ალ-ანფალი · 39/75
თარგმანი გამოთქმა — ალ-ანფალი
وَقَاتِلُوهُمْ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتْنَةٌ وَيَكُونَ الدِّينُ كُلُّهُ لِلَّهِ ۚ فَإِنِ انتَهَوْا فَإِنَّ اللَّهَ بِمَا يَعْمَلُونَ بَصِيرٌ ۝٣٩
Wa qaatiloohum hattaa laa takoona fitnatunw wa yakoonaddeenu kulluhoo lillaah; fainin tahaw fa innallaaha bimaa ya`maloona Baseer
📖 ქართული მნიშვნელობა
და იბრძოლეთ (ო, მორწმუნენო) მათთან, ვიდრე არ გაქრება ცდუნება , და ვიდრე მთელი მორჩილება [რწმენა, თაყვანისცემა და მორჩილება] არ იქნება მხოლოდ ალლაჰისთვის. ხოლო თუ ისინი შეიკავებენ თავს და მიიღებენ ჭეშმარიტ რწმენას, მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს იმას, რასაც ისინი გააკეთებენ.
🎧 მოსმენა

📜 აია 37-41 — ალ-ანფალი

37لِيَمِيزَ اللَّهُ الْخَبِيثَ مِنَ الطَّيِّبِ وَيَجْعَلَ الْخَبِيثَ بَعْضَهُ عَلَىٰ بَعْضٍ فَيَرْكُمَهُ جَمِيعًا فَيَجْعَلَهُ فِي جَهَنَّمَ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ
რათა ალლაჰმა გაარჩიოს უწმინდური კეთილისგან, და უწმინდურნი დააწყოს ერთმანეთზე, და დააგროვოს ისინი ყველა ერთად და ჩაყაროს ჯოჯოხეთში. აი, ისინი არიან წაგებულნი.
38قُل لِّلَّذِينَ كَفَرُوا إِن يَنتَهُوا يُغْفَرْ لَهُم مَّا قَدْ سَلَفَ وَإِن يَعُودُوا فَقَدْ مَضَتْ سُنَّتُ الْأَوَّلِينَ
უთხარი (ო, მოციქულო) მათ, ვინც ურწმუნონი გახდნენ: «თუ ისინი შეწყვეტენ (ურწმუნოებას და ალლაჰის მოციქულისადმი მტრობას და ირწმუნებენ ალლაჰს), მაშინ მათ მიეტევებათ (ალლაჰისგან) ის, რაც ადრე იყო [მათი წარსული ცოდვები]; ხოლო თუ ისინი დაბრუნდებიან (კვლავ მოციქულისა და მორწმუნეების წინააღმდეგ ბრძოლაში), მაშინ უკვე არსებობს მაგალითი წინამორბედი ხალხებისა ».
39وَقَاتِلُوهُمْ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتْنَةٌ وَيَكُونَ الدِّينُ كُلُّهُ لِلَّهِ ۚ فَإِنِ انتَهَوْا فَإِنَّ اللَّهَ بِمَا يَعْمَلُونَ بَصِيرٌ
და იბრძოლეთ (ო, მორწმუნენო) მათთან, ვიდრე არ გაქრება ცდუნება , და ვიდრე მთელი მორჩილება [რწმენა, თაყვანისცემა და მორჩილება] არ იქნება მხოლოდ ალლაჰისთვის. ხოლო თუ ისინი შეიკავებენ თავს და მიიღებენ ჭეშმარიტ რწმენას, მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს იმას, რასაც ისინი გააკეთებენ.
40وَإِن تَوَلَّوْا فَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَوْلَاكُمْ ۚ نِعْمَ الْمَوْلَىٰ وَنِعْمَ النَّصِيرُ
ხოლო თუ ისინი ზურგს შეაქცევენ იმას, რისკენაც თქვენ მოუწოდებთ მათ, მაშინ იცოდეთ, რომ ალლაჰი თქვენი მფარველია. რა მშვენიერი მფარველი და რა მშვენიერი დამხმარეა იგი!
41۞ وَاعْلَمُوا أَنَّمَا غَنِمْتُم مِّن شَيْءٍ فَأَنَّ لِلَّهِ خُمُسَهُ وَلِلرَّسُولِ وَلِذِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَابْنِ السَّبِيلِ إِن كُنتُمْ آمَنتُم بِاللَّهِ وَمَا أَنزَلْنَا عَلَىٰ عَبْدِنَا يَوْمَ الْفُرْقَانِ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
۞ და იცოდეთ, (მორწმუნენო) რომ თუ ალლაჰის გზაზე ბრძოლისას რამეს ხელში ჩაიგდებთ (როგორც ნადავლს), მაშინ მასში ერთი მეხუთედი ეკუთვნის ალლაჰს [ანუ იხარჯება ისლამის საერთო საქმისთვის] და მოციქულს , და მოციქულის ნათესავებს , და ახლობლებს, ღარიბებსა და გაჭირვებულებს, და მგზავრს. თუ თქვენ გწამთ ალლაჰის და იმისა, რაც ჩვენ გარდმოვუვლინეთ ჩვენს მონას (მუჰამმადს) განსხვავების დღეს, იმ დღეს, როცა ერთმანეთს შეხვდა ორი ლაშქარი [ანუ ბადრის ბრძოლის დღეს]. ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალა შესწევს ყოველივეზე (იგი ყოვლისშემძლეა)
ალ-ანფალიყურანის საძიებელი
75აია
MedinanRevelation
39აია

თარგმანი — ალ-ანფალი 39

სურა ალ-ანფალი აია 39 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და იბრძოლეთ (ო, მორწმუნენო) მათთან, ვიდრე არ გაქრება ცდუნება ,…

სურა აია 39/75 — ალ-ანფალი الأنفال (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ანფალი მოსმენა, ალ-ანფალი თარგმანი, ალ-ანფალი mp3, ალ-ანფალი pdf. აია 37–41. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers