სურა ტაჰა
PDF —
135 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ტაჰა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ტაჰა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ტაჰა თარგმანი. ტაჰა (Meccan) 135 აია.



სურა ტაჰა
135 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭵﭶ
ტა.ჰა
ﭷﭸﭹﭺﭻﭼ
არ გარდმოგვივლენია შენზე [ო, შუამავალო] ყურანი იმისთვის, რომ უბედური იყო.
ﭽﭾﭿﮀﮁ
არამედ მხოლოდ შეგონებად მათთვის, ვისაც ეშინია [ალლაჰის სასჯელის],
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
[და ეს ყურანი] ზეგარდმოვლენილია იმისგან, ვინც შექმნა მიწა და ცანი მაღალნი.
ﮉﮊﮋﮌﮍ
მოწყალე [ალლაჰი] ამაღლდა 'არშზე [ტახტზე ისე, როგორც ეს შეეფერება მხოლოდ მის სიდიადეს].
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, რაც ამათ შორისაა, და რაც მიწის ქვეშაა,
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და თუ შენ ხმამაღლა ამბობ სათქმელს, მან ხომ იცის საიდუმლოც და ყველაზე უფრო დაფარულიც,
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
არ არის ღვთაება [თაყვანისცემის ღირსი], გარდა მისი (ალლაჰისა)! მას ეკუთვნის უმშვენიერესი სახელები!
ﮭﮮﮯﮰﮱ
ნუთუ მოვიდა [ო, შუამავალო] შენამდე მუსას ამბავი?
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
ერთხელ [ღამით] [მადიანიდან ეგვიპტეში დაბრუნებისას] (მუსამ), დაინახა ცეცხლი, მაშინ უთხრა თავის ოჯახს: «დარჩით აქ! უეჭველად, მე ცეცხლი დავინახე. იქნებ მოგიტანოთ მისგან ნაკვერჩხალი [ცეცხლის ალით] ან ვიპოვო ცეცხლთან სწორი გზა [ვკითხო ხალხს, საით წავიდე სწორად]».
ﯦﯧﯨﯩﯪ
როცა მივიდა მასთან, ხმა გაისმა: «ჰეი, მუსა!
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
ჭეშმარიტად, მე შენი უფალი [ალლაჰი] ვარ. მაშ, გაიხადე შენი სანდლები, რადგან შენ წმინდა ხეობაში — ტუვაში იმყოფები.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
და მე აგირჩიე შენ, ო, მუსა, [იმისთვის, რომ შუამავალი ყოფილიყავი]; მაშ, ყურადღებით მოუსმინე იმას, რაც გამოცხადების მეშვეობით გეუწყება.
ﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს სხვა ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, ჩემს გარდა. მაშ, მხოლოდ მე მემსახურე (და მხოლოდ მე მეცი თაყვანი) და აღასრულე ლოცვა ჩემს მოსახსენებლად [რათა მუდამ გახსოვდე]!
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
უეჭველად, ჟამი [როდესაც ადამიანები აღდგებიან] აუცილებლად დადგება. მე თითქმის ვმალავ მის შესახებ ცოდნას [მისი დადგომის დროის ცოდნას] (თვით ჩემგანაც კი) [მაშ, როგორ შეიძლება ის რომელიმე ქმნილებამ იცოდეს?], რათა თითოეულ სულს მიეგოს საზღაური იმისთვის, რისკენაც ის მიისწრაფოდა.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
და ნუ გადაგახვევინებს მისგან [სამსჯავროს დღის რწმენისა და ამ რწმენის შესაბამისად მოქმედებისგან] ის, ვისაც მისი არ სწამს და ვინც საკუთარ ვნებებს აჰყვა, რათა არ დაიღუპო.
ﭹﭺﭻﭼﭽ
და რა გაქვს მარჯვენაში, ჰეი, მუსა?»
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
მიუგო [მუსამ]: «ეს ჩემი კვერთხია; მასზე ვეყრდნობი, მისით ჩემს ცხვრებს ხეებიდან ფოთლებს ვაცვენინებ, და კიდევ სხვა დანიშნულებაც აქვს ჩემთვის».
ﮌﮍﮎﮏ
უთხრა [ალლაჰმა]: «გადააგდე იგი, ჰეი, მუსა».
ﮐﮑﮒﮓﮔﮕ
გადააგდო და ის [კვერთხი] იქცა გველად და გასრიალდა.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
უთხრა [ალლაჰმა]: «აიღე იგი და ნუ გეშინია. ჩვენ დავუბრუნებთ მას პირვანდელ სახეს!
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
და შემოიწყე ხელი იღლიის ქვეშ; იგი გამოვა თეთრი, ყოველგვარი ნაკლისა და ზიანის გარეშე — კიდევ ერთ სასწაულ ნიშნად.
ﮫﮬﮭﮮﮯ
რათა გიჩვენოთ შენ [ო, მუსა] უდიდესი ჩვენს სასწაულთაგან.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖ
წადი [ო, მუსა] ფარაონთან, ჭეშმარიტად, იგი ზღვარს გადავიდა».
ﯗﯘﯙﯚﯛﯜ
უთხრა [მუსამ]: «უფალო! გამიფართოვე ჩემი გული [ამომაცილე ყველაფერი, რაც ხელს მიშლის წინასწარმეტყველური მოვალეობის შესრულებაში და სირთულეების ატანაში]
ﯝﯞﯟﯠ
და გაადვილე ჩემი საქმე,
ﯡﯢﯣﯤﯥ
და მოხსენი დაბრკოლება ჩემი ენიდან.
ﯦﯧﯨ
რათა გაიგონ ჩემი ნათქვამი,
ﯩﯪﯫﯬﯭﯮ
და დამიდგინე დამხმარედ ჩემი სახლეულიდან.
ﯯﯰﯱ
ჰარუნი, ჩემი ძმა [რადგან ის უფრო მჭევრმეტყველია, ვიდრე მე],
ﯲﯳﯴﯵ
და გამიმაგრე [ჰარუნის მეშვეობით] მისით ზურგი!
ﯶﯷﯸﯹ
და თანამონაწილედ მიქციე იგი ჩემს საქმეში [წინასწარმეტყველურ მისიაში და ჭეშმარიტების ქადაგებაში],
ﯺﯻﯼﯽ
რათა გადიდოთ შენ ბევრჯერ,
ﯾﯿﰀ
და გაგიხსენოთ ბევრჯერ,
ﰁﰂﰃﰄﰅ
რადგან უეჭველად, შენ გვხედავ ჩვენ».
ﰆﰇﰈﰉﰊﰋ
უთხრა [ალლაჰმა]: «ჰეი, მუსა! შენ გებოძა [ყველაფერი] ის, რაც ითხოვე.
ﰌﰍﰎﰏﰐﰑ
და ვფიცავ, [ო, მუსა] ჩვენ უწინაც წყალობა გიყავით,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
როცა ზეშთავაგონეთ დედაშენს ის, რაც ზეშთავაგონეთ,
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
რომ: «ჩასვი იგი [შენი ვაჟი] ზარდახშაში და მდინარის დინებას გაატანე; დინებამ კი იგი ნაპირზე გამოაგდოს, სადაც მას ჩემი მტერი და მისი მტერი აიყვანს». და მე [ალლაჰმა] შენ (ო, მუსა) ჩემი სიყვარულით დაგაჯილდოვე, რათა ადამიანებს შეჰყვარებოდი და რათა ჩემი მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ აღგეზარდე.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
წავიდა შენი და, და უთხრა: «ხომ არ მიმესწავლებინა თქვენთვის იგი, ვინც მას ჩაიბარებს?» და დაგაბრუნეთ დედაშენთან, რათა დამშვიდებულიყო იგი და არ ენაღვლა. და მოკალი შენ კაცი, ხოლო ჩვენ გიხსენით მწუხარებისგან და გამოგცადეთ განსაცდელებით. წლების მანძილზე დარჩი მედიანის ხალხში; შემდეგ კი მოხვედი დადგენილ დროს, ჰეი, მუსა.
ﮖﮗﮘ
და მე გამოგარჩიე შენ ჩემთვის! [გამოგარჩიე ჩემი სიტყვის გადასაცემად]
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
წადით შენ [ო, მუსა] და შენი ძმა ჩემი სასწაულებით და ნუ იქნებით უძლურნი ჩემს გახსენებაში,
ﮢﮣﮤﮥﮦﮧ
ორივენი წადით ფარაონთან. უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და უთხარით მას რბილი სიტყვა, რათა ეგების შეიგნოს ან შეეშინდეს [ალლაჰის სასჯელის]».
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
უთხრეს [მუსამ და ჰარუნმა]: «უფალო ჩვენო, ვშიშობთ, რომ [ფარაონი] შემოგვიტევს ან ზღვარს გადავა».
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
[ალლაჰმა] მიუგო: «ნუ გეშინიათ. მე თქვენთან ვარ, მე მესმის და ვხედავ.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
შედით მასთან და უთხარით: "ჩვენ შენი ღმერთის წარმოგზავნილები ვართ. გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაელის ძენი და ნუ სტანჯავ მათ. მოვედით სასწაულით [ო, ფარაონ] შენი ღმერთისაგან და მშვიდობა იმას, ვინც მიჰყვება ჭეშმარიტ გზას.
ﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
ზეშთაგვეგონა რომ სასჯელი [ექნება] იმას, ვინც ცრუდ შერაცხა იგი და ზურგი აქცია».
ﰉﰊﰋﰌﰍ
უთხრა [ფარაონმა]: «ვინ არის თქვენი ღმერთი, ჰეი, მუსა?»
ﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
[მუსამ] მიუგო: «ჩემი ღმერთია ის, ვინც ყოველივე უბოძა თავის ქმნილებას, ხოლო შემდგომ დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე».
ﰘﰙﰚﰛﰜﰝ
ჰკითხა [ფარაონმა]: «და რა მოუვა უწინდელ თაობებს [რომლებმაც ასევე არ მიიღეს ჭეშმარიტება ალლაჰის შუამავლებისგან]?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
[მუსამ] უთხრა: «მათი ცოდნა ჩემს უფალთანაა წიგნში [დაცულ დაფაზე]. ჩემი უფალი არც ცდება და არც არაფერს ივიწყებს».
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ისაა [ალლაჰი], რომელმაც დაგიდგინათ დედამიწა სარეცლად, გაიყვანა თქვენთვის მასზე გზები, გარდმოავლინა ციდან წყალი და (ამის შემდეგ) აღმოვაცენეთ მისით წყვილებად ყოველნაირი მცენარეები.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ჭამეთ (ო, ადამიანებო) ის, რაც [ჩვენ გავზარდეთ თქვენთვის] და მწყემსეთ თქვენი საქონელი; ამაში სასწაულებია გონიერთათვის.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
მიწისგან შეგქმენით თქვენ [ო, ადამიანნო], მასში დაგაბრუნებთ [სიკვდილის შემდეგ] და მისგან გამოგიყვანთ კიდევ ერთხელ [აღდგომის დღეს].
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
და ვუჩვენეთ მას [ფარაონს] ჩვენი ყველა სასწაული, მან კი ცრუდ შერაცხა და უარყო.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
უთხრა: «ჰეი მუსა! ნუთუ იმისათვის მოხვედი, რომ გაგვაძევო ჩვენი მიწიდან შენი ჯადოქრობით?
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
ჩვენ [ფარაონი და მისი გარემოცვა] აუცილებლად გაჩვენებთ შენ, ო, მუსა, მსგავს ჯადოქრობას. დათქვი დრო ჩვენი შეხვედრისა, რომელსაც არ შევცვლით ჩვენ და არც შენ, შესაფერის ადგილას».
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
[მუსამ] უთხრა [ფარაონს]: «თქვენთან შეხვედრის დრო იყოს მორთულობის დღე [დღესასწაული], და ხალხი შეიკრიბოს შუადღის წინა ჟამს (დუჰა)».
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
გაბრუნდა ფარაონი და მთელ თავის მზაკვრობას [ჯადოქრებს] უხმო, შემდეგ მოვიდა.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
უთხრა მათ მუსამ: «ვაი თქვენ! ნუ შეთხზავთ ალლაჰზე სიცრუეს! თორემ იგი გაგანადგურებთ სასჯელით. მართლაც წააგებს ის, ვინც სიცრუეს თხზავს».
ﯧﯨﯩﯪﯫﯬ
და [ჯადოქრებმა] განიხილეს ერთმანეთში თავიანთი საქმე და საიდუმლოდ ითათბირეს და თავიანთი საუბარი საიდუმლოდ შეინახეს.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
თქვეს [ფარაონის ჯადოქრებმა]: «ჭეშმარიტად, ამ ორ ჯადოქარს სურს, რომ გაგაძევოთ თქვენ თქვენი მიწიდან თავიანთი ჯადოქრობით და მოგიშალონ თქვენი გზა.
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
შეკრიბეთ თქვენი მზაკვრობა [ნუ იდავებთ ერთმანეთში], მერე გამოდით მწკრივად. წარმატებული იქნება იგი, ვინც დღეს გაიმარჯვებს».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
[ჯადოქრებმა] უთხრეს: «ჰეი, მუსა! ან ისროლე, ან ჩვენ ვიქნებით პირველნი, ვინც ისვრის».
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
მიუგო [მუსამ] [ჯადოქრებს]: «დიახ, ისროლეთ [პირველებმა]!» და აჰა, მათი ჯადოქრობის გამო მას [მუსას] მოეჩვენა, რომ მათი თოკები და კვერთხები მოძრაობდნენ.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ამგვარად მუსა თავისთავად შეიპყრო შიშის გრძნობამ.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
[ალლაჰმა] ვუთხარით: «ნუ გეშინია! ჭეშმარიტად, შენ ხარ უმაღლესი (და გამარჯვებული).
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და ისროლე, ო, მუსა, ის, რაც შენს მარჯვენა ხელშია [შენი კვერთხი]; იგი შთანთქავს იმას, რაც მათ [ჯადოქრებმა] შექმნეს. რადგან მათ მხოლოდ ჯადოსნური ხრიკი მოაწყვეს, ხოლო ჯადოქარი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას, სადაც არ უნდა მივიდეს».
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
მაშინ პირქვე [სუჯუდზე] დაეცნენ ჯადოქრები [ალლაჰის წინაშე] თაყვანისცემით და თქვეს: «ვირწმუნეთ უფალის ჰარუნისა და მუსასი [და თუ ეს ჯადოქრობა იქნებოდა ვერ მოგვიგებდნენ]».
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
[ფარაონმა] თქვა: «ნუთუ ირწმუნეთ მისი, სანამ მე ნებას დაგრთავდით?! უეჭველად, იგი [მუსა] თქვენი უფროსია, რომელმაც გასწავლათ ჯადოქრობა. ამიტომ უეჭველად, მოგკვეთთ ხელ-ფეხს სხვადასხვა მხრით, და პალმის ხეზე გაგაკრავთ, და ნამდვილად გაიგებთ ვისი ტანჯვა-წამებაა უფრო მკაცრი და ხანგრძლივი».
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
[ჯადოქრებმა] უთხრეს [ფარაონს]: «არ გამჯობინებთ ცხად მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენ მოგვევლინა და არც იმას [ალლაჰს], რომელმაც ჩვენ გაგვაჩინა. გადაწყვიტე, რასაც გადაწყვეტ! შენ მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გადაწყვეტ!
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
ჩვენ კი ვირწმუნეთ ჩვენი უფალი, რათა მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები და ის ჯადოქრობა, რომელსაც შენ [ო, ფარაონ] გვაიძულებდი. და ალლაჰი უკეთესია [ჩვენთვის ვიდრე შენ] და მარადიული».
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
ჭეშმარიტად, იმას, ვინც ცოდვილი [ურწმუნო] წარსდგება თავისი უფლის წინაშე, მიეგება ჯოჯოხეთი. მასში არც მოკვდება [რათა დაისვენოს] და არც იცოცხლებს [კარგი სიცოცხლით].
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
ხოლო ის, ვინც წარსდგება მის [ალლაჰის] წინაშე მორწმუნედ, რომელმაც სიკეთე აკეთა, სწორედ მათთვის არის გამზადებული უმაღლესი საფეხურები.
ﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞ
სამოთხის ბაღები, სადაც მიედინებიან [დასახლებული ადგილებისა და ხეების ქვემოთ] მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად და ეს არის მათი საზღაური, ვინც განიწმინდა [ვინც განწმინდა თავისი სული, მრავალღმერთიანობისგან და ცოდვებისგან].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
და ვფიცავ, ზეშთავაგონეთ მუსას რომ: «ღამით წაიყვანე ჩემი მსახურები [ისრაილის შთამომავალთაგან] [ეგვიპტიდან] და გაუკვალე მათ მშრალი გზა ზღვაში. არ შეუშინდე მდევარს [ფარაონსა და მის ჯარს] და არც შეძრწუნდე». [და შუმავალმა მუსამ ისრაილის შთამომავლებთან ერთად დატოვა ეგვიპტე]
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
დაედევნა მათ [მუსას და ისრაელის შთამომავალთ] უკან ფარაონი თავისი ჯარით და გადაეფარათ მათ ზღვისგან ის, რაც გადაეფარათ [დაეფარა მათ უზარმაზარი წყლის მასა].
ﭭﭮﭯﭰﭱﭲ
ფარაონმა თავისი ხალხი გზას ააცდინა [მათთვის ურწმუნოება ისე წარმოაჩინა, თითქოს სიკეთე ყოფილიყო] და არ უწინამძღრა [სწორი გზით].
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
«ჰეი, ისრაელის ძენო! ჩვენ გიხსენით თქვენი მტრისაგან, შეხვედრა დაგითქვით ატ-ტურის [მთის] მარჯვენა მხარეს და ზეგარდმოგივლინეთ მანანა [თაფლის მსგავსი საზრდო, რომელიც ხეებზე ჩნდებოდა] და მწყერი».
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
ჭამეთ [ნებადართული] ის სიკეთენი, რაც სარჩოდ გიწყალობეთ, და ნუ გადააჭარბებთ ნებადართულს, თორემ დაგატყდებათ ჩემი რისხვა, და ვისაც ჩემი რისხვა დაატყდება — დაიღუპება.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
და უეჭველად, მე [ალლაჰი] ნამდვილად მპატიებელი ვარ იმათ მიმართ, ვინც მოინანია (ურწმუნოება და თავისი ცოდვები), ირწმუნა, კეთილ საქმეებს აღასრულებდა, შემდეგ კი სწორ გზას დაადგა.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
[და ალლაჰმა უთხრა]: «ჰეი, მუსა! რამ დაგაჩქარა შენი ხალხისგან?».
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
[მუსამ] უთხრა: «ისინი ჩემს კვალს მოჰყვებიან, ხოლო მე შენთან მოსვლა ვიჩქარე, ჩემო უფალო, რათა კმაყოფილი ყოფილიყავი ჩემით».
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
[უზენაესმა ალლაჰმა] უთხრა: «უეჭველად, ჩვენ შენი ხალხი შენს შემდეგ [რაც ისინი დატოვე] განსაცდელში ჩავაგდეთ [ხბოს თაყვანისცემით], და გზიდან ააცდინა ისინი სამირიელმა».
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
და დაბრუნდა მუსა თავის ხალხთან განრისხებული, დამწუხრებული. უთხრა [მათ]: «ო, ჩემო ხალხო! განა თქვენმა უფალმა არ მოგცათ მშვენიერი აღთქმა [რომ ამქვეყნად ხელმძღვანელობას მოგანიჭებდათ, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში — სამოთხეს]? განა თქვენ თვითონ არ იყავით მისი დახმარების მოწმეები თქვენი მტრების წინააღმდეგ? ნუთუ ჩემი არყოფნის დრო ასე დიდხანს მოგეჩვენათ, რომ ალლაჰის აღთქმა დაივიწყეთ? თუ გსურდათ, რომ თქვენი უფლის რისხვა დაგტეხოდათ თავს, რის გამოც დაარღვიეთ ჩემთვის მოცემული პირობა [რომ მტკიცედ დარჩებოდით რწმენაში და ჩემს გზას გაჰყვებოდით]?»
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
მათ თქვეს: «ო, მუსა! ჩვენ ჩვენი ნებით არ დაგვირღვევია შენთვის მიცემული პირობა. მაგრამ ჩვენ გვქონდა წამოღებული იმ ხალხის [ფარაონის ხალხის] სამკაულების ტვირთი . ამიტომ ისინი ცეცხლმოკიდებულ ორმოში ჩავყარეთ. ასევე მოიქცა სამირიელიც — მანაც ჩააგდო (ის მტვერი, რომელიც ანგელოზ ჯიბრილის ცხენის ჩლიქის ნაკვალევიდან ჰქონდა აღებული).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და მან [სამირიელმა] მათ [ისრაელის შთამომავლებს] (ოქროსგან) ხბოს ქანდაკება გამოუყვანა, რომელიც ბღაოდა (როდესაც ქარი მასში შედიოდა). მაშინ გზააცდენილებმა ისრაელის შთამომავალთაგან უთხრეს (ერთმანეთს): «ეს არის თქვენი ღვთაება და მუსას ღვთაებაც, მაგრამ მან იგი დაივიწყა».
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
ნუთუ ისინი [ხბოს თაყვანისმცემლები] ვერ ხედავდნენ, რომ ის [ხბო] მათ პასუხს ვერ უბრუნებდა და არ შეეძლო მათთვის არც ზიანის მიყენება და არც სარგებლის მოტანა?
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
და მანამდე [მუსას დაბრუნებამდე] ჰარუნმა უკვე უთხრა მათ [ისრაელის შთამომავლებს]: «ო, ჩემო ხალხო! თქვენ ამით [ამ ხბოთი] მხოლოდ გამოიცდებით [რათა გამოაშკარავდნენ თქვენ შორის მორწმუნენი და ურწმუნონი]. და უეჭველად, თქვენი უფალი არის მოწყალე (ალლაჰი); მაშ, გამომყევით მე და დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას [ალლაჰის მცნებების შესრულებაში]!»
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
[ხბოს თაყვანისმცემლებმა] თქვეს: «არ შევწყვეტთ ჩვენ მის თაყვანისცემას, ვიდრე მუსა არ დაბრუნდება ჩვენთან».
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
[როცა დაბრუნდა მუსა] უთხრა: «ჰეი, ჰარუნ, რამ შეგაკავა როცა ნახე, რომ ისინი გზას აცდნენ,
ﮏﮐﮑﮒﮓﮔ
რომ გამომყოლოდი [მრავალღმერთიანები დაგეტოვებინა და მორწმუნეებთან ერთად ჩემთან შეერთებოდი]? ნუთუ ჩემი ბრძანება დაარღვიე?»
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
(ჰარუნმა) უთხრა (მუსას, რომელმაც მარჯვენა ხელით თმებში ჩაავლო, ხოლო მარცხენათი — წვერში): «ო, დედაჩემის შვილო! ნუ ჩამავლებ ხელს წვერში და ნუ მომქაჩავ თავს. მე მეშინოდა, რომ შენ მეტყოდი: "შენ განხეთქილება ჩამოაგდე ისრაელის შთამომავლებს შორის და არ დაიცავი ჩემი დანაბარები"».
ﮩﮪﮫﮬﮭ
[მუსამ] უთხრა: «და შენ რას იტყვი, ო, სამირიანელო?!»
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
[სამირიელმა] მიუგო [გამართლებით]: «მე დავინახე ის, რაც მათ არ დაუნახავთ [დავინახე ანგელოზი ჯიბრილი ცხენზე ამხედრებული, როდესაც ხალხი ზღვიდან გამოდიოდა და ფარაონი თავის ლაშქართან ერთად იხრჩობოდა]. მე ავიღე ერთი მუჭა (მიწა) მოციქულის [ჯიბრილის ცხენის] ნაკვალევიდან და შემდეგ ის (იმ სამკაულებს) მოვაყარე, რომლებისგანაც ხბო გავაკეთე. ასე მიბიძგა ჩემმა სულმა ამ საქმის ჩასადენად».
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
(მუსამ) უთხრა (სამირიელს): «წადი! უეჭველად, ამ ცხოვრებაში შენი ხვედრი იქნება, რომ ყოველ შემხვედრს ეუბნებოდე: "არ შემეხოთ და არც მე შეგეხებით!" [რათა დარჩენილი სიცოცხლე მარტოობაში გაატარო, როგორც სასჯელი უკვე ამქვეყნად]. და უეჭველად, შენთვის დადგენილია ვადა, რომელიც არ შეიცვლება, და მას აუცილებლად შეხვდები, სადაც სხვა სასჯელს მიიღებ. და შეხედე შენს ღვთაებას, რომელსაც ასე ერთგულად ეთაყვანებოდი: ჩვენ უთუოდ დავწვავთ მას, შემდეგ კი მის ფერფლს ზღვაში გავფანტავთ».
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
თქვენი ღვთაება მხოლოდ ალლაჰია, არ არსებობს სხვა ღვთაება მის გარდა. იგი თავისი ცოდნით ყოველივეს მოიცავს!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
ამგვარად მოგითხრობთ [როგორც მოთხრობილია მუსაზე, ფარაონზე და მათ ხალხებზე] ამბებს [ო, შუამავალო], რაც უწინ მომხდარა; შენ კი გიბოძეთ ჩვენგან წიგნი [ყურანი].
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
ვინც ზურგს შეაქცევს მას [ყურანს], ჭეშმარიტად, აღდგომის დღეს იტვირთავს მძიმე ტვირთს.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
მარადიულად მასში იქნებიან [სასჯელში], და რაოდენ მძიმე და უბედური ტვირთი იქნება ეს მათთვის აღდგომის დღეს.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
იმ დღეს, როცა ჩაბერილ იქნება საყვირში, ცოდვილებს [ურწმუნოებს] შევკრებთ იმ დღეს თვალებ გალურჯებულთ. [იმ მდგომარეობაში იქნებიან იმ დღის საშინელების გამო].
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
ერთმანეთში იჩურჩულებენ: «ჩვენ იქ [სიკვდილის შემდეგ სამარეში] მხოლოდ ათი [ღამით] დავრჩით».
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
ჩვენ უკეთ ვიცით, რასაც იტყვიან. და იტყვის მათგან ყველაზე უფრო ჭკვიანი: «თქვენ იქ მხოლოდ ერთი დღე დაჰყავით». [განკითხვის დღესთან შედარებით]
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
და გეკითხებიან შენ [შენი ხალხი] [ო, შუამავალო] მთების შესახებ, უთხარი: «მტვრად აქცევს მათ ჩემი უფალი».
ﮘﮙﮚﮛ
და დატოვებს მხოლოდ გასწორებულ ზედაპირს [იმ ადგილას, სადაც ადრე მთები იდგა].
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
ვერ იხილავ იქ ვერც ჩაღრმავებას და ვერც შემაღლებას.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
იმ დღეს [განკითხვის დღეს] გაჰყვებიან ისინი მომხმობს [შესაკრებ მოედნისკენ], რომელშიც სიმრუდე არ არის. დადუმდებიან ხმები მოწყალის წინაშე და ვერაფერს გაიგონებ, გარდა ჩურჩულისა.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
იმ დღეს [განკითხვის დღეს] არ წაადგება შუამდგომლობა არავის, თუ არა იმას, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე და ვისი სიტყვითაც კმაყოფილი იქნება.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
მან [ალლაჰმა] იცის, რაც მათ წინაა [მომავალი] და რაც მათ უკან იყო [წარსული] და [ქმნილებები] ვერ ჩასწვდებიან მას ცოდნით.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და სახეები ქედს მოიხრიან [დამდაბლდებიან] მარად ცოცხლისა და ყოველივეს მმართველის — ალლაჰის წინაშე. და ზარალს განიცდის ყოველი, ვინც უსამართლობა ჩაიდინა [ვინც მრავალღმერთიანობას მისდევდა].
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
ხოლო ვინც კეთილ საქმეებს ასრულებდა და ამავე დროს მორწმუნე იყო, მას არც უსამართლობის შეეშინდება და არც დაკლებისა [მისი კეთილი საქმეებიდან არაფერი მოაკლდება].
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑ
ამგვარად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულ ყურანად და დაწვრილებით განვმარტეთ მასში შეგონებანი, რათა მათ ღვთის სასჯელისა ეშინოდეთ და თავს არიდებდნენ მას, ან რათა იგი [ყურანი] მათთვის შეგონების წყაროდ ქცეულიყო.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
უზენაესია ალლაჰი ჭეშმარიტი მეფე! ნუ იჩქარებ ყურანით, ვიდრე არ დასრულდება შენთვის მისი ზეშთაგონება და თქვი: «ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა».
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
და ჭეშმარიტად, ჩვენ აღთქმა მივეცით ადამს უწინ [როცა ის იყო სამოთხეში] [რომ ის არ შეჭამდა მითითებული ხის ნაყოფს]; მას კი დაავიწყდა იგი და ვერ ვპოვეთ ის მტკიცე [ცდუნების წინააღმდეგ გასამკლავებლად].
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
და აი, როდესაც ჩვენ [ალლაჰმა] ანგელოზებს ვუთხარით: «თავი დაუხარეთ ადამს [რათა ამით პატივი მიაგოთ მას და მისი უპირატესობა გამოავლინოთ]!» — მათ ყველამ თავი დაუხარა, გარდა იბლისისა, რომელმაც (შურის გამო) უარი თქვა ამის შესრულებაზე.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
ჩვენ ვუთხარით: «ო, ადამ, ჭეშმარიტად, ის [იბლისი] მტერია შენი და შენი ცოლის. და ნუ (დაუშვებთ, რომ) გაგაძევებთ თქვენ სამოთხიდან, თორემ უბედური იქნები.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
რადგან შენთვის იქ [სამოთხეში] არის ის, რომ არ იშიმშილო და არც შიშველი იყო.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
და ჭეშმარიტად, შენ იქ არც წყურვილი შეგაწუხებს [სამოთხეში] და არც მზის სიცხე».
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
აცდუნა იგი [ადამი] ეშმაკმა და უთხრა: «ჰეი, ადამ! გინდა გაჩვენო ხე მარადისობისა და სამეფო, რომელიც არ გაცამტვერდება?».
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
და მათ [ადამმა და ევამ] ჭამეს მისგან და გამოუჩნდათ მათ თავიანთი სასირცხო ადგილები. დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიფარება სხეულზე. ეურჩა ადამი თავის ღმერთს და შეცდა [ალლაჰმა აუკრძალა შეეჭამა იმ ხის ნაყოფი].
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
შემდეგ მისმა უფალმა [ადამი] გამოარჩია [წინასწარმეტყველად], მიიღო მისი მონანიება და სწორ გზაზე დააყენა.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
(ალლაჰმა) უთხრა (ადამსა და ჰავას): «ჩადით ორივენი იქიდან [სამოთხიდან] (იბლისთან ერთად), როგორც ერთმანეთის მტრები. ხოლო როდესაც თქვენთან ჩემგან ხელმძღვანელობა მოვა, ვინც ჩემს ხელმძღვანელობას გაჰყვება, ის არც ამქვეყნად შეცდება და არც მარადიულ ცხოვრებაში იქნება უბედური.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს ჩემს შეხსენებას, მას მტანჯველი ცხოვრება ექნება, და განკითხვის დღეს ბრმად აღვადგენთ».
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
იტყვის: «უფალო ჩემო! რად აღმადგინე ბრმად, მე ხომ უწინ [ამქვეყნიურ ცხოვრებაში] მხედველი ვიყავი?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
[ალლაჰი] ეტყვის: «ამგვარად! შენთან მოვიდა ჩემი სასწაულები, შენ კი დაივიწყე ისინი და დღეს შენ იქნები დავიწყებული».
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
ამგვარად დავსჯით იმას [ამქვეყნად], ვინც ზღვარს გადავიდა და არ ირწმუნა თავისი უფლის აიათები, ხოლო საიქიოს სასჯელი უფრო ძლიერი და მარადიულია.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
ნუთუ მათ [მექქელ მრავალღმერთიანებს] არ უჩვენა სწორი გზა იმან, რომ ჩვენ მათზე ადრე მრავალი თაობა დავღუპეთ, რომელთა საცხოვრებელ ადგილებშიც ისინი დადიან? უეჭველად, ამაში ნამდვილად არის ნიშნები გონიერ ადამიანთათვის.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
და რომ არა შენი უფლის წინასწარ დადგენილი სიტყვა, გარდაუვალი იქნებოდა განსაზღვრული დრო.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და მოითმინე [ო, შუამავალო], რასაც ისინი ამბობენ, და ადიდე შენი უფალი მისი ქებით მზის ამოსვლამდე [დილით] და მის ჩასვლამდე, ასევე ღამის განმავლობაში ადიდე იგი და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რათა მიაღწიო იმ საზღაურს ალლაჰისგან, რომლითაც კმაყოფილი იქნები.
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
თვალი ნუ გაგექცევა იმისკენ, რითაც ჩვენ ვასარგებლეთ ზოგი მათგანი [მრავალღმერთიანთაგანი] მიწიერი ცხოვრების შემკულობანით, რათა ამით გამოგვეცადა ისინი. ხოლო სარჩო შენი უფლისა [მარადიულ ცხოვრებაში] უფრო უკეთესი და მარადიულია!
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
და უბრძანე [ო, შუამავალო] შენს ოჯახს ლოცვის [შესრულება] და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, სარჩოს თვითონ მოგცემთ. ხოლო კეთილი დასასრული ღვთისმოშიშთათვისაა.
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
და თქვეს [ურწმუნოებმა]: «ნეტავ მოეტანა ჩვენთვის ერთი სასწაული მაინც თავისი უფლისგან». განა მათთან არ მოვიდა აშკარა ნიშანი [ყურანში], რომელიც ადასტურებს იმას, რაც პირველ წერილებში [ადრინდელ ზეციურ წიგნებში] იყო მოცემული?
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
და რომ დაგვეღუპა ისინი [ურწმუნონი] სასჯელით ამაზე უწინ, იტყოდნენ: «ღმერთო ჩვენო, შენ რომ გამოგეგზავნა ჩვენთვის შუამავალი, უსათუოდ მივყვებოდით შენს სასწაულებს, ვიდრე დავმცირდებოდით და დავკნინდებოდით».
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
უთხარი [ო, შუამავალო]: «ყველა ელოდება და თქვენც დაელოდეთ! მალე შეიტყობთ, ვინ იმყოფებოდა მართალ გზაზე და ვინ მიიღო ჭეშმარიტება სწორ ხელმძღვანელობად».

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers