ალ-მაიდა · 93/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
لَيْسَ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جُنَاحٌ فِيمَا طَعِمُوا إِذَا مَا اتَّقَوا وَّآمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ثُمَّ اتَّقَوا وَّآمَنُوا ثُمَّ اتَّقَوا وَّأَحْسَنُوا ۗ وَاللَّهُ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ ٩٣
Transliteration
Laisa `alal lazeena aamanoo wa `amilus saalihaati junaahun feemaa ta`imooo izaa mat taqaw wa aamanoo wa `amilus saalihaati summat taqaw wa aamanoo summat taqaw wa ahsanoo; wallaahu yuhibbul muhsineen
თარგმანი (ქართული მნიშვნელობა)
📖 ქართული მნიშვნელობა
არ არის ცოდვა მათზე, ვინც ირწმუნა და კეთილ საქმეებს ასრულებდა, იმის გამო, რასაც ისინი ჭამდნენ და სვამდნენ [იმის გამო, რომ აკრძალვამდე ჭამდნენ და სვამდნენ აკრძალულს], როცა მათ დაიწყეს თავის დაცვა (მრავალღმერთიანობისგან), ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, შემდეგ კი ერიდებოდნენ იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა და კიდევ უფრო განიმტკიცეს რწმენა, შემდეგ კი ერიდებოდნენ ყველა ცოდვის ჩადენას და გულწრფელები იყვნენ კეთილ საქმეებში [ისე ემორჩილებოდნენ ალლაჰს, თითქოს ხედავენ მას]. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილ საქმეში გულწრფელნი.
Additional reference in Türkçe
🎧 მოსმენა
📜 აია 91-95 — ალ-მაიდა
91إِنَّمَا يُرِيدُ الشَّيْطَانُ أَن يُوقِعَ بَيْنَكُمُ الْعَدَاوَةَ وَالْبَغْضَاءَ فِي الْخَمْرِ وَالْمَيْسِرِ وَيَصُدَّكُمْ عَن ذِكْرِ اللَّهِ وَعَنِ الصَّلَاةِ ۖ فَهَلْ أَنتُم مُّنتَهُونَ
სატანას მხოლოდ ის სურს, რომ თქვენ შორის დათესოს მტრობა და სიძულვილი დამათრობელით [ყველაფერი, რაც გონებას აბნელებს] და აზარტული თამაშების საშუალებით, და აგაცდინოთ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას. მაშ, განა არ შეწყვეტთ (ამის) კეთებას?
92وَأَطِيعُوا اللَّهَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ وَاحْذَرُوا ۚ فَإِن تَوَلَّيْتُمْ فَاعْلَمُوا أَنَّمَا عَلَىٰ رَسُولِنَا الْبَلَاغُ الْمُبِينُ
და დაემორჩილეთ ალლაჰს (ყველაფერში, რასაც ის ბრძანებს და კრძალავს), და დაემორჩილეთ მოციქულს (იმაში, რასაც მას თავისი უფლისგან თქვენამდე მოაქვს), და ერიდეთ (ალლაჰისა და შემდეგ მისი მოციქულის დაუმორჩილებლობას)! ხოლო თუ თქვენ ზურგს შეაქცევთ (ალლაჰისა და მისი მოციქულის მორჩილებას), იცოდეთ, რომ ჩვენს მოციქულზე მხოლოდ ნათლად გადმოცემაა დაკისრებული.
93لَيْسَ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جُنَاحٌ فِيمَا طَعِمُوا إِذَا مَا اتَّقَوا وَّآمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ثُمَّ اتَّقَوا وَّآمَنُوا ثُمَّ اتَّقَوا وَّأَحْسَنُوا ۗ وَاللَّهُ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ
არ არის ცოდვა მათზე, ვინც ირწმუნა და კეთილ საქმეებს ასრულებდა, იმის გამო, რასაც ისინი ჭამდნენ და სვამდნენ [იმის გამო, რომ აკრძალვამდე ჭამდნენ და სვამდნენ აკრძალულს], როცა მათ დაიწყეს თავის დაცვა (მრავალღმერთიანობისგან), ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, შემდეგ კი ერიდებოდნენ იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა და კიდევ უფრო განიმტკიცეს რწმენა, შემდეგ კი ერიდებოდნენ ყველა ცოდვის ჩადენას და გულწრფელები იყვნენ კეთილ საქმეებში [ისე ემორჩილებოდნენ ალლაჰს, თითქოს ხედავენ მას]. უეჭველად, ალლაჰს უყვარს კეთილ საქმეში გულწრფელნი.
94يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَيَبْلُوَنَّكُمُ اللَّهُ بِشَيْءٍ مِّنَ الصَّيْدِ تَنَالُهُ أَيْدِيكُمْ وَرِمَاحُكُمْ لِيَعْلَمَ اللَّهُ مَن يَخَافُهُ بِالْغَيْبِ ۚ فَمَنِ اعْتَدَىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَلَهُ عَذَابٌ أَلِيمٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი უეჭველად გამოგცდით ნადირის საშუალებით მაშინ, როცა იჰრამის მდგომარეობაში იქნებით — იმ ნადავლით, რომელსაც თქვენი ხელები მისწვდება და თქვენი შუბები, რათა ალლაჰმა გამოამჟღავნოს, ვის ეშინია მისი ფარულად. ხოლო ვინც ამის შემდეგაც გადააჭარბებს, მას ელოდება მტკივნეული სასჯელი.
95يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَقْتُلُوا الصَّيْدَ وَأَنتُمْ حُرُمٌ ۚ وَمَن قَتَلَهُ مِنكُم مُّتَعَمِّدًا فَجَزَاءٌ مِّثْلُ مَا قَتَلَ مِنَ النَّعَمِ يَحْكُمُ بِهِ ذَوَا عَدْلٍ مِّنكُمْ هَدْيًا بَالِغَ الْكَعْبَةِ أَوْ كَفَّارَةٌ طَعَامُ مَسَاكِينَ أَوْ عَدْلُ ذَٰلِكَ صِيَامًا لِّيَذُوقَ وَبَالَ أَمْرِهِ ۗ عَفَا اللَّهُ عَمَّا سَلَفَ ۚ وَمَنْ عَادَ فَيَنتَقِمُ اللَّهُ مِنْهُ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ ذُو انتِقَامٍ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოკლათ ნადირი ხმელეთზე, როცა აკრძალვის მდგომარეობაში ხართ [იჰრამში] (დიდი ან მცირე ჰაჯის შესრულების დროს). ხოლო ვინც თქვენგან განზრახ მოკლავს (რომელიმე ცხოველს ან ფრინველს), მისი საზღაური (ამ ცოდვისთვის) არის: დაკვლა შინაური პირუტყვისა [აქლემი, ძროხა, ცხვარი ან თხა], რომელიც ზომით მსგავსი იქნება იმის, რაც მან მოკლა (თუ ასეთი მსგავსება არსებობს შინაურ პირუტყვში). ამას განსაზღვრავს თქვენგან ორი სამართლიანი ადამიანი [მორწმუნე] როგორც მსხვერპლს, რომელიც ქააბასკენ იქნება მიყვანილი (და განკუთვნილია წმინდა ტერიტორიის ღარიბებისთვის). ხოლო გამოსასყიდი (ამ ცოდვისთვის, თუ მსგავსი შინაური ცხოველი არ არსებობს) არის: მისი ღირებულებით საკვების ყიდვა ღარიბებისთვის (თითოეულ ღარიბზე ნახევარი სა‘ა) და მათი გამოკვება, ან ამის სანაცვლოდ — მარხვა (ერთი დღე თითოეული სა‘ა საკვებისთვის). ეს ალლაჰმა დააწესა, რათა მან იგემოს თავისი საქმის საზიანო შედეგი [იჰრამის მდგომარეობაში ნადირობის გამო]. ალლაჰმა აპატია ის, რაც ადრე მოხდა (ამ აკრძალვამდე). ხოლო ვინც კვლავ დაუბრუნდება (დაუმორჩილებლობას), ალლაჰი მასზე შურს იძიებს. უეჭველად, ალლაჰი დიდებული, შურისმგებია.
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
93აია
თარგმანი — ალ-მაიდა 93
სურა ალ-მაიდა აია 93 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : არ არის ცოდვა მათზე, ვინც ირწმუნა და კეთილ საქმეებს ასრულებდა,…სურა აია 93/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 91–95. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.
العربية
English
Bahasa Indonesia
Türkçe
Русский
فارسی
Français
اردو
বাংলা
Deutsch
Español
中文
हिन्दी
Português
Italiano
ภาษาไทย
Polski
Nederlands
Shqip
Kiswahili
O'zbek
தமிழ்
Melayu
Bosanski
Soomaali
Azərbaycan
کوردی
한국어
日本語
Svenska
Dansk
Norsk
پښتو
മലയാളം
සිංහල
Tamazight
Hausa
አማርኛ
Български
Тоҷикӣ
Қазақша
Filipino
سنڌي
Yorùbá
Fulfulde
Татарча
ئۇيغۇرچە
Кыргызча
ਪੰਜਾਬੀ
Jawa
తెలుగు
မြန်မာ
ગુજરાતી
Oromo
मराठी
Tiếng Việt
Malagasy
Нохчийн
Wolof
ދިވެހި
ಕನ್ನಡ
Українська
Ελληνικά
ქართული
ខ្មែរ
دری
Qafar af
Maranao
नेपाली
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers








