ალ-ანფალი · 45/75
თარგმანი გამოთქმა — სურა ალ-ანფალი
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا لَقِيتُمْ فِئَةً فَاثْبُتُوا وَاذْكُرُوا اللَّهَ كَثِيرًا لَّعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ ۝٤٥
Yaaa aiyuhal lazeena aamanooo izaa laqeetum fi`atan fasbutoo wazkurul laaha kaseeral la`allakum tuflihoon
📖 ქართული მნიშვნელობა
ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! როცა შეხვდებით ურწმუნოთა ჯარს (მომზადებულებს თქვენთან ბრძოლისათვის), მაშინ იყავით მტკიცენი [ნუ გამოიჩენთ სისუსტესა და მხდალობას] და ხშირად მოიხსენიეთ ალლაჰი, რომ მიაღწიოთ წარმატებას.

🎧 მოსმენა


📜 აია 43-47 — სურა ალ-ანფალი

43إِذْ يُرِيكَهُمُ اللَّهُ فِي مَنَامِكَ قَلِيلًا ۖ وَلَوْ أَرَاكَهُمْ كَثِيرًا لَّفَشِلْتُمْ وَلَتَنَازَعْتُمْ فِي الْأَمْرِ وَلَٰكِنَّ اللَّهَ سَلَّمَ ۗ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
და გახსოვდეს (ო მოციქულო მუჰამმად), როგორ გიჩვენა შენ ალლაჰმა ისინი [შენი მტრები] შენს სიზმარში მცირერიცხოვნებად, (და როცა ეს აუწყე მორწმუნეებს, მათ გაბედულება და სიმტკიცე მიეცათ) ხოლო რომ ალლაჰს ეჩვენებინა ისინი შენთვის მრავლად, თქვენ ნამდვილად დაეცემოდით სულით და აუცილებლად დაიწყებდით ამ საქმეზე [ბრძოლაზე] კამათს. მაგრამ ალლაჰმა დაგიცვათ [მორალური სისუსტისგან] და გადაგარჩინათ ამის შედეგებს, რადგან ჭეშმარიტად, მან უწყის, რაც გულებშია.
44وَإِذْ يُرِيكُمُوهُمْ إِذِ الْتَقَيْتُمْ فِي أَعْيُنِكُمْ قَلِيلًا وَيُقَلِّلُكُمْ فِي أَعْيُنِهِمْ لِيَقْضِيَ اللَّهُ أَمْرًا كَانَ مَفْعُولًا ۗ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ
და გაიხსენეთ (ო, მოციქულო და მისო თანხმლებნო), როგორ გაჩვენათ თქვენ ალლაჰმა ისინი [თქვენი მტრები], როცა შეხვდით (ბრძოლის ველზე): მცირერიცხოვანად მოგაჩვენათ ისინი თქვენს თვალში (და ამან გამბედაობა შეგმატათ), და თქვენც მცირერიცხოვნად მოგაჩვენათ მათ თვალში (რათა ისინი სერიოზულად არ მომზადებულიყვნენ ბრძოლისთვის და უკან არ დაეხიათ). ეს იყო იმისათვის, რომ ალლაჰს განეხორციელებინა საქმე, (რომელიც უკვე იყო განსაზღვრული) და ყოველი საქმე ალლაჰს უბრუნდება.
45يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا لَقِيتُمْ فِئَةً فَاثْبُتُوا وَاذْكُرُوا اللَّهَ كَثِيرًا لَّعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ
ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! როცა შეხვდებით ურწმუნოთა ჯარს (მომზადებულებს თქვენთან ბრძოლისათვის), მაშინ იყავით მტკიცენი [ნუ გამოიჩენთ სისუსტესა და მხდალობას] და ხშირად მოიხსენიეთ ალლაჰი, რომ მიაღწიოთ წარმატებას.
46وَأَطِيعُوا اللَّهَ وَرَسُولَهُ وَلَا تَنَازَعُوا فَتَفْشَلُوا وَتَذْهَبَ رِيحُكُمْ ۖ وَاصْبِرُوا ۚ إِنَّ اللَّهَ مَعَ الصَّابِرِينَ
და (ყოველთვის) დაემორჩილეთ ალლაჰს და მის მოციქულს, და ნუ დაიწყებთ კამათს, თორემ დაეცემით სულით (რადგან თქვენ შორის ერთობა აღარ დარჩება) და დაკარგავთ თქვენს ძალას. მოითმინეთ (ალლაჰისთვის), რადგან ჭეშმარიტად, ალლაჰი მომთმენებთანაა.
47وَلَا تَكُونُوا كَالَّذِينَ خَرَجُوا مِن دِيَارِهِم بَطَرًا وَرِئَاءَ النَّاسِ وَيَصُدُّونَ عَن سَبِيلِ اللَّهِ ۚ وَاللَّهُ بِمَا يَعْمَلُونَ مُحِيطٌ
ნუ დაემსგავსებით იმათ [მრავალღმერთიანებს], რომლებიც გამოვიდნენ თავიანთი საცხოვრებლიდან [მექქადან] (მიემართებოდნენ მედინისაკენ) ამპარტავნებით, ალლაჰის გზიდან აცდენდნენ სხვებს (და ხელს უშლიდნენ ჭეშმარიტი რწმენის გავრცელებას), ხოლო ალლაჰი ყოვლისმცოდნეა მათი საქმეების შესახებ.
ალ-ანფალიყურანის საძიებელი
75აია
MedinanRevelation
45აია

თარგმანი — ალ-ანფალი 45

სურა ალ-ანფალი აია 45 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! როცა შეხვდებით ურწმუნოთა ჯარს (მომზადებულებს თქვენთან…

სურა აია 45/75 — სურა ალ-ანფალი الأنفال (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ალ-ანფალი მოსმენა, სურა ალ-ანფალი თარგმანი, სურა ალ-ანფალი mp3, სურა ალ-ანფალი pdf. აია 43–47. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers