ალ-ბაქარა · 223/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
نِسَاؤُكُمْ حَرْثٌ لَّكُمْ فَأْتُوا حَرْثَكُمْ أَنَّىٰ شِئْتُمْ ۖ وَقَدِّمُوا لِأَنفُسِكُمْ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّكُم مُّلَاقُوهُ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ ۝٢٢٣
Nisaaa`ukum harsullakum faatoo harsakum annaa shi`tum wa qaddimoo li anfusikum; wattaqul laaha wa`lamooo annakum mulaaqooh; wa bash shirilmu `mineen
📖 ქართული მნიშვნელობა
თქვენი ქალები [ცოლები] თქვენი სათესია (რომელშიც თესლს თესავთ და შემდეგ, ალლაჰის ნებით, შვილებს შობს). მიდით თქვენს სათესთან [ცოლებთან სიახლოვეში] (მხოლოდ ნებადართული ორგანოს გზით), როგორც [რომელი მხრიდან] ინებებთ. და მოიმზადეთ საკუთარი თავისთვის, და ერიდეთ ალლაჰის (სასჯელს), და იცოდეთ, რომ თქვენ მას შეხვდებით (სამსჯავროს დღეს). და ახარე მორწმუნეებს (ო, მოციქულო).
🎧 მოსმენა

📜 აია 221-225 — ალ-ბაქარა

221وَلَا تَنكِحُوا الْمُشْرِكَاتِ حَتَّىٰ يُؤْمِنَّ ۚ وَلَأَمَةٌ مُّؤْمِنَةٌ خَيْرٌ مِّن مُّشْرِكَةٍ وَلَوْ أَعْجَبَتْكُمْ ۗ وَلَا تُنكِحُوا الْمُشْرِكِينَ حَتَّىٰ يُؤْمِنُوا ۚ وَلَعَبْدٌ مُّؤْمِنٌ خَيْرٌ مِّن مُّشْرِكٍ وَلَوْ أَعْجَبَكُمْ ۗ أُولَٰئِكَ يَدْعُونَ إِلَى النَّارِ ۖ وَاللَّهُ يَدْعُو إِلَى الْجَنَّةِ وَالْمَغْفِرَةِ بِإِذْنِهِ ۖ وَيُبَيِّنُ آيَاتِهِ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ
და ნუ შეირთავთ მრავალღმერთიან ქალებს ცოლად, სანამ ისინი არ ირწმუნებენ [სანამ ისლამს არ მიიღებენ]; (და იცოდეთ, რომ) მორწმუნე მხევალი [მონაქალი] უკეთესია (თავისუფალ) მრავალღმერთიან ქალზე, თუნდაც ის [მრავალღმერთიანი] მოგწონდეთ და აღგაფრთოვანებდეთ. და ნუ გაათხოვებთ (მორწმუნე მხევლებს და მორწმუნე თავისუფალ ქალებს) მრავალღმერთიან კაცებზე, სანამ ისინი არ ირწმუნებენ; (და იცოდეთ, რომ) მორწმუნე მონა უკეთესია მრავალღმერთიანზე, თუნდაც ის [მრავალღმერთიანი] მოგწონდეთ და აღგაფრთოვანებდეთ. ასეთნი [მრავალღმერთიანნი] ცეცხლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ალლაჰი მოუწოდებს სამოთხისა და (ცოდვების) მიტევებისკენ, თავისი ნებით; და იგი განუმარტავს ადამიანებს თავის ნიშნებს, რათა გაიხსენონ.
222وَيَسْأَلُونَكَ عَنِ الْمَحِيضِ ۖ قُلْ هُوَ أَذًى فَاعْتَزِلُوا النِّسَاءَ فِي الْمَحِيضِ ۖ وَلَا تَقْرَبُوهُنَّ حَتَّىٰ يَطْهُرْنَ ۖ فَإِذَا تَطَهَّرْنَ فَأْتُوهُنَّ مِنْ حَيْثُ أَمَرَكُمُ اللَّهُ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ التَّوَّابِينَ وَيُحِبُّ الْمُتَطَهِّرِينَ
და ისინი გეკითხებიან (ქალთა) მენსტრუაციის შესახებ. უთხარი (მათ): «ეს — ტანჯვაა». ამიტომ განერიდეთ ქალებს [ნუ გექნებათ მათთან სიახლოვე] მენსტრუაციის დროს და ნუ მიუახლოვდებით მათ, სანამ ისინი არ განიწმინდებიან. და როცა ისინი განიწმინდებიან [და შეასრულებენ დიდ განბანვას], მაშინ მიდით მათთან [გქონდეთ მათთან სიახლოვე] ისე, როგორც ალლაჰმა გიბრძანათ [დაგიდგინათ]. უეჭველად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც ხშირად ინანიებენ, და უყვარს განწმენდილნი.
223نِسَاؤُكُمْ حَرْثٌ لَّكُمْ فَأْتُوا حَرْثَكُمْ أَنَّىٰ شِئْتُمْ ۖ وَقَدِّمُوا لِأَنفُسِكُمْ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّكُم مُّلَاقُوهُ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ
თქვენი ქალები [ცოლები] თქვენი სათესია (რომელშიც თესლს თესავთ და შემდეგ, ალლაჰის ნებით, შვილებს შობს). მიდით თქვენს სათესთან [ცოლებთან სიახლოვეში] (მხოლოდ ნებადართული ორგანოს გზით), როგორც [რომელი მხრიდან] ინებებთ. და მოიმზადეთ საკუთარი თავისთვის, და ერიდეთ ალლაჰის (სასჯელს), და იცოდეთ, რომ თქვენ მას შეხვდებით (სამსჯავროს დღეს). და ახარე მორწმუნეებს (ო, მოციქულო).
224وَلَا تَجْعَلُوا اللَّهَ عُرْضَةً لِّأَيْمَانِكُمْ أَن تَبَرُّوا وَتَتَّقُوا وَتُصْلِحُوا بَيْنَ النَّاسِ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
და ნუ გახდით (ო, მორწმუნენო) ალლაჰის (სახელს) თქვენი ფიცების საგნად [ნუ დაიფიცებთ ალლაჰის სახელით, რომ არ გააკეთებთ სიკეთეს ვინმეს მიმართ], რათა (ამით თავი შეიკავოთ) ღვთისმოსაობისგან [სიკეთის კეთებისგან], ბოროტებისგან თავის არიდებისა და ადამიანებს შორის შერიგებისგან. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
225لَّا يُؤَاخِذُكُمُ اللَّهُ بِاللَّغْوِ فِي أَيْمَانِكُمْ وَلَٰكِن يُؤَاخِذُكُم بِمَا كَسَبَتْ قُلُوبُكُمْ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ حَلِيمٌ
არ მოგთხოვთ პასუხს ალლაჰი ფუჭსიტყვაობისთვის თქვენს ფიცებში [უნებლიედ წარმოთქმული ფიცისთვის], მაგრამ მოგთხოვთ პასუხს იმისთვის, რაც თქვენმა გულებმა შეიძინეს [თქვენი განზრახვებისთვის]. და ალლაჰი — შემნდობი, შემწყნარებელია.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
223აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 223

სურა ალ-ბაქარა აია 223 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : თქვენი ქალები [ცოლები] თქვენი სათესია (რომელშიც თესლს თესავთ და შემდეგ,…

სურა აია 223/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 221–225. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers