ალ-იმრანი · 165/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
أَوَلَمَّا أَصَابَتْكُم مُّصِيبَةٌ قَدْ أَصَبْتُم مِّثْلَيْهَا قُلْتُمْ أَنَّىٰ هَٰذَا ۖ قُلْ هُوَ مِنْ عِندِ أَنفُسِكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ ۝١٦٥
Awa lammaaa asaabatkum museebatun qad asabtum mislaihaa qultum annaa haazaa qul huwa min `indi anfusikum; innal laaha `alaa kulli shai`in Qadeer
📖 ქართული მნიშვნელობა
ნუთუ მას შემდეგ, რაც თქვენ (ო, მორწმუნენო) შეგემთხვათ უბედურება [რაც მოხდა უჰუდის დროს], — მაშინ როცა თქვენ ორჯერ უფრო დიდი ზიანი მიაყენეთ მრავალღმერთიანებს (ბადრის დროს), — თქვით: «საიდან ეს?» უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «ეს [რაც შეგემთხვათ უბედურება] თქვენივე თავებიდანაა [თქვენი დაუმორჩილებლობის გამო მოციქულის ბრძანებისადმი, როცა ნადავლის შესაგროვებლად გაიქეცით]». ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა ყველაფერზე.
🎧 მოსმენა

📜 აია 163-167 — ალ-იმრანი

163هُمْ دَرَجَاتٌ عِندَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ
ისინი [სამოთხის მკვიდრნი და ჯოჯოხეთის მკვიდრნი] განსხვავდებიან ხარისხებით ალლაჰის წინაშე, და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ.
164لَقَدْ مَنَّ اللَّهُ عَلَى الْمُؤْمِنِينَ إِذْ بَعَثَ فِيهِمْ رَسُولًا مِّنْ أَنفُسِهِمْ يَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِهِ وَيُزَكِّيهِمْ وَيُعَلِّمُهُمُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَإِن كَانُوا مِن قَبْلُ لَفِي ضَلَالٍ مُّبِينٍ
უკვე მიაგო ალლაჰმა წყალობა მორწმუნეებს, როდესაც მათ შორის თავად მათგან გამოგზავნა მოციქული, რომელიც უკითხავს მათ მის ნიშნებს [ყურანის აიათებს], წმენდს მათ (მრავალღმერთიანობისა და უზნეობისგან) და ასწავლის მათ წიგნს [ყურანს] და სიბრძნეს [სუნნას], მაშინ როცა მანამდე [მოციქულის მოსვლამდე] ისინი აშკარა გზააბნევაში იყვნენ.
165أَوَلَمَّا أَصَابَتْكُم مُّصِيبَةٌ قَدْ أَصَبْتُم مِّثْلَيْهَا قُلْتُمْ أَنَّىٰ هَٰذَا ۖ قُلْ هُوَ مِنْ عِندِ أَنفُسِكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ნუთუ მას შემდეგ, რაც თქვენ (ო, მორწმუნენო) შეგემთხვათ უბედურება [რაც მოხდა უჰუდის დროს], — მაშინ როცა თქვენ ორჯერ უფრო დიდი ზიანი მიაყენეთ მრავალღმერთიანებს (ბადრის დროს), — თქვით: «საიდან ეს?» უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «ეს [რაც შეგემთხვათ უბედურება] თქვენივე თავებიდანაა [თქვენი დაუმორჩილებლობის გამო მოციქულის ბრძანებისადმი, როცა ნადავლის შესაგროვებლად გაიქეცით]». ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა ყველაფერზე.
166وَمَا أَصَابَكُمْ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ فَبِإِذْنِ اللَّهِ وَلِيَعْلَمَ الْمُؤْمِنِينَ
და ის, რაც შეგემთხვათ თქვენ იმ დღეს, როცა შეხვდა ორი ლაშქარი (უჰუდის მთასთან), — ეს მოხდა ალლაჰის ნებართვით, რათა გამოევლინა მორწმუნენი.
167وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ نَافَقُوا ۚ وَقِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا قَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوِ ادْفَعُوا ۖ قَالُوا لَوْ نَعْلَمُ قِتَالًا لَّاتَّبَعْنَاكُمْ ۗ هُمْ لِلْكُفْرِ يَوْمَئِذٍ أَقْرَبُ مِنْهُمْ لِلْإِيمَانِ ۚ يَقُولُونَ بِأَفْوَاهِهِم مَّا لَيْسَ فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يَكْتُمُونَ
და რათა გამოევლინა ისინი, ვინც გახდნენ მუნაფიყები (თვალთმაქცნი). მათ უთხრეს [მუნაფიყებს]: «მოდით, იბრძოლეთ (ჩვენთან ერთად) ალლაჰის გზაზე, ან თუნდაც დაიცავით (მტერი) (თქვენი სახლებისა და ოჯახებისგან)» მათ თქვეს [მუნაფიყებმა] მორწმუნეებს: «რომ ვიცოდეთ, რომ ბრძოლა (ნამდვილად) იქნებოდა, აუცილებლად გამოგყვებოდით (თქვენს დასახმარებლად)». იმ დღეს ისინი ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე რწმენასთან, რადგან თავიანთი ბაგეებით ამბობდნენ იმას, რაც მათ გულებში არ იყო. და ალლაჰმა უკეთ იცის ის, რასაც ისინი მალავენ.
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
165აია

თარგმანი — ალ-იმრანი 165

სურა ალ-იმრანი აია 165 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ნუთუ მას შემდეგ, რაც თქვენ (ო, მორწმუნენო) შეგემთხვათ უბედურება [რაც…

სურა აია 165/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 163–167. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers