ალ-ბაქარა · 230/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
فَإِن طَلَّقَهَا فَلَا تَحِلُّ لَهُ مِن بَعْدُ حَتَّىٰ تَنكِحَ زَوْجًا غَيْرَهُ ۗ فَإِن طَلَّقَهَا فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا أَن يَتَرَاجَعَا إِن ظَنَّا أَن يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ ۗ وَتِلْكَ حُدُودُ اللَّهِ يُبَيِّنُهَا لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ ۝٢٣٠
Fa in tallaqahaa falaa tahillu lahoo mim ba`du hattaa tankiha zawjan ghairah; fa in tallaqahaa falaa junaaha `alaihimaaa ai yataraaja`aaa in zannaaa ai yuqeemaa hudoodal laa; wa tilka hudoodul laahi yubaiyinuhaa liqawminy ya`lamoon
📖 ქართული მნიშვნელობა
და თუ მან [ქმარმა] მისცა მას განქორწინება (მესამედ), მაშინ ამის შემდეგ იგი აღარ არის მისთვის ნებადართული, სანამ სხვა (კაცზე) არ გათხოვდება. და თუ (ახალი ქმარი) მისცემს მას განქორწინებას (ან მოკვდება), (და იგი მოიცდის ‘იდდას — განქორწინების შემდგომ ვადას), მაშინ არ არის ცოდვა მათზე [წინა ქმარსა და ცოლზე], რომ ისინი (ორივენი) დაბრუნდნენ [კვლავ დადონ ქორწინება ახალი მაჰრით — საქორწინო საჩუქრით], თუ ისინი (ორივე) ფიქრობენ, რომ დაიცავენ ალლაჰის საზღვრებს [მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს] . და ეს არის ალლაჰის საზღვრები, რომელთაც იგი განუმარტავს ადამიანებს, რომელთაც იციან.
🎧 მოსმენა

📜 აია 228-232 — ალ-ბაქარა

228وَالْمُطَلَّقَاتُ يَتَرَبَّصْنَ بِأَنفُسِهِنَّ ثَلَاثَةَ قُرُوءٍ ۚ وَلَا يَحِلُّ لَهُنَّ أَن يَكْتُمْنَ مَا خَلَقَ اللَّهُ فِي أَرْحَامِهِنَّ إِن كُنَّ يُؤْمِنَّ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۚ وَبُعُولَتُهُنَّ أَحَقُّ بِرَدِّهِنَّ فِي ذَٰلِكَ إِنْ أَرَادُوا إِصْلَاحًا ۚ وَلَهُنَّ مِثْلُ الَّذِي عَلَيْهِنَّ بِالْمَعْرُوفِ ۚ وَلِلرِّجَالِ عَلَيْهِنَّ دَرَجَةٌ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ
განქორწინებულმა (ქალებმა, რომლებსაც მენსტრუაცია აქვთ) უნდა მოიცადონ (განქორწინების შემდეგ, სხვა კაცზე დაქორწინების გარეშე და თავის შეკავებით) საკუთარი თავი სამი პერიოდი [ან სამი მენსტრუაცია, ან სამი სუფთა პერიოდი] (რათა დადასტურდეს, რომ ისინი ორსულად არ არიან). და მათთვის [განქორწინებული ქალებისთვის] არ არის ნებადართული დამალონ ის, რაც ალლაჰმა მათ საშვილოსნოში შექმნა [არის თუ არა ორსულობა ან როდის დგება მენსტრუაცია], თუ ისინი (ჭეშმარიტად) ირწმუნებენ ალლაჰს და უკანასკნელ დღეს. და მათი ქმრები მეტად უფლებამოსილნი არიან დააბრუნონ ისინი [განქორწინებული ცოლი] ამ დროს [‘იდდის — განქორწინების შემდგომი ვადის პერიოდში], თუ შერიგებას ისურვებენ. და მათთვის [ქალებისთვის] არის იგივე, რაც (დაკისრებულია) მათზე მიღებული წესის მიხედვით (ალლაჰის დადგენილების შესაბამისად). და ქმრებს აქვთ მათზე [ცოლებზე] ხარისხი [ვალდებულება უზრუნველყონ ცოლი]. და ალლაჰი — ძლევამოსილი, ბრძენია.
229الطَّلَاقُ مَرَّتَانِ ۖ فَإِمْسَاكٌ بِمَعْرُوفٍ أَوْ تَسْرِيحٌ بِإِحْسَانٍ ۗ وَلَا يَحِلُّ لَكُمْ أَن تَأْخُذُوا مِمَّا آتَيْتُمُوهُنَّ شَيْئًا إِلَّا أَن يَخَافَا أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ ۖ فَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا فِيمَا افْتَدَتْ بِهِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَعْتَدُوهَا ۚ وَمَن يَتَعَدَّ حُدُودَ اللَّهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
(დაბრუნებადი) განქორწინება (შეიძლება მიეცეს მხოლოდ) ორჯერ; (ამის შემდეგ) — ან უნდა შეინარჩუნოს [დააბრუნოს იგი] მიღებული წესის მიხედვით, ან გაუშვას სიკეთით [მისი უფლებების დაცვით და ზიანის მიყენების გარეშე]. და არ არის ნებადართული თქვენთვის (ო, ქმრებო) აიღოთ რაიმე იმიდან, რაც მათ [ცოლებს] აჩუქეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ორივე (მეუღლე) შიშობს, რომ ვერ დაიცავენ ალლაჰის საზღვრებს. და თუ თქვენ [პასუხისმგებელი პირები] შიშობთ, რომ ისინი ორივე [ქმარი და ცოლი] ვერ დაიცავენ ალლაჰის საზღვრებს, მაშინ მათზე [ქმარსა და ცოლზე] არ არის ცოდვა იმაში, რითაც ის [ცოლი] თავს გამოისყიდის [ქალისთვის ნებადართულია შესთავაზოს ქმარს გარკვეული ქონება განქორწინების სანაცვლოდ]. ეს არის ალლაჰის საზღვრები; ნუ გადალახავთ მათ [საზღვრებს]. და ვინც გადალახავს ალლაჰის საზღვრებს — ისინი არიან უსამართლონი.
230فَإِن طَلَّقَهَا فَلَا تَحِلُّ لَهُ مِن بَعْدُ حَتَّىٰ تَنكِحَ زَوْجًا غَيْرَهُ ۗ فَإِن طَلَّقَهَا فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا أَن يَتَرَاجَعَا إِن ظَنَّا أَن يُقِيمَا حُدُودَ اللَّهِ ۗ وَتِلْكَ حُدُودُ اللَّهِ يُبَيِّنُهَا لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ
და თუ მან [ქმარმა] მისცა მას განქორწინება (მესამედ), მაშინ ამის შემდეგ იგი აღარ არის მისთვის ნებადართული, სანამ სხვა (კაცზე) არ გათხოვდება. და თუ (ახალი ქმარი) მისცემს მას განქორწინებას (ან მოკვდება), (და იგი მოიცდის ‘იდდას — განქორწინების შემდგომ ვადას), მაშინ არ არის ცოდვა მათზე [წინა ქმარსა და ცოლზე], რომ ისინი (ორივენი) დაბრუნდნენ [კვლავ დადონ ქორწინება ახალი მაჰრით — საქორწინო საჩუქრით], თუ ისინი (ორივე) ფიქრობენ, რომ დაიცავენ ალლაჰის საზღვრებს [მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს] . და ეს არის ალლაჰის საზღვრები, რომელთაც იგი განუმარტავს ადამიანებს, რომელთაც იციან.
231وَإِذَا طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ فَبَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَأَمْسِكُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ أَوْ سَرِّحُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ ۚ وَلَا تُمْسِكُوهُنَّ ضِرَارًا لِّتَعْتَدُوا ۚ وَمَن يَفْعَلْ ذَٰلِكَ فَقَدْ ظَلَمَ نَفْسَهُ ۚ وَلَا تَتَّخِذُوا آيَاتِ اللَّهِ هُزُوًا ۚ وَاذْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَمَا أَنزَلَ عَلَيْكُم مِّنَ الْكِتَابِ وَالْحِكْمَةِ يَعِظُكُم بِهِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
და როდესაც თქვენ (ო, ქმრებო) განქორწინებას აძლევთ თქვენს ცოლებს და ისინი მიაღწევენ თავიანთ ვადას (ანუ უახლოვდებიან მათი ‘იდდის დასრულებას), მაშინ ან დაიბრუნეთ ისინი წესისამებრ კეთილად და მათი უფლებების დაცვით, ან გაუშვით ისინი წესისამებრ (ანუ მიეცით საშუალება, რომ მათი ‘იდდის ვადა დასრულდეს). და ნუ დააკავებთ მათ ძალით, ბოროტი განზრახვით, მათი უფლებების დარღვევით. ხოლო ვინც ამას გააკეთებს, ის უსამართლობას ჩაიდენს საკუთარი თავის მიმართ. და ნუ დასცინებთ ალლაჰის აიათებს — მოეკიდეთ მათ სრული სერიოზულობით. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა, რომელიც მან მოგანიჭათ, რაც მან გარდმოგივლინათ წიგნიდან (ყურანი) და სიბრძნიდან (სუნნა), რითაც შეგაგონებთ. გეშინოდეთ ალლაჰის და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
232وَإِذَا طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ فَبَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَلَا تَعْضُلُوهُنَّ أَن يَنكِحْنَ أَزْوَاجَهُنَّ إِذَا تَرَاضَوْا بَيْنَهُم بِالْمَعْرُوفِ ۗ ذَٰلِكَ يُوعَظُ بِهِ مَن كَانَ مِنكُمْ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۗ ذَٰلِكُمْ أَزْكَىٰ لَكُمْ وَأَطْهَرُ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ
და როდესაც თქვენ (ო, ქმრებო) განქორწინებას აძლევთ თქვენს ცოლებს (პირველად ან მეორედ) და ისინი მიაღწევენ თავიანთ ვადას (ანუ მათი ‘იდდა დასრულდება), მაშინ თქვენ (ო, ქალთა მეურვეებო) ნუ შეუშლით მათ ხელს, კვლავ შევიდნენ ქორწინებაში თავიანთ ქმრებთან (ახალი საქორწინო შეთანხმების დადებით), თუ ისინი — ქმარი და ცოლი შეთანხმდებიან ერთმანეთთან წესისამებრ (რაც შეესაბამება შარიათს და გონივრულობას). ამით შეგაგონებენ თქვენგან მათ, ვისაც სწამს ალლაჰისა და უკანასკნელი დღის. ეს — ამ დადგენილებათა შესრულება — თქვენთვის არის ყველაზე უკეთესი (როგორც საქმე) და ყველაზე სუფთა (ცოდვებისგან). და ალლაჰმა იცის, (რაშია თქვენთვის სარგებელი), ხოლო თქვენ არ იცით (ეს).
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
230აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 230

სურა ალ-ბაქარა აია 230 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და თუ მან [ქმარმა] მისცა მას განქორწინება (მესამედ), მაშინ ამის…

სურა აია 230/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 228–232. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers