სურა ალ-ალაქი არაბულად და ქართულად

წაიკითხეთ სურა ალ-ალაქი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (19 აია — مكية). ალ-ალაქი მოსმენა, ალ-ალაქი თარგმანი, ალ-ალაქი mp3, ალ-ალაქი pdf.

სურა ალ-ალაქი წაკითხვა და მოსმენა

🎧 აია
M Mishary Rashid Alafasy
M Mahmoud Khalil Al-Husary
A Abdurrahman As-Sudais
M Mohamed Siddiq Al-Minshawi
A Abdul Basit Abdul Samad
A Ali Al-Hudhaify
A Ahmed ibn Ali al-Ajamy
A Abu Bakr Ash-Shaatree
M Muhammad Ayyoub
A Abdullah Basfar
A Abdullah Al-Juhani
M Maher Al Muaiqly
x1
اقْرَأْ بِاسْمِ رَبِّكَ الَّذِي خَلَقَ ۝١
📖 თარგმანი აია 1
იკითხე (ო, მოციქულო) (რაც გეგზავნება) შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა (ყველაფერი).
خَلَقَ الْإِنسَانَ مِنْ عَلَقٍ ۝٢
📖 თარგმანი აია 2
(და რომელმაც) შექმნა ადამიანი შედედებული სისხლისგან!
اقْرَأْ وَرَبُّكَ الْأَكْرَمُ ۝٣
📖 თარგმანი აია 3
იკითხე! და შენი უფალი უგულუხვესია,
الَّذِي عَلَّمَ بِالْقَلَمِ ۝٤
📖 თარგმანი აია 4
რომელმაც ასწავლა ადამიანებს (წერა) კალმით.
عَلَّمَ الْإِنسَانَ مَا لَمْ يَعْلَمْ ۝٥
📖 თარგმანი აია 5
ადამიანს ასწავლა ის, რაც არ იცოდა.
كَلَّا إِنَّ الْإِنسَانَ لَيَطْغَىٰ ۝٦
📖 თარგმანი აია 6
არა, უეჭველად, ადამიანი ზღვარს გადადის,
أَن رَّآهُ اسْتَغْنَىٰ ۝٧
📖 თარგმანი აია 7
იმის გამო, რომ საკუთარ თავს მდიდრად ხედავს.
إِنَّ إِلَىٰ رَبِّكَ الرُّجْعَىٰ ۝٨
📖 თარგმანი აია 8
ჭეშმარიტად, შენს უფალთან იქნება დაბრუნება.
أَرَأَيْتَ الَّذِي يَنْهَىٰ ۝٩
📖 თარგმანი აია 9
განა დაფიქრებულხარ იმაზე [აბუ ჯაჰლზე], ვინც ხელს უშლის…
عَبْدًا إِذَا صَلَّىٰ ۝١٠
📖 თარგმანი აია 10
ჩვენს მონას [მუჰამმადს], როცა ის ლოცულობს?
أَرَأَيْتَ إِن كَانَ عَلَى الْهُدَىٰ ۝١١
📖 თარგმანი აია 11
ნუთუ არ დაფიქრებულხარ იმაზე, თუ იგი [მუჰამმადი] ჭეშმარიტ გზაზეა?
أَوْ أَمَرَ بِالتَّقْوَىٰ ۝١٢
📖 თარგმანი აია 12
ან უბრძანებდა ღვთისმოშიშებას?
أَرَأَيْتَ إِن كَذَّبَ وَتَوَلَّىٰ ۝١٣
📖 თარგმანი აია 13
ნუთუ არ დაფიქრებულხარ (ო, მოციქულო), რომ თუ ის სიცრუედ მიიჩნევს ჭეშმარიტებას და ზურგს შეაქცევს (ჭეშმარიტ რწმენას)?
أَلَمْ يَعْلَم بِأَنَّ اللَّهَ يَرَىٰ ۝١٤
📖 თარგმანი აია 14
ნუთუ არ იცოდა, რომ ალლაჰი ხედავს?
كَلَّا لَئِن لَّمْ يَنتَهِ لَنَسْفَعًا بِالنَّاصِيَةِ ۝١٥
📖 თარგმანი აია 15
მაგრამ არა! თუ ის [აბუ ჯაჰლი] არ შეწყვეტს (მოციქულის შეურაცხყოფას), მაშინ ჩვენ მას ჩავჭიდებთ კეფაში [შუბლში].
نَاصِيَةٍ كَاذِبَةٍ خَاطِئَةٍ ۝١٦
📖 თარგმანი აია 16
მატყუარა, ცოდვილი კეფა (და მას ჯოჯოხეთში ჩავაგდებთ).
فَلْيَدْعُ نَادِيَهُ ۝١٧
📖 თარგმანი აია 17
დაე, მაშინ მოუხმოს თავის მხარდამჭერებს.
سَنَدْعُ الزَّبَانِيَةَ ۝١٨
📖 თარგმანი აია 18
ჩვენ მოვუხმობთ (ანგელოზებს) — ჯოჯოხეთის მცველებს.
كَلَّا لَا تُطِعْهُ وَاسْجُدْ وَاقْتَرِب ۩ ۝١٩
📖 თარგმანი აია 19
მაგრამ არა! ნუ დაემორჩილები მას ; დაემხე (ალლაჰის წინაშე) და დაუახლოვდი მას!
← 95 ალ-ალაქი (96/114) 97 →
წაკითხვა სურა ალ-ალაქი ქართულად – თარგმანი და აუდიო

96العلق Al-'Alaq 📚 19 აია مكية



წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers