სურა ალ-მუმინუნი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ალ-მუმინუნი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-მუმინუნი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მუმინუნი თარგმანი. ალ-მუმინუნი (Meccan) 118 აია.
Related
- ალ-მუმინუნი თარგმანიქართული
- ალ-მუმინუნი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-მუმინუნი

ﭑﭒﭓﭔ
უკვე მიაღწიეს წარმატებას მორწმუნეებმა,
ﭕﭖﭗﭘﭙﭚ
რომლებიც თავიანთ ლოცვებში მოკრძალებულნი არიან,
ﭛﭜﭝﭞﭟﭠ
რომლებიც თავს არიდებენ ამაო საქმეს [ტოვებენ ყველა იმ საქმეს, სიტყვას და ფიქრს, რომლებიც არ მიიყვანს ალლაჰის კმაყოფილებამდე],
ﭡﭢﭣﭤﭥ
რომლებიც განწმენდისთვის [თავის სულს და ქონებას] გასცემენ [იხდიან ზაქათს],
ﭦﭧﭨﭩﭪ
რომლებიც იცავენ თავიანთ სასქესო ორგანოებს [მრუშობისგან და ყველა აკრძალული ქმედებებისგან],
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
გარდა თავიანთი ცოლებისა და იმათისა, ვინც მათ მარჯვენა ხელებმა მოიპოვეს [მხევლებისა]. ჭეშმარიტად, ისინი არ არიან გასაკიცხნი (ვინაიდან ალლაჰმა ეს მათთვის ნებადართული გახადა),
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი არიან ზღვარგადასულნი,
ﭾﭿﮀﮁﮂﮃ
რომლებიც იცავენ მათ მინდობილს და [ასრულებენ] თავიანთ შეთანხმებებს.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉ
რომლებიც ფრთხილად იცავენ თავიანთ ლოცვებს.
ﮊﮋﮌﮍ
სწორედ ისინი არიან მემკვიდრენი,
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
რომლებიც დაიმკვიდრებენ ფირდაუსს [სამოთხის უმაღლეს საფეხურს] და იქ ისინი სამუდამოდ დარჩებიან.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ჩვენ უკვე შევქმენით ადამიანი [ადამი] თიხის არსისგან [თიხისგან, რომელიც ყველა მიწის ადგილიდან არის აღებული].
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
შემდეგ მოვათავსეთ იგი [ადამის შთამომავალი] წვეთად [მამაკაცის თესლად] საიმედო სამყოფელში [დედის საშვილოსნოში].
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
შემდეგ ამ წვეთისგან შევქმენით სისხლის კოლტი, შემდეგ ამ სისხლის კოლტისგან შევქმენით ხორცის ნაჭერი, შემდეგ ამ ხორცის ნაჭრისგან შევქმენით ძვლები, ხოლო შემდეგ ეს ძვლები ხორცით შევმოსეთ. ამის შემდეგ იგი სხვა, ახალი ქმნილების სახით აღვზარდეთ [მასში სულის ჩაბერვით]. კურთხეულია ალლაჰი — საუკეთესო შემოქმედთა შორის საუკეთესო!
ﯜﯝﯞﯟﯠﯡ
შემდეგ ჭეშმარიტად, თქვენ [ო, ადამიანებო] ამის შემდეგ [განვითარების ეტაპების გავლისა და სიცოცხლის ვადის ამოწურვის შემდეგ] უეჭველად, მოკვდებით.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧ
შემდეგ კი, ჭეშმარიტად, თქვენ [ო, ადამიანებო] აღდგომის დღეს კვლავ აღდგებით.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
და (ვფიცავ), უეჭველად, ჩვენ შევქმენით თქვენ ზემოთ შვიდი გზა [შვიდი ცა, რომლებიც ერთმანეთის ზემოთ არიან განლაგებულნი], და ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ უყურადღებო ჩვენი ქმნილებების მიმართ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
და გარდმოვავლინეთ ციდან წყალი განსაზღვრული რაოდენობით, განვათავსეთ იგი მიწაზე და შეგვიძლია მისი გაქრობაც.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
და ამ [წყლით] გაგიზარდეთ ბაღები ფინიკის ხეებისა და ვაზისა, თქვენთვისაა მათში მრავალი ნაყოფი, და თქვენ მიირთმევთ მათ [ნაყოფებს].
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
და ამ წყლით თქვენთვის ასევე აღმოვაცენეთ (ზეთისხილის) ხე, რომელიც (მთა) ტურიდან, სინაის მხარიდან ამოდის; მას მოაქვს ზეთი და საკაზმი (სანელებელი) მათთვის, ვინც მას მიირთმევს.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
და ჭეშმარიტად, შინაურ პირუტყვში თქვენთვის უეჭველად არის შეგონება და ნიშანი: ჩვენ გასმევთ იმას, რაც მათ მუცლებშია [რძეს], და თქვენთვის მათში მრავალი სხვა სარგებელიც არის [მატყლი, ტყავი და სხვა], და მათით იკვებებით.
ﮉﮊﮋﮌﮍ
და მათით [სამგზავრო ცხოველებით], და ხომალდებით გადაადგილდებით.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
[ადრე] წარვაგზავნეთ [შუამავალი] ნუჰი თავის ხალხთან. უთხრა: «ჰეი ჩემო ხალხო, თაყვანი ეცით მხოლოდ ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა. ნუთუ არ გეშინიათ?»
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
თქვეს დიდებულებმა იმათგან, ვინც გახდნენ ურწმუნონი: «ეს [ნუჰი] მხოლოდ კაცია თქვენი მსგავსი, რომელსაც სურს, რომ თქვენზე აღმატებული იყოს. ხოლო ალლაჰს რომ ენებებინა, გარდმოავლენდა ანგელოზებს, ამაზე კი ჩვენი წინაპრებისგან არაფერი გვსმენია.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
ეს [ნუჰი] მხოლოდ შეშლილი ადამიანია, დაე, დაელოდეთ მას ცოტა ხანს».
ﯧﯨﯩﯪﯫﯬ
მან [ნუჰმა] თქვა: «უფალო ჩემო, დამეხმარე [ჩემი ერის წინააღმდეგ], რადგან მათ, ცრუდ შემრაცხეს, [როცა მივუტანე ის, რითაც შენ გამომიგზავნე მათთან]!»
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎ
და ჩვენ შთავაგონეთ მას [ნუჰს]: «გაამზადე კიდობანი [გემი] ჩვენი თვალთახედვის ქვეშ [ჩვენი დაცვის ქვეშ] და ჩვენი შთაგონებით. როდესაც მოვა ჩვენი ბრძანება [შენი ერის ურწმუნოების გამო დასასჯელად] და გადმოხეთქავს წყალი თონედან [რაც წარღვნის დაწყების ნიშანი იქნება], მაშინ შეიყვანე მასში [გემში] თითოეული სახეობიდან წყვილი და შენი ოჯახი [შენი შვილები და ცოლი], გარდა იმათისა, ვისზეც უკვე განესაზღვრა ჩემი სიტყვა [სასჯელისთვის მათი ურწმუნოების გამო] [გარდა შენი ცოლისა და შვილისა]. და ნუ მომმართავ იმათ გამო, ვინც უსამართლობა ჩაიდინა; ჭეშმარიტად, ისინი აუცილებლად დაიხრჩობიან!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
როცა ახვალთ ხომალდზე შენ [ო, ნუჰ] და ისინი, ვინც შენთან არიან, თქვი: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიხსნა უსამართლო [ურწმუნო] ხალხისგან».
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
და თქვი [ო, ნუჰ]: «უფალო ჩემო, ჩამომიყვანე [ხომალდიდან] დალოცვილ ადგილას. შენ საუკეთესო დამსახლებელი ხარ».
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ჭეშმარიტად, ამაში [ამ ამბავში] არის სასწაულები და ჭეშმარიტად, ჩვენ ვცდით [ჩვენ მონებს, როცა ვუგზავნით მათ შუამავლებს რათა, გამოვლინდეს მორწმუნე ან ურწმუნო].
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
შემდეგ კი, ჩვენ შემდეგ მოვიყვანეთ სხვა თაობა.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
და წარვაგზავნეთ მათში შუამავლები მათგანვე - რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ, არ გყავთ თქვენ სხვა ღვთაება მის გარდა. და ნუთუ არ გეშინიათ?
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და თქვა [ცნობილმა] საზოგადოებამ მისივე თემიდან, რომელთაც არ ირწმუნეს, და ცრუდ შერაცხეს საიქიოს შეხვედრა, და რომელთაც ვუბოძეთ კეთილდღეობა ამქვეყნად: «ეს სხვა არავინაა, თუ არა კაცი თქვენი მსგავსი, რომელიც ჭამს იმას, რასაც თქვენ ჭამთ,
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
ხოლო თუ დაემორჩილებით კაცს, თქვენს მსგავსს [ჰუდს], წაგებულნი იქნებით.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
ნუთუ იგი [ჰუდი] გპირდებათ, რომ როცა მოკვდებით და მტვრად და ძვლებად იქცევით, აღდგენილ იქნებით [თქვენივე საფლავებიდან ცოცხლები]?
ﯖﯗﯘﯙﯚﯛ
შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელია ის, რაც აღგითქვეს [ო, ადამიანებო] — (მკვდართა აღდგომა)!
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
ეს სიცოცხლე არაფერია, გარდა ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებისა. ვკვდებით და ვცოცხლობთ და არ ვიქნებით აღდგენილნი.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
ეს [ჰუდი] მხოლოდ ადამიანია, რომელმაც მოიფიქრა ალლაჰზე სიცრუე და ჩვენ მისი არ გვჯერა».
ﯴﯵﯶﯷﯸﯹ
მან [ჰუდმა] თქვა: «უფალო ჩემო, დამეხმარე იმის გამო, რომ მათ ცრუდ შემრაცხეს [უარყვეს ჩემი გზავნილი]!»
ﯺﯻﯼﯽﯾﯿ
მან [ალლაჰმა] თქვა: «მალე ისინი უეჭველად აღმოჩნდებიან სინანულში».
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და შეიპყრო ისინი [ადის ხალხი] საშინელმა ხმამ და ვაქციეთ ისინი ნიაღვრით მიმოფანტულ ნამსხვრევებად. მაშ, შორს იყვნენ ალლაჰის წყალობისგან უსამართლონი [ურწმუნოები]!
ﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
მერე ავღზარდეთ მათ შემდგომ სხვა თაობები.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
ვერც ერთი ერი ვერ გაუსწრებს საკუთარი [ცხოვრების] დროს და ვერც გადაავადებს.
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
მერე წარვაგზავნეთ შუამავლები ერთმანეთის კვალდაკვალ. ხოლო როცა კი რომელიმე თემთან მიდიოდა შუამავალი, ცრუდ რაცხავდნენ მას. და მივაყოლეთ ისინი ერთმანეთს და ვაქციეთ იგავებად. მაშ, შორს იყვნენ ალლაჰის წყალობისგან ადამიანები, რომლებიც არ ირწმუნებენ!
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
შემდეგ ჩვენ მოვავლინეთ [შუამავალი] მუსა და მისი ძმა [შუამავალი] ჰარუნი ჩვენი სასწაულებით და მკაფიო მტკიცებულებით
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
ფარაონთან და მის წარჩინებულებთან. მათ კი თავი განიდიდეს, რამეთუ იყვნენ ამპარტავანი ხალხი [სხვებზე აღმატებულად თვლიდნენ თავს].
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
და თქვეს მათ: «ნუთუ ვირწმუნებთ ორი ადამიანის, რომლებიც ჩვენნაირები არიან, მაშინ როცა მათი ხალხი [ისრაელის ძენი] ჩვენ გვემსახურებიან?»
ﮉﮊﮋﮌﮍ
და მათ უარყვეს ეს ორი [მუსა და ჰარუნი], და საბოლოოდ აღმოჩნდნენ განადგურებულთა შორის [ალლაჰის სასჯელით].
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას წიგნი [თორა], რათა ეგების [ისრაელის ხალხს] ეხელმძღვანელად [მისით],
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
და დავადგინეთ მარიამის ძე [შუამავალი 'ისა] და დედამისი სასწაულებად და დავასახლეთ მაღლობზე, სადაც წყარო მოედინებოდა.
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
ჰეი, შუამავლებო! ჭამეთ [ის საჭმელი, რაც არის] კეთილი [დაშვებული] და აკეთეთ მართალი საქმეები. ჭეშმარიტად, მე ვიცი, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
ჭეშმარიტად, თქვენი ეს რელიგია, [ო, შუამავლებო] ერთი და იგივე რელიგიაა [ისლამი] და მე თქვენი უფალი ვარ, მაშ, ჩემი გეშინოდეთ!
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
ხოლო მათ [ადამიანებმა] გაყვეს თავიანთი საქმე [ერთიანი რწმენა] ნაწილებად [დაიყვნენ რწმენაში], ყოველმა ჯგუფმა გაიხარა იმით, რაც აქვს [ფიქრობს, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტებაზე, ხოლო სხვები გზააბნევაში].
ﯣﯤﯥﯦﯧﯨ
მაშ, დატოვე ისინი თავიანთ წყვდიადში [ცდომილებაში] განსაზღვრულ დრომდე [სასჯელის დადგომამდე].
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
განა ფიქრობენ [ურწმუნონი], რომ იმ ქონებითა და ძეებით, რითაც ჩვენ ვეხმარებით,
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
[ანუ, ნუთუ ისინი ფიქრობენ, რომ] ჩვენ ვჩქარობთ მათთვის სიკეთეებით [იმით, რაც მათ დაიმსახურეს]? პირიქით, ეს არის გამოცდა და საცდური მათთვის, ხოლო ისინი ვერ გრძნობენ ამას.
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც თავიანთი უფლის შიშით ძრწიან
ﰂﰃﰄﰅﰆﰇ
და მათ, ვისაც მტკიცედ სწამთ თავიანთი უფლის სასწაულების [ყურანის აიათების] [და მოქმედებენ მათ შესაბამისად]
ﰈﰉﰊﰋﰌﰍ
და მათ, რომელნიც თავიანთ უფალს არ უდგენენ თანაზიარს [მხოლოდ ერთ ალლაჰს ემსახურებიან და მხოლოდ მას თაყვანს სცემენ].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
და რომლებიც გასცემენ გასაცემს [ზაქათს, მოწყალებას] და მათ გულები უცახცახებთ იმით, რომ თავიანთ უფალთან იქნებიან დაბრუნებულნი.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
სწორედ ისინი ასწრებენ ერთმანეთს სიკეთისაკენ და ამაში მოწინავენი არიან.
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც შეუძლია. ჩვენთანაა წიგნი, რომელიც ამბობს სიმართლეს, მათ შესახებ [ალლაჰის მონების შესახებ] და ისინი არ დაიჩაგრებიან.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
პირიქით, მათი [ურწმუნოების] გულები ჩაფლულია წყვდიადში [უკიდურეს უმეცრებასა და სიბრმავეში] ამის მიმართ [ყურანის მიმართ], და მათ აქვთ სხვა საქმენიც [სხვა ცოდვებიც] იმის გარდა [ურწმუნოების გარდა], რასაც ისინი სჩადიან.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
როცა ჩვენ დავსჯით მათგან ფუფუნებაში მყოფთ სასჯელით, აი მაშინ დაიწყებენ ისინი გოდებას.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
ნუ მოთქვამთ! დღეს თქვენ არ მოგეცემათ ჩვენგან დახმარება.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
თქვენ გეკითხებოდათ ჩვენი სასწაულები [ყურანის აიათები], მაშინ უკუიქეცით ქუსლებზე შემდგარნი.
ﮝﮞﮟﮠﮡ
ამპარტავნობდით მის [ქააბის] გამო და ღამეებს ატარებდით ბილწ, უსარგებლო საუბარში. ჭეშმარიტება კი [მიტოვებული] გქონდათ.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
ნუთუ [ურწმუნონი] არ დაფიქრდებიან ამ სიტყვაზე [ყურანზე]? თუ ებოძათ ის, რაც არ ჰბოძებია მათ წინაპრებს?
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
თუ არ იცნობდნენ თავიანთ შუამავალს [მუჰამმადს], რომ უარყვეს იგი?
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
ანდა ამბობენ, რომ ის [მუჰამმადი] სულელია? პირიქით, ის მივიდა მათთან ჭეშმარიტებით, თუმცა უმეტეს მათგანს ჭეშმარიტება სძულს.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
ჭეშმარიტება მათ სურვილებს რომ აჰყოლოდა, გაფუჭდებოდა ცანი, დედამიწა და ის, ვინც მათშია. მაგრამ ჩვენ მივუტანეთ მათ [მექქელებს] შეგონება, რომელიც მათვე ეხება [ყურანი, სადაც მათზეა საუბარი], თუმცა ისინი ამ შეგონებისგან [ყურანისგან] ზურგს იქცევენ.
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
ნუთუ სთხოვ [ო, შუამავალო] მათ [ურწმუნოებს] საფასურს, როცა შენი უფლის ჯილდო უკეთესია და სწორედ იგია საუკეთესო საზრდოს მიმნიჭებელი.
ﯿﰀﰁﰂﰃﰄ
და ნამდვილად, შენ [ო, მუჰამმად] მოუწოდებ მათ [შენს ერს და სხვებსაც] სწორ გზაზე.
ﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
ხოლო ისინი, რომელთაც არ სწამთ საიქიო, ამ გზისგან გადახრილნი არიან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
ხოლო ჩვენ რომც წყალობა მოგვეღო მთზე [მექქელ მრავალღმერთიანებზე] და გაგვეთავისუფლებინა იმ უბედურებისგან, რომელიც მათ დაატყდათ თავს [მათზე მოვლენილი მრავალწლიანი შიმშილისგან], ისინი მაინც თავიანთ ურჩობაში [ურწმუნოებაში] დარჩებოდნენ და ბრმად იხეტიალებდნენ თავიანთ უსაზღვრო გადაცდომაში.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და ჩვენ შევიპყარით ისინი სასჯელით [გვალვითა და შიმშილით], მაგრამ ისინი არ დამორჩილდნენ თავიანთ უფალს და არც მისთვის მოუხმიათ ვედრებით, როდესაც უბედურება დაატყდათ თავს,
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
სანამ ჩვენ მათ მძიმე სასჯელის კარს გავუხსნიდით (საიქიო ცხოვრებაში), აი, მაშინ ისინი სრულ სასოწარკვეთილებაში აღმოჩნდებიან.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
მხოლოდ ის [ალლაჰია], რომელმაც მოგცათ ყურთასმენა, მხედველობა და გული [აზროვნება]. და რა მცირეა თქვენი [ო, ურწმუნოებო] მადლიერება.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და [მხოლოდ] იგია [ალლაჰი] ის, ვინც შეგქმნათ მიწაზე, და მასთანვე იქნებით შეკრებილნი [სასჯელის დღეს].
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
ისაა მხოლოდ [ალლაჰი], ვინც აცოცხლებს და აკვდინებს. მას ეკუთვნის მონაცვლეობა დღისა და ღამისა. ნუთუ გონს არ მოუხმობთ?
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
თუმცა, მათ [ურწმუნოებმა] იგივე თქვეს, რაც თქვეს პირველებმა [ადრე მცხოვრებმა ურწმუნოებმა].
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
თქვეს: «[ნუთუ ეს შესაძლებელია] როცა მოვკვდებით და მიწად და ძვლებად ვიქცევით, ნუთუ ნამდვილად ავღსდგებით?
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
აღვგვეთქვა ჩვენ და ჩვენს წინაპრებსაც უწინ [ყველაფერი ის, რასაც გვიყვები შენ, ო, მუჰამმად]. ეს არაფერია, გარდა უწინდელთა ზღაპრებისა».
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
უთხარი [ო, შუამავალო]: «ვისია ქვეყანა და ის, რაც მასზეა, თუ იცით?!»
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
გეტყვიან: «ალლაჰისა!» უთხარი: «ნუთუ არ გაიხსენებთ (რომ მას, ვისაც ყოველივე ეს ეკუთვნის, ძალუძს მათი აღდგომაც (სიკვდილის შემდეგ)?»
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
ჰკითხე [ო, შუამავალო]: «ვინ არის უფალი შვიდი ზეცისა და დიდებული ტახტრევანის?»
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
იტყვიან [მრავალღმერთიანები]: «ალლაჰი!» უთხარი: «ნუთუ არ გეშინიათ?»
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
უთხარი [მათ] [ო, შუამავალო]: «ვინ არის ის, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნის? ის მფარველობს (თავის ქმნილებებს), ხოლო მის წინააღმდეგ ვერავინ გაუწევს მფარველობას (მითხარით,) თუ იცით (ალლაჰის გარდა ვინმე, ვისაც ასეთი ყოვლისმომცველი ძალაუფლება აქვს)?»
ﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
იტყვიან [მრავალღმერთიანები]: «ალლაჰის!» უთხარი: «მაშ, რამ მოგაჯადოვათ (მოტყუვდით)?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
თუმცა, ჩვენ მივუტანეთ მათ ჭეშმარიტება [ყურანი], და ჭეშმარიტად, ისინი ცრუობენ.
ﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
არ აუყვანია ალლაჰს არავინ შვილად, და არავინაა [სხვა] ღვთაება მასთან ერთად. ასე რომ ყოფილიყო, ყოველი ღვთაება წაიღებდა იმას, რაც მან შექმნა და ამაღლდებოდნენ ერთიმეორეზე [ერთმანეთს დაამარცხებდნენ]. დიდებულია ალლაჰი იმაზე, რასაც მას მიაწერენ [თანამოზიარეს და შვილს]!
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
მცოდნეა დაფარულისა და ცხადისა. დიდებულია იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
თქვი [ო, შუამავალო]: «უფალო ჩემო, თუ მიჩვენებ იმას (სასჯელს), რაც მათ აღეთქვათ,
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
უფალო ჩემო! მაშ, ნუ მომაქცევ უსამართლო ხალხთა შორის».
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
და ჩვენ შეგვიძლია ის, რომ გიჩვენოთ [ო, შუამავალო] [სასჯელი], რაც მათ აღვუთქვით.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
უარყავი ის სიავე იმით, რაც უკეთესია. ჩვენ უკეთ ვიცით ის, რასაც ისინი მოგვაწერენ.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
და თქვი [ო, შუამავალო]: «უფალო, შენ მოგეკედლები ეშმაკთა ცდუნებისგან.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧ
და შენ შეგეფარები [დასაცავად] უფალო, რომ არ მოევლინონ ჩემთან!»
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და როცა სიკვდილი მიუახლოვდება რომელიმე მათგანს [მრავალღმერთიანებს], ამბობს: «უფალო ჩემო, დამაბრუნე უკან [ამქვეყნად],
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
რათა ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე [შეიძლება ვირწმუნო და მორჩილი გავხდე შენი]», მაგრამ არა! ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც ამბობს. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
და როცა ჩაიბერება საყვირში [როცა დადგება განკითხვის დღე] და აღარ იქნება ნათესაობა მათ შორის იმ დღეს და ერთმანეთს არ მოიკითხავენ.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
და ვისი სასწორიც [ალლაჰთან ანგარიშის გაწევის დროს] გადაწონის, ისინი ნეტარ იქნებიან.
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
ხოლო ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს, ჯოჯოხეთში იქნებიან მარადიულად.
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
ცეცხლი წვავს მათ სახეებს, და ისინი არიან მასში უსახოდ [სახის კანის სრული დამწვრობის გამო].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
[მათ ეთქმებათ]: «განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები [ყურანიდან], თქვენ კი მათ ცრუდ რაცხავდით?»
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
[ისინი] იტყვიან: «უფალო ჩვენო! ჩვენმა უბედურებამ (ჩვენმა ბოროტმა ხვედრმა) გვძლია და გზააბნეული ხალხი ვიყავით.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
უფალო ჩვენო! გაგვიყვანე აქედან [ჯოჯოხეთიდან] და თუ კიდევ დავუბრუნდებით [ურწმუნოებასა და ცოდვებში], უეჭველად, ვიქნებით უსამართლონი».
ﭫﭬﭭﭮﭯﭰ
[ალლაჰი] ეტყვის [მათ]: «ეყარეთ მასში [ჯოჯოხეთში] და ნუ დამელაპარაკებით!» [და ამის შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ ალლაჰის მიმართ შევედრებას და აღარ ექნებათ არანაირი იმედი]!
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
ჭეშმარიტად, ჩემი მსახურების ერთი ნაწილი ამბობდა: «უფალო ჩვენო! ჩვენ ვირწმუნეთ; მაშ, მოგვიტევე და შეგვიწყალე, რადგან შენ ხარ შემწყალებელთაგან საუკეთესო».
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
და თქვენ კი მასხრად აიგდეთ ისინი ისე, რომ ამან ჩემი ხსოვნაც კი დაგავიწყათ მაშინ, როცა მათზე იცინოდით.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
ჭეშმარიტად, მე [ალლაჰმა] დავაჯილდოვე ისინი [მორწმუნენი] დღეს იმისათვის, რომ მოითმინეს. ჭეშმარიტად, სწორედ ისინი არიან წარმატებულნი [სამოთხის მარადიული მკვიდრნი].
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
»[ალლაჰი] ეტყვის [ჯოჯოხეთის მკვიდრთ]: «რამდენი წელი დაჰყავით დედამიწაზე?»
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
ისინი იტყვიან (პასუხად): «დავყავით (იქ) ერთი დღე ან დღის ნაწილი. ჰკითხე მათ, ვინც ითვლის [ანგელოზებს, რომელთაც ამის აღრიცხვა ევალებათ]».
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
[ალლაჰი] ეტყვის [მათ]: «არ დარჩენილხართ (დედამიწაზე), გარდა მცირე ხნისა, თქვენ რომ იცოდეთ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
ნუთუ გეგონათ, რომ თქვენ ამაოდ [უბრალოდ გასართობად] შეგქმენით და რომ ჩვენთან არ დაბრუნდებოდით?
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
უზენაესია ალლაჰი [და აღმატებულია ყოველივეზე; შორსაა იმისგან, რომ ჰყავდეს შვილი, სწორი ან რაიმე გასართობად შექმნას], ჭეშმარიტი მეუფე. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, და ის არის პატივდებული ტახტის უფალი [რომელიც მისი ქმნილებებიდან უდიდესია].
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
ვინც ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას უხმობს [ეთაყვანება], მაშინ როცა ამის არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია, მისი ანგარიში მხოლოდ მის უფალთან იქნება (სამსჯავროს დღეს). ჭეშმარიტად, ურწმუნონი ვერასოდეს მიაღწევენ წარმატებას!»
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
და თქვი [ო, შუამავალო]: «უფალო ჩემო, მომიტევე და შემიწყალე. რადგან შენ ხარ შემწყალებელთაგან საუკეთესო».
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







