ალ-მაიდა · 48/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
وَأَنزَلْنَا إِلَيْكَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ مُصَدِّقًا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ الْكِتَابِ وَمُهَيْمِنًا عَلَيْهِ ۖ فَاحْكُم بَيْنَهُم بِمَا أَنزَلَ اللَّهُ ۖ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَهُمْ عَمَّا جَاءَكَ مِنَ الْحَقِّ ۚ لِكُلٍّ جَعَلْنَا مِنكُمْ شِرْعَةً وَمِنْهَاجًا ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَجَعَلَكُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَلَٰكِن لِّيَبْلُوَكُمْ فِي مَا آتَاكُمْ ۖ فَاسْتَبِقُوا الْخَيْرَاتِ ۚ إِلَى اللَّهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ ۝٤٨
Wa anzalnaa ilaikal Kitaaba bilhaqqi musaddiqallimaa baina yadaihi minal Kitaabi wa muhaiminan `alaihi fahkum bainahum bimaa anzalal laahu wa laa tattabi ahwaaa`ahum `ammaa jaaa`aka minal haqq; likullin ja`alnaa minkum shir`atanw wa minhaajaa; wa law shaaa`al laahu laja`alakum ummatanw waahidatanw wa laakil liyabluwakum fee maa aataakum fastabiqul khairaat; ilal laahi arji`ukum jamee`an fayunab bi`ukum bimaa kuntum feehi takhtalifoon
📖 ქართული მნიშვნელობა
და ჩვენ ჩამოვავლინეთ შენზე (ო, მოციქულო) წიგნი [ყურანი] ჭეშმარიტებით, რომელიც ადასტურებს იმას, რაც მანამდე იყო ჩამოვლენილი წერილებიდან, და არის მათზე ზედამხედველი (მოწმე) [იმ წერილებზე, რომლებიც მანამდე იყო ჩამოვლენილი]. ამიტომ განსაჯე მათ შორის, როდესაც ისინი შენთან მოდიან განსასჯელად, იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, და ნუ გაჰყვები მათ სურვილებს იმ ჭეშმარიტებისგან გადახვევით, რომელიც შენთან მოვიდა. ყოველ თქვენგანს ჩვენ დავუდგინეთ კანონი და ნათელი გზა. და რომ ინებოს ალლაჰმა, უეჭველად გაგხდიდათ ერთ თემად [ერთ რწმენასა და ერთ კანონზე], მაგრამ (ასე არ გააკეთა), რათა გამოგცადოთ იმაში, რაც მან მოგანიჭათ. ამიტომ შეეჯიბრეთ კეთილ საქმეებში! ალლაჰთან არის თქვენი ყველას დაბრუნება, შემდეგ კი ის შეგატყობინებთ იმას, რაზეც თქვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.
🎧 მოსმენა

📜 აია 46-50 — ალ-მაიდა

46وَقَفَّيْنَا عَلَىٰ آثَارِهِم بِعِيسَى ابْنِ مَرْيَمَ مُصَدِّقًا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ التَّوْرَاةِ ۖ وَآتَيْنَاهُ الْإِنجِيلَ فِيهِ هُدًى وَنُورٌ وَمُصَدِّقًا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ التَّوْرَاةِ وَهُدًى وَمَوْعِظَةً لِّلْمُتَّقِينَ
და გავგზავნეთ ჩვენ მათ კვალდაკვალ 'ისა, მარიამის ძე, როგორც დამამტკიცებელი იმისა, რაც მანამდე იყო თორაში. და მივეცით მას ინჯილი (სახარება), რომელშიც არის ხელმძღვანელობა (ჭეშმარიტებისკენ) და ნათელი, და რომელიც ადასტურებს იმას, რაც მანამდე იყო თორაში, და არის ხელმძღვანელობა და შეგონება მათთვის, ვინც უფრთხის ალლაჰის სასჯელს.
47وَلْيَحْكُمْ أَهْلُ الْإِنجِيلِ بِمَا أَنزَلَ اللَّهُ فِيهِ ۚ وَمَن لَّمْ يَحْكُم بِمَا أَنزَلَ اللَّهُ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَاسِقُونَ
და დაე, ინჯილის (სახარების) მიმდევრებმა განსაჯონ იმით, რაც ალლაჰმა მასში ჩამოავლინა. და ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ასეთნი არიან ურჩნი.
48وَأَنزَلْنَا إِلَيْكَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ مُصَدِّقًا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ الْكِتَابِ وَمُهَيْمِنًا عَلَيْهِ ۖ فَاحْكُم بَيْنَهُم بِمَا أَنزَلَ اللَّهُ ۖ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَهُمْ عَمَّا جَاءَكَ مِنَ الْحَقِّ ۚ لِكُلٍّ جَعَلْنَا مِنكُمْ شِرْعَةً وَمِنْهَاجًا ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَجَعَلَكُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَلَٰكِن لِّيَبْلُوَكُمْ فِي مَا آتَاكُمْ ۖ فَاسْتَبِقُوا الْخَيْرَاتِ ۚ إِلَى اللَّهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ
და ჩვენ ჩამოვავლინეთ შენზე (ო, მოციქულო) წიგნი [ყურანი] ჭეშმარიტებით, რომელიც ადასტურებს იმას, რაც მანამდე იყო ჩამოვლენილი წერილებიდან, და არის მათზე ზედამხედველი (მოწმე) [იმ წერილებზე, რომლებიც მანამდე იყო ჩამოვლენილი]. ამიტომ განსაჯე მათ შორის, როდესაც ისინი შენთან მოდიან განსასჯელად, იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, და ნუ გაჰყვები მათ სურვილებს იმ ჭეშმარიტებისგან გადახვევით, რომელიც შენთან მოვიდა. ყოველ თქვენგანს ჩვენ დავუდგინეთ კანონი და ნათელი გზა. და რომ ინებოს ალლაჰმა, უეჭველად გაგხდიდათ ერთ თემად [ერთ რწმენასა და ერთ კანონზე], მაგრამ (ასე არ გააკეთა), რათა გამოგცადოთ იმაში, რაც მან მოგანიჭათ. ამიტომ შეეჯიბრეთ კეთილ საქმეებში! ალლაჰთან არის თქვენი ყველას დაბრუნება, შემდეგ კი ის შეგატყობინებთ იმას, რაზეც თქვენ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.
49وَأَنِ احْكُم بَيْنَهُم بِمَا أَنزَلَ اللَّهُ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَهُمْ وَاحْذَرْهُمْ أَن يَفْتِنُوكَ عَن بَعْضِ مَا أَنزَلَ اللَّهُ إِلَيْكَ ۖ فَإِن تَوَلَّوْا فَاعْلَمْ أَنَّمَا يُرِيدُ اللَّهُ أَن يُصِيبَهُم بِبَعْضِ ذُنُوبِهِمْ ۗ وَإِنَّ كَثِيرًا مِّنَ النَّاسِ لَفَاسِقُونَ
და განსაჯე (ო, მოციქულო) მათ შორის [იუდეველებს შორის] იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა (ყურანში), და ნუ გაჰყვები მათ სურვილებს. და უფრთხილდი მათ, რომ არ გადაგახვევინონ იმის რომელიმე ნაწილიდან, რაც ალლაჰმა ჩამოგივლინა. ხოლო თუ ისინი ზურგს აქცევენ (შენს გადაწყვეტილებას), მაშინ იცოდე, რომ ალლაჰს მხოლოდ ის სურს, რომ დასაჯოს ისინი მათი ზოგი ცოდვის გამო. და ჭეშმარიტად, ადამიანთა შორის მრავალი ნამდვილად ურჩია.
50أَفَحُكْمَ الْجَاهِلِيَّةِ يَبْغُونَ ۚ وَمَنْ أَحْسَنُ مِنَ اللَّهِ حُكْمًا لِّقَوْمٍ يُوقِنُونَ
ნუთუ ისინი [იუდეველები] უმეცრების დროის სამართალს (კანონს) ისურვებენ? და ვინ არის ალლაჰზე უკეთესი სამართალში (კანონში) იმ ხალხისთვის, რომლებიც დარწმუნებულნი არიან?
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
48აია

თარგმანი — ალ-მაიდა 48

სურა ალ-მაიდა აია 48 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და ჩვენ ჩამოვავლინეთ შენზე (ო, მოციქულო) წიგნი [ყურანი] ჭეშმარიტებით, რომელიც…

სურა აია 48/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 46–50. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers