ალ-მაიდა · 7/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
وَاذْكُرُوا نِعْمَةَ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَمِيثَاقَهُ الَّذِي وَاثَقَكُم بِهِ إِذْ قُلْتُمْ سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ ۝٧
Wazkuroo ni`matal laahi `alaikum wa meesaaqahul lazee waasaqakum biheee iz qultum sami`naa wa ata`naa wattaqul laah; innal laaha `aleemum bizaatis sudoor
📖 ქართული მნიშვნელობა
და გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე და მისი აღთქმა, რომელიც მან დადო თქვენთან (ო, მორწმუნენო), როდესაც თქვენ (მოციქულის ფიცის დადებისას) თქვით: «მოვისმინეთ და ვემორჩილებით!» და გეშინოდეთ ალლაჰის. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის ის, რაც გულებშია.
🎧 მოსმენა

📜 აია 5-9 — ალ-მაიდა

5الْيَوْمَ أُحِلَّ لَكُمُ الطَّيِّبَاتُ ۖ وَطَعَامُ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ حِلٌّ لَّكُمْ وَطَعَامُكُمْ حِلٌّ لَّهُمْ ۖ وَالْمُحْصَنَاتُ مِنَ الْمُؤْمِنَاتِ وَالْمُحْصَنَاتُ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ مِن قَبْلِكُمْ إِذَا آتَيْتُمُوهُنَّ أُجُورَهُنَّ مُحْصِنِينَ غَيْرَ مُسَافِحِينَ وَلَا مُتَّخِذِي أَخْدَانٍ ۗ وَمَن يَكْفُرْ بِالْإِيمَانِ فَقَدْ حَبِطَ عَمَلُهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ
დღეს ნებადართული გახდა თქვენთვის სიკეთეები. ასევე წიგნის მფლობელთა [იუდეველებისა და ქრისტიანების] საკვები [მათი მიერ დაკლული ხორცი] ნებადართულია თქვენთვის, და თქვენი საკვები [ხორცი] ნებადართულია მათთვის. და (ასევე ნებადართულია თქვენთვის დაქორწინება) პატიოსან ქალებზე მორწმუნეთაგან [მუსლიმ ქალებზე], და პატიოსან ქალებზე მათგან, ვისაც თქვენამდე მიეცა წიგნი [იუდეველ და ქრისტიან ქალებზე], თუ მათ მისცემთ მათ საზღაურს [საქორწინო ძღვენს — მაჰრს], იმ მდგომარეობაში, რომ იქნებით სიწმინდის დამცველნი [დაიცავთ ცოლქმრულ ერთგულებას], არ ჩაიდენთ მრუშობას და არ გეყოლებათ საყვარლები. ხოლო ვინც უარყოფს რწმენას, მისი საქმეები ფუჭი გახდება, და მარადიულ ცხოვრებაში იგი იქნება წაგებულთა შორის.
6يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا قُمْتُمْ إِلَى الصَّلَاةِ فَاغْسِلُوا وُجُوهَكُمْ وَأَيْدِيَكُمْ إِلَى الْمَرَافِقِ وَامْسَحُوا بِرُءُوسِكُمْ وَأَرْجُلَكُمْ إِلَى الْكَعْبَيْنِ ۚ وَإِن كُنتُمْ جُنُبًا فَاطَّهَّرُوا ۚ وَإِن كُنتُم مَّرْضَىٰ أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ أَوْ جَاءَ أَحَدٌ مِّنكُم مِّنَ الْغَائِطِ أَوْ لَامَسْتُمُ النِّسَاءَ فَلَمْ تَجِدُوا مَاءً فَتَيَمَّمُوا صَعِيدًا طَيِّبًا فَامْسَحُوا بِوُجُوهِكُمْ وَأَيْدِيكُم مِّنْهُ ۚ مَا يُرِيدُ اللَّهُ لِيَجْعَلَ عَلَيْكُم مِّنْ حَرَجٍ وَلَٰكِن يُرِيدُ لِيُطَهِّرَكُمْ وَلِيُتِمَّ نِعْمَتَهُ عَلَيْكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა დგებით ლოცვისთვის, დაიბანეთ წყლით თქვენი სახეები და ხელები იდაყვებამდე, მოისვით (სველი ხელებით) თავზე და დაიბანეთ ფეხები კოჭებამდე. ხოლო თუ ხართ დიდი უწმინდურობის მდგომარეობაში (ჯუნუბი), მაშინ განიწმინდეთ [შეასრულეთ დიდი განბანვა — ღუსლი]. თუ კი ხართ ავად (ისე, რომ ვერ იყენებთ წყალს, ან წყლის გამოყენება გააუარესებს ავადმყოფობას), ან ხართ შორეულ მგზავრობაში, ან რომელიმე თქვენგანი მოვიდა საპირფარეშოდან, ან შეეხეთ ქალებს [გქონდათ მათთან სიახლოვე], და ვერ იპოვეთ წყალი — მაშინ შეასრულეთ განწმენდა სუფთა მიწით (თაიამუმი): მოისვით მისით [სუფთა მიწით] თქვენი სახეები და ხელები. ალლაჰს არ სურს თქვენთვის სიძნელე (განბანვის საკითხში). არამედ მას სურს გაგწმინდოთ (უწმინდურებისა და ცოდვებისგან) და დაასრულოს თავისი წყალობა თქვენზე, რათა მადლიერნი იყოთ.
7وَاذْكُرُوا نِعْمَةَ اللَّهِ عَلَيْكُمْ وَمِيثَاقَهُ الَّذِي وَاثَقَكُم بِهِ إِذْ قُلْتُمْ سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
და გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე და მისი აღთქმა, რომელიც მან დადო თქვენთან (ო, მორწმუნენო), როდესაც თქვენ (მოციქულის ფიცის დადებისას) თქვით: «მოვისმინეთ და ვემორჩილებით!» და გეშინოდეთ ალლაჰის. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის ის, რაც გულებშია.
8يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُونُوا قَوَّامِينَ لِلَّهِ شُهَدَاءَ بِالْقِسْطِ ۖ وَلَا يَجْرِمَنَّكُمْ شَنَآنُ قَوْمٍ عَلَىٰ أَلَّا تَعْدِلُوا ۚ اعْدِلُوا هُوَ أَقْرَبُ لِلتَّقْوَىٰ ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ خَبِيرٌ بِمَا تَعْمَلُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით მტკიცედ მდგომნი სამართლიანობაში [ამბობდეთ ჭეშმარიტებას] ალლაჰის გულისთვის, მისი კმაყოფილების ძიებით, და იყავით მიუკერძოებელი მოწმენი. და ნუ გიბიძგებთ რომელიმე ხალხის მიმართ სიძულვილი იმაში, რომ უსამართლოდ მოიქცეთ. იყავით სამართლიანნი, რადგან ეს უფრო ახლოსაა ღვთისმოშიშობასთან. და გეშინოდეთ ალლაჰის, რადგან ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
9وَعَدَ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ۙ لَهُم مَّغْفِرَةٌ وَأَجْرٌ عَظِيمٌ
ალლაჰმა აღუთქვა მათ, ვინც ირწმუნა და აკეთებდა მართალ საქმეებს, რომ მათთვის იქნება მიტევება მათი ცოდვებისათვის და დიდი საზღაური [სამოთხე].
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
7აია

თარგმანი — ალ-მაიდა 7

სურა ალ-მაიდა აია 7 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე და მისი აღთქმა, რომელიც მან…

სურა აია 7/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 5–9. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers