სურა ატ-ტაღაბუნი
PDF —
18 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ატ-ტაღაბუნი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ატ-ტაღაბუნი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ატ-ტაღაბუნი თარგმანი. ატ-ტაღაბუნი (Medinan) 18 აია.



სურა ატ-ტაღაბუნი
18 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და ყოველივე, რაც მიწაზეა. მისია მეუფება და მისია ქება-დიდება. და იგი ყოვლისშემძლეა.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ის — ალლაჰია, რომელმაც თქვენ (ო, ადამიანებო) (არარსებობიდან) შეგქმნათ; თქვენ შორის არიან ურწმუნონი და თქვენ შორის არიან მორწმუნენიც. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ (და ამის მიხედვით მოგაგებთ).
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
მან ჭეშმარიტებით შექმნა ცანი და მიწა (და ყველაფერი, რაც მათშია), თქვენ (ო, ადამიანებო ადამიანური) სახე მოგანიჭათ და საუკეთესო ფორმა მისცა [ადამიანი ბევრ სხვა ქმნილებაზე უფრო ლამაზად შექმნა]. და მასთან არის დაბრუნება.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
მან იცის, რაც არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და იცის, რასაც მალავთ და რასაც აცხადებთ. და ალლაჰმა იცის, რაც გულებშია (კარგი განზრახვა იქნება თუ ცუდი).
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
განა არ მოსულა თქვენამდე ამბავი იმათი, ვინც უწინ უარყო? და იგემეს თავიანთი საქმის სიმძიმე და მათთვისაა მწარე სასჯელი.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
ეს იმიტომ, რომ მათთან თავიანთი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით მოდიოდნენ, მაგრამ მათ თქვეს: «ნუთუ ადამიანმა უნდა დაგვადგინოს სწორ გზაზე?!» მათ უარყვეს და ზურგი აქციეს. ალლაჰს კი მათი რწმენა არ სჭირდება — რადგან ალლაჰი მდიდარია და ქების ღირსი.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
ურწმუნონი ამტკიცებენ, რომ ისინი არასდროს არ იქნებიან აღსდგენილნი. უთხარი: «პირიქით! ვფიცავ ჩემს უფალს, თქვენ უეჭველად აღსდგენილნი იქნებით, შემდეგ კი გეუწყებათ, რაც ჩაიდინეთ. და ეს ალლაჰისთვის იოლია».
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი, მისი შუამავალი და სინათლე (ყურანი), რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ. და ალლაჰმა უწყის, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎ
(გახსოვდეთ) ის დღე, როცა ის შეგკრებთ თქვენ ყველას საერთო შეკრების დღისთვის [სამსჯავროს დღე] — ეს არის თვითმოტყუების გამჟღავნების დღე. [ამ დღეს ურწმუნონი მიხვდებიან, რამდენად მოიტყუეს თავი] და ვინც ირწმუნებს ალლაჰს და კეთილ საქმეებს აღასრულებს, ის (ალლაჰი) გაასუფთავებს მას მისი ცუდი საქმეებისგან და შეიყვანს ბაღებში (სამოთხეში), რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება, და ისინი იქ დარჩებიან მარად, სამუდამოდ. სწორედ ეს არის უდიდესი წარმატება!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი სასწაულები (აიათები), აი, ისინი იქნებიან ცეცხლის მკვიდრნი და დარჩებიან იქ მარადჟამს. რა საშინელი დაბრუნების ადგილია იგი!
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
რაც არ უნდა უბედურება მოხდეს, ის მხოლოდ ალლაჰის ნებით ხდება. და ვინც ირწმუნა ალლაჰი, მის გულს ის (ალლაჰი) წარმართავს და ალლაჰმა ყველაფერი იცის.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
და დაემორჩილეთ ალლაჰს (ყველაფერში, რასაც იგი ბრძანებს და კრძალავს) და დაემორჩილეთ შუამავალს (იმაში, რასაც მას თქვენამდე მოაქვს თავისი უფლისგან). ხოლო თუ ზურგს შეაქცევთ (ალლაჰისა და მისი შუამავლისადმი მორჩილებას), მაშ იცოდეთ, რომ ჩვენს შუამავალს ეკისრება მხოლოდ ნათლად გადმოცემა.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დაე, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნენი.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტად, თქვენს მეუღლეთა და შვილთა შორის არიან თქვენი მტრები, მაშ, ერიდეთ მათ. და თუ აპატიებთ, თვალს დახუჭავთ და მიუტევებთ, მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
თქვენი ქონება და თქვენი შვილები მხოლოდ გამოცდაა, ხოლო ალლაჰთანაა დიადი საზღაური.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის, რამდენადაც შეძლებთ, და ისმინეთ, და დაემორჩილეთ, და გაიღეთ სიკეთე თქვენივე სულებისთვის. და ვინც დაცული იქნება საკუთარი სულის სიძუნწისგან, სწორედ ისინი არიან ნეტარნი.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
თუ თქვენ ალლაჰს ასესხებთ კეთილ სესხს, ის გაგიორმაგებთ მას და შეგინდობთ თქვენ. და ალლაჰი მადლიერი, შემწყნარებელია.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭ
დაფარულისა და ცხადის მცოდნე, ძლევამოსილი, ბრძენი.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers