ალ-იმრანი · 166/200
თარგმანი გამოთქმა — სურა ალ-იმრანი
وَمَا أَصَابَكُمْ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ فَبِإِذْنِ اللَّهِ وَلِيَعْلَمَ الْمُؤْمِنِينَ ۝١٦٦
Wa maa asaabakum yawmal taqal jam`aani fabiiznil laahi wa liya`lamal mu`mineen
📖 ქართული მნიშვნელობა
და ის, რაც შეგემთხვათ თქვენ იმ დღეს, როცა შეხვდა ორი ლაშქარი (უჰუდის მთასთან), — ეს მოხდა ალლაჰის ნებართვით, რათა გამოევლინა მორწმუნენი.

🎧 მოსმენა


📜 აია 164-168 — სურა ალ-იმრანი

164لَقَدْ مَنَّ اللَّهُ عَلَى الْمُؤْمِنِينَ إِذْ بَعَثَ فِيهِمْ رَسُولًا مِّنْ أَنفُسِهِمْ يَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِهِ وَيُزَكِّيهِمْ وَيُعَلِّمُهُمُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَإِن كَانُوا مِن قَبْلُ لَفِي ضَلَالٍ مُّبِينٍ
უკვე მიაგო ალლაჰმა წყალობა მორწმუნეებს, როდესაც მათ შორის თავად მათგან გამოგზავნა მოციქული, რომელიც უკითხავს მათ მის ნიშნებს [ყურანის აიათებს], წმენდს მათ (მრავალღმერთიანობისა და უზნეობისგან) და ასწავლის მათ წიგნს [ყურანს] და სიბრძნეს [სუნნას], მაშინ როცა მანამდე [მოციქულის მოსვლამდე] ისინი აშკარა გზააბნევაში იყვნენ.
165أَوَلَمَّا أَصَابَتْكُم مُّصِيبَةٌ قَدْ أَصَبْتُم مِّثْلَيْهَا قُلْتُمْ أَنَّىٰ هَٰذَا ۖ قُلْ هُوَ مِنْ عِندِ أَنفُسِكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ნუთუ მას შემდეგ, რაც თქვენ (ო, მორწმუნენო) შეგემთხვათ უბედურება [რაც მოხდა უჰუდის დროს], — მაშინ როცა თქვენ ორჯერ უფრო დიდი ზიანი მიაყენეთ მრავალღმერთიანებს (ბადრის დროს), — თქვით: «საიდან ეს?» უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «ეს [რაც შეგემთხვათ უბედურება] თქვენივე თავებიდანაა [თქვენი დაუმორჩილებლობის გამო მოციქულის ბრძანებისადმი, როცა ნადავლის შესაგროვებლად გაიქეცით]». ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა ყველაფერზე.
166وَمَا أَصَابَكُمْ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ فَبِإِذْنِ اللَّهِ وَلِيَعْلَمَ الْمُؤْمِنِينَ
და ის, რაც შეგემთხვათ თქვენ იმ დღეს, როცა შეხვდა ორი ლაშქარი (უჰუდის მთასთან), — ეს მოხდა ალლაჰის ნებართვით, რათა გამოევლინა მორწმუნენი.
167وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ نَافَقُوا ۚ وَقِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا قَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوِ ادْفَعُوا ۖ قَالُوا لَوْ نَعْلَمُ قِتَالًا لَّاتَّبَعْنَاكُمْ ۗ هُمْ لِلْكُفْرِ يَوْمَئِذٍ أَقْرَبُ مِنْهُمْ لِلْإِيمَانِ ۚ يَقُولُونَ بِأَفْوَاهِهِم مَّا لَيْسَ فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يَكْتُمُونَ
და რათა გამოევლინა ისინი, ვინც გახდნენ მუნაფიყები (თვალთმაქცნი). მათ უთხრეს [მუნაფიყებს]: «მოდით, იბრძოლეთ (ჩვენთან ერთად) ალლაჰის გზაზე, ან თუნდაც დაიცავით (მტერი) (თქვენი სახლებისა და ოჯახებისგან)» მათ თქვეს [მუნაფიყებმა] მორწმუნეებს: «რომ ვიცოდეთ, რომ ბრძოლა (ნამდვილად) იქნებოდა, აუცილებლად გამოგყვებოდით (თქვენს დასახმარებლად)». იმ დღეს ისინი ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე რწმენასთან, რადგან თავიანთი ბაგეებით ამბობდნენ იმას, რაც მათ გულებში არ იყო. და ალლაჰმა უკეთ იცის ის, რასაც ისინი მალავენ.
168الَّذِينَ قَالُوا لِإِخْوَانِهِمْ وَقَعَدُوا لَوْ أَطَاعُونَا مَا قُتِلُوا ۗ قُلْ فَادْرَءُوا عَنْ أَنفُسِكُمُ الْمَوْتَ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ
მათ (თვალთმაქცებმა), რომლებმაც თქვეს თავიანთ ძმებზე (რომლებიც დაიღუპნენ უჰუდის ბრძოლაში), - ხოლო თვითონ დარჩნენ: «მათ რომ ჩვენთვის მოესმინათ, ისინი არ დაიღუპებოდნენ». უთხარი მათ (ო, მოციქულო): «გადაარჩინეთ საკუთარი თავები სიკვდილისგან, თუ მართლები ხართ».
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
166აია

თარგმანი — ალ-იმრანი 166

სურა ალ-იმრანი აია 166 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და ის, რაც შეგემთხვათ თქვენ იმ დღეს, როცა შეხვდა ორი…

სურა აია 166/200 — სურა ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ალ-იმრანი მოსმენა, სურა ალ-იმრანი თარგმანი, სურა ალ-იმრანი mp3, სურა ალ-იმრანი pdf. აია 164–168. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers