ალ-ბაქარა · 199/286
თარგმანი გამოთქმა — სურა ალ-ბაქარა
ثُمَّ أَفِيضُوا مِنْ حَيْثُ أَفَاضَ النَّاسُ وَاسْتَغْفِرُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ ۝١٩٩
Summa afeedoo min haisu afaadan naasu wastagh firullaah; innnal laaha Ghafoo rur-Raheem
📖 ქართული მნიშვნელობა
შემდეგ დაიძარით (არაფატიდან) იქიდანვე, საიდანაც ხალხი დაიძრა, და სთხოვეთ ალლაჰს პატიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.

🎧 მოსმენა


📜 აია 197-201 — სურა ალ-ბაქარა

197الْحَجُّ أَشْهُرٌ مَّعْلُومَاتٌ ۚ فَمَن فَرَضَ فِيهِنَّ الْحَجَّ فَلَا رَفَثَ وَلَا فُسُوقَ وَلَا جِدَالَ فِي الْحَجِّ ۗ وَمَا تَفْعَلُوا مِنْ خَيْرٍ يَعْلَمْهُ اللَّهُ ۗ وَتَزَوَّدُوا فَإِنَّ خَيْرَ الزَّادِ التَّقْوَىٰ ۚ وَاتَّقُونِ يَا أُولِي الْأَلْبَابِ
ჰაჯი — ცნობილი თვეებია [შავვალის თვე, ზულ-ყა‘და და ზულ-ჰიჯჯას პირველი ათი დღე], და ვინც ამ თვეებში საკუთარ თავზე აიღებს ჰაჯის შესრულებას (იჰრამში შესვლით), მისთვის არ არის ნებადართული სიახლოვე (არც სიტყვებით და არც ქმედებით), არც ალლაჰის ბრძანებების დაუმორჩილებლობა, და არც კამათი [ისეთი დავები, რომლებიც იწვევს რისხვასა და სიძულვილს] ჰაჯის დროს. რაც კი სიკეთეს გააკეთებთ, ალლაჰმა იცის იგი. და მოიმარაგეთ, ხოლო საუკეთესო მარაგი არის ღვთისმოშიშება. და ერიდეთ [ჩემს სასჯელს] ო, გონიერო!
198لَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَن تَبْتَغُوا فَضْلًا مِّن رَّبِّكُمْ ۚ فَإِذَا أَفَضْتُم مِّنْ عَرَفَاتٍ فَاذْكُرُوا اللَّهَ عِندَ الْمَشْعَرِ الْحَرَامِ ۖ وَاذْكُرُوهُ كَمَا هَدَاكُمْ وَإِن كُنتُم مِّن قَبْلِهِ لَمِنَ الضَّالِّينَ
არ არის თქვენზე ცოდვა, თუ ეძიებთ წყალობას თქვენი უფლისგან [ცოდვა არ არის, თუ ჰაჯის დღეებში ვაჭრობთ და იღებთ მოგებას]. და როდესაც დაიძრებით არაფატიდან (მზის ჩასვლის შემდეგ, როცა იქ დგომა დასრულდება), ახსენეთ ალლაჰი აკრძალულ ნიშნულთან [მუზდალიფას ველზე]. და ახსენეთ იგი სწორად, ისე როგორც მან გასწავლათ, თუმცა მანამდე თქვენ იყავით გზააბნეულთა შორის.
199ثُمَّ أَفِيضُوا مِنْ حَيْثُ أَفَاضَ النَّاسُ وَاسْتَغْفِرُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ
შემდეგ დაიძარით (არაფატიდან) იქიდანვე, საიდანაც ხალხი დაიძრა, და სთხოვეთ ალლაჰს პატიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
200فَإِذَا قَضَيْتُم مَّنَاسِكَكُمْ فَاذْكُرُوا اللَّهَ كَذِكْرِكُمْ آبَاءَكُمْ أَوْ أَشَدَّ ذِكْرًا ۗ فَمِنَ النَّاسِ مَن يَقُولُ رَبَّنَا آتِنَا فِي الدُّنْيَا وَمَا لَهُ فِي الْآخِرَةِ مِنْ خَلَاقٍ
და როცა დაასრულებთ თქვენს რიტუალებს, ახსენეთ ალლაჰი ისე, როგორც ახსენებთ თქვენს მამებს, და უფრო ძლიერადაც კი. ხალხში არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: «უფალო ჩვენო! მოგვეცი (ჩვენი წილი) ამქვეყნიურ ცხოვრებაში», და მათ არ ექნებათ მარადიულ ცხოვრებაში არანაირი წილი.
201وَمِنْهُم مَّن يَقُولُ رَبَّنَا آتِنَا فِي الدُّنْيَا حَسَنَةً وَفِي الْآخِرَةِ حَسَنَةً وَقِنَا عَذَابَ النَّارِ
და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: «უფალო ჩვენო! მოგვეცი ამქვეყნიურ ცხოვრებაში სიკეთე, და მარადიულ ცხოვრებაში სიკეთე [სამოთხე], და დაგვიცავი ცეცხლის სასჯელისგან».
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
199აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 199

სურა ალ-ბაქარა აია 199 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : შემდეგ დაიძარით (არაფატიდან) იქიდანვე, საიდანაც ხალხი დაიძრა, და სთხოვეთ ალლაჰს…

სურა აია 199/286 — სურა ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ალ-ბაქარა მოსმენა, სურა ალ-ბაქარა თარგმანი, სურა ალ-ბაქარა mp3, სურა ალ-ბაქარა pdf. აია 197–201. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers