ალ-იმრანი · 96/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
إِنَّ أَوَّلَ بَيْتٍ وُضِعَ لِلنَّاسِ لَلَّذِي بِبَكَّةَ مُبَارَكًا وَهُدًى لِّلْعَالَمِينَ ۝٩٦
Inna awwala Baitinw wudi`a linnaasi lallazee bi Bakkata mubaarakanw wa hudal lil `aalameen
📖 ქართული მნიშვნელობა
ჭეშმარიტად, პირველი სახლი, რომელიც ადამიანებისთვის (დედამიწაზე) დადგინდა (რათა იქ ალლაჰს თაყვანი ეცათ), — არის ის, რომელიც ბაქაში [მექქაში] მდებარეობს. (ეს სახლი) კურთხეულია [მასში კეთილი საქმეებისთვის ჯილდო მრავლდება და მასზე ალლაჰის წყალობა გარდმოდის] და გზამკვლევი სამყაროებისთვის [ლოცვის მიმართულების (ყიბლის) ორიენტირი და ყველა ადამიანის მომლოცველობის ადგილი].
🎧 მოსმენა

📜 აია 94-98 — ალ-იმრანი

94فَمَنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ مِن بَعْدِ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
ხოლო ვინც ამის შემდეგ [მას შემდეგ, რაც თორას წაიკითხავს და ჭეშმარიტება გაუნათლდება], ალლაჰზე სიცრუეს შეთხზავს [ამბობს, რომ აკრძალვა შუამავლებს თორას ჩამოვლენამდე უკვე გარდმოვლენილი ჰქონდათ], — ასეთნი არიან უსამართლონი.
95قُلْ صَدَقَ اللَّهُ ۗ فَاتَّبِعُوا مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ
უთხარი (მათ), ო, (შუამავალო): «ალლაჰმა სიმართლე თქვა! (და თქვენ, ო, იუდეველნო, თუ ჭეშმარიტნი ხართ თქვენს სიყვარულში შუამავალი იბრაჰიმის მიმართ), — მიჰყევით იბრაჰიმის სარწმუნოებას — ერთღმერთიანობას, რადგან იგი — (შუამავალი იბრაჰიმი) — არ ყოფილა მრავალღმერთიანთაგანი.
96إِنَّ أَوَّلَ بَيْتٍ وُضِعَ لِلنَّاسِ لَلَّذِي بِبَكَّةَ مُبَارَكًا وَهُدًى لِّلْعَالَمِينَ
ჭეშმარიტად, პირველი სახლი, რომელიც ადამიანებისთვის (დედამიწაზე) დადგინდა (რათა იქ ალლაჰს თაყვანი ეცათ), — არის ის, რომელიც ბაქაში [მექქაში] მდებარეობს. (ეს სახლი) კურთხეულია [მასში კეთილი საქმეებისთვის ჯილდო მრავლდება და მასზე ალლაჰის წყალობა გარდმოდის] და გზამკვლევი სამყაროებისთვის [ლოცვის მიმართულების (ყიბლის) ორიენტირი და ყველა ადამიანის მომლოცველობის ადგილი].
97فِيهِ آيَاتٌ بَيِّنَاتٌ مَّقَامُ إِبْرَاهِيمَ ۖ وَمَن دَخَلَهُ كَانَ آمِنًا ۗ وَلِلَّهِ عَلَى النَّاسِ حِجُّ الْبَيْتِ مَنِ اسْتَطَاعَ إِلَيْهِ سَبِيلًا ۚ وَمَن كَفَرَ فَإِنَّ اللَّهَ غَنِيٌّ عَنِ الْعَالَمِينَ
იქ [მექქაში, წმინდა მეჩეთში] ადამიანებისთვის ნათელი ნიშნებია (რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იბრაჰიმმა ააშენა): იბრაჰიმის ადგილი . და ვინც მასში [წმინდა მეჩეთში] შევა, უსაფრთხოდ იქნება. და ალლაჰის წინაშე ადამიანებს ეკისრებათ ვალდებულება, შეასრულონ სახლის (ქააბის) მომლოცველობა (ჰაჯი)— მათ, ვისაც ამის საშუალება აქვს [შეუძლია იქამდე მისვლა]. ხოლო ვინც არ ირწმუნებს [უარყოფს წმინდა მეჩეთში ჰაჯის სავალდებულოობას], (იცოდეს, რომ) ჭეშმარიტად, ალლაჰი არ საჭიროებს სამყაროებს [არ საჭიროებს არც მას, არც მის ჰაჯს, არც მის საქმეებს და საერთოდ არაფერს].
98قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَاللَّهُ شَهِيدٌ عَلَىٰ مَا تَعْمَلُونَ
უთხარი (ო, მოციქულო) (იუდეველებსა და ქრისტიანებს): «ო, წიგნის ხალხო! რატომ იჩენთ ურწმუნოებას ალლაჰის სასწაულების მიმართ, მაშინ როცა ალლაჰი მოწმეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ?»
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
96აია

თარგმანი — ალ-იმრანი 96

სურა ალ-იმრანი აია 96 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ჭეშმარიტად, პირველი სახლი, რომელიც ადამიანებისთვის (დედამიწაზე) დადგინდა (რათა იქ ალლაჰს…

სურა აია 96/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 94–98. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers