ალ-იმრანი · 167/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ نَافَقُوا ۚ وَقِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا قَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوِ ادْفَعُوا ۖ قَالُوا لَوْ نَعْلَمُ قِتَالًا لَّاتَّبَعْنَاكُمْ ۗ هُمْ لِلْكُفْرِ يَوْمَئِذٍ أَقْرَبُ مِنْهُمْ لِلْإِيمَانِ ۚ يَقُولُونَ بِأَفْوَاهِهِم مَّا لَيْسَ فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يَكْتُمُونَ ۝١٦٧
Wa liya`lamal lazeena naafaqoo; wa qeela lahum ta`aalaw qaatiloo fee sabeelil laahi awid fa`oo qaaloo law na`lamu qitaalallat taba`naakum; hum lilkufri yawma`izin aqrabu minhum lil eemaan; yaqooloona bi afwaahihim maa laisa fee quloobihim; wallaahu a`lamu bimaa yaktumoon
📖 ქართული მნიშვნელობა
და რათა გამოევლინა ისინი, ვინც გახდნენ მუნაფიყები (თვალთმაქცნი). მათ უთხრეს [მუნაფიყებს]: «მოდით, იბრძოლეთ (ჩვენთან ერთად) ალლაჰის გზაზე, ან თუნდაც დაიცავით (მტერი) (თქვენი სახლებისა და ოჯახებისგან)» მათ თქვეს [მუნაფიყებმა] მორწმუნეებს: «რომ ვიცოდეთ, რომ ბრძოლა (ნამდვილად) იქნებოდა, აუცილებლად გამოგყვებოდით (თქვენს დასახმარებლად)». იმ დღეს ისინი ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე რწმენასთან, რადგან თავიანთი ბაგეებით ამბობდნენ იმას, რაც მათ გულებში არ იყო. და ალლაჰმა უკეთ იცის ის, რასაც ისინი მალავენ.
🎧 მოსმენა

📜 აია 165-169 — ალ-იმრანი

165أَوَلَمَّا أَصَابَتْكُم مُّصِيبَةٌ قَدْ أَصَبْتُم مِّثْلَيْهَا قُلْتُمْ أَنَّىٰ هَٰذَا ۖ قُلْ هُوَ مِنْ عِندِ أَنفُسِكُمْ ۗ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ნუთუ მას შემდეგ, რაც თქვენ (ო, მორწმუნენო) შეგემთხვათ უბედურება [რაც მოხდა უჰუდის დროს], — მაშინ როცა თქვენ ორჯერ უფრო დიდი ზიანი მიაყენეთ მრავალღმერთიანებს (ბადრის დროს), — თქვით: «საიდან ეს?» უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «ეს [რაც შეგემთხვათ უბედურება] თქვენივე თავებიდანაა [თქვენი დაუმორჩილებლობის გამო მოციქულის ბრძანებისადმი, როცა ნადავლის შესაგროვებლად გაიქეცით]». ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა ყველაფერზე.
166وَمَا أَصَابَكُمْ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ فَبِإِذْنِ اللَّهِ وَلِيَعْلَمَ الْمُؤْمِنِينَ
და ის, რაც შეგემთხვათ თქვენ იმ დღეს, როცა შეხვდა ორი ლაშქარი (უჰუდის მთასთან), — ეს მოხდა ალლაჰის ნებართვით, რათა გამოევლინა მორწმუნენი.
167وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ نَافَقُوا ۚ وَقِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا قَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوِ ادْفَعُوا ۖ قَالُوا لَوْ نَعْلَمُ قِتَالًا لَّاتَّبَعْنَاكُمْ ۗ هُمْ لِلْكُفْرِ يَوْمَئِذٍ أَقْرَبُ مِنْهُمْ لِلْإِيمَانِ ۚ يَقُولُونَ بِأَفْوَاهِهِم مَّا لَيْسَ فِي قُلُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يَكْتُمُونَ
და რათა გამოევლინა ისინი, ვინც გახდნენ მუნაფიყები (თვალთმაქცნი). მათ უთხრეს [მუნაფიყებს]: «მოდით, იბრძოლეთ (ჩვენთან ერთად) ალლაჰის გზაზე, ან თუნდაც დაიცავით (მტერი) (თქვენი სახლებისა და ოჯახებისგან)» მათ თქვეს [მუნაფიყებმა] მორწმუნეებს: «რომ ვიცოდეთ, რომ ბრძოლა (ნამდვილად) იქნებოდა, აუცილებლად გამოგყვებოდით (თქვენს დასახმარებლად)». იმ დღეს ისინი ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე რწმენასთან, რადგან თავიანთი ბაგეებით ამბობდნენ იმას, რაც მათ გულებში არ იყო. და ალლაჰმა უკეთ იცის ის, რასაც ისინი მალავენ.
168الَّذِينَ قَالُوا لِإِخْوَانِهِمْ وَقَعَدُوا لَوْ أَطَاعُونَا مَا قُتِلُوا ۗ قُلْ فَادْرَءُوا عَنْ أَنفُسِكُمُ الْمَوْتَ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ
მათ (თვალთმაქცებმა), რომლებმაც თქვეს თავიანთ ძმებზე (რომლებიც დაიღუპნენ უჰუდის ბრძოლაში), - ხოლო თვითონ დარჩნენ: «მათ რომ ჩვენთვის მოესმინათ, ისინი არ დაიღუპებოდნენ». უთხარი მათ (ო, მოციქულო): «გადაარჩინეთ საკუთარი თავები სიკვდილისგან, თუ მართლები ხართ».
169وَلَا تَحْسَبَنَّ الَّذِينَ قُتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ أَمْوَاتًا ۚ بَلْ أَحْيَاءٌ عِندَ رَبِّهِمْ يُرْزَقُونَ
და ნუ ჩათვლი მათ, ვინც ალლაჰის გზაზე დაიღუპნენ, მკვდრებად, არა! (ისინი ამ ქვეყანაზე გარდაცვლილები რომც იყვნენ) ისინი ცოცხლები არიან (საიქიოში) და თავიანთი უფლის წინაშე საზრდოობენ.
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
167აია

თარგმანი — ალ-იმრანი 167

სურა ალ-იმრანი აია 167 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და რათა გამოევლინა ისინი, ვინც გახდნენ მუნაფიყები (თვალთმაქცნი). მათ უთხრეს…

სურა აია 167/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 165–169. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers