ან-ნისა · 18/176
თარგმანი გამოთქმა — ან-ნისა
وَلَيْسَتِ التَّوْبَةُ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ حَتَّىٰ إِذَا حَضَرَ أَحَدَهُمُ الْمَوْتُ قَالَ إِنِّي تُبْتُ الْآنَ وَلَا الَّذِينَ يَمُوتُونَ وَهُمْ كُفَّارٌ ۚ أُولَٰئِكَ أَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا ۝١٨
Wa laisatit tawbatu lillazeena ya`maloonas saiyiaati hattaaa izaa hadara ahadahumul mawtu qaala innee tubtul `aana wa lallazeena yamootoona wa hum kuffaar; ulaaa`ika a`tadnaa lahum `azaaban aleemaa
📖 ქართული მნიშვნელობა
მაგრამ არ არის სინანული მათთვის, რომლებიც ბოროტ საქმეებს [ცოდვებს] სჩადიან და მხოლოდ მაშინ, როცა ერთ მათგანს სიკვდილი მიადგება, ამბობს: «ახლა ვინანიებ (ჩემს ცოდვებს)». და (ასევე არ არის სინანული) მათთვის, რომლებიც კვდებიან ურწმუნოებად. ასეთებისთვის ჩვენ მოვამზადეთ მტკივნეული სასჯელი.
🎧 მოსმენა

📜 აია 16-20 — ან-ნისა

16وَاللَّذَانِ يَأْتِيَانِهَا مِنكُمْ فَآذُوهُمَا ۖ فَإِن تَابَا وَأَصْلَحَا فَأَعْرِضُوا عَنْهُمَا ۗ إِنَّ اللَّهَ كَانَ تَوَّابًا رَّحِيمًا
და თქვენგან ის ორი, ვინც ამას ჩაიდენს [მრუშობას], — დასაჯეთ ისინი [გაკიცხეთ, დასაჯეთ და გაშორდით მათ]. ხოლო თუ ორივე მოინანიებს და გამოსწორდება, მაშინ განერიდეთ მათ [ნუ მიაყენებთ მათ ტანჯვას]. ჭეშმარიტად, ალლაჰი სინანულის მიმღები, შემწყალებელია!
17إِنَّمَا التَّوْبَةُ عَلَى اللَّهِ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السُّوءَ بِجَهَالَةٍ ثُمَّ يَتُوبُونَ مِن قَرِيبٍ فَأُولَٰئِكَ يَتُوبُ اللَّهُ عَلَيْهِمْ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا
ჭეშმარიტად, ალლაჰთან არის (აღთქმა) სინანულის მიღებისა მათთვის, ვინც ბოროტებას [ცოდვას] სჩადის უცოდინრობით, შემდეგ კი მალევე მოინანიებს. ასეთებს — ალლაჰი მიიღებს მათ სინანულს (აპატიებს მათ). და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
18وَلَيْسَتِ التَّوْبَةُ لِلَّذِينَ يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ حَتَّىٰ إِذَا حَضَرَ أَحَدَهُمُ الْمَوْتُ قَالَ إِنِّي تُبْتُ الْآنَ وَلَا الَّذِينَ يَمُوتُونَ وَهُمْ كُفَّارٌ ۚ أُولَٰئِكَ أَعْتَدْنَا لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا
მაგრამ არ არის სინანული მათთვის, რომლებიც ბოროტ საქმეებს [ცოდვებს] სჩადიან და მხოლოდ მაშინ, როცა ერთ მათგანს სიკვდილი მიადგება, ამბობს: «ახლა ვინანიებ (ჩემს ცოდვებს)». და (ასევე არ არის სინანული) მათთვის, რომლებიც კვდებიან ურწმუნოებად. ასეთებისთვის ჩვენ მოვამზადეთ მტკივნეული სასჯელი.
19يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا يَحِلُّ لَكُمْ أَن تَرِثُوا النِّسَاءَ كَرْهًا ۖ وَلَا تَعْضُلُوهُنَّ لِتَذْهَبُوا بِبَعْضِ مَا آتَيْتُمُوهُنَّ إِلَّا أَن يَأْتِينَ بِفَاحِشَةٍ مُّبَيِّنَةٍ ۚ وَعَاشِرُوهُنَّ بِالْمَعْرُوفِ ۚ فَإِن كَرِهْتُمُوهُنَّ فَعَسَىٰ أَن تَكْرَهُوا شَيْئًا وَيَجْعَلَ اللَّهُ فِيهِ خَيْرًا كَثِيرًا
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენთვის ნებადართული არ არის, მემკვიდრეობად მიიღოთ ქალები (რომლებიც თქვენი მამების სიკვდილის შემდეგ დარჩნენ) და სრულად განაგოთ მათი მდგომარეობა [აუკრძალოთ ან ნება დართოთ მათ ქორწინებაზე] მათი ნების საწინააღმდეგოდ. და ნუ შეუშლით (ო, ქმრებო) მათ [ქალებს] წაიღონ ნაწილი იმისა, რაც თქვენ მათ აჩუქეთ (საქორწინო ძღვენის სახით), როცა აღარ გსურთ მათთან ცხოვრება — გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი აშკარა სისაძაგლეს ჩაიდენენ [მრუშობას]. და მოექეცით მათ [ცოლებს] ღირსეულად [სიყვარულით, პატივისცემით და მათი უფლებების შესრულებით]. ხოლო თუ არ გიყვართ ისინი [თქვენი ცოლები], მაშინ მოითმინეთ — შესაძლოა რაღაც თქვენთვის მოსაწონი არ იყოს, ხოლო ალლაჰმა მასში დიდი სიკეთე დაადგინა.
20وَإِنْ أَرَدتُّمُ اسْتِبْدَالَ زَوْجٍ مَّكَانَ زَوْجٍ وَآتَيْتُمْ إِحْدَاهُنَّ قِنطَارًا فَلَا تَأْخُذُوا مِنْهُ شَيْئًا ۚ أَتَأْخُذُونَهُ بُهْتَانًا وَإِثْمًا مُّبِينًا
და თუ თქვენ (ო, ქმრებო) მოისურვებთ ერთი მეუღლის შეცვლას მეორეთი [ერთის გაყრას და სხვაზე დაქორწინებას], და ერთ-ერთ მათგანს [ვისაც შორდებით] მიეცით ყინტარი [დიდი რაოდენობის ქონება], მაშინ ნუ წაართმევთ მისგან არაფერს. ნუთუ წაართმევთ მას ცილისწამებით და აშკარა ცოდვის ჩადენით?
ან-ნისაყურანის საძიებელი
176აია
MedinanRevelation
18აია

თარგმანი — ან-ნისა 18

სურა ან-ნისა აია 18 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : მაგრამ არ არის სინანული მათთვის, რომლებიც ბოროტ საქმეებს [ცოდვებს] სჩადიან…

სურა აია 18/176 — ან-ნისა النساء (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნისა მოსმენა, ან-ნისა თარგმანი, ან-ნისა mp3, ან-ნისა pdf. აია 16–20. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers