სურა ალ-ჯასია
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ალ-ჯასია pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ჯასია pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჯასია თარგმანი. ალ-ჯასია (Meccan) 37 აია.
Related
- ალ-ჯასია თარგმანიქართული
- ალ-ჯასია mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ჯასია

ﭑﭒ
ჰაა. მიიმ
ﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
წიგნის გარდმოვლენა ალლაჰისგანაა, ძლევამოსილისა და ბრძენისგან.
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
ჭეშმარიტად, ზეცასა და მიწაზე მორწმუნეებისთვის აშკარა სასწაულებია!
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
და თქვენს შექმნასა და იმ ფაქტში, რომ მან (დედამიწაზე) ცხოველები გაავრცელა – ნიშნებია მათთვის, ვინც დარწმუნებულია (ალლაჰისა და მისი ძალაუფლების არსებობაში).
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
და ღამისა და დღის მონაცვლეობაში, და იმაში, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა ციდან სარჩოდ (წვიმა) და გააცოცხლა მისით მიწა, მისი სიკვდილის შემდეგ, და ქარების მონაცვლეობაში, ნიშნებია მოაზროვნე ხალხისთვის.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
ეს ალლაჰის აიათებია, რომლებსაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ. მაშ, ალლაჰისა და მისი აიათების შემდეგ რომელი სიტყვის ირწმუნებენ ისინი?
ﮎﮏﮐﮑﮒ
ვაი (ტანჯვა-წამება), ყოველ ცოდვილ მატყუარას!
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
ისმენს ალლაჰის აიათებს, რომლებიც ეკითხება მას, შემდეგ კი ჯიუტობს ამპარტავნულად, თითქოს არც მოუსმენია. მაშ, ახარე მას მწარე სასჯელი.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
და როცა რამეს შეიტყობს ჩვენი აიათებიდან, მასხრად აიგდებს მას. სწორედ მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
მათ უკან ჯოჯოხეთია და ვერაფრით უშველით მათ ის, რაც მოიხვეჭეს, და არც ის, რაც მფარველებად აიყვანეს ალლაჰის მაგიერ. და მათთვისაა სასჯელი უდიდესი.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
ეს [ყურანი] არის (ჭეშმარიტი) სახელმძღვანელო; ხოლო ვინც არ ირწმუნებს თავისი უფლის ნიშნებს [არ აღიარებს ალლაჰის წიგნის აიათების ჭეშმარიტებას], (მაშინ) ისინი (მიიღებენ) ყველაზე მტკივნეულ სასჯელს.
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
ალლაჰი – ის არის, რომელმაც ზღვა დაგიმორჩილათ, რათა გემებმა მასზე იცურონ მისი ბრძანებით, თქვენ კი მისი სიუხვის ძიებაში იყოთ მადლიერნი.
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
და მან დაგიმორჩილათ ყოველივე, რაც ცაშია [მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბლები, ...] და ყოველივე, რაც დედამიწაზეა [წყალი, მცენარეები, ცხოველები, ...] – ეს ყოველივე მისგან (წამოსულია). ჭეშმარიტად, ამაში ნათელი ნიშნებია მათთვის, ვინც იაზრებს!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
უთხარი (ო, შუამავალო) მორწმუნეებს, რომ აპატიონ მათ, ვინც არ იმედოვნებს ალლაჰის დღეებს [აპატიონ მრავალღმერთიანთ, რომლებიც მათ ტანჯვას აყენებენ], რათა მან [ალლაჰმა] მიაგოს ასეთ ხალხს იმისათვის, რაც მათ მოიპოვეს.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
ვინც სიკეთეს იქმს, ის საკუთარი თავის სასიკეთოდ იქმს; ხოლო ვინც ბოროტებას იქმს, ის საკუთარი თავის საზიანოდ იქმს. შემდეგ კი თქვენს უფალთან დაბრუნდებით.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
ვფიცავ, ჩვენ მივეცით ისრაელის შთამომავლებს წიგნი [თორა], კანონი (რომლითაც ადამიანებს შორის დავები წყდება) და წინასწარმეტყველება [რომ წინასწარმეტყველ იბრაჰიმის შთამომავლობიდან უმეტესი მათთან იყო გაგზავნილი], და ჩვენ მივანიჭეთ მათ წილი კეთილდღეობისა და უპირატესობა მივანიჭეთ მათ (იმ) სამყაროებზე [მათ დროში მცხოვრებ ხალხებზე].
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
და ჩვენ მივეცით მათ [ისრაელის შთამომავლებს] ცხადი სამხილები. და მათ შორის უთანხმოება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მოუვიდათ ცოდნა, ურთიერთშურით. ჭეშმარიტად, თქვენი უფალი განიკითხავს მათ შორის აღდგომის დღეს იმის შესახებ, რაზეც ისინი ამქვეყნად ვერ შეთანხმდნენ!
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
მაშინ ჩვენ გიჩვენეთ გზა (ო, შუამავალო), (რომელიც ეხება) ჭეშმარიტი რწმენის დებულებებს (და რომლითაც ალლაჰი კმაყოფილია). ამიტომ მიჰყევი მას და ნუ გაჰყვები მათ ნება-სურვილებს, რომელთაც არ იციან!
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
ჭეშმარიტად, ისინი ვერაფრით დაგიცავენ შენ ალლაჰისგან. და უეჭველად, უსამართლონი ერთმანეთის მფარველები არიან, ხოლო ალლაჰი მფარველია ღვთისმოშიშთა.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
ეს [ყურანი] არის ნათელი ნიშანი [მტკიცებულება] ადამიანებისთვის, (ჭეშმარიტი) სახელმძღვანელო და წყალობა ხალხისთვის, რომლებიც დარწმუნებულნი არიან.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
ნუთუ მართლა ეგონათ მათ, ვინც ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ, რომ ჩვენ მათ ისევე მოვექცევით, როგორც მათ, ვინც (ალლაჰის) ირწმუნა და ღირსეული საქმეები აღასრულა, და რომ მათი მდგომარეობა ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგ ერთნაირი იქნება? რაოდენ ცუდად [მცდარად] მსჯელობენ!
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
და შექმნა ალლაჰმა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით, და რათა მიეზღოს ყოველ სულს იმის მიხედვით, რაც მოიხვეჭა, და ისინი არ დაიჩაგრებიან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
ნუთუ არ გინახავს ის, ვინც თავისი ვნებები გაიხადა ღვთაებად? და ალლაჰმა შეაცდინა იგი ცოდნის მიუხედავად, და დაადო ბეჭედი მის სმენასა და გულზე, და დააფარა ფარდა მის თვალებზე. მაშ, ვინ დაადგენს მას სწორ გზაზე ალლაჰის შემდეგ? ნუთუ არ დაფიქრდებით?
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და თქვეს: «ეს მხოლოდ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაა. ვკვდებით და ვცოცხლობთ, და არაფერი გვღუპავს ჩვენ, გარდა დროისა». და მათ ამის შესახებ არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ, ისინი მხოლოდ ვარაუდობენ.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
და როცა მათ ჩვენი ცხადი აიათები ეკითხებათ, მათი მტკიცებულება სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ამბობენ: «აბა, მოიყვანეთ ჩვენი მამა-პაპა, თუ სიმართლეს ამბობთ!»
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
უთხარი: «ალლაჰი გაცოცხლებთ [ამქვეყნად], შემდეგ გაკვდინებთ, შემდეგ კი შეგკრებთ (ცოცხალს) აღდგომის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის!»
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
და ალლაჰს ეკუთვნის (ყოველი) მეუფება ცათა და მიწათა; და იმ დღეს, როდესაც საათი [განკითხვის დღე] დადგება, მაშინ სიცრუის მიმდევრები დაზარალდებიან!
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
და შენ (ო, შუამავალო) იხილავ (განკითხვის დღეს) ყოველ თემს მუხლზე დაჩოქილს (ალლაჰის გადაწყვეტილების მოლოდინში). თითოეულ საზოგადოებას თავისი წიგნისკენ მოუწოდებენ. (და ეტყვიან მათ): «დღეს მიიღებთ საზღაურს იმისთვის, რასაც დედამიწაზე სჩადიოდით».
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ეს ჩვენი წიგნი ჭეშმარიტად მეტყველებს თქვენს საწინააღმდეგოდ. ჭეშმარიტად, ჩვენ ვუბრძანეთ (ანგელოზებს), ჩაეწერათ (ყველაფერი), რასაც თქვენ აკეთებდით.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ხოლო მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, თავიანთი უფალი შეიყვანს თავის წყალობაში. სწორედ ეს არის ცხადი წარმატება.
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
ხოლო ურწმუნოებს (ეთქმებათ): «განა არ გეკითხებოდათ ჩემი ნიშნები (აიათები)? მაგრამ თქვენ გაამპარტავნდით და გახდით მეამბოხე ხალხი».
ﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟﰠﰡﰢﰣ
და როცა ითქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია და არ არის ეჭვი საათში», თქვენ თქვით: «არ ვიცით, რა არის საათი, ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ და ჩვენ დარწმუნებულნი არ ვართ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
და გამოუჩნდებათ მათ ბოროტება იმისა, რაც ჩაიდინეს, და გარს შემოერტყმებათ ის, რასაც დასცინოდნენ.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და ეთქმებათ: «დღეს ჩვენ დაგივიწყებთ, როგორც თქვენ დაივიწყეთ თქვენი ამ დღის შეხვედრა. თქვენი თავშესაფარი ცეცხლია და არ გეყოლებათ შემწეები».
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
ეს იმიტომ, რომ თქვენ ალლაჰის აიათები მასხრად აიგდეთ და გაცდუნათ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. ამიტომ, დღეს ისინი იქიდან ვერ გამოვლენ და არც მიეცემათ საშუალება, რომ პატიება ითხოვონ.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და ალლაჰს ეკუთვნის ყოველი ქება — ცათა უფალს [შემოქმედსა და მმართველს], დედამიწის უფალს და სამყაროთა [ყველა ქმნილების] უფალს!
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
და მას ეკუთვნის ყოველი სიდიადე ცათა და დედამიწაზე. და იგია ყოვლადძლიერი, ყოვლადბრძენი!
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







