ალ-ბაქარა · 179/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
وَلَكُمْ فِي الْقِصَاصِ حَيَاةٌ يَا أُولِي الْأَلْبَابِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ ۝١٧٩
Wa lakum fil qisaasi hayaatuny yaaa ulil albaabi la `allakum tattaqoon
📖 ქართული მნიშვნელობა
და თქვენთვის ყისასში [ანუ მკვლელის მოკვლაში მოკლულის სანაცვლოდ] სიცოცხლეა, ო, გონების მქონენო, რათა ღვთისმოშიშნი გახდეთ და თავი შეიკავოთ მკვლელობისგან!
🎧 მოსმენა

📜 აია 177-181 — ალ-ბაქარა

177۞ لَّيْسَ الْبِرَّ أَن تُوَلُّوا وُجُوهَكُمْ قِبَلَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ وَلَٰكِنَّ الْبِرَّ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَالْمَلَائِكَةِ وَالْكِتَابِ وَالنَّبِيِّينَ وَآتَى الْمَالَ عَلَىٰ حُبِّهِ ذَوِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ وَالسَّائِلِينَ وَفِي الرِّقَابِ وَأَقَامَ الصَّلَاةَ وَآتَى الزَّكَاةَ وَالْمُوفُونَ بِعَهْدِهِمْ إِذَا عَاهَدُوا ۖ وَالصَّابِرِينَ فِي الْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ وَحِينَ الْبَأْسِ ۗ أُولَٰئِكَ الَّذِينَ صَدَقُوا ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُتَّقُونَ
ღვთისმოსაობა იმაში არ მდგომარეობს, რომ ლოცვის დროს თქვენი სახეები აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ მიაბრუნოთ, არამედ ღვთისმოსაობა არის (ერთ-ერთი თვისება), ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე, და ანგელოზები, და წიგნი [ალლაჰის მიერ გარდმოვლენილი ყველა წერილი], და წინასწარმეტყველები და გასცემს ქონებას (ნებაყოფლობით მოწყალებად), მიუხედავად იმისა, რომ თავად უყვარს იგი, ნათესავებს, ობლებს, ღარიბებს, მოგზაურებს, მთხოვნელებს და მონების გათავისუფლებაზე (და ტყვეთა გამოსასყიდად) და აღასრულებს ლოცვას, და გასცემს სავალდებულო მოწყალებას [ზაქათს]; და ასრულებს თავიანთ შეთანხმებებს, როცა დადებს მას; და მომთმენნი არიან გაჭირვებაში [უკიდურესი სიღარიბის დროს], განსაცდელში [ავადმყოფობისას] და რისხვის დროს [მძიმე ბრძოლისას]; — სწორედ ისინი არიან, რომელნიც მართალნი იყვნენ (ალლაჰთან და მის მონებთან), და სწორედ ისინი არიან ღმრთისმოშიშნი.
178يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الْقِصَاصُ فِي الْقَتْلَى ۖ الْحُرُّ بِالْحُرِّ وَالْعَبْدُ بِالْعَبْدِ وَالْأُنثَىٰ بِالْأُنثَىٰ ۚ فَمَنْ عُفِيَ لَهُ مِنْ أَخِيهِ شَيْءٌ فَاتِّبَاعٌ بِالْمَعْرُوفِ وَأَدَاءٌ إِلَيْهِ بِإِحْسَانٍ ۗ ذَٰلِكَ تَخْفِيفٌ مِّن رَّبِّكُمْ وَرَحْمَةٌ ۗ فَمَنِ اعْتَدَىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَلَهُ عَذَابٌ أَلِيمٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენთვის სავალდებულოდ დადგინდა საზღაური (ყისასი) მოკლულთა გამო: თავისუფალი — თავისუფლის სანაცვლოდ, მონა — მონის სანაცვლოდ, და ქალი — ქალის სანაცვლოდ. ხოლო თუ მკვლელს მისი ძმისგან [ანუ მოკლულის მემკვიდრის ან ახლობლისგან] რაიმე ეპატიება, მაშინ მკვლელობით საზღაურის აღება უქმდება. ამის ნაცვლად, ყველაფერი შარიათით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს [ანუ მკვლელმა შარიათით განსაზღვრული გამოსასყიდი (დია) უნდა გადაიხადოს], ხოლო გადახდა მას, ვინც აპატია, საუკეთესო წესით უნდა მოხდეს — დაუყოვნებლივ და სრულად. ეს [გამოსასყიდის დაწესება და პატიების ნებართვა] თქვენი უფლისგან შემსუბუქება და წყალობაა — როგორც მკვლელის, ისე მოკლულის ახლობლების მიმართ. ხოლო ვინც ამის შემდეგ ზღვარს გადააბიჯებს [ანუ პატიების ან გამოსასყიდის მიღების შემდეგ მკვლელს მაინც მოკლავს, ან მკვლელი არ გადაიხდის დადგენილ გამოსასყიდს], მისთვის მტკივნეული სასჯელია.
179وَلَكُمْ فِي الْقِصَاصِ حَيَاةٌ يَا أُولِي الْأَلْبَابِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
და თქვენთვის ყისასში [ანუ მკვლელის მოკვლაში მოკლულის სანაცვლოდ] სიცოცხლეა, ო, გონების მქონენო, რათა ღვთისმოშიშნი გახდეთ და თავი შეიკავოთ მკვლელობისგან!
180كُتِبَ عَلَيْكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ إِن تَرَكَ خَيْرًا الْوَصِيَّةُ لِلْوَالِدَيْنِ وَالْأَقْرَبِينَ بِالْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى الْمُتَّقِينَ
თქვენთვის სავალდებულოდ დადგინდა, როდესაც რომელიმე თქვენგანს სიკვდილი მოადგება [ანუ სიკვდილის მოახლოების ნიშნები გამოჩნდება], თუ ის მნიშვნელოვან ქონებას ტოვებს, ანდერძი დატოვოს მშობლებისთვის [დედისა და მამისთვის] და ახლო ნათესავებისთვის, შარიათით დადგენილი წესის შესაბამისად. ეს ვალდებულებაა ალლაჰის სასჯელის მოშიში ადამიანებისთვის.
181فَمَن بَدَّلَهُ بَعْدَمَا سَمِعَهُ فَإِنَّمَا إِثْمُهُ عَلَى الَّذِينَ يُبَدِّلُونَهُ ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ
ხოლო ვინც შეცვლის მას (ანდერძს) მას შემდეგ, რაც მოისმენს (ანუ სარწმუნოდ შეიტყობს მას), მაშინ ცოდვა ამისათვის იქნება მხოლოდ მათზე, რომელნიც მას ცვლიან (და არა ანდერძის დამტოვებელზე). ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
179აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 179

სურა ალ-ბაქარა აია 179 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და თქვენთვის ყისასში [ანუ მკვლელის მოკვლაში მოკლულის სანაცვლოდ] სიცოცხლეა, ო,…

სურა აია 179/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 177–181. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers