ან-ნისა · 17/176
თარგმანი გამოთქმა — სურა ან-ნისა
إِنَّمَا التَّوْبَةُ عَلَى اللَّهِ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السُّوءَ بِجَهَالَةٍ ثُمَّ يَتُوبُونَ مِن قَرِيبٍ فَأُولَٰئِكَ يَتُوبُ اللَّهُ عَلَيْهِمْ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا ۝١٧
Innamat tawbatu `alallaahi lillazeena ya`maloonas sooo`a bijahaalatin summa yatooboona min qareebin faulaaika yatoobul laahu `alaihim; wa kaanal laahu `Aleeman Hakeemaa
📖 ქართული მნიშვნელობა
ჭეშმარიტად, ალლაჰთან არის (აღთქმა) სინანულის მიღებისა მათთვის, ვინც ბოროტებას [ცოდვას] სჩადის უცოდინრობით, შემდეგ კი მალევე მოინანიებს. ასეთებს — ალლაჰი მიიღებს მათ სინანულს (აპატიებს მათ). და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!

🎧 მოსმენა


📜 აია 15-19 — სურა ან-ნისა

15وَاللَّاتِي يَأْتِينَ الْفَاحِشَةَ مِن نِّسَائِكُمْ فَاسْتَشْهِدُوا عَلَيْهِنَّ أَرْبَعَةً مِّنكُمْ ۖ فَإِن شَهِدُوا فَأَمْسِكُوهُنَّ فِي الْبُيُوتِ حَتَّىٰ يَتَوَفَّاهُنَّ الْمَوْتُ أَوْ يَجْعَلَ اللَّهُ لَهُنَّ سَبِيلًا
და თქვენს ქალთაგან ისინი, რომლებიც ჩაიდენენ სისაძაგლეს [მრუშობას], — მაშინ მათ შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას მოწმეებად უნდა მოიყვანოთ თქვენგან [მორწმუნეთაგან] ოთხი (სამართლიანი მამაკაცი). და თუ ისინი [მოწმეები] დაამოწმებენ (რომ საკუთარი თვალით იხილეს მრუშობა), მაშინ შეაკავეთ ისინი [ეს ქალები] სახლებში, ვიდრე სიკვდილი არ ეწევათ, ან ვიდრე ალლაჰი არ გაუჩენს მათ სხვა გზას [სხვა გადაწყვეტას].
16وَاللَّذَانِ يَأْتِيَانِهَا مِنكُمْ فَآذُوهُمَا ۖ فَإِن تَابَا وَأَصْلَحَا فَأَعْرِضُوا عَنْهُمَا ۗ إِنَّ اللَّهَ كَانَ تَوَّابًا رَّحِيمًا
და თქვენგან ის ორი, ვინც ამას ჩაიდენს [მრუშობას], — დასაჯეთ ისინი [გაკიცხეთ, დასაჯეთ და გაშორდით მათ]. ხოლო თუ ორივე მოინანიებს და გამოსწორდება, მაშინ განერიდეთ მათ [ნუ მიაყენებთ მათ ტანჯვას]. ჭეშმარიტად, ალლაჰი სინანულის მიმღები, შემწყალებელია!
17إِنَّمَا التَّوْبَةُ عَلَى اللَّهِ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السُّوءَ بِجَهَالَةٍ ثُمَّ يَتُوبُونَ مِن قَرِيبٍ فَأُولَٰئِكَ يَتُوبُ اللَّهُ عَلَيْهِمْ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا
ჭეშმარიტად, ალლაჰთან არის (აღთქმა) სინანულის მიღებისა მათთვის, ვინც ბოროტებას [ცოდვას] სჩადის უცოდინრობით, შემდეგ კი მალევე მოინანიებს. ასეთებს — ალლაჰი მიიღებს მათ სინანულს (აპატიებს მათ). და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
18وَلَيْسَتِ التَّوْبَةُ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ حَتَّىٰ إِذَا حَضَرَ أَحَدَهُمُ الْمَوْتُ قَالَ إِنِّي تُبْتُ الْآنَ وَلَا الَّذِينَ يَمُوتُونَ وَهُمْ كُفَّارٌ ۚ أُولَٰئِكَ أَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا
მაგრამ არ არის სინანული მათთვის, რომლებიც ბოროტ საქმეებს [ცოდვებს] სჩადიან და მხოლოდ მაშინ, როცა ერთ მათგანს სიკვდილი მიადგება, ამბობს: «ახლა ვინანიებ (ჩემს ცოდვებს)». და (ასევე არ არის სინანული) მათთვის, რომლებიც კვდებიან ურწმუნოებად. ასეთებისთვის ჩვენ მოვამზადეთ მტკივნეული სასჯელი.
19يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا يَحِلُّ لَكُمْ أَن تَرِثُوا النِّسَاءَ كَرْهًا ۖ وَلَا تَعْضُلُوهُنَّ لِتَذْهَبُوا بِبَعْضِ مَا آتَيْتُمُوهُنَّ إِلَّا أَن يَأْتِينَ بِفَاحِشَةٍ مُّبَيِّنَةٍ ۚ وَعَاشِرُوهُنَّ بِالْمَعْرُوفِ ۚ فَإِن كَرِهْتُمُوهُنَّ فَعَسَىٰ أَن تَكْرَهُوا شَيْئًا وَيَجْعَلَ اللَّهُ فِيهِ خَيْرًا كَثِيرًا
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენთვის ნებადართული არ არის, მემკვიდრეობად მიიღოთ ქალები (რომლებიც თქვენი მამების სიკვდილის შემდეგ დარჩნენ) და სრულად განაგოთ მათი მდგომარეობა [აუკრძალოთ ან ნება დართოთ მათ ქორწინებაზე] მათი ნების საწინააღმდეგოდ. და ნუ შეუშლით (ო, ქმრებო) მათ [ქალებს] წაიღონ ნაწილი იმისა, რაც თქვენ მათ აჩუქეთ (საქორწინო ძღვენის სახით), როცა აღარ გსურთ მათთან ცხოვრება — გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი აშკარა სისაძაგლეს ჩაიდენენ [მრუშობას]. და მოექეცით მათ [ცოლებს] ღირსეულად [სიყვარულით, პატივისცემით და მათი უფლებების შესრულებით]. ხოლო თუ არ გიყვართ ისინი [თქვენი ცოლები], მაშინ მოითმინეთ — შესაძლოა რაღაც თქვენთვის მოსაწონი არ იყოს, ხოლო ალლაჰმა მასში დიდი სიკეთე დაადგინა.
ან-ნისაყურანის საძიებელი
176აია
MedinanRevelation
17აია

თარგმანი — ან-ნისა 17

სურა ან-ნისა აია 17 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ჭეშმარიტად, ალლაჰთან არის (აღთქმა) სინანულის მიღებისა მათთვის, ვინც ბოროტებას [ცოდვას]…

სურა აია 17/176 — სურა ან-ნისა النساء (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ან-ნისა მოსმენა, სურა ან-ნისა თარგმანი, სურა ან-ნისა mp3, სურა ან-ნისა pdf. აია 15–19. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers