სურა ალ-ქალამი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ქალამი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ქალამი თარგმანი. სურა ალ-ქალამი (Meccan) 52 აია.
Related
- სურა ალ-ქალამი თარგმანიქართული
- სურა ალ-ქალამი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ქალამი

ﮉﮊﮋﮌﮍﮎ
68:1
ნუუნ . ვფიცავ კალამს და იმას, რასაც წერენ.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔ
68:2
(რომ) შენ (ო, მოციქულო), შენი უფლის წყალობით, არ ხარ შეპყრობილი (ეშმაკებით), (არც გონებადაკარგული და არც სულელი).
ﮕﮖﮗﮘﮙﮚ
68:3
და უეჭველად, შენთვისაა საზღაური უშრეტი (ყველა იმ სიძნელისთვის, რომელსაც ადამიანებამდე ჭეშმარიტების მისატანად მიმავალ გზაზე აწყდები).
ﮛﮜﮝﮞﮟ
68:4
და უეჭველად, შენ დიდებული ზნეობის მფლობელი ხარ.
ﮠﮡﮢ
68:5
მალე შენც იხილავ და ისინიც იხილავენ,
ﮣﮤﮥ
68:6
რომელ თქვენგანშია განსაცდელი [ვინ არის შეპყრობილი და შეშლილი].
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
68:7
ჭეშმარიტად, შენი უფალი ყველაზე უკეთ იცნობს მათ, ვინც მის გზას ასცდა, და ის ყველაზე უკეთ იცნობს სწორი გზით მავალთ.
ﯓﯔﯕﯖ
68:8
მაშ, ნუ დაემორჩილები ცრუდ შემრაცხველებს (რომელთაც შენი არ სწამთ).
ﯗﯘﯙﯚﯛ
68:9
ისურვებდნენ, შენ რომ ლმობიერი იყო (მათ მიმართ), მაშინ ისინიც ლმობიერნი იქნებოდნენ (შენს მიმართ).
ﯜﯝﯞﯟﯠﯡ
68:10
და ნუ დაემორჩილები ყოველ ფიცის მოყვარულს (ვინც ცრუდ ხშირად იფიცება), არარაობას.
ﯢﯣﯤﯥ
68:11
ცილისმწამებელს [იმას, ვინც ადამიანს მისივე წინ ლანძღავს], და ჭორების გამავრცელებელს (ხალხს შორის, რათა მათ შორის ურთიერთობები დააზიანოს),
ﯦﯧﯨﯩﯪ
68:12
კეთილზე მომჭირნეს [ძუნწს], ზღვრის გადამლახავს (ადამიანებთან მტრობისას და აკრძალულით მოსარგებლეს), ცოდვებში ჩაძირულს,
ﯫﯬﯭﯮﯯ
68:13
უხეში და ამასთანავე, უგვაროს (ცრუდ რომ მიაწერს თავს სხვის გვარს).
ﯰﯱﯲﯳﯴﯵ
68:14
იმის გამო, რომ იგი სიმდიდრისა და შვილების პატრონია (ალლაჰისა და მისი შუამავლის რწმენას აერიდა ქედმაღლურად).
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
68:15
როცა მას ჩვენი აიათები წაეკითხება, იტყვის: «წინაპართა ზღაპრებია!»
ﯾﯿﰀﰁ
68:16
ჩვენ მას დინგზე დავდაღავთ [ცხვირზე ნიშანს დავასვამთ, რათა ყველამ იცოდეს, ვინ არის იგი.]
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
68:17
ჭეშმარიტად, ჩვენ გამოვცადეთ ისინი (ურწმუნოები გვალვით და შიმშილით), ისევე როგორც გამოვცადეთ ბაღის პატრონები, როცა დაიფიცეს, რომ დილით ადრე მოკრეფდნენ მას,
ﭜﭝﭞ
68:18
და გამონაკლისს არ უშვებდნენ [და არ თქვეს: "თუ ალლაჰი ინებებს მოვკრეფთ"]
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
68:19
და მას [ბაღს] შემოუარა [ცეცხლმა] (რომელიც ჩამოიგზავნა) შენი უფლისგან, მაშინ, როცა მათ ეძინათ.
ﭧﭨﭩ
68:20
და მეორე დილით ის [ბაღი] სულ შავი დახვდათ [სულ გადამწვარი].
ﭪﭫﭬ
68:21
და განთიადისას ერთმანეთს დაუძახეს:
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
68:22
«ადრიანად წადით თქვენს ყანაში, თუ მოსავლის აღებას აპირებთ (სანამ ღარიბები მოგაკითხავენ)»,
ﭵﭶﭷﭸ
68:23
და წავიდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ:
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
68:24
«დღეს არც ერთი ღარიბი არ შემოვიდეს თქვენთან (ბაღებში)».
ﮀﮁﮂﮃﮄ
68:25
და გაემართნენ დილით ადრე, დარწმუნებულნი, რომ შეძლებდნენ,
ﮅﮆﮇﮈﮉﮊ
68:26
როდესაც ის იხილეს (გაშავებული, დამწვარი), თქვეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ გზააბნეულნი ვართ!»
ﮋﮌﮍﮎ
68:27
ო, არა! ჩვენ მოკლებულნი ვართ (ჩვენი სიძუნწის გამო დაგვემართა ეს უბედურება)!
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
68:28
თქვა მათგან ყველაზე სამართლიანმა: «განა არ გითხარით, რომ უნდა გედიდებინათ (ალლაჰი)?»
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
68:29
თქვეს: «დიდება ჩვენს უფალს! ჭეშმარიტად, ჩვენ უსამართლონი ვიყავით».
ﮞﮟﮠﮡﮢﮣ
68:30
და მიუბრუნდნენ ერთმანეთს და ერთმანეთს საყვედურობდნენ.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩ
68:31
თქვეს: «ვაი, ჩვენდა! უეჭველად, ჩვენ ვიყავით ზღვარგადასულნი!»
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
68:32
იქნებ ჩვენმა უფალმა ამის [ამ ბაღის] ნაცვლად უკეთესი გვიბოძოს. ჭეშმარიტად, ჩვენ ჩვენი უფლისკენ მივისწრაფვით (შენდობით)!
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
68:33
ასეთია სასჯელი. ხოლო იმქვეყნიური სასჯელი უფრო დიდია, ნეტავ, რომ სცოდნოდათ.
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
68:34
ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშთათვის თავიანთ უფალთან ნეტარების ბაღებია.
ﯨﯩﯪﯫ
68:35
ნუთუ მუსლიმებს (მორჩილებს) ისევე მოვექცევით, როგორც ამბოხებულებს [ურწმუნოებს]?
ﯬﯭﯮﯯﯰ
68:36
რა გემართებათ, როგორ განსჯით?!
ﯱﯲﯳﯴﯵﯶ
68:37
ან იქნებ გაქვთ წიგნი, რომლიდანაც სწავლობთ (თანასწორად მოპყრობას მორჩილსა და ურჩის მიმართ)?
ﯷﯸﯹﯺﯻﯼ
68:38
რომ ნამდვილად, თქვენთვის მასში (ყველაფერია), რასაც თავად აირჩევთ!
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
68:39
ან იქნებ აღთქმა გაქვთ ჩვენგან დადებული განკითხვის დღემდე, რომ თქვენია ყველაფერი, რასაც გადაწყვეტთ (თქვენს სასარგებლოდ)?!
ﰊﰋﰌﰍﰎ
68:40
ჰკითხე მათ, რომელი მათგანია ამის თავდები?!
ﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
68:41
ან იქნებ მათ ჰყავთ თანაზიარნი? მაშინ მოიყვანონ თავიანთი თანაზიარნი, თუ მართალნი არიან.
ﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟﰠﰡ
68:42
იმ დღეს, როდესაც გამოჩნდება წვივი , და მათ [ქმნილებებს] მოუწოდებენ, რომ სეჯდა აღასრულონ, ისინი კი [ურწმუნოები და თვალთმაქცები] ამას ვერ შეძლებენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
68:43
დაცემული (შიშისგან) მზერებით მათ დაეწიათ (მძიმე) დამცირება, ხოლო ადრე — მიწიერ ცხოვრებაში — მათ მოუწოდებდნენ, რომ სუჯუდი აღესრულებინათ, მაშინ როდესაც ისინი კეთილდღეობაში იყვნენ.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
68:44
დამტოვე კი მე (ო, მოციქულო) მათთან, ვინც სიცრუედ მიიჩნევს ამ უწყებას [ყურანს]. ჩვენ ნელ-ნელა შევიყვანთ მათ (სასჯელისკენ), (მათთვის სიმდიდრისა და შვილების ბოძებით), ისე რომ თვითონაც ვერ შეამჩნიონ [ვერც გააცნობიერონ].
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
68:45
და თანაც ვადროვებ მათ [ხანგრძლივი ცხოვრებით], უეჭველად, ჩემი მახე მტკიცეა.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
68:46
ან იქნებ საზღაურს სთხოვ მათ და ისინი ვალებით არიან დამძიმებულნი?!
ﭹﭺﭻﭼﭽﭾ
68:47
ან მათთანაა უხილავი (ცოდნა) და ისინი იწერენ (იქიდან არგუმენტებს შენს საწინააღმდეგოდ)?!
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
68:48
ამიტომ, მოითმინე კი (ო, მოციქულო) შენი უფლის გადაწყვეტილებამდე და ნუ დაემსგავსები ვეშაპის თანამგზავრს [წინასწარმეტყველ იუნუსს], (რომელიც განრისხდა თავის ხალხზე და, სათანადო მოთმინების გამოუჩენლად, დატოვა ისინი). და აი, მან მიმართა (თავის უფალს ვედრებით), დაღონებულმა.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
68:49
და რომ არა მისი უფლის წყალობა, იგი ვეშაპის მუცლიდან იქნებოდა გადაგდებული უკაცრიელ ადგილას (სადაც დაიღუპებოდა), და იქნებოდა გაკიცხული.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛ
68:50
და აირჩია იგი მისმა უფალმა და მართალთა შორის დაადგინა.
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
68:51
და ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ურწმუნოები გახდნენ, თითქმის წაგაქცევდნენ შენ (ო, შუამავალო) თავიანთი (მუქარისმომცველი) მზერებით, როდესაც ისინი ისმენენ შეგონებას [ყურანს], და ამბობენ: «ჭეშმარიტად, იგი შეშლილია!»
ﮩﮪﮫﮬﮭﮮ
68:52
ხოლო ის [ყურანი] სხვა არაფერია, თუ არა შეგონება სამყაროთათვის [ჯინებისა და ადამიანებისთვის].
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







