PDF —
35 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-აჰქაფი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-აჰქაფი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-აჰქაფი თარგმანი. ალ-აჰქაფი (Meccan) 35 აია.



35 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮑﮒ
ჰაა. მიიმ
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
წიგნის გარდმოვლენა ალლაჰისგანაა, ძლევამოსილის და ბრძენისგან.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
ჩვენ შევქმენით ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა, მხოლოდ ჭეშმარიტებით [და არა უბრალოდ] და განსაზღვრული ვადით. მაგრამ ისინი, რომლებიც გახდნენ ურწმუნონი ზურგს აქცევენ იმას, რისგანაც აფრთხილებდნენ.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
უთხარი (ო, შუამავალო) (მრავალღმერთიანებს): «ნუთუ არ დაფიქრებულხართ იმათზე (ღვთაებებზე), რომლებსაც ალლაჰის გარდა იხმობთ [ევედრებით]? მიჩვენეთ, რა შეუქმნიათ მათ დედამიწისგან, ან თუ ზეცათა შექმნაში (ალლაჰთან) აქვთ წილი? მომიტანე წიგნი ამაზე [ყურანზე] ადრინდელი, ან რაიმე ცოდნის კვალი (თქვენი მტკიცებების სასარგებლოდ), თუ მართლები ხართ!»
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
და ვინ არის უფრო გზააბნეული, ვიდრე ისინი, ვინც ალლაჰის გარდა სხვებს ევედრებიან, რომლებიც აღდგომის დღემდე არ უპასუხებენ მათ და მათი ვედრებების უგულებელმყოფელნი არიან [მათ არც კი იციან, რომ მათ ევედრებიან].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
და როცა ადამიანები შეკრებილნი იქნებიან, ისინი მათი მტრები გახდებიან და უარყოფენ მათ თაყვანისცემას.
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
და როცა მათ ჩვენი აიათები ცხადად ეკითხებათ, ურწმუნონი ამბობენ ჭეშმარიტებაზე, როცა ის მოევლინებათ: «ეს ცხადი ჯადოქრობაა».
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და ნუთუ ისინი იტყვიან: «მან ის [ყურანი] მოიგონა?» თქვი (ო, შუამავალო): «თუ მე მოვიგონე იგი, თქვენ ვერ შეძლებდით ალლაჰის სასჯელისგან ჩემს გადარჩენას. მან [ალლაჰმა] ყველაზე კარგად იცის, რასაც თქვენ ამბობთ. ის საკმარისია მოწმედ ჩემსა და თქვენ შორის! და ის არის მპატიებელი, შემწყალებელი».
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
თქვი (ო, შუამავალო): «მე არ ვარ სიახლე [პირველი] შუამავალთა შორის (რომლებიც ალლაჰმა გაგზავნა ხალხთან), და არ ვიცი, რა მოხდება ჩემთან და თქვენთან (ამქვეყნად). მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ჩემთვისაა შთაგონებული; და მე მხოლოდ ცხადი გამაფრთხილებელი ვარ».
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
თქვი: «აბა, რას იტყვით, თუ ის ალლაჰისგანაა და თქვენ უარყავით იგი, და ისრაელის ძეთაგან ერთმა მოწმემ დაამოწმა მსგავსზე, და ირწმუნა, თქვენ კი გაამაყდით. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე უსამართლო ხალხს».
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
და უთხრეს ურწმუნოებმა მათ, რომელთაც ირწმუნეს: «ეს რომ სიკეთე ყოფილიყო, ისინი ჩვენ არ დაგვასწრებდნენ მასში». და როდესაც ვერ პოულობენ ჭეშმარიტ გზას მისი მეშვეობით, იტყვიან: «ეს ძველი სიცრუეა».
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
და მასზე [ყურანზე] წინ ჩვენ ჩამოვაგზავნეთ მუსას წიგნი [თორა] — გზამკვლევად და წყალობად. და ეს [ყურანი] (არის) წიგნი, რომელიც ადასტურებს ჭეშმარიტებას (იმ წერილებისა, რომლებიც მასზე ადრე ალლაჰის მიერ იქნა გამოგზავნილი), არაბულად, რათა შეაგონებდნენ მათ, ვინც ბოროტს იქმს და სასიხარულო უწყებად მართლებისთვის.
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑ
ჭეშმარიტად, რომელთაც თქვეს: «ჩვენი უფალი ალლაჰია!» და შემდეგ მტკიცედ დადგნენ, არ ექნებათ მათ შიში და არც დამწუხრდებიან.
ﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛ
ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი, რომლებიც მასში მარადიულად იცხოვრობენ (ალლაჰის წყალობით) იმ საქმეების საზღაურად, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და ჩვენ ვუბრძანეთ ადამიანს, კეთილად მოექცეს მშობლებს; (რადგან) დედამისი სირთულით ატარებს მას [მუცელში] და შობს მას ტანჯვით; და მისი ტარება (მუცელში) და ძუძუთი გამოკვება ოცდაათი თვეა. და როდესაც ის ძალას [გონებრივ და ფიზიკურ ზღვარს] მიაღწევს და ორმოც წლამდე მივა, ის (ალლაჰს თხოვნით მიმართავს და) ამბობს: «ო, უფალო, შთამაგონე, რომ (ყოველთვის) მადლიერი ვიყო შენი წყალობისთვის, რომელიც მე და ჩემს მშობლებს გვიბოძე; და რომ (ყოველთვის) აღვასრულო კეთილი საქმეები, რომლითაც შენ ხარ კმაყოფილი, და მომეცი სიკეთე ჩემს შთამომავლობაში! ჭეშმარიტად, შენს წინაშე ვინანიებ და მე ვარ ერთ-ერთი მუსლიმთაგანი (მორჩილთაგანი)».
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
ისინი, ვისგანაც ვიღებთ საუკეთესოს მათ მიერ ნამოქმედარი მართალი საქმეებიდან და ვპატიობთ მათ ცუდ საქმეებს, ისინი სამოთხის მკვიდრთა შორის არიან, ჭეშმარიტი აღთქმისამებრ, რომელიც მათ (ალლაჰისგან) მიეცათ.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
და ვინც თავის მშობლებს ეუბნება: «უფ, თქვენ! ნუთუ მპირდებით, რომ (საფლავიდან ცოცხალი) აღვდგები? მაგრამ ჩემს წინ (დედამიწაზე) მრავალი თაობა (ადამიანებისა) გარდაიცვალა (და არცერთი მათგანი ჯერ არ აღმდგარა)!» ისინი [მისი მშობლები] ალლაჰს ევედრებიან დახმარებას (და ეუბნებიან მას): «ვაი შენ! ირწმუნე, რადგან ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია!» ის (მშობლებს) ეუბნება: «ეს, რასაც მეუბნებით, არაფერია, გარდა (გამოგონილი) ძველი ხალხის ლეგენდებისა!»
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
ისინი სწორედ ისეთები არიან, ვისზეც ჭეშმარიტად ვრცელდება სიტყვა (ალლაჰისა) იმ ხალხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ წინ იყვნენ ჯინებისა და ადამიანებისგან; ჭეშმარიტად, ისინი აღმოჩნდნენ წაგებულნი.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
და თითოეულს [როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა ჯგუფს] (განკითხვის დღეს) ექნება თავისი საფეხურები იმის მიხედვით, რაც გააკეთეს, რათა მან [ალლაჰმა] სრულად მიაგოს მათ მათი საქმეებისთვის, და ისინი არ დაიჩაგრებიან.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎ
და იმ დღეს, როცა ურწმუნოებს ცეცხლს წარუდგენენ, ეტყვიან: «თქვენ დახარჯეთ თქვენი სიკეთეები მიწიერ ცხოვრებაში და დატკბით მათით. ამიტომ დღეს დამამცირებელი სასჯელით დაისჯებით იმის გამო, რომ უსამართლოდ ამპარტავნობდით დედამიწაზე და (ალლაჰისადმი) დაუმორჩილებლობის გამო».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და შეახსენე 'ადის ძმაზე [შენს ხალხს], აი, მან გააფრთხილა თავისი ხალხი ალ-აჰყაფში, როცა უკვე იყვნენ გამაფრთხილებლები მასზე წინ და მის შემდეგ: «არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, მე მეშინია თქვენთვის დიდებული დღის სასჯელის!»
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
მათ თქვეს: «ნუთუ ჩვენი ღმერთებისგან დასაშორებლად მოხვედი შენი სიცრუით? მოგვეცი ის, რასაც გვპირდები, თუკი მართალი ხარ».
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
(ჰუდმა) თქვა: «ჭეშმარიტად, ცოდნა მხოლოდ ალლაჰთან არის, მე კი (ალლაჰისგან) (მხოლოდ) იმას გადმოგცემთ, რითაც მოვივლინე; მაგრამ მე ვხედავ, რომ თქვენ უცოდინარი ხალხი ხართ».
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და როდესაც მათ იხილეს ის (უზარმაზარი ღრუბელი), რომელიც (ჰორიზონტზე) ვრცელდებოდა და მათი ველებისკენ მოემართებოდა, თქვეს: «ეს ღრუბელი წვიმას მოგვიტანს». (მაგრამ წინასწარმეტყველმა ჰუდმა უთხრა მათ): «არა (ეს სულაც არ არის წვიმა), ეს ის სასჯელია, რომლის დაჩქარებაც მოინდომეთ — ქარიშხალი, რომელშიც მტკივნეული სასჯელია».
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
ის ანადგურებდა ყოველივეს თავისი უფლის ბრძანებით. და მათი საცხოვრისების გარდა აღარაფერი ჩანდა. აი, ასე მივუზღავთ დამნაშავეებს (რომელნიც ალლაჰის მიმართ ურწმუნოები და ურჩები არიან).
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
და ჩვენ მათ ისეთი ძალაუფლება მივეცით, როგორიც თქვენთვის არ მოგვიცია, და მივეცით მათ სმენა, მხედველობა და გულები. მაგრამ ვერაფერი უშველათ ვერც მათმა სმენამ, ვერც მხედველობამ და ვერც გულებმა, რადგან ისინი უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს, და გარს შემოერტყათ ის, რასაც დასცინოდნენ.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და უეჭველად, ჩვენ გავანადგურეთ სოფლები, რომლებიც თქვენს გარშემო იყო, და ჩვენ განვმარტეთ სასწაულები, ეგების ისინი დაბრუნებულიყვნენ (ჭეშმარიტ რწმენაზე).
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
მაშ, რატომ ვერ დაეხმარნენ მათ ის (ცრუ ღვთაებები), რომლებიც მათ ალლაჰის ნაცვლად ღმერთებად აიყვანეს, როგორც (ალლაჰთან) დაახლოების საშუალება? პირიქით, ისინი მათგან გაუჩინარდნენ [ვერ უპასუხეს მათ]. ეს იყო მათი სიცრუე და ის, რასაც თავად იგონებდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
და (უთხარი მათ, ო, შუამავალო), როგორ გამოვგზავნეთ შენთან ჯინების ერთი ჯგუფი, რათა ყურანი მოესმინათ. როდესაც ისინი მასთან (იქ სადაც ყურანი იკითხებოდა) მივიდნენ, მათ [ჯინებმა] ერთმანეთს უთხრეს: «გაჩუმდით (და ყურადღებით მოისმინეთ)!» და როდესაც (ყურანის წაკითხვა) დასრულდა, ისინი თავიანთ ხალხთან დაბრუნდნენ შემგონებლებად.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
თქვეს: «ჰეი, ჩვენო ხალხო! ჩვენ მოვისმინეთ წიგნი, რომელიც გარდმოევლინა მუსას შემდეგ, რომელიც ადასტურებს იმას, რაც იყო მის უწინ, და მიუძღვება ჭეშმარიტებისკენ და სწორი გზისკენ.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
ჰეი, ჩვენო ხალხო! უპასუხეთ ალლაჰის მოციქულს და ირწმუნეთ იგი. ის მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს და დაგიცავთ მტანჯველი სასჯელისგან.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და ვინც არ პასუხობს ალლაჰის მოწოდებას [არ პასუხობს ალლაჰის შუამავლის მოწოდებას], მას არ შეუძლია (ალლაჰის) დასუსტება დედამიწაზე (მას არ შეუძლია რომ ალლაჰი უძლური გახადოს, და მისგან თავი დააღწიოს) და მას არ ჰყავს მფარველები მის [ალლაჰის] გარდა. ასეთნი აშკარა შეცდომაში არიან!»
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
განა არ ფიქრობენ, რომ ალლაჰს, რომელმაც ცანი და მიწა (არაფრისგან) შექმნა და მათ შექმნაში არ დაიღალა, შეუძლია მკვდრების გაცოცხლება? დიახ, (ალლაჰისთვის ყველაფერი მარტივია), რადგან ჭეშმარიტად, მას ყოველივეზე ძალა შესწევს!
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
და იმ დღეს, როდესაც ურწმუნონი ცეცხლის წინაშე წარდგებიან (მათ ჰკითხავენ): «განა ეს (სასჯელი) სამართლიანი არ არის?» ისინი იტყვიან: «დიახ, ჩვენი უფლის სახელით ვფიცავთ (რომ ეს სასჯელი სამართლიანია)!» ის იტყვის: «მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც უარყოფდით».
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
მოითმინე კი (ო, მოციქულო), ისე, როგორც მოითმინეს სიმტკიცის მქონე მოციქულებმა , და ნუ იჩქარებ მათთვის (ჩემგან) სასჯელის მოსვლას! იმ დღეს, როდესაც ისინი იხილავენ იმას (სასჯელს), რაც მათ აღთქმული ჰქონდათ, (მოეჩვენებათ), თითქოს (ამქვეყნიურ ცხოვრებაში) დღის მხოლოდ ერთი საათი დაჰყვეს. (ეს) არის უწყება (მათთვის და სხვებისთვის)! განა ალლაჰის სასჯელით ვინმე სხვა იღუპება, გარდა ალლაჰისადმი ურჩი ხალხისა?

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers