ალ-ბაქარა · 250/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
وَلَمَّا بَرَزُوا لِجَالُوتَ وَجُنُودِهِ قَالُوا رَبَّنَا أَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًا وَثَبِّتْ أَقْدَامَنَا وَانصُرْنَا عَلَى الْقَوْمِ الْكَافِرِينَ ۝٢٥٠
Wa lammaa barazoo liJaaloota wa junoodihee qaaloo Rabbanaaa afrigh `alainaa sabranw wa sabbit aqdaamanaa wansurnaa `alal qawmil kaafireen
📖 ქართული მნიშვნელობა
და როცა ისინი (ტალუთი და მისი ჯარი) გამოჩნდნენ ჯალუთისა და მისი ჯარის წინაშე და დაინახეს დიდი საფრთხე, თქვეს: «ო, უფალო ჩვენო! გადმოღვარე ჩვენზე მოთმინება, განამტკიცე ჩვენი ფეხები და დაგვეხმარე ურწმუნო ხალხის წინააღმდეგ».
🎧 მოსმენა

📜 აია 248-252 — ალ-ბაქარა

248وَقَالَ لَهُمْ نَبِيُّهُمْ إِنَّ آيَةَ مُلْكِهِ أَن يَأْتِيَكُمُ التَّابُوتُ فِيهِ سَكِينَةٌ مِّن رَّبِّكُمْ وَبَقِيَّةٌ مِّمَّا تَرَكَ آلُ مُوسَىٰ وَآلُ هَارُونَ تَحْمِلُهُ الْمَلَائِكَةُ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لَّكُمْ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ
და მათმა შუამავალმა უთხრა: «უეჭველად, მისი მეფობის ნიშანი იქნება ის, რომ თქვენთან დაბრუნდება კიდობანი (რომელიც მტრებმა წაგართვეს), მასში იქნება სიმშვიდე თქვენი უფლისგან, და ნაშთი იმისა, რაც დატოვა მუსას სახლმა და ჰარუნის სახლმა (კვერთხი). მას ანგელოზები მოიტანენ. უეჭველად, ამაში არის ნიშანი თქვენთვის (დადასტურება იმისა, რომ ტალუთი უნდა აირჩიოთ მეფედ, როგორც ალლაჰმა ბრძანა), თუ თქვენ მორწმუნენი ხართ .
249فَلَمَّا فَصَلَ طَالُوتُ بِالْجُنُودِ قَالَ إِنَّ اللَّهَ مُبْتَلِيكُم بِنَهَرٍ فَمَن شَرِبَ مِنْهُ فَلَيْسَ مِنِّي وَمَن لَّمْ يَطْعَمْهُ فَإِنَّهُ مِنِّي إِلَّا مَنِ اغْتَرَفَ غُرْفَةً بِيَدِهِ ۚ فَشَرِبُوا مِنْهُ إِلَّا قَلِيلًا مِّنْهُمْ ۚ فَلَمَّا جَاوَزَهُ هُوَ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ قَالُوا لَا طَاقَةَ لَنَا الْيَوْمَ بِجَالُوتَ وَجُنُودِهِ ۚ قَالَ الَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُم مُّلَاقُو اللَّهِ كَم مِّن فِئَةٍ قَلِيلَةٍ غَلَبَتْ فِئَةً كَثِيرَةً بِإِذْنِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ مَعَ الصَّابِرِينَ
და როდესაც ტალუთი გამოვიდა ჯარით (მტრებთან საბრძოლველად), მან თქვა: «უეჭველად, ალლაჰი გამოგცდით მდინარით, რათა გამოარჩიოს ჭეშმარიტი მორწმუნე თვალთმაქცისგან. ვინც დალევს მისგან, ის ჩემთან არ იქნება; ხოლო ვინც არ გასინჯავს მას, ის ჩემთან იქნება, გარდა იმისა, ვინც ხელით მხოლოდ ერთ მუჭას ამოიღებს (ნებადართული იყო ცოტაოდენი წყლის დალევა)». მაგრამ მათგან უმეტესობამ დალია მისგან, გარდა მცირე ნაწილისა. როცა ტალუთმა და მასთან ერთად მორწმუნეებმა გადალახეს იგი, ზოგიერთმა მათგანმა თქვეს: «ჩვენ არ გვაქვს ძალა ჯალუთისა და მისი ჯარის წინააღმდეგ». ხოლო მათ, ვინც დარწმუნებული იყვნენ, რომ შეხვდებოდნენ ალლაჰს, უთხრეს (თავიანთ მორწმუნე ძმებს): «რამდენჯერ მცირე რაზმმა დაამარცხა მრავალრიცხოვანი რაზმი ალლაჰის ნებართვით!» და ალლაჰი მოთმინეთთანაა.
250وَلَمَّا بَرَزُوا لِجَالُوتَ وَجُنُودِهِ قَالُوا رَبَّنَا أَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًا وَثَبِّتْ أَقْدَامَنَا وَانصُرْنَا عَلَى الْقَوْمِ الْكَافِرِينَ
და როცა ისინი (ტალუთი და მისი ჯარი) გამოჩნდნენ ჯალუთისა და მისი ჯარის წინაშე და დაინახეს დიდი საფრთხე, თქვეს: «ო, უფალო ჩვენო! გადმოღვარე ჩვენზე მოთმინება, განამტკიცე ჩვენი ფეხები და დაგვეხმარე ურწმუნო ხალხის წინააღმდეგ».
251فَهَزَمُوهُم بِإِذْنِ اللَّهِ وَقَتَلَ دَاوُودُ جَالُوتَ وَآتَاهُ اللَّهُ الْمُلْكَ وَالْحِكْمَةَ وَعَلَّمَهُ مِمَّا يَشَاءُ ۗ وَلَوْلَا دَفْعُ اللَّهِ النَّاسَ بَعْضَهُم بِبَعْضٍ لَّفَسَدَتِ الْأَرْضُ وَلَٰكِنَّ اللَّهَ ذُو فَضْلٍ عَلَى الْعَالَمِينَ
და დაამარცხეს ისინი [ჯალუთი და მისი ლაშქარი] ალლაჰის ნებით. და მოკლა დაუდმა ჯალუთი. და მიანიჭა მას [დაუდს] ალლაჰმა ძალაუფლება (და გახდა მეფე) და სიბრძნე (და გახდა მოციქული), და ასწავლა მას ის, რაც თავად ინება. და რომ არა ალლაჰის მიერ ადამიანთა შეკავება — ერთთა [ურწმუნოთა] სხვათა [მორჩილ მორწმუნეთა] მეშვეობით — მიწა მოიშლებოდა და არეულობა გავრცელდებოდა. მაგრამ ალლაჰი უსაზღვრო წყალობის მფლობელია სამყაროებზე.
252تِلْكَ آيَاتُ اللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِالْحَقِّ ۚ وَإِنَّكَ لَمِنَ الْمُرْسَلِينَ
ეს არის ალლაჰის აიათები, რასაც შენ გიკითხავთ [ო, მუჰამმად] ჭეშმარიტებით. და ჭეშმარიტად, შენა ხარ (ერთ-ერთი) შუამავალთაგანი.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
250აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 250

სურა ალ-ბაქარა აია 250 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და როცა ისინი (ტალუთი და მისი ჯარი) გამოჩნდნენ ჯალუთისა და…

სურა აია 250/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 248–252. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers