სურა აშ-შუარა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა აშ-შუარა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა აშ-შუარა თარგმანი. სურა აშ-შუარა (Meccan) 227 აია.
Related
- სურა აშ-შუარა თარგმანიქართული
- სურა აშ-შუარა mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა აშ-შუარა

ﭑﭒ
26:1
ტა. სიინ. მიიმ
ﭓﭔﭕﭖﭗ
26:2
ესენი [რაც იკითხება] განმარტებული წიგნის [ყურანის] აიათებია.
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
26:3
იქნებ შენ (ო, მოციქულო) შენი თავი დაღუპო მათზე დარდით, რადგან ისინი არ ირწმუნებენ.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
26:4
თუ ვინებებდით, გარდმოვავლენდით ზეციდან სასწაულს და მის წინაშე ქედს მოიხრიდნენ, მორჩილად.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
26:5
რა შეხსენებაც არ უნდა მიუვიდეთ [მრავალღმერთიანებს] მოწყალისაგან, მაინც ზურგს აქცევენ.
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
26:6
[მრავალღმერთიანებმა] ცრუდ შერაცხეს [ყურანი] და მალე მიუვათ ამბავი იმაზე, რასაც დასცინოდნენ.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
26:7
ნუთუ მათ [ურწმუნოებს] არ დაუნახავთ დედამიწა, რამდენი ყოველი სახის მშვენიერი (და სასარგებლო) წყვილი [მცენარე] აღმოვაცენეთ მასზე?
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
26:8
ჭეშმარიტად, ამაში არის სასწაული, მაგრამ მათგან უმეტესნი არ ირწმუნებენ.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛ
26:9
და ჭეშმარიტად, შენი უფალი ნამდვილად დიდებული, შემწყალებელია.
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
26:10
და (გაიხსენე, ო, მოციქულო), როდესაც შენმა უფალმა მოუწოდა მუსას: «წადი იმ ხალხთან, რომლებიც უსამართლობას სჩადიან,
ﮥﮦﮧﮨﮩﮪ
26:11
ფარაონის ხალხთან, ნუთუ არ შიშობენ ისინი [ალლაჰის სასჯელის]?»
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
26:12
უთხრა [მუსამ]: «უფალო ჩემო, ვშიშობ, რომ ცრუდ შემრაცხავენ,
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
26:13
და (ამის გამო) გული შემეკუმშება, ენა კი არ ამეხსნება [ვერ შევძლებ ლაპარაკს]. ამიტომ გაგზავნე (ანგელოზი ჯიბრილი) ჰარუნთან [რათა დამეხმაროს].
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
26:14
და მათ ჩემზე აქვთ (მკვლელობის) ბრალდება [რადგან ერთი მათი კაცი მოვკალი], ამიტომ მეშინია, რომ მომკლავენ».
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
26:15
[ალლაჰმა] მიუგო: «სულაც არა [არ მოგკლავენ]. წადით ორივე ჩემი სასწაულებით. ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით და ყველაფერს მოვისმენთ.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
26:16
მაშ, ორივენი წადით ფირაუნთან და უთხარით: «ჭეშმარიტად, ჩვენ სამყაროთა უფლის მოციქულები ვართ.
ﯵﯶﯷﯸﯹﯺ
26:17
გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაელის შთამომავალნი».
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
26:18
(ფირაუნმა) თქვა: «განა ჩვენ არ ვიზრუნეთ შენზე (ო, მუსა), როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყავი, და განა მრავალი წელი არ გაატარე ჩვენს შორის?
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
26:19
შენ კი გააკეთე ის, რაც გააკეთე [მოკალი ადამიანი], და შენ ერთ-ერთი უმადურთაგანი ხარ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
26:20
[მუსამ] უთხრა [ფარაონს]: «მე ეს მაშინ ჩავიდინე, როცა გზასაცდენილთაგანი ვიყავი (სანამ შუამავალი გავხდებოდი).
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
26:21
და მე თქვენგან გავიქეცი, როცა თქვენი შემეშინდა. შემდეგ ჩემმა უფალმა მიბოძა სიბრძნე [წინასწარმეტყველება და ცოდნა] და ერთ-ერთ მოციქულად მაქცია.
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
26:22
და ეს არის ის წყალობა, რომლითაც შენ (ო, ფარაონ) მსაყვედურობ (რომ ბავშვობაში ჩემზე ზრუნავდი), მაშინ როცა შენ თვითონ დაიმონე ისრაელის ძენი (და მათ ჩვილ ვაჟებს ხოცავდი, რის გამოც დედაჩემი იძულებული გახდა, აკვნით მდინარეში ჩავეგდე)».
ﭭﭮﭯﭰﭱﭲ
26:23
ფირაუნმა თქვა: «და რა არის სამყაროთა უფალი?»
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
26:24
(მუსამ) თქვა: «(სამყაროთა უფალი) არის ცათა და დედამიწის, და ყოველივე იმის უფალი, რაც მათ შორისაა, თუ დარწმუნებულნი ხართ (ამაში)».
ﭾﭿﮀﮁﮂﮃ
26:25
(ფარაუნმა) უთხრა მათ, ვინც მის გარშემო იყო: «ნუთუ არ გესმით?» [რომ მუსა ამბობს, თითქოს ჩემ გარდა სხვა უფალიც არსებობს.]
ﮄﮅﮆﮇﮈﮉ
26:26
მიუგო [მუსამ]: «იგია თქვენი უფალი და თქვენი პირველი მამების [წინაპრების] უფალიც».
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
26:27
[ფარაონმა] უთხრა დიდებულებს: «ჭეშმარიტად, თქვენი მოციქული, რომელიც თქვენთან არის გაგზავნილი უთუოდ გიჟია».
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
26:28
მიუგო [მუსამ]: «იგია უფალი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და იმისა, რაც მათ შორისაა. თუკი თქვენ გონს მოუხმობთ».
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
26:29
[ფარაონმა] თქვა: «თუ შენ [ო, მუსა] აიყვან ვინმეს ღმერთად ჩემს გარდა, აუცილებლად გაგხდი გამომწდეულთაგან».
ﮦﮧﮨﮩﮪﮫ
26:30
[მუსამ] უთხრა: «და თუ მოვალ შენთან რაიმე ცხადით (სასწაულით)?
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
26:31
[ფარაონმა] თქვა:« მოდი მისით, თუ მართალთაგანი ხარ».
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
26:32
და გადააგდო [მუსამ] თავისი კვერთხი და იქცა იგი აშაკარა გველად.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
26:33
და ამოიღო [მუსამ] თავისი ხელი [ტანსაცმლიდან], და აჰა, ის [მისი ხელი] იყო თეთრი მაყურებელთათვის.
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
26:34
[ფარაომნა] უთხრა თავის გარშემო დიდებულებს: «ჭეშმარიტად, ეს [მუსა] მცოდნე ჯადოქარია.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
26:35
რომელსაც სურს თქვენი მიწიდან გაგაძევოთ. მაშ, რას მირჩევთ?»
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
26:36
მათ თქვეს: «გადაავადე (საქმე) მას [მუსას] და მის ძმას [ჰარუნს], და გაგზავნე ქალაქებში შემკრებნი.
ﯼﯽﯾﯿﰀ
26:37
რათა მოგიყვანონ შენთან [ო, ფარაონ] ყველა განსწავლული ჯადოქარი».
ﰁﰂﰃﰄﰅﰆ
26:38
და შეკრებილ იქნენ ჯადოქრები წინასწარ ცნობილი დღისთვის.
ﰇﰈﰉﰊﰋﰌ
26:39
და ხალხს უთხრეს: «შეიკრიბებით თუ არა (ამ შეჯიბრებაზე)?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
26:40
ეგების ჩვენ მივყვეთ ჯადოქრებს, თუ ისინი იქნებიან გამარჯვებულნი?»
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
26:41
და როცა მოვიდნენ ჯადოქრები, მათ უთხრეს ფარაონს: «ნუთუ ნამდვილად გვექნება ჯილდო, თუ გამარჯვებულნი აღმოვჩნდებით?»
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
26:42
(ფარაუნმა) თქვა: «დიახ, და თქვენ უეჭველად ჩემს დაახლოებულთა შორის იქნებით».
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
26:43
[მუსამ] უთხრა მათ [ჯადოქრებს]: «ისროლეთ ის, რის სროლასაც აპირებთ».
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
26:44
იმათაც [ჯადოქრებმა] ისროლეს თავიანთი თოკები და კვერთხები და თქვეს: «ფარაუნის ძლიერებას ვფიცავთ! უეჭველად, ჩვენ გამარჯვებულნი ვართ!»
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
26:45
მერე მუსამ ისროლა თავისი კვერთხი [რომელიც გადაიქცა დიდ გველად] და მან გადაყლაპა, რაც მათ სიცრუით წარმოაჩინეს.
ﮈﮉﮊﮋ
26:46
და ჯადოქრები მუხლმოდრეკილნი დაეცნენ [ყოვლისშემძლე ალლაჰის წინაშე თაყვანისცემით საჯდაზე].
ﮌﮍﮎﮏﮐ
26:47
[ჯადოქრებმა] თქვეს: «ჩვენ ვირწმუნეთ სამყაროთა უფალი,
ﮑﮒﮓﮔ
26:48
უფალი მუსასი და ჰარუნის».
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
26:49
(ფარაუნმა) უთხრა (ჯადოქრებს): «ნუთუ ირწმუნეთ იგი [მუსა], სანამ ამის ნებას დაგრთავდით? უეჭველად, ის თქვენი უფროსია, რომელმაც ჯადოქრობა გასწავლათ. მალე გაიგებთ (რა სასჯელს დაგატეხთ თავს)! უეჭველად, ხელებსა და ფეხებს ჯვარედინად მოგაჭრით, შემდეგ კი ყველას ჯვარზე გაგაკრავთ (ფინიკის პალმების ღეროებზე)!»
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
26:50
[ჯადოქრებმა] უთხრეს ფარაონს: «არ არის პრობლემა! [რაც არ უნდა გაგვიკეთო ამქვეყნად] ჭეშმარიტად, ჩვენ ჩვენს უფალს ვუბრუნდებით.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
26:51
ჭეშმარიტად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი უფალი მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს, რადგან ჩვენ პირველი მორწმუნეთაგანი ვიყავით».
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
26:52
და ზეშთავაგონეთ მუსას: «ღამით წაიყვანე ჩემი მსახურნი; ჭეშმარიტად, თქვენ დევნას დაგიწყებენ».
ﯭﯮﯯﯰﯱﯲ
26:53
და გააგზავნა ფარაონმა ქალაქებში [ხალხის] შემკრებნი:
ﯳﯴﯵﯶﯷ
26:54
«ჭეშმარიტად, ესენი [ისრაელის ძენი] მცირე ჯგუფია,
ﯸﯹﯺﯻ
26:55
და მათ ჩვენ განგვარისხეს,
ﯼﯽﯾﯿ
26:56
და ჭეშმარიტად, ერთად უნდა ვიყოთ ფრთხილნი».
ﰀﰁﰂﰃﰄ
26:57
და გამოვიყვანეთ ისინი [ფარაონი და მის ჯარი] ბაღებიდან და წყაროებიდან,
ﰅﰆﰇﰈ
26:58
საგანძურებიდან, და ბარაქიანი ადგილიდან [ეგვიპტიდან] [იმისთვის, რომ ზღვის წყალში დახრჩობილიყვენ].
ﰉﰊﰋﰌﰍﰎ
26:59
ასე (გამოვიყვანეთ ისინი იქიდან), და ყოველივე ეს [მთელი ეს სიმდიდრე] ისრაელის ძეებს დავუმკვიდრეთ მემკვიდრეობად.
ﰏﰐﰑ
26:60
და დაედევნენ [ფარაონი და მისი ჯარი] მათ მზის ამოსვლისას,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
26:61
და როცა ერთმანეთი დაინახა ორმა ჯგუფმა, თქვეს მუსას მხლებლებმა: «უეჭველად დაგვეწევიან [ფარაონი და მისი ჯარი]».
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
26:62
[მუსამ] უთხრა: «არა, ჩემთან არის ჩემი უფალი და ის სწორ გზაზე დამაყენებს [ჩვენი გადარჩენისკენ]».
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
26:63
და ზეშთავაგონეთ მუსას: «დაარტყი შენი კვერთი ზღვას». გაიყო და თითოეული ნაწილი უზამარმარი მთასავით აღიმართა.
ﭱﭲﭳﭴ
26:64
ჩვენ მოვუახლოვეთ [ზღვას] შემდეგ კი სხვებიც [ფარაონი და მისი ჯარი].
ﭵﭶﭷﭸﭹﭺ
26:65
და გადავარჩინეთ ჩვენ მუსა და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ, ყველანი.
ﭻﭼﭽﭾ
26:66
შემდეგ დავახრჩეთ [ზღვაში] სხვა დანარჩენები [ფარაონი და მისი ჯარი].
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
26:67
ჭეშმარიტად, ამაში არის სასწაული [ალლაჰის ძლევამოსილობის], და მათგან უმეტესნი (ფარაონთან ვინც იყვნენ) არ იყვნენ მორწმუნენი.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎ
26:68
და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ნამდვილად ძლევამოსილი, შემწყალებელია.
ﮏﮐﮑﮒﮓ
26:69
და წაუკითხე [ო, შუამავალო] მათ ამბავი [შუამავალი] იბრაჰიმისა.
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
26:70
[ერთხელ] [იბრაჰიმმა] მამამისს და თავის ხალხს უთხრა: «რას ეთაყვანებით თქვენ?»
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
26:71
მათ თქვეს: «ჩვენ კერპებს ვცემთ თაყვანს და განუწყვეტლივ მათ ვემსახურებით».
ﮢﮣﮤﮥﮦﮧ
26:72
[იბრაჰიმმა] ჰკითხა: «განა ესმით თქვენი, როცა მათ უხმობთ?
ﮨﮩﮪﮫﮬ
26:73
ან მოაქვთ მათ თქვენთვის სარგებელი, ან გავნებთ?»
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
26:74
მიუგეს: «არა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ჩვენი წინაპრები ამგვარად იქცეოდნენ».
ﯕﯖﯗﯘﯙﯚ
26:75
[იბრაჰიმმა] უთხრა: «ნუთუ არ გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით?
ﯛﯜﯝﯞ
26:76
თქვენც და თქვენი წინაპრებიც?
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
26:77
ჭეშმარიტად, ისინი [თქვენი ღმერთები] ჩემი მტრები არიან, გარდა სამყაროთა უფლისა.
ﯦﯧﯨﯩﯪ
26:78
რომელმაც შემქმნა, და სწორედ ის მიძღვება სწორ გზაზე.
ﯫﯬﯭﯮﯯ
26:79
და ის, რომელიც მაჭმევს და მასმევს,
ﯰﯱﯲﯳﯴ
26:80
და როცა ავად ვხვდები, ის მკურნავს,
ﯵﯶﯷﯸﯹ
26:81
რომელიც მომაკვდინებს [ამქვეყნად] და მერე გამაცოცხლებს [განკითხვის დღეს],
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
26:82
და რომლისგანაც ვიმედოვნებ, რომ განკითხვის დღეს ჩემს შეცდომას მომიტევებს».
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
26:83
(და იბრაჰიმმა ალლაჰს მიმართა ვედრებით): «უფალო ჩემო! მიბოძე სიბრძნე [წინასწარმეტყველება და ცოდნა] და შემიერთე მართალთა რიცხვს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
26:84
და დამიმკვიდრე ჭეშმარიტი (კეთილი) ხსენება მომავალ თაობებში,
ﭘﭙﭚﭛﭜﭝ
26:85
და გამხადე ნეტარების სამოთხის მემკვიდრეთა შორის,
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
26:86
და მიუტევე მამაჩემს, რადგან იგი გზააბნეულთა შორის იყო,
ﭥﭦﭧﭨﭩ
26:87
და ნუ შემარცხვენ იმ დღეს, როცა ისინი აღსდგებიან [განკითხვის დღეს],
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
26:88
იმ დღეს, როცა არ მოუტანს სარგებელს არც მათი ქონება და არც შვილები,
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
26:89
იმათ გარდა, ვინც წარსდგება ალლაჰის წინაშე სპეტაკი გულით (გული რომელიც ერთ ღმერთს ალლაჰს სცემს თაყვანს, და მისი სიყვარულით აღსავსეა)».
ﭸﭹﭺﭻ
26:90
და დაახლოებულ იქნა სამოთხე ღვთისმოშიშთათვის.
ﭼﭽﭾﭿ
26:91
და გამოჩენილი იქბენა ჯოჯოხეთი გზას აცდენილთათვის [ურწმუნოთათვის],
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
26:92
მათ ეთქმებათ [მრავალღმერთიანებს]: «სად არიან ისინი, რასაც ეთაყვანებოდით,
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
26:93
ალლაჰის გარდა? განა შეგეწევიან ისინი თუ თავიანთ თავს შეეწევიან?
ﮏﮐﮑﮒﮓ
26:94
და თავდაყირა ჩაყრილნი იქნებიან მასში [ჯოჯოხეთის უფსკრულში] ისინი და გზააბნეულნი [ურწმუნოთა წინამძღოლები].
ﮔﮕﮖﮗ
26:95
ასევე იბლისის [სატანის] ჯარი, ერთიანად.
ﮘﮙﮚﮛﮜ
26:96
ისინი იქ [ჯოჯოხეთში] იტყვიან, ერთმანეთთან დავაში:
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
26:97
«ალლაჰს ვფიცავთ, ჭეშმარიტად, ჩვენ აშკარა ცდომილებაში ვიყავით,
ﮤﮥﮦﮧﮨ
26:98
მაშინ, როცა თქვენ გათანაბრებდით სამყაროთა უფალთან!
ﮩﮪﮫﮬﮭ
26:99
მხოლოდ დამნაშავეებმა [რომლებმაც მოგვიწოდეს რომ მათთვის გვეცა თაყვანი, გარდა ალლაჰისა] გვაცდინეს ჭეშმარიტი გზიდან!
ﮮﮯﮰﮱﯓ
26:100
და არავინ გვყავს [დღეს] შუამდგომელნი!
ﯔﯕﯖﯗ
26:101
და არც თანამგრძნობი მეგობარი!
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
26:102
[ო], ნეტავ, კიდევ ერთხელ გვქონოდა [ამ სამყაროში ცხოვრების] შესაძლებლობა, უეჭველად, ჩვენ მორწმუნეთაგანი ვიქნებოდით».
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
26:103
ჭეშმარიტად, ამაში არის სასწაული, მაგრამ მათგან უმეტესნი არ იყვნენ მორწმუნენი.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯ
26:104
და, ჭეშმარიტად, შენი უფალი — უეჭველად, ყოვლადძლიერი, შემწყალებელია.
ﯰﯱﯲﯳﯴ
26:105
ცრუდ შერაცხა ნუჰის ხალხმა შუამავლები
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
26:106
და აი, უთხრა მათ მათმა ძმამ ნუჰმა: «ნუთუ არ გეშინიათ [ალლაჰის სასჯელის]?
ﯽﯾﯿﰀﰁ
26:107
ჭეშმარიტად, მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ.
ﰂﰃﰄﰅ
26:108
გეშინოდეთ [გაფრთხილდით] ალლაჰის და მე დამემორჩილეთ!
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒ
26:109
ამისათვის საზღაურს არ გთხოვთ, რადგან ჩემი საზღაური მხოლოდ სამყაროთა უფალთან არის.
ﰓﰔﰕﰖ
26:110
გეშინოდეთ ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!»
ﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝ
26:111
თქვეს [ნუჰის ხალხმა]: «ნუთუ დაგიჯერებთ მაშინ, როცა შენ მხოლოდ მდაბიოები გამოგყვნენ?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
26:112
[შუამავალმა ნუჰმა] უთხრა: «მე არ მაქვს ცოდნა იმისა, თუ რას აკეთებდნენ ისინი,
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
26:113
მათი ანგარიში (მათი საქმეების გამო) მხოლოდ ჩემს უფალთანაა, ნეტავ ეს შეგეგნოთ!
ﭡﭢﭣﭤﭥ
26:114
მე არ გავაძევებ მორწმუნეებს [როგორიც არ უნდა იყვნენ],
ﭦﭧﭨﭩﭪﭫ
26:115
რადგან მე მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ».
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
26:116
[ნუჰის ხალხმა] უთხრეს: «თუ არ შეწყვეტ [შენს მოწოდებას], ო, ნუჰ, მაშინ ნამდვილად იქნები ქვით ჩაქოლილთაგან».
ﭵﭶﭷﭸﭹﭺ
26:117
[შუამავალმა ნუჰმა] თქვა:«უფალო ჩემო, ჩემმა ხალხმა ცრუდ შემრაცხა [არ ირწმუნეს ჩემი],
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
26:118
განსაჯე ჩვენსა და მათ შორის, და გადამარჩინე მე და ვინც ჩემთანაა მორწმუნეთაგან».
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
26:119
და გადავარჩინეთ იგი [შუამავალი ნუჰი] და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ დატვირთულ კიდობანში.
ﮌﮍﮎﮏﮐ
26:120
შემდეგ დავახრჩეთ ყველა დარჩენილი.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
26:121
ჭეშმარიტად, ამაში არის სასწაული [ალლაჰის ძლევამოსილობის], მაგრამ მათგან უმეტესნი არ გახდნენ მორწმუნენი.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠ
26:122
და ჭეშმარიტად, შენი უფალი ნამდვილად ძლევამოსილი, შემწყალებელია!
ﮡﮢﮣﮤ
26:123
ʿადის ხალხმა უარყო შუამავლები.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
26:124
და უთხრა მათ მათმა ძმამ ჰუდმა: «ნუთუ [ღმერთის] არ გეშინიათ?
ﮭﮮﮯﮰﮱ
26:125
ჭეშმარიტად, მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ!
ﯓﯔﯕﯖ
26:126
გეშინოდეთ [გაფრთხილდით] ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
26:127
ამისათვის [ჭეშმარიტების მოტანისთვის თქვენამდე] საზღაურს არ გთხოვთ, რადგან ჩემი საზღაური მხოლოდ სამყაროთა უფალთან არის.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩ
26:128
ნუთუ ყოველ ბორცვზე უაზროდ ნიშანს [მაღალ ნაგებობას] ააგებთ [რათა იტრაბახოთ] და [ამით] დაარღვიოთ [სხვისი უფლება]?!
ﯪﯫﯬﯭﯮ
26:129
და აშენებთ სასახლეებს, თითქოს სამუდამოდ უნდა დარჩეთ [ამქვეყნად].
ﯯﯰﯱﯲﯳ
26:130
და როცა სჯით ვინმეს, სჯით მტრულად, როგორც მჩაგვრელნი [უმოწყალოდ].
ﯴﯵﯶﯷ
26:131
გეშინოდეთ ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!
ﯸﯹﯺﯻﯼﯽ
26:132
და გეშინოდეთ მისი, ვინც მოგცათ ყველაფერი ის, რაც იცით!
ﯾﯿﰀﰁ
26:133
მან გიბოძათ თქვენ საქონელი და ძეები.
ﰂﰃﰄ
26:134
ბაღები და წყაროები,
ﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
26:135
მე ვშიშობ თქვენთვის დიადი დღის სასჯელის».
ﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
26:136
(ჰუდის ხალხის ურწმუნოებმა) თქვეს: «ჩვენთვის სულ ერთია, იქნები შემგონებელი თუ არ იქნები შემგონებელი (ჩვენ მაინც არ გირწმუნებთ).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
26:137
ეს მხოლოდ უწინდელთა ადათ-წესებია,
ﭗﭘﭙﭚ
26:138
და ჩვენ არ ვიქნებით დასჯილთაგანი».
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
26:139
და მათ უარყვეს იგი [ჰუდი], ამიტომ დავღუპეთ ისინი (მათზე ცივი ქარის მოვლენით). ჭეშმარიტად, ამაში უთუოდ არის ნიშანი, მაგრამ მათი უმეტესობა (ვინც ამ ამბავს ისმენს) არ ირწმუნებს.
ﭨﭩﭪﭫﭬﭭ
26:140
და ჭეშმარიტად, შენი უფალი ნამდვილად დიდებული, შემწყალებელია.
ﭮﭯﭰﭱ
26:141
სამუდელებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
26:142
და აი, უთხრა მათ მათმა ძმამ საალიჰმა: «ნუთუ არ შეგეშინდებათ [ალლაჰის სასჯელის]?
ﭺﭻﭼﭽﭾ
26:143
ჭეშმარიტად, მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ.
ﭿﮀﮁﮂ
26:144
გეშინოდეთ [გაფრთხილდით] ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
26:145
ამისათვის [ჭეშმარიტების მოტანისთვის თქვენამდე] საზღაურს არ გთხოვთ, რადგან ჩემი საზღაური მხოლოდ სამყაროთა უფალზეა.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕ
26:146
ნუთუ თქვენ აქ არსებულში (ამქვეყნიურ სიკეთეებში) უსაფრთხოდ დარჩებით?
ﮖﮗﮘﮙ
26:147
ბაღებსა და წყაროებში,
ﮚﮛﮜﮝﮞ
26:148
და ნათესებში, და ფინიკის ხეებში, რომელთა ნაყოფი საამურია,
ﮟﮠﮡﮢﮣﮤ
26:149
და თქვენ მთებში კვეთავდით სახლებს სიამაყით [და დახვეწით]?
ﮥﮦﮧﮨ
26:150
გეშინოდეთ ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!
ﮩﮪﮫﮬﮭ
26:151
და ნუ დაემორჩილებით ზღვარგადასულთა [წინამძღოლთა, რომლებიც ურწმუნოებისა და მრავალღმერთიანობისკენ მოუწოდებენ] ბრძანებებს.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
26:152
ვინც ავრცელებენ არეულობას მიწაზე და არაფერს ასწორებენ [არ ქმნიან სიკეთეს]».
ﯖﯗﯘﯙﯚﯛ
26:153
[სამუდელებმა] უთხრეს: «[ო, საალიჰ] ჭეშმარიტად, შენ მოჯადოებულთაგანი ხარ!
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
26:154
შენ მხოლოდ ჩვენნაირი ადამიანი ხარ. მაშ, მოგვიტანე ნიშანი [მტკიცებულება] (რომ მართლაც ალლაჰის მიერ მოვლინებული ხარ), თუ მართალთაგანი ხარ».
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
26:155
[შუამავალმა საალიჰმა] უთხრა: «აი, ეს არის [ის] დედალი აქლემი [სასწაული რომელსაც მთხოვდით] [და ალლაჰმა ყოვლადმაღალმა გამოიყვანა იგი კლდიდან], მას თავისი წყლის სმის დღე აქვს, ხოლო თქვენ — თქვენი, განსაზღვრულ დღეს.
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
26:156
და ნუ შეეხებით მას ბოროტი განზრახვით, რომ არ გეწიოთ დიადი დღის სასჯელი».
ﯺﯻﯼﯽ
26:157
მაგრამ მათ იგი დაკლეს და შემდეგ სინანულში ჩავარდნენ.
ﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
26:158
და დაატყდა მათ სასჯელი. ამაში [შუამავალი საალიჰის ისტორიაში] არის სასწაული [და შეგონება], თუმცა უმრავლესობა მათგანი არ იყვნენ მორწმუნენი.
ﰋﰌﰍﰎﰏﰐ
26:159
და ჭეშმარიტად, შენი უფალი ნამდვილად დიდებული, შემწყალებელია.
ﭑﭒﭓﭔﭕ
26:160
ლუტის ხალხმა ცრუდ შერაცხა შუამავლები.
ﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
26:161
და უთხრა მათ მათმა ძმამ, ლუტმა: «ნუთუ უფლის არ გეშინიათ?
ﭞﭟﭠﭡﭢ
26:162
ჭეშმარიტად, მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ.
ﭣﭤﭥﭦ
26:163
გეშინოდეთ [გაფრთხილდით] ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
26:164
ამისათვის [ჭეშმარიტების მოტანისთვის თქვენამდე] საზღაურს არ გთხოვთ, რადგან ჩემი საზღაური მხოლოდ სამყაროთა უფალზეა.
ﭴﭵﭶﭷﭸ
26:165
ნუთუ თქვენ სამყაროთა შორის მამაკაცებთან მიდიხართ (სქესობრივი სიახლოვისთვის)?
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
26:166
და ტოვებთ იმას, რაც თქვენთვის თქვენმა უფალმა თქვენს ცოლებში შექმნა? არა! თქვენ ზღვარგადასული ხალხი ხართ!»
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
26:167
მათ უთხრეს: «თუ არ მორჩები[ ამ შენს მოწოდებას] ო, ლუტ, იქნები გაძევებულთაგანი».
ﮏﮐﮑﮒﮓﮔ
26:168
[შუამავალმა ლუტმა] უთხრა: «ჭეშმარიტად, მე თქვენი საქციელის მოძულე ვარ».
ﮕﮖﮗﮘﮙﮚ
26:169
[შუამავალმა ლუტმა მიმართა ალლაჰს] ღმერთო ჩემო! გადამარჩინე მე და ჩემი ოჯახი იმისაგან, რასაც ისინი აკეთებენ
ﮛﮜﮝﮞ
26:170
და გადავარჩინეთ იგი [ლუტი] და მისი ოჯახი ერთიანად.
ﮟﮠﮡﮢﮣ
26:171
გარდა მოხუცი ქალისა [ლუტის ცოლისა], რომელიც დარჩა უკან განადგურებულთა შორის [რადგან არ ირწმუნა].
ﮤﮥﮦﮧ
26:172
შემდგომ გავანადგურეთ დანარჩენები [ურწმუნოები]!
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
26:173
და მოვუვლინეთ მათ [ციდან] [ქვის] წვიმა, და რა საშინელია ეს წვიმა მათთვის, ვინც გაფრთხილებული იყო!
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
26:174
ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია [ალლაჰის ძლევამოსილობის], მაგრამ მათგან უმეტესნი არ გახდნენ მორწმუნენი.
ﯛﯜﯝﯞﯟﯠ
26:175
და ჭეშმარიტად, შენი უფალი ნამდვილად ძლევამოსილი, შემწყალებელია.
ﯡﯢﯣﯤﯥ
26:176
ალ-აიქას მცხოვრებლებმა [შუ'აიბ წინასწარმეტყველის ხალხმა] უარყვეს მოციქულები.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
26:177
უთხრა მათ შუ'აიბმა: «ნუთუ უფლის [სასჯელის] არ გეშინიათ?
ﯭﯮﯯﯰﯱ
26:178
ჭეშმარიტად, მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ.
ﯲﯳﯴﯵ
26:179
გეშინოდეთ [გაფრთხილდით] ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
26:180
ამისათვის [ჭეშმარიტების მოტანისთვის თქვენამდე] საზღაურს არ გთხოვთ, რადგან ჩემი საზღაური მხოლოდ სამყაროთა უფალზეა.
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
26:181
საზომი სრულად შეავსეთ და ნუ იქნებით იმათ შორის, ვინც ნაკლებს უზომავს.
ﰋﰌﰍﰎ
26:182
და აწონეთ სწორი სასწორით.
ﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘ
26:183
და ნუ დააკლებთ ხალხს მათ კუთვნილ ნივთებს [ნუ მოპარავთ იმას, რაც მათ ეკუთვნის], და ნუ, გაავრცელებთ უკეთურებას დედამიწაზე.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
26:184
და გეშინოდეთ იმისა, ვინც შეგქმნათ თქვენ და პირველი თაობები».
ﭗﭘﭙﭚﭛﭜ
26:185
მათ უთხრეს: «[ო, შუ'აიბ] შენ მხოლოდ მოჯადოებულთაგანი ხარ!
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
26:186
და შენ მხოლოდ ჩვენნაირი ადამიანი ხარ, და ჩვენ, ჭეშმარიტად, ცრუთა შორის გთვლით.
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
26:187
და მოგვივლინე ციდან ნატეხები [სასჯელად], თუკი მართალთაგანი ხარ».
ﭱﭲﭳﭴﭵﭶ
26:188
[შუამავალმა შუ'აიბმა] უთხრა მათ: «ჩემმა უფალმა უკეთ იცის, რასაც აკეთებთ».
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
26:189
და ცრუდ შერაცხეს იგი [შუ'აიბი], და თავს დაატყდათ ბნელი დღის მტანჯველი სასჯელი. ჭეშმარიტად, ის იყო იმ დიადი დღის სასჯელი.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
26:190
და დაატყდათ მათ სასჯელი . ამაში [შუამავალი შუ'აიბის ისტორიაში] არის სასწაული, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ ირწმუნა.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒ
26:191
და ჭეშმარიტად, შენი უფალი ნამდვილად დიდებული, შემწყალებელია.
ﮓﮔﮕﮖﮗ
26:192
ჭეშმარიტად, იგი [ყურანი] ზეგარდმოვლენაა სამყაროთა უფლისგან.
ﮘﮙﮚﮛﮜ
26:193
ჩამოვიდა მისით [ყურანით] [ალლაჰისგან] სანდო სული [ანგელოზი ჯიბრილი].
ﮝﮞﮟﮠﮡﮢ
26:194
შენ გულზე [ო, მოციქულო], რათა იყო შემგონებელთაგანი.
ﮣﮤﮥﮦ
26:195
[გარდმოევლინა ყურანი] ცხადი არაბული ენით.
ﮧﮨﮩﮪﮫ
26:196
ჭეშმარიტად, იგი [ყურანი] უეჭველად, მოხსენიებულია წინა წიგნებში.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
26:197
განა მათთვის (ურწმუნო ყურაიშელებისთვის) საკმარისი ნიშანი არ არის ის, რომ იგი [ყურანი] ისრაელის ძეთა სწავლულებმა იციან (რადგან ამის შესახებ თავიანთ წმინდა წერილებში კითხულობდნენ)?
ﯗﯘﯙﯚﯛﯜ
26:198
და რომ გარდმოგვევლინა იგი [ყურანი] რომელიმე არაარაბისთვის,
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
26:199
და, რომ წაეკითხა [არაარაბს] ის [ყურანი] მათთვის [ყურეიშელებისთვის], ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ მას.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩ
26:200
ასე შევიყვანეთ ის [ყურანის მიმართ ურწმუნოება] დამნაშავეთა გულებში,
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
26:201
არ ირწმუნებენ მას [ყურანს], ვიდრე არ დაინახავენ მტანჯველ სასჯელს,
ﯲﯳﯴﯵﯶﯷ
26:202
და მოვა იგი [სასჯელი] მათზე მოულოდნელად, მაშინ როცა ისინი ვერც კი იგრძნობენ [მას].
ﯸﯹﯺﯻﯼ
26:203
და ისინი იტყვიან [როცა სასჯელი მოევლინებათ]: «ნუთუ არ მოგვეცემა გადავადება (რათა მოვინანიოთ და ვირწმუნოთ)?»
ﯽﯾﯿ
26:204
ნუთუ ისინი ჩქარობენ ჩვენს სასჯელს?!
ﰀﰁﰂﰃﰄ
26:205
ნუთუ არ იცი [ო, მოციქულო], რომ თუკი ვაცხოვრებთ მათ მრავალი წლის განმავლობაში,
ﰅﰆﰇﰈﰉﰊ
26:206
და შემდეგ მოვა მათთან ის [სასჯელი], რაც მათთვის დაპირებული იყო,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
26:207
მაშინ ის, რაც მიეცათ სარგებლობაში [თუნდაც მრავალწლიანი ცხოვრება], ვერ იხსნის მათ [სასჯელისგან]?!
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
26:208
და ჩვენ არ გაგვინადგურებია არც ერთი სოფელი [მისი მცხოვრებლები], სანამ მას არ მოევლინებოდა გამაფრთხილებელნი [ალლაჰის შუამავლები],
ﭠﭡﭢﭣﭤ
26:209
შესაგონებლად, და არ ვყოფილვართ ჩვენ უსამართლონი.
ﭥﭦﭧﭨﭩ
26:210
და არ ჩამოდიოდნენ მასთან [მუჰამმადთან] [ყურანით] შაიტნები [სატანები] [როგორც ამბობენ ურწმუნონი],
ﭪﭫﭬﭭﭮﭯ
26:211
მათ ეს არ შეეფერებათ და არც შესწევთ ამის უნარი.
ﭰﭱﭲﭳﭴ
26:212
რადგან ისინი [ეშმაკები] [ყურანის] მოსმენისგან განდევნილნი არიან.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
26:213
და არ მოუხმო ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას, თორემ აღმოჩნდები დასჯილთაგანი.
ﭿﮀﮁﮂ
26:214
და გააფრთხილე [ალლაჰის სასჯელისგან] შენი ახლო ნათესავები,
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
26:215
და გადააფარე შენი ფრთა [იყავი რბილი] მათ მიმართ, ვინც მოგყვება მორწმუნეთაგან.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
26:216
ხოლო თუ გეურჩნენ [ო, შუამავალო] უთხარი: «მე შორს ვარ იმისაგან, რასაც თქვენ აკეთებთ».
ﮒﮓﮔﮕﮖ
26:217
და მიენდე ძლევამოსილს, შემწყალებელს,
ﮗﮘﮙﮚﮛ
26:218
რომელიც გხედავს შენ, როცა დგები [ღამის ლოცვებზე],
ﮜﮝﮞﮟ
26:219
და როგორ ასრულებ ლოცვის მოძრაობებს მათთან ერთად, ვინც მუხლებზე დგას [საჯდაში].
ﮠﮡﮢﮣﮤ
26:220
ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
26:221
გინდათ გითხრათ [ო, ხალხნო], ვისზე გარდმოდიან ეშმაკები?
ﮬﮭﮮﮯﮰﮱ
26:222
ისინი [სატანები] გარდმოდიან ყოველი ტყუილის მთქმელ ცოდვილზე,
ﯓﯔﯕﯖﯗ
26:223
ისინი [ეშმაკები] გადასცემენ ციდან მოსმენილს (ჯადოქრებს), ხოლო მათი უმეტესობა ცრუმეტყველნი არიან.
ﯘﯙﯚﯛ
26:224
ხოლო პოეტებს გზააბნეულნი მიჰყვებიან .
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
26:225
ნუთუ ვერ ხედავ [ო, შუამავალო] მათ [პოეტებს], რომ ყველ ხეობაში დაეხეტებიან [ხან ქებაში, ხან კი ცუდად ხსენებაში],
ﯤﯥﯦﯧﯨﯩ
26:226
და ამბობენ [პოეტები] იმას, რასაც არ აკეთებენ?
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
26:227
გარდა მათი [იმ პოეტებისგან], რომელთაც ირწმუნეს, სიკეთეები აკეთეს და ახსენებდნენ ალლაჰს ხშირად, და გაიმარჯვეს [მტრებზე] იმის შემდეგ, რაც უსამართლოდ მოექცნენ. ხოლო ისინი, რომელთაც უსამართლოდ მოიქცნენ, მალე შეიტყობენ, თუ სად დაბრუნდებიან [განკითხვის დღეს]!
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







