სურა ალ-მუნაფიქუნი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-მუნაფიქუნი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მუნაფიქუნი თარგმანი. ალ-მუნაფიქუნი (Medinan) 11 აია.
Related
- ალ-მუნაფიქუნი თარგმანიქართული
- ალ-მუნაფიქუნი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-მუნაფიქუნი

ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
როცა თვალთმაქცები შენთან მოდიან, ამბობენ: «ჩვენ ვამოწმებთ, რომ შენ უეჭველად ალლაჰის შუამავალი ხარ». და ალლაჰმა იცის, რომ შენ უეჭველად მისი შუამავალი ხარ და ალლაჰი მოწმობს, რომ თვალთმაქცები უეჭველად მატყუარები არიან.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
მათ თავიანთი ფიცები ფარად გაიხადეს (იფიცებიან რათა დააჯერონ რომ ისინი მორწმუნენი არიან, ამით რომ სხვებს თვალები აუხვიონ, და სიკვდილით დასჯასაც რომ გადაურჩნენ) და აცდენენ (მუნაფიყი თვალთმაქცები ხალხს) ალლაჰის გზას. უეჭველად, რაოდენ საძაგელია ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
ეს იმიტომ, რომ მათ ირწმუნეს (ფორმალურად), შემდეგ კი უარყვეს, ამიტომ მათ გულებზე ბეჭედი დაიდო და ისინი ვერაფერს ხვდებიან.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
როცა მათ ხედავ, მათი სხეულები გაოცებს (გარეგნული აღნაგობა), და თუ ილაპარაკებენ, შენ უსმენ მათ ნათქვამს. თითქოს ისინი კედელზე მიყუდებული ძელები არიან (არ ესმით და არც სარგებლობენ შენი ქადაგებით). მათ ყოველი ყვირილი თავის საწინააღმდეგოდ მიაჩნიათ (შიშობენ რომ მათ საწინააღმდეგოდ რამე არ ითქვას). ისინი მტრები არიან, მაშ, ერიდე მათ. ალლაჰმა დასწყევლოს ისინი! როგორ არიან ისინი ჭეშმარიტებას აცდენილნი!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
და როცა მათ [თვალთმაქცებს] ეუბნებიან: «მოდით, რათა ალლაჰის შუამავალმა თქვენთვის შენდობა ითხოვოს», ისინი თავს ატრიალებენ (აჩვენებენ, რომ ეს მათ არ სჭირდებათ), და შენ ხედავ, როგორ შორდებიან ისინი, და ამპარტავნებას ავლენენ.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
სულ ერთია მათთვის, შენდობას სთხოვ მათთვის თუ არ სთხოვ, ალლაჰი არასდროს შეუნდობს მათ. უეჭველად, ალლაჰი არ დააყენებს სწორ გზაზე ურჩ ხალხს.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
ისინი [თვალთმაქცები] არიან, ვინც ამბობენ (მედინის მცხოვრებლებს): «ნუ დახარჯავთ მათზე, ვინც ალლაჰის შუამავალთან არიან [მექქიდან მასთან გადასახლებულებზე], სანამ ისინი (მას) არ დატოვებენ!» მაგრამ ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის საუნჯეები, თუმცა თვალთმაქცებს ეს არ ესმით.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ისინი [თვალთმაქცები] ამბობენ: «თუ ქალაქში [მედინაში] დავბრუნდებით, მაშინ ძლევამოსილი [გულისხმობენ თვალთმაქცებს] აუცილებლად განდევნის იქიდან [მედინიდან] დამცირებულს [გულისხმობენ მორწმუნეებს]». მაგრამ სიდიადე ეკუთვნის ალლაჰს, მის მოციქულს და მორწმუნეებს, თუმცა თვალთმაქცებმა ეს არ იციან!
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ მოგაცდენთ თქვენი ქონება და შვილები ალლაჰის ხსენებისგან. და ვინც ამას ჩაიდენს, სწორედ ისინი არიან წაგებულნი.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და ხარჯეთ იქიდან, რაც გიბოძეთ, ვიდრე რომელიმე თქვენგანს სიკვდილი ეწევა და მაშინ ის იტყვის: «უფალო ჩემო! ნეტავ მცირე ხნით გადამივადო, რათა მოწყალება გავიღო და მართალთაგანი ვიყო!»
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და არ გადაუვადებს ალლაჰი არც ერთ სულს, როცა მისი დრო დადგება. და ალლაჰმა უწყის, რასაც თქვენ აკეთებთ.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







