხრა ლუყმანმა თავის შვილს, შეაგონებდა რა მას: «ო, შვილო ჩემო! ნუ დაუდგენ ალლაჰს თანამოზიარეებს, რადგან მრავალღმერთიანობა უეჭველად დიდი უსამართლობაა».
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და ჩვენ ვუანდერძეთ ადამიანს, რომ (კეთილად) მოეპყროს თავის მშობლებს (როგორც მათი სიცოცხლის დროს, ისე მათი გარდაცვალების შემდეგ); (რადგან) დედა ატარებს მას (თავის მუცელში) სისუსტით, რომელსაც სისუსტე ემატება; ხოლო მისი ძუძუდან მოწყვეტა — ორ წელიწადშია. (და ჩვენ ვუთხარით მას): «მემადლიერე მე [ალლაჰს] და შენს მშობლებს, რადგან ჩემთან არის დაბრუნება».
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
ხოლო თუ ისინი [შენი მშობლები] დაჟინებით გთხოვენ, რათა მე თანამოზიარე დამიდგინო იმაში, რაზეც არანაირი ცოდნა არ გაქვს, მაშინ ნუ დაემორჩილები მათ [ორივე მშობელს]. თუმცა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში სიკეთე გამოიჩინე მათ მიმართ [იმაში, რაშიც ცოდვა არ არის] და [რწმენის საქმეებში] მიჰყევი იმას, ვინც ჩემსკენ მოიქცა [მონანიებით]. შემდეგ ჩემთან არის თქვენი დაბრუნება და მე გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით.
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
(და ლუყმანმა გააგრძელა თავისი შეგონება): «ო, შვილო ჩემო! თუ (ადამიანის საქმე) მდოგვის მარცვლის წონისაც კი იქნება და კლდეში, ან ცებში, ან მიწაში იქნება, ალლაჰი მას გამოაჩენს (განკითხვის დღეს). ჭეშმარიტად, ალლაჰი კეთილია (თავისი მსახურების მიმართ) და ყოვლისმცოდნეა (მათი ყველა საქმის შესახებ)!
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
შვილო ჩემო! აღასრულე ლოცვა, უბრძანე აღიარებული [კეთილი საქმეები] და შეაკავე უარყოფილისგან [ცოდვისგან], და მოითმინე ის, რაც შეგხვდება. ჭეშმარიტად, ეს იმ საქმეებიდანაა, რომლებიც მტკიცე გადაწყვეტილებას მოითხოვს.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
და ნუ იბრუნებ სახეს ხალხისგან [ამპარტავნობით] და ნუ ივლი მიწაზე თავმომწონედ. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ყოველი ქედმაღალი, თავმომწონე.
ﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
მოზომილად იარე და დაიმდაბლე ხმა. ჭეშმარიტად, ხმათა შორის ყველაზე არასასიამოვნო ვირების ხმაა».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ნუთუ თქვენ [ო, ადამიანებო] არ გინახავთ [ან არ დაფიქრებულხართ იმაზე], რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ ის, რაც ცაშია [მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბლები…], და ის, რაც მიწაზეა [წყალი, ცხოველები, მცენარეები, ხომალდები…], და უხვად მოგანიჭათ თქვენ თავისი წყალობა — როგორც ხილული, ასევე ფარული? და ადამიანთაგან არის ისეთი, ვინც კამათობს ალლაჰზე ყოველგვარი ცოდნის გარეშე, ყოველგვარი გზამკვლევის გარეშე და ყოველგვარი განმანათლებელი წიგნის გარეშე.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და როცა ეუბნებიან: «მიჰყევით იმას, რაც ალლაჰმა გარდამოავლინა», ისინი ამბობენ: «[არა] პირიქით, ჩვენ მივყვებით იმას, რაზეც ჩვენი მამები ვპოვეთ». და [ნუთუ ისინი მაინც მიჰყვებიან თავიანთ წინაპრებს] მაშინაც კი, თუ შაიტანი მოუწოდებს მათ სასჯელისკენ ჯოჯოხეთის ალში?
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
ხოლო ვინც ალლაჰს უმორჩილებს თავის სახეს [სრულად ემორჩილება ალლაჰს], და იდ კეთილმოქმედი იყო, ის ჩაეიჭიდა ყველაზე მტკიცე საყრდენს. და ალლაჰთანაა ყველა საქმის დასასრული.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
ხოლო ვინც ურწმუნო გახდება, — ნუ დაგამწუხრებს მისი ურწმუნოება. (რადგან) ჩვენთან არის მათი დაბრუნება, და ჩვენ ვაუწყებთ მათ იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის ის, რაც გულებშია.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
ჩვენ ცოტა ხანს ვაძლევთ მათ სარგებლობის საშუალებას [ამქვეყნიურ ცხოვრებაში], შემდეგ კი ვაიძულებთ მათ [წასვლას] სასტიკ სასჯელზე [ჯოჯოხეთში].
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და თუ ჰკითხავ მათ: «ვინ შექმნა ცანი და მიწა?» ისინი უეჭველად იტყვიან: «ალლაჰმა». თქვი: «ქება-დიდება ალლაჰს!» მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ იცის.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
ალლაჰს ეკუთვნის ის, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარი, ქებულია.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და დედამიწაზე არსებული ყველა ხე რომ საწერი კალმებად ქცეულიყო, ხოლო ზღვა (მელნად), მის გარდა კიდევ შვიდი ზღვა (მელნის სახით) დახმარებოდა, (და ამ ყველაფრით წერდნენ), ალლაჰის სიტყვები არ ამოიწურებოდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖ
თქვენი შექმნა [ო, ადამიანებო] და აღდგომა [განსჯის დღეს] ისეთივეა [მარტივი ალლაჰისთვის], როგორც ერთი ადამიანის [შექმნა და აღდგომა]. ჭეშმარიტად, ალლაჰი მსმენელი, მნახველია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰს შეჰყავს ღამე დღეში და შეჰყავს დღე ღამეში [ცვლის დღისა და ღამის ხანგრძლივობას წელიწადის დროების მიხედვით], და მან დაიმორჩილა მზე და მთვარე: თითოეული მათგანი მოძრაობს დადგენილ ვადამდე [სამსჯავროს დღის დადგომამდე, როდესაც ეს სამყარო არსებობას შეწყვეტს], ... და რომ ალლაჰმა იცის ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ?!
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ეს [ზემოთ ხსენებული ალლაჰის ძალმოსილება, მისი ყოვლისმცოდნეობა და მისი დახმარება მის მომხრეებს] იმიტომაა, რომ ალლაჰი არის ჭეშმარიტი [ღმერთი], ხოლო ის, რასაც ისინი მის გარდა უხმობენ, ეს — სიცრუეა. და იმიტომ, რომ ალლაჰი არის უზენაესი [ყველა თავისი ქმნილებაზე აღმატებული], დიადი [არავინ და არაფერია მასზე დიდი].
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
ნუთუ ვერ ხედავ, რომ ხომალდები ზღვაში ალლაჰის წყალობით დაცურავენ, რათა დაგანახოთ მისი სასწაულებიდან ზოგიერთი? ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ყოველი მომთმენი და მადლიერი ადამიანისთვის.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
და როდესაც ტალღა, ჩრდილივით, დაფარავს მათ [მრავალღმერთიანებს] (როდესაც ისინი გემზე მიცურავენ), ისინი ალლაჰს ევედრებიან (გადარჩენას), თაყვანისცემას მხოლოდ მას უძღვნიან [ივიწყებენ ყველა თავიანთ ცრუ ღვთაებას]. ხოლო როდესაც იგი მათ ხმელეთზე (გადმოყვანით) იხსნის, მათ შორის აღმოჩნდება თავშეკავებული [უმადური]. და ჩვენს აიათებს მხოლოდ ყოველი მოღალატე და უმადური უარყოფს!
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
ო, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი უფლის [სასჯელის] და ერიდეთ იმ დღეს, როცა მშობელი ვერაფრით უშველის თავის შვილს, და ვერც შვილი ვერაფრით უშველის თავის მშობელს! ჭეშმარიტად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა, ამიტომ ნუ მოგატყუებთ მიწიერი ცხოვრება [ნუ გაგიტაცებთ ამქვეყნიური ხიბლი], და ნუ მოგატყუებთ ალლაჰის შესახებ მატყუარა [სატანა].
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
ჭეშმარიტად, ალლაჰი (ისეთია, რომ) (მხოლოდ) მასთანაა ცოდნა ჟამის შესახებ; და (მხოლოდ) ის გარდმოავლენს წვიმას (ღრუბლებიდან), და (მხოლოდ) მან იცის, რა არის საშვილოსნოებში, ხოლო არც ერთმა სულმა არ იცის, რას შეიძენს ხვალ, და არც ერთმა სულმა არ იცის, რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემცნობია!
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







