სურა ალ-ჰადიდი
PDF —
29 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ჰადიდი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ჰადიდი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჰადიდი თარგმანი. ალ-ჰადიდი (Medinan) 29 აია.



სურა ალ-ჰადიდი
29 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
განადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და ქვეყანაზე, და იგია ძლევამოსილი, ბრძენი.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
მას ეკუთვნის ცათა და მიწის ხელმწიფება. იგი აცოცხლებს და აკვდინებს. და იგი ყოველისშემძლეა.
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
ის [ალლაჰი] არის პირველი [მის წინ არავინ ყოფილა] და უკანასკნელი [მის შემდეგ არავინ იქნება] ცხადი (რომლის ზემოთაც არაფერია) და დაფარული, და ის ყოვლისმცოდნეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
იგია [ალლაჰი], რომელმაც თავისი სიბრძნით შექმნა ცანი და მიწა ექვს დღეში (თუმცა შეეძლო მათი შექმნა ერთ წამშიც, ეთქვა მხოლოდ: იყავ!), შემდეგ კი ამაღლდა ტახტზე [ისე, როგორც მხოლოდ მის დიად ღირსებას შეჰფერის და არა ქმნილებებსავით]. მან იცის ყველაფერი, რაც მიწაში შედის [ყოველი თესლი, ყოველი წყლის წვეთი] და ყველაფერი, რაც იქიდან გამოდის [ყოველი ყლორტი, ყოველი უმცირესი ნაწილაკი…] ყველაფერი, რაც ციდან ჩამოდის და ყველაფერი, რაც მასში (ცაში) ადის [მისი მსახურების ყველა საქმე და სხვა]. და ის [ალლაჰი] თქვენთანაა [თავისი ცოდნითა და ძალით], სადაც არ უნდა იყოთ. და ალლაჰი ხედავს ყველაფერს. [რასაც აკეთებთ — არც ერთი თქვენი საქმე არ დაიკარგება].
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
მას ეკუთვნის მეუფება ცათა და მიწისა და ალლაჰთან ბრუნდება ყოველი საქმე.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
მას შეჰყავს ღამე დღეში და დღე შეჰყავს ღამეში [წელიწადის სეზონების მიხედვით დღის და ღამის ხანგრძლივობას ცვლის], და მან იცის ისიც, რაც გულებშია.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
ირწმუნეთ ალლაჰი და მისი მოციქული (მუჰამმადი) და დახარჯეთ (ალლაჰის გზაზე) იმ ქონებიდან, რომელიც მან თქვენს განკარგულებაში მოგცათ. ხოლო მათგან, ვინც ირწმუნა და ხარჯავდა, მათთვის დიდი საზღაურია.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
რა გემართებათ, რომ არ ირწმუნებთ ალლაჰს, მაშინ როცა შუამავალი [მუჰმმადი] გიხმობთ, რომ ირწმუნოთ თქვენი უფალი? და მან ხომ უკვე აიღო თქვენი აღთქმა, თუკი მორწმუნენი ხართ.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
ის არის, ვინც თავის მსახურს (შუამავალ მუჰმმადს) უგზავნის ცხად აიათებს, რათა გამოგიყვანოთ სიბნელიდან [ურწმუნოებიდან] სინათლეში [ჭეშმარიტ რწმენაში]. და ჭეშმარიტად, ალლაჰი თქვენდამი თანამგრძნობი, შემწყალებელია.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
და რა გჭირთ თქვენ, (ო ადამიანებო) რომ არ ხარჯავთ (თქვენს ქონებას) ალლაჰის გზაზე [ალლაჰის სიტყვის ამაღლების საქმეში], მაშინ როცა ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის მემკვიდრეობა? თქვენში ვერ გათანაბრდებიან ისინი, ვინც გამარჯვებამდე [მექქის განთავისუფლებამდე მრავალღმერთიანობისგან] ხარჯავდნენ და იბრძოდნენ (ურწმუნოთა წინააღმდეგ), და ისინი, ვინც ამის შემდეგ ხარჯავდნენ და იბრძოდნენ. ისინი ალლაჰის წინაშე ხარისხით უფრო მაღლები არიან. და თითოეულს ამ ორი ჯგუფიდან ალლაჰმა აღუთქვა საუკეთესო [სამოთხე]. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმაში, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜ
ვინ მისცემს ალლაჰს კეთილ სესხს [თავის ქონებას დახარჯავს მის გზაზე, მისგან ჯილდოს იმედით], რათა მან (ალლაჰმა) გაუმრავლოს მას (მისი საზღაური) და მისთვის იყოს უხვი ჯილდო [სამოთხე]?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
იმ დღეს [სამსჯავროს დღეს], როცა იხილავ, რომ მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს (როდესაც ისინი ბეწვის ხიდზე გადავლენ — გზაზე, რომელიც სამოთხემდე მიდის და ჯოჯოხეთზეა გადებული) წინ გაუძღვებათ მათი ნათელი (გზას გაუნათებს) და მარჯვენა მხარესაც ექნებათ (მათი საქმეების წიგნები). და ეთქმებათ მათ: «სასიხარულო ამბავი თქვენ დღეს! (თქვენთვის მომზადებულია) სამოთხის ბაღები, რომელთა ქვემოთ მდინარეები მიედინება, იქ სამარადისოდ დარჩებით. აი ეს არის დიდი წარმატება».
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
იმ დღეს [სამსჯავროს დღეს], როცა თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები ეტყვიან მათ, ვინც ირწმუნა (როდესაც მორწმუნეები უკვე ბეწვის ხიდზე იქნებიან): «დაგველოდეთ [მოგვიბრუნდით სახით], რათა თქვენი ნათლიდან ავიღოთ!» მათ [თვალთმაქცებს] ირონიულად ეთქმებათ (ანგელოზების მიერ): «დაბრუნდით უკან და იქ ეძებეთ ნათელი!» და (როცა ისინი უკან ბრუნდებიან, აღმოჩნდება, რომ) მათ შორის აღმართულია მაღალი კედელი, რომელსაც აქვს კარიბჭე: შიგნითა მხარეს [საითაც მორწმუნეები მიდიან] არის მოწყალება, ხოლო გარეთა მხარეს [საითაც თვალთმაქცები არიან] სასჯელი.
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ისინი [თვალთმაქცები] შეჰღაღადებენ მათ [მორწმუნეებს]: «განა (ამქვეყნიურ ცხოვრებაში) თქვენთან ერთად არ ვიყავით (ალლაჰისადმი მორჩილების საქმეებში)?» მორწმუნეები უპასუხებენ: «დიახ, (გარეგნულად) თქვენ ჩვენთან ერთად იყავით, მაგრამ თქვენ თვითონვე ჩაიგდეთ თავი ცდუნებაში, ელოდებოდით (მოციქულის სიკვდილს და მორწმუნეთა წარმატების შეცვლას), დაეჭვდით (სიკვდილის შემდეგ აღდგომაში), და ცრუ ოცნებებმა შეგაცდინათ, ვიდრე არ მოვიდა ალლაჰის ბრძანება [სიკვდილი] და ალლაჰის შესახებ მატყუარამ — [სატანამ] მოგატყუათ».
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
და დღეს არ მიიღება გამოსასყიდი თქვენგან, ო თვალთმაქცებო, და არც მათგან, ვინც ურწმუნო გახდა. თქვენი საბოლოო თავშესაფარი იქნება ცეცხლი, იგი — თქვენი მეურვეა. და რა საშინელია ის [ჯოჯოხეთი] როგორც დაბრუნების ადგილი!
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
განა არ დადგა დრო მათთვის, ვინც ირწმუნა, რომ მათი გულები ძრწოდეს (და დარბილდეს) ალლაჰის ხსენებისას და იმ ჭეშმარიტების მოსმენაზე, რომელიც მან გარდმოავლინა [ალლაჰის წიგნი], და რომ ისინი [მორწმუნეები] არ დაემსგავსონ მათ, ვისაც ადრე ებოძათ წერილი [თორა და ინჯილი], რომელთაც დრო გაუგრძელდათ [დიდი ხანი გავიდა მათთან გამოგზავნილი წინასწარმეტყველების შემდეგ], რის გამოც მათი გულები გაქვავდა [მათ აღარ უსმენდნენ დარიგებებს, რომლებიც ალლაჰის წიგნებში იყო], და ბევრი მათგანი (გახდა) ურჩი (ალლაჰისადმი).
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
იცოდეთ, რომ ალლაჰი აცოცხლებს მიწას მისი სიკვდილის შემდეგ. ჩვენ უკვე განგიმარტეთ თქვენ სასწაულები, რათა გონს მოეგოთ.(იცოდეთ რომ ალლაჰს შეუძლია მკვდრების გაცოცხლება, როგორც მიწის გაცოცხლება, და შეუძლია სასტიკი გულების მორბილებაც)
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
ჭეშმარიტად, მოწყალების გამცემ კაცებსა და ქალებს, რომელთაც ალლაჰს ასესხეს მშვენიერი სესხი, მათთვის ეს სიკეთეები გამრავლდება და მათთვის იქნება ძვირფასი ჯილდო [სამოთხე],
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი მოციქულები, სწორედ ისინი არიან მართალნი. და მოწამეებს [ალლაჰის გზაზე დაღუპულთ] თავიანთ უფალთან ექნებათ მათი ჯილდო და მათი ნათელი (რომელიც გაუნათებს მათ გზას სამსჯავროს დღეს). ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ და უარყვეს ჩვენი სასწაულები, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი.
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
იცოდეთ, [ო ადამიანებო] რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ თამაშია (სხეულისთვის) და გართობა (სულისთვის), მორთულობა და ერთმანეთთან ქება (საზრდოსა და კეთილდღეობის გამო), და სწრაფვა ქონებისა და შვილების გამრავლებისკენ. იგი ჰგავს წვიმას, რომლის შემდეგ ამოსული მცენარეები აღაფრთოვანებს მათ, ვინც თესლს მიწაში მალავს [მიწათმოქმედებს], შემდეგ ისინი ჭკნება და ხმება, და შენ ხედავ მათ გაყვითლებულს (მას შემდეგ, რაც მწვანე იყო), ხოლო შემდეგ ისინი ნამსხვრევებად იქცევა. ხოლო საიქიო ცხოვრებაში არის მკაცრი სასჯელი (ურწმუნოთათვის), და ასევე ალლაჰისგან პატიება და კმაყოფილება (მორწმუნეთათვის). და ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ მოტყუებითი სიამოვნებაა.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
ისწრაფეთ თქვენი უფლის პატიებისკენ და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცისა და მიწის სივრცის ტოლია, გამზადებულია მათთვის, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავლები. ეს ალლაჰის წყალობაა და უბოძებს იმას, ვისაც ინებებს. ალლაჰი დიად გულუხვია (თავისი მორწმუნე მსახურების მიმართ).
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
რა უბედურებაც არ უნდა მოხდეს მიწაზე [გვალვა, შიმშილი და სხვ.] ან თქვენს სულებში [დაავადება, დაჭრა და სხვ.], იგი უკვე ჩაწერილი იყო ადრე (დაცულ ფურცელზე), ვიდრე ჩვენ მას შევქმნიდით. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია!
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
რათა არ იდარდოთ იმის გამო, რაც თქვენ აგცდათ [რომ არ თქვათ: "ო, ნეტავ ასე მოვქცეულიყავი, მაშინ ასე იქნებოდა"], და არც ამპარტავნულად არ გახარებულიყავით იმით, რაც მან მოგმადლათ. და ალლაჰს არ უყვარს არცერთი ამპარტავანი [ქედმაღალი], ქედმაღლურად მოტრაბახე.
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
რომლებიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ. და ვინც ზურგს შეაქცევს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარი, ყოვლადქებულია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ჩვენ უკვე წარვგზავნეთ ჩვენი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით და მათთან ერთად გარდმოვავლინეთ წიგნი და სასწორი, რათა ადამიანებმა სამართლიანობა დაიცვან. და გარდმოვავლინეთ რკინა, რომელშიც დიდი ძალაა და სარგებლობანი ადამიანთათვის, რათა ალლაჰმა იცოდეს, ვინ შეეწევა მას და მის შუამავლებს ფარულად. უეჭველად, ალლაჰი ყოვლადძლიერი, დიადია.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
და ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი და იბრაჰიმი და დავადგინეთ მათ შთამომავლობაში წინასწარმეტყველება და წიგნი. და მათ შორის [მის შთამომავლობაში] არიან, ვინც მართალ გზას მიჰყვება, მაგრამ ბევრი მათგანი ურჩია (ალლაჰისადმი).
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
შემდეგ მათ კვალდაკვალ მივაყოლეთ ჩვენი შუამავლები და მივაყოლეთ 'ისა (იესო) მარიამის ძე, და ვუბოძეთ მას სახარება. და მის მიმდევართა გულებში ჩავდეთ სიბრალული, მოწყალება და ბერმონაზვნობა, რომელიც მათ თავად შემოიღეს, ჩვენ არ დაგვიწესებია იგი მათთვის, გარდა ალლაჰის კეთილგანწყობის ძიებისა, მაგრამ მათ ის (ბერმონაზვნობა) სათანადოდ ვერ დაიცვეს. ამიტომ, მათგან რომელთაც ირწმუნეს, მივეცით თავიანთი საზღაური, მაგრამ ბევრი მათგანი ურჩია.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ირწმუნეთ მისი შუამავალი. იგი ორმაგად მოგანიჭებთ თავისი წყალობიდან და დაგიდგენთ სინათლეს, რომლითაც ივლით, და შეგინდობთ თქვენ. და ალლაჰი შემნდობი, შემწყალებელია.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
რათა წიგნის ხალხმა იცოდეს, რომ მათ არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ ალლაჰის წყალობაზე და რომ წყალობა ალლაჰის ხელშია. უბოძებს მას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი დიადი წყალობის მფლობელია.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers