ალ-მაიდა · 107/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
فَإِنْ عُثِرَ عَلَىٰ أَنَّهُمَا اسْتَحَقَّا إِثْمًا فَآخَرَانِ يَقُومَانِ مَقَامَهُمَا مِنَ الَّذِينَ اسْتَحَقَّ عَلَيْهِمُ الْأَوْلَيَانِ فَيُقْسِمَانِ بِاللَّهِ لَشَهَادَتُنَا أَحَقُّ مِن شَهَادَتِهِمَا وَمَا اعْتَدَيْنَا إِنَّا إِذًا لَّمِنَ الظَّالِمِينَ ۝١٠٧
Fa in `usira `alaaa annahumas tahaqqaaa isman fa aakharaani yaqoomaani maqaamahumaa minal lazeenas tahaqqa `alaihimul awlayaani fa yuqsimaani billaahi lashahaadatunaaa ahaqqu min shahaadatihimaaa wa ma`tadainaaa innaaa izal laminaz zaalimeen
📖 ქართული მნიშვნელობა
თუ კი (მათი ფიცის შემდეგ) გამოვლინდება, რომ ეს ორი [ორი მოწმე] დამნაშავედ იქცა ცოდვაში [გამოვლინდა მათი არასანდოობა ან სიცრუე ამ მოწმობაში], მაშინ ორი სხვა, გარდაცვლილის ახლო ნათესავი დაიკავებს მათ ადგილს [წინა მოწმეების ნაცვლად], მათ წინააღმდეგ, ვის მიმართაც ბრალდება წამოიჭრა (ცოდვაში). და შემდეგ ისინი [მოწმე-ნათესავები] დაიფიცებენ ალლაჰს: «უდავოდ, ჩვენი მოწმობა უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე იმ ორი ადამიანის მოწმობა [უფრო იმსახურებს მიღებას] (რადგან მათი არასანდოობა გამოიკვეთა). და ჩვენ არ გადავცდებით სიმართლეს (იმაში, რაც მათზე ვთქვით და ჩვენს მოწმობაში); წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებოდით უსამართლოთა შორის».
🎧 მოსმენა

📜 აია 105-109 — ალ-მაიდა

105يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا عَلَيْكُمْ أَنفُسَكُمْ ۖ لَا يَضُرُّكُم مَّن ضَلَّ إِذَا اهْتَدَيْتُمْ ۚ إِلَى اللَّهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენზეა (დაკისრებული) საკუთარ თავზე ზრუნვა [აკეთეთ კეთილი საქმეები და მაქსიმალურად მოერიდეთ ცოდვებს]. ვერ დაგაზიანებთ თქვენ ის, ვისაც გზა აებნა, თუ თქვენ სწორი გზით დადიხართ. ალლაჰთან არის თქვენი ყველას დაბრუნება, და ის გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით!
106يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا شَهَادَةُ بَيْنِكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ حِينَ الْوَصِيَّةِ اثْنَانِ ذَوَا عَدْلٍ مِّنكُمْ أَوْ آخَرَانِ مِنْ غَيْرِكُمْ إِنْ أَنتُمْ ضَرَبْتُمْ فِي الْأَرْضِ فَأَصَابَتْكُم مُّصِيبَةُ الْمَوْتِ ۚ تَحْبِسُونَهُمَا مِن بَعْدِ الصَّلَاةِ فَيُقْسِمَانِ بِاللَّهِ إِنِ ارْتَبْتُمْ لَا نَشْتَرِي بِهِ ثَمَنًا وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۙ وَلَا نَكْتُمُ شَهَادَةَ اللَّهِ إِنَّا إِذًا لَّمِنَ الْآثِمِينَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ შორის მოწმობა მაშინ, როცა რომელიმე თქვენგანს სიკვდილი მოადგება [როცა გამოჩნდება ნიშნები იმისა, რომ ადამიანი გარდაიცვლება], ანდერძის დაწერის დროს (თუ იგი მას ტოვებს), უნდა იყოს ორი სამართლიანი თქვენ შორის [მორწმუნეთაგან], ან ორი სხვა [ურწმუნო], რომლებიც თქვენგან არ არიან (საჭიროების შემთხვევაში, როცა მუსლიმი მოწმეები არ მოიძებნება), მაშინ როცა მიწაზე მოგზაურობთ [გზაში ხართ] და სიკვდილის უბედურება შეგემთხვევათ. თქვენ დააყოვნებთ ამ ორ მოწმეებს ლოცვის შემდეგ, და ისინი დაიფიცებენ ალლაჰზე, თუ თქვენ (ო, ანდერძის დამტოვებლებო) ეჭვი გეპარებათ: «ჩვენ არ გავყიდით მას [ჩვენს ფიცს] რაიმე საფასურად, თუნდაც ის (ჩვენი) ნათესავი იყოს, და არ დავმალავთ ალლაჰის მოწმობას [იმ მოწმობას, რომლის შესრულებაც მან გვიბრძანა]. ჭეშმარიტად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ცოდვილთა შორის!»
107فَإِنْ عُثِرَ عَلَىٰ أَنَّهُمَا اسْتَحَقَّا إِثْمًا فَآخَرَانِ يَقُومَانِ مَقَامَهُمَا مِنَ الَّذِينَ اسْتَحَقَّ عَلَيْهِمُ الْأَوْلَيَانِ فَيُقْسِمَانِ بِاللَّهِ لَشَهَادَتُنَا أَحَقُّ مِن شَهَادَتِهِمَا وَمَا اعْتَدَيْنَا إِنَّا إِذًا لَّمِنَ الظَّالِمِينَ
თუ კი (მათი ფიცის შემდეგ) გამოვლინდება, რომ ეს ორი [ორი მოწმე] დამნაშავედ იქცა ცოდვაში [გამოვლინდა მათი არასანდოობა ან სიცრუე ამ მოწმობაში], მაშინ ორი სხვა, გარდაცვლილის ახლო ნათესავი დაიკავებს მათ ადგილს [წინა მოწმეების ნაცვლად], მათ წინააღმდეგ, ვის მიმართაც ბრალდება წამოიჭრა (ცოდვაში). და შემდეგ ისინი [მოწმე-ნათესავები] დაიფიცებენ ალლაჰს: «უდავოდ, ჩვენი მოწმობა უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე იმ ორი ადამიანის მოწმობა [უფრო იმსახურებს მიღებას] (რადგან მათი არასანდოობა გამოიკვეთა). და ჩვენ არ გადავცდებით სიმართლეს (იმაში, რაც მათზე ვთქვით და ჩვენს მოწმობაში); წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებოდით უსამართლოთა შორის».
108ذَٰلِكَ أَدْنَىٰ أَن يَأْتُوا بِالشَّهَادَةِ عَلَىٰ وَجْهِهَا أَوْ يَخَافُوا أَن تُرَدَّ أَيْمَانٌ بَعْدَ أَيْمَانِهِمْ ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاسْمَعُوا ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْفَاسِقِينَ
ეს უფრო ახლოს არის იმასთან, რომ მათ მისცენ მოწმობა მის ნამდვილ სახეში [როგორც არის, შეუცვლელად], ან შეეშინდეთ იმისა, რომ მათი ფიცები უარყოფილი იქნება მათი ფიცების შემდეგ (და ისინი შერცხვენილნი იქნებიან ხალხის წინაშე). და გეშინოდეთ ალლაჰის, და ისმინეთ; ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უძღვება (სწორ გზაზე) ურჩ ხალხს!
109۞ يَوْمَ يَجْمَعُ اللَّهُ الرُّسُلَ فَيَقُولُ مَاذَا أُجِبْتُمْ ۖ قَالُوا لَا عِلْمَ لَنَا ۖ إِنَّكَ أَنتَ عَلَّامُ الْغُيُوبِ
۞ (და გახსოვდეთ, ო, ადამიანებო) ის დღე [სასჯელის დღე], როდესაც ალლაჰი შეკრებს მოციქულებს და იტყვის: «რა პასუხი მიიღეთ (თქვენი თემებისგან), [როცა მათ ერთღმერთიანობისკენ მოუწოდებდით]?» ისინი იტყვიან: «ჩვენ არ გვაქვს ცოდნა ამის შესახებ (რადგან არ ვიცით, რა არის ადამიანთა გულებში და არც ის ვიცით, რა მოხდა ჩვენ შემდეგ). ჭეშმარიტად, შენ (ო, ალლაჰ) ხარ ყოვლისმცოდნე უხილავისა».
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
107აია

თარგმანი — ალ-მაიდა 107

სურა ალ-მაიდა აია 107 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : თუ კი (მათი ფიცის შემდეგ) გამოვლინდება, რომ ეს ორი [ორი…

სურა აია 107/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 105–109. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers