ალ-არაფი · 188/206
თარგმანი გამოთქმა — ალ-არაფი
قُل لَّا أَمْلِكُ لِنَفْسِي نَفْعًا وَلَا ضَرًّا إِلَّا مَا شَاءَ اللَّهُ ۚ وَلَوْ كُنتُ أَعْلَمُ الْغَيْبَ لَاسْتَكْثَرْتُ مِنَ الْخَيْرِ وَمَا مَسَّنِيَ السُّوءُ ۚ إِنْ أَنَا إِلَّا نَذِيرٌ وَبَشِيرٌ لِّقَوْمٍ يُؤْمِنُونَ ۝١٨٨
Qul laaa amliku linafsee naf`anw wa laa darran illaa maa shaaa`al laah; wa law kuntu a`alamul ghaiba lastaksartu minal khairi wa maa massaniyas soo`; in ana illaa nazeerunw wa basheerul liqawminy yu`minoon
📖 ქართული მნიშვნელობა
თქვი (ო, მოციქულო): «მე საკუთარი თავისთვის არც სარგებელს ვფლობ და არც ზიანს, გარდა იმისა, რაც ალლაჰს სურს. და რომ მცოდნოდა დაფარული (უხილავი), აუცილებლად გავამრავლებდი ჩემთვის სიკეთეს და ცუდი არაფერი შემეხებოდა. მე ხომ მხოლოდ შემგონებელი ვარ და სასიხარულო მაცნე იმ ხალხისთვის, ვინც ირწმუნებს».
🎧 მოსმენა

📜 აია 186-190 — ალ-არაფი

186مَن يُضْلِلِ اللَّهُ فَلَا هَادِيَ لَهُ ۚ وَيَذَرُهُمْ فِي طُغْيَانِهِمْ يَعْمَهُونَ
ვისაც ალლაჰი გზას აცდენს, მას უკვე ვერავინ დააყენებს სწორ გზაზე; და ის ტოვებს მათ ბრმად ხეტიალში საკუთარ უსაზღვრო გადაცდომაში [ურწმუნოებაში].
187يَسْأَلُونَكَ عَنِ السَّاعَةِ أَيَّانَ مُرْسَاهَا ۖ قُلْ إِنَّمَا عِلْمُهَا عِندَ رَبِّي ۖ لَا يُجَلِّيهَا لِوَقْتِهَا إِلَّا هُوَ ۚ ثَقُلَتْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ لَا تَأْتِيكُمْ إِلَّا بَغْتَةً ۗ يَسْأَلُونَكَ كَأَنَّكَ حَفِيٌّ عَنْهَا ۖ قُلْ إِنَّمَا عِلْمُهَا عِندَ اللَّهِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
ისინი გეკითხებიან შენ (ო, მოციქულო) საათის შესახებ: «როდის არის მისი მოსვლა?» უთხარი (მათ): «მის შესახებ ცოდნა მხოლოდ ჩემს უფალთანაა, და მისი დრო არავინ იცის, გარდა მისა. მძიმე იქნება მისი დადგომა ცათა და მიწაზე. ის მოვა თქვენთან მხოლოდ მოულოდნელად». ისინი გეკითხებიან შენ თითქოს შენ იცოდე ამის შესახებ. უთხარი: «მის შესახებ ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის».
188قُل لَّا أَمْلِكُ لِنَفْسِي نَفْعًا وَلَا ضَرًّا إِلَّا مَا شَاءَ اللَّهُ ۚ وَلَوْ كُنتُ أَعْلَمُ الْغَيْبَ لَاسْتَكْثَرْتُ مِنَ الْخَيْرِ وَمَا مَسَّنِيَ السُّوءُ ۚ إِنْ أَنَا إِلَّا نَذِيرٌ وَبَشِيرٌ لِّقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
თქვი (ო, მოციქულო): «მე საკუთარი თავისთვის არც სარგებელს ვფლობ და არც ზიანს, გარდა იმისა, რაც ალლაჰს სურს. და რომ მცოდნოდა დაფარული (უხილავი), აუცილებლად გავამრავლებდი ჩემთვის სიკეთეს და ცუდი არაფერი შემეხებოდა. მე ხომ მხოლოდ შემგონებელი ვარ და სასიხარულო მაცნე იმ ხალხისთვის, ვინც ირწმუნებს».
189۞ هُوَ الَّذِي خَلَقَكُم مِّن نَّفْسٍ وَاحِدَةٍ وَجَعَلَ مِنْهَا زَوْجَهَا لِيَسْكُنَ إِلَيْهَا ۖ فَلَمَّا تَغَشَّاهَا حَمَلَتْ حَمْلًا خَفِيفًا فَمَرَّتْ بِهِ ۖ فَلَمَّا أَثْقَلَت دَّعَوَا اللَّهَ رَبَّهُمَا لَئِنْ آتَيْتَنَا صَالِحًا لَّنَكُونَنَّ مِنَ الشَّاكِرِينَ
۞ იგია [ალლაჰი], ვინც შეგქმნათ თქვენ ერთი ადამიანისგან და მისგან შექმნა მისი მეუღლე, რათა მასთან ეპოვა სიმშვიდე.(ხოლო ამ ქვეყანაზე) როცა მან [ადამმა] დაფარა იგი [ჰქონდა მასთან სიახლოვე], მან აიღო მსუბუქი ტვირთი [დაორსულდა] და განაგრძობდა მასთან (ცხოვრებას); ხოლო როცა დამძიმდა [მშობიარობის დრო მოახლოვდა], ორივემ [ადამმა და ევამ] მიმართეს ალლაჰს, თავიანთ უფალს: «თუ შენ (ო, ალლაჰ) გვაჩუქებ კეთილს [ადამიან შვილს და არა ცხოველს], ჩვენ აუცილებლად მადლიერები ვიქნებით შენდამი!»
190فَلَمَّا آتَاهُمَا صَالِحًا جَعَلَا لَهُ شُرَكَاءَ فِيمَا آتَاهُمَا ۚ فَتَعَالَى اللَّهُ عَمَّا يُشْرِكُونَ
მას შემდეგ, რაც მან [ალლაჰმა] უბოძა მათ კარგი (შვილი), მათ დაუდგინეს მას თანამოზიარეები იმაში, რაც მან მათ მისცა. მაგრამ ალლაჰი აღმატებულია იმაზე, რასაც ისინი მას თანამოზიარედ მიაწერენ.
ალ-არაფიყურანის საძიებელი
206აია
MeccanRevelation
188აია

თარგმანი — ალ-არაფი 188

სურა ალ-არაფი აია 188 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : თქვი (ო, მოციქულო): «მე საკუთარი თავისთვის არც სარგებელს ვფლობ და…

სურა აია 188/206 — ალ-არაფი الأعراف (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-არაფი მოსმენა, ალ-არაფი თარგმანი, ალ-არაფი mp3, ალ-არაფი pdf. აია 186–190. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers