ალ-იმრანი · 104/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
وَلْتَكُن مِّنكُمْ أُمَّةٌ يَدْعُونَ إِلَى الْخَيْرِ وَيَأْمُرُونَ بِالْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ الْمُنكَرِ ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ ۝١٠٤
Waltakum minkum ummatuny yad`oona ilal khairi wa yaamuroona bilma `roofi wa yanhawna `anil munkar; wa ulaaa`ika humul muflihoon
📖 ქართული მნიშვნელობა
და იყოს თქვენ შორის (ო, მორწმუნენო) თემი, რომელიც სიკეთისკენ მოუწოდებს, უბრძანებს ადამიანებს მოწონებულს [რწმენას და კეთილი საქმეების შესრულებას] და უკრძალავს საძაგელს [ურწმუნოებასა და ცოდვებს]. სწორედ ისინი არიან წარმატებულნი (ამქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაშიც).
🎧 მოსმენა

📜 აია 102-106 — ალ-იმრანი

102يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللَّهَ حَقَّ تُقَاتِهِ وَلَا تَمُوتُنَّ إِلَّا وَأَنتُم مُّسْلِمُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის ისეთი შიშით, როგორიც მას ეკადრება, და არ მოკვდეთ სხვა მდგომარეობაში, გარდა იმისა, რომ იყოთ სრულად მორჩილნი [მუსლიმები].
103وَاعْتَصِمُوا بِحَبْلِ اللَّهِ جَمِيعًا وَلَا تَفَرَّقُوا ۚ وَاذْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ كُنتُمْ أَعْدَاءً فَأَلَّفَ بَيْنَ قُلُوبِكُمْ فَأَصْبَحْتُم بِنِعْمَتِهِ إِخْوَانًا وَكُنتُمْ عَلَىٰ شَفَا حُفْرَةٍ مِّنَ النَّارِ فَأَنقَذَكُم مِّنْهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمْ آيَاتِهِ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ
და ყველანი ერთად მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰის თოკს და ნუ გაიყოფით. და გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა, რომელიც მან თქვენზე მოიღო: როდესაც ოდესღაც [ისლამის მიღებამდე] თქვენ (ო, ავსისა და ხაზრაჯის ტომების ანსარებო) ერთმანეთის მტრები იყავით, მან თქვენი გულები ერთმანეთთან დააახლოვა (ალლაჰის სიყვარულზე დაფუძნებული სიყვარულით) და მისი წყალობით ძმები გახდით [ერთმანეთი ალლაჰის კმაყოფილების გამო შეიყვარეთ]. თქვენ ცეცხლის [ჯოჯოხეთის] უფსკრულის პირას იყავით, და მან (რწმენა მოგანიჭათ და) გადაგარჩინათ მისგან [ჯოჯოხეთისგან]. ასე გიხსნით ალლაჰი თავის აიათებს, რათა სწორ გზას დაადგეთ.
104وَلْتَكُن مِّنكُمْ أُمَّةٌ يَدْعُونَ إِلَى الْخَيْرِ وَيَأْمُرُونَ بِالْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ الْمُنكَرِ ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
და იყოს თქვენ შორის (ო, მორწმუნენო) თემი, რომელიც სიკეთისკენ მოუწოდებს, უბრძანებს ადამიანებს მოწონებულს [რწმენას და კეთილი საქმეების შესრულებას] და უკრძალავს საძაგელს [ურწმუნოებასა და ცოდვებს]. სწორედ ისინი არიან წარმატებულნი (ამქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაშიც).
105وَلَا تَكُونُوا كَالَّذِينَ تَفَرَّقُوا وَاخْتَلَفُوا مِن بَعْدِ مَا جَاءَهُمُ الْبَيِّنَاتُ ۚ وَأُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ
და ნუ იქნებით (ო, მორწმუნენო) იმათ მსგავსნი — [წიგნის ხალხის მსგავსნი], რომლებიც გაიყვნენ (ჯგუფებად და პარტიებად) და ჩავარდნენ განხეთქილებაში (თავიანთი სარწმუნოების საფუძვლებში), მას შემდეგ, რაც მათთან მოვიდა ნათელი სასწაულები [როცა ჭეშმარიტება უკვე ნათელი გახდა]. და ასეთთათვის გამზადებულია დიდი სასჯელი.
106يَوْمَ تَبْيَضُّ وُجُوهٌ وَتَسْوَدُّ وُجُوهٌ ۚ فَأَمَّا الَّذِينَ اسْوَدَّتْ وُجُوهُهُمْ أَكَفَرْتُم بَعْدَ إِيمَانِكُمْ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنتُمْ تَكْفُرُونَ
იმ დღეს, როცა ზოგი სახე გათეთრდება [მორწმუნეთა სახეები] და ზოგი სახე გაშავდება [ურწმუნოთა სახეები]! ხოლო ისინი, ვისი სახეებიც გაშავდა, (მათ ეთქმებათ): «ნუთუ ურწმუნონი გახდით თქვენი რწმენის შემდეგ [მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ირწმუნეთ]? მაშ, იგემეთ სასჯელი იმის გამო, რომ ურწმუნოებას სჩადიოდით!»
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
104აია

თარგმანი — ალ-იმრანი 104

სურა ალ-იმრანი აია 104 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და იყოს თქვენ შორის (ო, მორწმუნენო) თემი, რომელიც სიკეთისკენ მოუწოდებს,…

სურა აია 104/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 102–106. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers