ალ-მაიდა · 94/120
თარგმანი გამოთქმა — სურა ალ-მაიდა
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَيَبْلُوَنَّكُمُ اللَّهُ بِشَيْءٍ مِّنَ الصَّيْدِ تَنَالُهُ أَيْدِيكُمْ وَرِمَاحُكُمْ لِيَعْلَمَ اللَّهُ مَن يَخَافُهُ بِالْغَيْبِ ۚ فَمَنِ اعْتَدَىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَلَهُ عَذَابٌ أَلِيمٌ ۝٩٤
Yaaa aiyuhal lazeena aamanoo la yabluwannnakumul laahu bishai`im minas saidi tanaaluhooo aideekum wa rimaahukum liya`lamal laahu mai yakhaafuhoo bilghaib; famani` tadaa ba`da zaalika falahoo `azaabun aleem
📖 ქართული მნიშვნელობა
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი უეჭველად გამოგცდით ნადირის საშუალებით მაშინ, როცა იჰრამის მდგომარეობაში იქნებით — იმ ნადავლით, რომელსაც თქვენი ხელები მისწვდება და თქვენი შუბები, რათა ალლაჰმა გამოამჟღავნოს, ვის ეშინია მისი ფარულად. ხოლო ვინც ამის შემდეგაც გადააჭარბებს, მას ელოდება მტკივნეული სასჯელი.

🎧 მოსმენა


📜 აია 92-96 — სურა ალ-მაიდა

92وَأَطِيعُوا اللَّهَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ وَاحْذَرُوا ۚ فَإِن تَوَلَّيْتُمْ فَاعْلَمُوا أَنَّمَا عَلَىٰ رَسُولِنَا الْبَلَاغُ الْمُبِينُ
და დაემორჩილეთ ალლაჰს (ყველაფერში, რასაც ის ბრძანებს და კრძალავს), და დაემორჩილეთ მოციქულს (იმაში, რასაც მას თავისი უფლისგან თქვენამდე მოაქვს), და ერიდეთ (ალლაჰისა და შემდეგ მისი მოციქულის დაუმორჩილებლობას)! ხოლო თუ თქვენ ზურგს შეაქცევთ (ალლაჰისა და მისი მოციქულის მორჩილებას), იცოდეთ, რომ ჩვენს მოციქულზე მხოლოდ ნათლად გადმოცემაა დაკისრებული.
93لَيْسَ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جُنَاحٌ فِيمَا طَعِمُوا إِذَا مَا اتَّقَوا وَّآمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ثُمَّ اتَّقَوا وَّآمَنُوا ثُمَّ اتَّقَوا وَّأَحْسَنُوا ۗ وَاللَّهُ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ
არ არის ცოდვა მათზე, ვინც ირწმუნა და კეთილ საქმეებს ასრულებდა, იმის გამო, რასაც ისინი ჭამდნენ და სვამდნენ [იმის გამო, რომ აკრძალვამდე ჭამდნენ და სვამდნენ აკრძალულს], როცა მათ დაიწყეს თავის დაცვა (მრავალღმერთიანობისგან), ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, შემდეგ კი ერიდებოდნენ იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა და კიდევ უფრო განიმტკიცეს რწმენა, შემდეგ კი ერიდებოდნენ ყველა ცოდვის ჩადენას და გულწრფელები იყვნენ კეთილ საქმეებში [ისე ემორჩილებოდნენ ალლაჰს, თითქოს ხედავენ მას]. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილ საქმეში გულწრფელნი.
94يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَيَبْلُوَنَّكُمُ اللَّهُ بِشَيْءٍ مِّنَ الصَّيْدِ تَنَالُهُ أَيْدِيكُمْ وَرِمَاحُكُمْ لِيَعْلَمَ اللَّهُ مَن يَخَافُهُ بِالْغَيْبِ ۚ فَمَنِ اعْتَدَىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَلَهُ عَذَابٌ أَلِيمٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი უეჭველად გამოგცდით ნადირის საშუალებით მაშინ, როცა იჰრამის მდგომარეობაში იქნებით — იმ ნადავლით, რომელსაც თქვენი ხელები მისწვდება და თქვენი შუბები, რათა ალლაჰმა გამოამჟღავნოს, ვის ეშინია მისი ფარულად. ხოლო ვინც ამის შემდეგაც გადააჭარბებს, მას ელოდება მტკივნეული სასჯელი.
95يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَقْتُلُوا الصَّيْدَ وَأَنتُمْ حُرُمٌ ۚ وَمَن قَتَلَهُ مِنكُم مُّتَعَمِّدًا فَجَزَاءٌ مِّثْلُ مَا قَتَلَ مِنَ النَّعَمِ يَحْكُمُ بِهِ ذَوَا عَدْلٍ مِّنكُمْ هَدْيًا بَالِغَ الْكَعْبَةِ أَوْ كَفَّارَةٌ طَعَامُ مَسَاكِينَ أَوْ عَدْلُ ذَٰلِكَ صِيَامًا لِّيَذُوقَ وَبَالَ أَمْرِهِ ۗ عَفَا اللَّهُ عَمَّا سَلَفَ ۚ وَمَنْ عَادَ فَيَنتَقِمُ اللَّهُ مِنْهُ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ ذُو انتِقَامٍ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოკლათ ნადირი ხმელეთზე, როცა აკრძალვის მდგომარეობაში ხართ [იჰრამში] (დიდი ან მცირე ჰაჯის შესრულების დროს). ხოლო ვინც თქვენგან განზრახ მოკლავს (რომელიმე ცხოველს ან ფრინველს), მისი საზღაური (ამ ცოდვისთვის) არის: დაკვლა შინაური პირუტყვისა [აქლემი, ძროხა, ცხვარი ან თხა], რომელიც ზომით მსგავსი იქნება იმის, რაც მან მოკლა (თუ ასეთი მსგავსება არსებობს შინაურ პირუტყვში). ამას განსაზღვრავს თქვენგან ორი სამართლიანი ადამიანი [მორწმუნე] როგორც მსხვერპლს, რომელიც ქააბასკენ იქნება მიყვანილი (და განკუთვნილია წმინდა ტერიტორიის ღარიბებისთვის). ხოლო გამოსასყიდი (ამ ცოდვისთვის, თუ მსგავსი შინაური ცხოველი არ არსებობს) არის: მისი ღირებულებით საკვების ყიდვა ღარიბებისთვის (თითოეულ ღარიბზე ნახევარი სა‘ა) და მათი გამოკვება, ან ამის სანაცვლოდ — მარხვა (ერთი დღე თითოეული სა‘ა საკვებისთვის). ეს ალლაჰმა დააწესა, რათა მან იგემოს თავისი საქმის საზიანო შედეგი [იჰრამის მდგომარეობაში ნადირობის გამო]. ალლაჰმა აპატია ის, რაც ადრე მოხდა (ამ აკრძალვამდე). ხოლო ვინც კვლავ დაუბრუნდება (დაუმორჩილებლობას), ალლაჰი მასზე შურს იძიებს. უეჭველად, ალლაჰი დიდებული, შურისმგებია.
96أُحِلَّ لَكُمْ صَيْدُ الْبَحْرِ وَطَعَامُهُ مَتَاعًا لَّكُمْ وَلِلسَّيَّارَةِ ۖ وَحُرِّمَ عَلَيْكُمْ صَيْدُ الْبَرِّ مَا دُمْتُمْ حُرُمًا ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ الَّذِي إِلَيْهِ تُحْشَرُونَ
ნებადართულია თქვენთვის (ო, მორწმუნენო) ზღვის ნადირობა (ცოცხალ ზღვის ცხოველებზე) და მისი საკვები [რაც უკვე მკვდრად არის მოპოვებული] — სასარგებლოდ თქვენთვის და მგზავრებისთვის. მაგრამ აკრძალულია თქვენთვის ხმელეთზე ნადირობა, სანამ იმყოფებით იჰრამში. და გეშინოდეთ ალლაჰის (სასჯელისა), რომლისკენაც იქნებით შეკრებილნი.
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
94აია

თარგმანი — ალ-მაიდა 94

სურა ალ-მაიდა აია 94 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი უეჭველად გამოგცდით ნადირის საშუალებით მაშინ,…

სურა აია 94/120 — სურა ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ალ-მაიდა მოსმენა, სურა ალ-მაიდა თარგმანი, სურა ალ-მაიდა mp3, სურა ალ-მაიდა pdf. აია 92–96. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers