სურა ალ-ფურქანი
PDF —
77 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ფურქანი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ფურქანი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ფურქანი თარგმანი. ალ-ფურქანი (Meccan) 77 აია.



სურა ალ-ფურქანი
77 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
დალოცვილია იგი [ალლაჰი], რომელმაც გარდმოავლინა ფურყანი [ყურანი, რომელიც განასხვავებს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს] თავის მსახურზე [მუჰმმადზე], რათა ყოფილიყო [მუჰმმადი] სამყაროთა შემგონებელი [ჯინებისთვის და ადამიანებისთვის].
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
იგია, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია მოზიარე მეუფებაში. მან ყოველი ქმნილება შექმნა და თითოეულს თავისი ზუსტი საზომი დაუწესა,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
და მათ [მრავალღმერთიანებმა] დაიდგინეს მის ნაცვლად [ცრუ] ღვთაებები, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი. და არ შეუძლიათ თავიანთი თავისთვისაც არც ზარალის და არც სარგებლის მოტანა, მათ არ აქვთ ძალაუფლება არც სიკვდილზე, არც სიცოცხლეზე და არც მეორედ აღდგენაზე.
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
და თქვეს მათ, ვინც ურწმუნო გახდა: «ეს [ყურანი] სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე, რომელიც მან [მუჰამმადმა] თავად შეთხზა, და ამაში სხვა ადამიანებიც დაეხმარნენ». ამგვარი სიტყვებით მათ მართლაც ჩაიდინეს უსამართლობა და სიცრუე.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
და ასევე თქვეს მათ [ურწმუნოებმა] (ყურანის შესახებ): «ეს მხოლოდ ძველთა (შეთხზული) ამბებია! მან [მუჰამმადმა] მათი ჩაწერა დაავალა, და დილა-საღამოს უკითხავენ მას».
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
[ო, შუამავალო] უთხარი [ურწმუნოებს]: «ზეგარდმოავლინა იგი იმან, ვინც იცის საიდუმლო ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად, იგი მიმტევებელი, შემწყალებელია».
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და თქვეს მათ [მრავალღმერთიანებმა]: «რა მოციქულია ეს, რომ საჭმელს ჭამს და ბაზრებში დადის? რატომ არ გარდმოევლინა მას ანგელოზი, რათა მასთან ერთად გამაფრთხილებელი ყოფილიყო?
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
ან ციდან საგანძური მაინც რატომ არ ებოძა მას [მუჰამმადს], ან რატომ არ აქვს ბაღი, რომლის ნაყოფითაც იკვებებოდეს?!» და ამბობენ ეს უსამართლონი [ურწმუნოები]: «თქვენ (ო, მორწმუნენო) მხოლოდ მოჯადოებულ ადამიანს მიჰყვებით, რომელსაც ჯადოქრობამ გონება დაუბნელა!»
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
შეხედე (ო, შუამავალო), როგორ მოგიყვანენ ისინი იგავებს [შენს შესახებ ისეთ ცრუ სიტყვებს ამბობენ, რომლებიც თავიანთი უცნაურობით მხოლოდ იგავებს ჰგავს]. ისინი გზას ასცდნენ და აღარ ძალუძთ ჭეშმარიტების გზის პოვნა.
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
დალოცვილია [ალლაჰი], რომელიც, თუ ინებებს, დაგიმკვიდრებს ამაზე უკეთეს ბაღებს, რომლებშიც მიედინებიან მდინარეები, და აგიშენებს სასახლეებს.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
მაგრამ ისინი უარყოფენ საათს [განკითხვის დღეს], ხოლო ჩვენ მოვამზადეთ მათთვის, ვინც მას უარყოფს, ჯოჯოხეთის ცეცხლი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
როდესაც ის [ჯოჯოხეთის ცეცხლი] შორიდან დაინახავს მათ [მათ, ვინც სამსჯავროს დღეს არ ირწმუნა], ისინი მის მძვინვარებასა და ღრიალს მოისმენენ.
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
და როცა ისინი ჩაყრილნი იქნებიან მასში [ჯოჯოხეთში], ვიწრო ადგილას, მოუხმობენ იქ სიკვდილს [რომ ჯოჯოხეთის ტანჯვას თავი დააღწიონ],
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
[და მათ ეთქმებათ]: «ნუ უხმობთ დღეს მხოლოდ ერთ სიკვდილს, არამედ უხმეთ მრავალ სიკვდილს».
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
უთხარი (მათ, ო, მოციქულო): «ეს [ჯოჯოხეთი] უკეთესია, თუ მარადიულობის ბაღი, რომელიც აღთქმულია ღვთისმოშიშთათვის? ის მათთვის იქნება საზღაური და საბოლოო სამყოფელი».
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
მათთვის იქ (სამოთხეში) იქნება ყველაფერი, რასაც ინებებენ, და იქ მარადიულად დარჩებიან. ეს [სამოთხეში შესვლა] შენი უფლისგან აღთქმაა, რომლის აღსრულებასაც (მისი მსახურები) სთხოვენ.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
იმ დღეს [განკითხვის დღეს], როცა [ალლაჰი] შეკრებს მათ [მრავალღმერთიანებს] და იმათაც, რასაც ისინი ეთაყვანებოდნენ [ცრუ ღვთაებებს], ალლაჰის გარდა, ეტყვის [ცრუ ღვთაებებს]: «თქვენ აუბნიეთ გზა ჩემს მონებს, თუ თვითონ აებნათ გზა?»
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
იტყვიან ისინი [რასაც ეთაყვანებოდნენ მაგიერ ალლაჰისა]: «დიდება შენდა [ო, ალლაჰ], არ გვეკადრებოდა აგვერჩია შენს გარდა მფარველები, მაგრამ შენ მიეცი სარგებელი მათ და მათ მამებს, ვიდრე არ დაივიწყეს შეხსენება [შენს შესახებ]. ასე შეიქმნენ წარწყმედილ ხალხად».
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
[მრავალღმერთიანებს ეტყვიან: აი ისინი, ვისაც ალლაჰის მაგიერ თაყვანს სცემდით] ისინი ცრუდ შერაცხავენ იმას, რასაც ამბობთ, და არ შეგეძლებათ მისი თავიდან აცილება და არც შეწევნა. იმას, ვინც უსამართლოდ მოიქცევა თქვენგან, ვაგემებთ უდიდეს სასჯელს.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და არ წარმოგვიგზავნია შენამდე [ო, მუჰამმად] ჩვენი შუამავლები ისე, რომ არ ეჭამათ საჭმელი და არ ევლოთ ბაზარში. და დავადგინეთ გამოცდად ზოგი თქვენგანი ზოგიერთისთვის, და მოითმენთ ამას? და შენი უფალი ყოვლისმხედველია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და თქვეს მათ, ვინც ჩვენთან შეხვედრის იმედი არ აქვთ [ანუ მათ, ვისაც არ სწამს განკითხვის დღე]: «ჩვენთან რატომ არ გარდმოევლინნენ ანგელოზები (რომ ეთქვათ, რომ მუჰამმადი სიმართლეს ამბობს)? ან რატომ არ ვიხილეთ საკუთარი თვალით ჩვენი უფალი?» ისინი საკუთარ თავზე გაამაყდნენ და თავიანთი ამ სიტყვებით ნებადართულის ზღვარს ძლიერად გადააბიჯეს.
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
დღეს, როცა ნახავენ ანგელოზებს, იმ დღეს [განკითხვის დღეს] სასიხარულო ამბავი არ ექნებათ ცოდვილებს. მათ ეტყვიან [ანგელოზები]: «[ალლაჰმა] სრულიად აგიკრძალათ [სამოთხეში] შესვლა».
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და მივუდგებით იმ საქმეებს, რაც მათ გააკეთეს და ვაქცევთ მათ გაფანტულ მტვრად.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
სამოთხის მკვიდრნი იმ დღეს უკეთეს სამყოფელში იქნებიან და დასასვენებლად უფრო მშვენიერი ადგილი ექნებათ.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
იმ დღეს, როცა გაიპობა ზეცა ღრუბლებით და გარდმოევლინებიან ანგელოზები ზეგარდმოვლენით.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
იმ დღეს [ყველა] ჭეშმარიტი მეუფება ეკუთვნის მხოლოდ მოწყალეს [ალლაჰს], და ეს დღე ძალიან მძიმე იქნება ურწმუნოთათვის.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
იმ დღეს უსამართლო დაიკბენს ხელებს და იტყვის: «ნეტავ, ამერჩია გზა შუამავალთან ერთად.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
ვაი, ჩემს თავს! ნეტავ, არ ამერჩია [ურწმუნო] მეგობრად.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
რადგან მან [იმ მეგობარმა] მომაშორა მე შეგონებას [ყურანს], მას შემდეგ, რაც ის უკვე მოვიდა ჩემთან». სატანა კი ადამიანს დახმარების გარეშე ტოვებს.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
და თქვა შუამავალმა: «უფალო ჩემო, ჭეშმარიტად, ჩემმა ხალხმა მიატოვა ეს ყურანი».
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
აი, სწორედ ამგვარად დავუდგინეთ ყოველ შუამავალს მტრები ცოდვილთაგან [მისი ხალხისგან], ხოლო შენი უფალი საკმარისია სწორ გზაზე დამდგენად და შემწედ.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
და თქვეს მათ, ვინც ურწმუნო გახდა: «ნეტავ, ყურანი მასზე [მუჰამმადზე] ერთბაშად გარდმოვლენილიყო [როგორც თორა, ზაბური და ინჯილი]». ასე (ნაწილ-ნაწილ გარდმოვავლინეთ იგი), რათა ამით განგვემტკიცებინა შენი გული [ო, მოციქულო], და თანმიმდევრულად ჩამოგიკითხეთ იგი [აიათი აიათის შემდეგ].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
და როცა მათ [მრავალღმერთიანებს] მოაქვთ შენთან [ო, შუამავალო] რაიმე მაგალითი, ჩვენ მოგვყავს პასუხად ჭეშმარიტება და საუკეთესო განმარტება.
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
ისინი, რომელნიც პირქვე დამხობილი შეკრებილ იქნებიან ჯოჯოხეთისკენ, აი ისინი იქნებიან ყველაზე უარეს ადგილას და ყველაზე ძლიერად აცდენილნი გზიდან.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
და [ვფიცავ, რომ] ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი [თორა] და დავადგინეთ მასთან ერთად მისი ძმა ჰარუნი, [მის] დამხმარედ.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
და ჩვენ ვუთხარით [შუამავალ მუსას და ჰარუნს]: «ორივე წადით იმ ხალხთან, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები». და გავანადგურეთ ისინი სრულიად.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
და ხალხი [შუამავალი] ნუჰის, როცა ცრუდ შერაცხეს ჩვენი შუამავლები, დავახრჩეთ და ვაქციეთ სასწაულად [შეგონებად] ხალხისათვის. უსამართლოებს კი გავუმზადეთ მტანჯველი სასჯელი.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
[ჩვენ ასევე] [დავღუპეთ] 'ადისა და სამუდის და არ-რასის მცხოვრებნი და მრავალი თაობა, რომელიც მათ შორის იყო.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
ყოველ მათგანს მოვუტანეთ იგავები და გავანადგურეთ ყველანი სრულად.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
მათ [მექქას მრავალღმერთიანები] ჩაუარეს იმ დასახლებას, რომელსაც დაატყდა უბედურების წვიმა, განა მათ ეს არ დაუნახავთ? დიახ, არ იმედოვნებენ ისინი აღდგომას.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
როდესაც ისინი გხედავენ შენ [ო, შუამავალო], მასხრად გიგდებენ: «ნუთუ ეს არის, ვინც ალლაჰმა შუამავლად წარმოგზავნა?!
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
მან [მუჰამმადმა] თითქმის გვაცდუნა ჩვენი ღმერთებიდან, ჩვენ რომ მოთმინება არ გამოგვეჩინა». და გაიგებენ, როცა ისინი დაინახავენ სასჯელს, ვინ იყო უფრო გზა აბნეული.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
გინახავს ის [ო, შუამავალო], ვინც თავისი ვნება აქცია ღვთაებად, ნუთუ იქნები შენ მისი დამცველი?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
ან იქნებ შენ (ო, მუჰამმად) ფიქრობ, რომ მათი უმეტესობა ისმენს (ჭეშმარიტებას) ან აცნობიერებს (მას)? ისინი მხოლოდ პირუტყვს ჰგვანან; მეტიც, ისინი კიდევ უფრო მეტად არიან გზას აცდენილნი.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
განა არ გინახავს [ო, შუამავალო], როგორ განავრცო შენმა ღმერთმა ჩრდილი და, რომ ენებებინა, აქცევდა მას შეუცვლელად. მერე დავადგინეთ მასზე მზე მის მაჩვენებლად.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸ
და მერე ნელ-ნელა მივიზიდავთ მას ჩვენსკენ.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
იგია [მხოლოდ] [ალლაჰი], ვინც დაგიდგინათ თქვენ ღამე სამოსად, ძილი - მოსვენებად და დაგიდგინათ დღე აღდგომად.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
იგია [მხოლოდ] [ალლაჰი], რომელმაც წარმოგზავნა ქარი სამახარობლოდ თავისი წყალობისა. და გარდმოვავლინეთ ციდან სუფთა წყალი [წვიმა],
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
რათა გავაცოცხლოთ მისით მკვდარი მიწა და დავარწყულოთ მისით საქონელი და მრავალი ადამიანი, რომელიც ჩვენ შევქმენით,
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
და იგი [წვიმის წყალი] დავანაწილეთ მათ შორის, რათა შეიგონონ. მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ყველაფერს უარყოფს, გარდა ურწმუნოებისა [და უმადურობისა].
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და რომ გვდომებოდა, მაშინ ყოველ დასახლებაში გავგზავნიდით შემგონებელს.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
და ნუ დაემორჩილები ურწმუნოებს [თუკი ისინი ცდილობენ, რომ თუნდაც მცირედ უგულებელყო ის, რითაც ალლაჰმა გამოგაგზავნა], და ებრძოლე მათ მისით [ყურანით] დიადი ბრძოლით!
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
[მხოლოდ] ის [ალლაჰი] არის, რომელმაც ერთად შეაერთა ორი ზღვა: ერთი მტკნარი, მეორე კი მლაშე, ხოლო მათ შორის (უხილავი) მიჯნა და გადაულახავი ზღუდეა!
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და [მხოლოდ] ის არის [ალლაჰი], ვინც შექმნა წყლისაგან ადამიანი და დაუდგინა მას ნათესავნი კაცის და ქალის მხრიდან. და შენი უფალი ყოვლისშემძლეა.
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
და ისინი [ურწმუნოები] ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან იმას, რაც არც სარგებელს მოუტანს მათ და არც ზიანს აყენებს. ხოლო ურწმუნო დამხმარეა თავისი უფლის წინააღმდეგ [რომელიც თავისი მრავალღმერთიანობითა და ცოდვებით სატანას ეხმარება].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
და არ წარგვიგზავნიხარ შენ [ო, შუამავალო], თუ არა მახარობლად და გამაფრთხილებლად.
ﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
უთხარი (მათ, ო, შუამავალო): «ამისთვის [ალლაჰისგან ჭეშმარიტების გადმოცემისთვის] თქვენგან არავითარ საზღაურს არ ვითხოვ. მხოლოდ იმას (გთხოვთ), რომ ვისაც სურს, თავისი უფლისკენ მიმავალი გზა აირჩიოს».
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
და მიენდე მარადცოცხალს [ალლაჰს], რომელიც არ კვდება, და განადიდე იგი ქებით. და საკმარისია იგი [ალლაჰი] თავისი მსახურების ცოდვების მცოდნედ.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
რომელმაც გააჩინა ცანი, ქვეყანა და რაც მათ შორისაა, ექვს დღეში. მერე კი ამაღლდა ტახტზე ['არშზე]. იგი მოწყალეა. მაშ, ჰკითხე [მოციქულო] მის შესახებ მცოდნეს [ალლაჰს].
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
და თუ ეტყვიან [ურწმუნოებს]: «აღასრულეთ საჯდა მოწყალის [ალლაჰის] წინაშე, ისინი ამბობენ: «ჩვენ არ ვიცით ვინ არის მოწყალე? ნუთუ საჯდა აღვუსრულოთ იმას [ო, მუჰამმად], ვისაც შენ გვიბრძანებ?!» და ემატებათ მათ ზიზღი [რწმენის მიმართ].
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
კურთხეულია ალლაჰი, ვინც ცაში მოაწყო თანავარსკვლავედი, მოაწყო იქ ნათურა [მზე] და კაშკაშა მთვარე.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და მხოლოდ ის [ალლაჰი] არის, ვინც ღამე და დღე ერთმანეთის მონაცვლედ [ერთმანეთის მიმდევრად] დაადგინა, მათთვის, ვისაც სურს შეგონება მიიღოს [დაფიქრდეს, რომ ამ ყველაფერს შემოქმედი განაგებს] ან სურს მადლიერება გამოხატოს (ალლაჰის მიმართ).
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
და მოწყალის (ალლაჰის) მსახურნი არიან ისინი, რომლებიც დედამიწაზე თავმდაბლად დადიან [ამპარტავნების გარეშე], და როდესაც უმეცარნი მიმართავენ მათ (მათთვის ტკივილის მიყენების სურვილით), ისინი ამბობენ: «მშვიდობა!»
ﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და ისინი არიან, რომლებიც თავიანთი უფლის წინაშე ღამეებს მუხლმოდრეკილნი (საჯდაში) და მდგომარენი ათევენ.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
რომელნიც ამბობენ: «უფალო ჩვენო! აგვარიდე ჯოჯოხეთის სასჯელი! ჭეშმარიტად, იქ სასჯელი გარდაუვალია.
ﯲﯳﯴﯵﯶ
ჭეშმარიტად, იგი [ჯოჯოხეთი] ცუდია, როგორც დასამკვიდრებელი და როგორც მარადიული სამყოფელი!»
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
და ისინი, რომლებიც, როცა ხარჯავენ, არც ფუჭად ფლანგავენ და არც ძუნწობენ; არამედ მათი ხარჯვა ამ ორს შორის ზომიერია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და ისინი, რომლებიც ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთს არ მოუხმობენ, არ კლავენ იმ სულს, რომლის მოკვლაც ალლაჰმა აკრძალა, გარდა უფლებით [კანონიერი საფუძვლით], და არ მრუშობენ. ხოლო ვინც ამას ჩაიდენს, მიეგება საზღაური.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და მარადიულად იქნება მასში დამცირებული.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
გარდა იმათი, ვინც მოინანია, ირწმუნა და მართალ საქმეებს აკეთებდა. ასეთებს ალლაჰი მათ ბოროტ საქმეებს კეთილი საქმეებით შეუცვლის. და ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
და ვინც მოინანია და სიკეთე აკეთა, დაბრუნდება ალლაჰთან შენდობილი.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
და ისინი, რომლებიც არ ესწრებიან სიცრუეს [სადაც სიცრუეს ამბობენ], ხოლო როდესაც ფუჭს [ფუჭ ლაპარაკსა და უსარგებლო საქმეებს] შეხვდებიან, ღირსეულად ჩაუვლიან.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და ისინი, რომელთაც, როცა მათი უფლის აიათებს შეახსენებენ, მათ მიმართ ყრუებად და ბრმებად არ ეცემიან.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და ისინი, რომლებიც ამბობენ: «უფალო ჩვენო! გვიბოძე ჩვენი მეუღლეებისა და შთამომავლობისგან თვალთა სიხარული და გვაქციე ღვთისმოშიშთათვის წინამძღოლებად [მისაბაძ მაგალითად]!»
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
ასეთნი თავიანთი მოთმინებისთვის სამოთხის მაღალი სავანეებით დაჯილდოვდებიან და იქ მათ ანგელოზები მისალმებითა და მშვიდობით [უსაფრთხოებით] შეხვდებიან.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
დარჩებიან მასში მარადიულად. რა მშვენიერი სამყოფელი და საცხოვრებელია იგი!
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
უთხარი [ო, მუჰამმად] [მრავალღმერთიანებს]: «ალლაჰი არ მოგაქცევდათ ყურადღებას, რომ არა თქვენი ვედრება [რომლითაც მიმართავთ მას]. მაგრამ თქვენ უარყავით [მისი შუამავალი], და ახლა ეს [სასჯელი] თქვენთვის გარდაუვალია».

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers