სურა ალ-ალაქი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ალაქი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ალაქი თარგმანი. სურა ალ-ალაქი (Meccan) 19 აია.
Related
- სურა ალ-ალაქი თარგმანიქართული
- სურა ალ-ალაქი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ალაქი

ﮕﮖﮗﮘﮙﮚ
96:1
იკითხე (ო, მოციქულო) (რაც გეგზავნება) შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა (ყველაფერი).
ﮛﮜﮝﮞﮟ
96:2
(და რომელმაც) შექმნა ადამიანი შედედებული სისხლისგან!
ﮠﮡﮢﮣ
96:3
იკითხე! და შენი უფალი უგულუხვესია,
ﮤﮥﮦﮧ
96:4
რომელმაც ასწავლა ადამიანებს (წერა) კალმით.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭ
96:5
ადამიანს ასწავლა ის, რაც არ იცოდა.
ﮮﮯﮰﮱﯓ
96:6
არა, უეჭველად, ადამიანი ზღვარს გადადის,
ﯔﯕﯖﯗ
96:7
იმის გამო, რომ საკუთარ თავს მდიდრად ხედავს.
ﯘﯙﯚﯛﯜ
96:8
ჭეშმარიტად, შენს უფალთან იქნება დაბრუნება.
ﯝﯞﯟﯠ
96:9
განა დაფიქრებულხარ იმაზე [აბუ ჯაჰლზე], ვინც ხელს უშლის…
ﯡﯢﯣﯤ
96:10
ჩვენს მონას [მუჰამმადს], როცა ის ლოცულობს?
ﯥﯦﯧﯨﯩﯪ
96:11
ნუთუ არ დაფიქრებულხარ იმაზე, თუ იგი [მუჰამმადი] ჭეშმარიტ გზაზეა?
ﯫﯬﯭﯮ
96:12
ან უბრძანებდა ღვთისმოშიშებას?
ﭑﭒﭓﭔﭕ
96:13
ნუთუ არ დაფიქრებულხარ (ო, მოციქულო), რომ თუ ის სიცრუედ მიიჩნევს ჭეშმარიტებას და ზურგს შეაქცევს (ჭეშმარიტ რწმენას)?
ﭖﭗﭘﭙﭚﭛ
96:14
ნუთუ არ იცოდა, რომ ალლაჰი ხედავს?
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
96:15
მაგრამ არა! თუ ის [აბუ ჯაჰლი] არ შეწყვეტს (მოციქულის შეურაცხყოფას), მაშინ ჩვენ მას ჩავჭიდებთ კეფაში [შუბლში].
ﭣﭤﭥﭦ
96:16
მატყუარა, ცოდვილი კეფა (და მას ჯოჯოხეთში ჩავაგდებთ).
ﭧﭨﭩ
96:17
დაე, მაშინ მოუხმოს თავის მხარდამჭერებს.
ﭪﭫﭬ
96:18
ჩვენ მოვუხმობთ (ანგელოზებს) — ჯოჯოხეთის მცველებს.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
96:19
მაგრამ არა! ნუ დაემორჩილები მას ; დაემხე (ალლაჰის წინაშე) და დაუახლოვდი მას!
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







