ალ-კაჰფი · 48/110
თარგმანი გამოთქმა — ალ-კაჰფი
وَعُرِضُوا عَلَىٰ رَبِّكَ صَفًّا لَّقَدْ جِئْتُمُونَا كَمَا خَلَقْنَاكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ ۚ بَلْ زَعَمْتُمْ أَلَّن نَّجْعَلَ لَكُم مَّوْعِدًا ۝٤٨
Wa `uridoo `alaa Rabbika saffaa, laqad ji`tumoonaa kamaa khalaqnaakum awala marrah; bal za`amtum allannaj`ala lakum maw`idaa
📖 ქართული მნიშვნელობა
და ისინი ყველანი მწკრივებად წარდგებიან შენი უფლის წინაშე (და ეთქმებათ ურწმუნოებს): «აი, თქვენ მოხვედით ჩვენთან, როგორც პირველად შეგქმენით [შიშვლები, ფეხშიშველნი, ქონებისა და შვილების გარეშე]. მაგრამ თქვენ მიწიერ ცხოვრებაში ამტკიცებდით, რომ ჩვენ არ დაგინიშნავდით განსაზღვრულ დროს».
🎧 მოსმენა

📜 აია 46-50 — ალ-კაჰფი

46الْمَالُ وَالْبَنُونَ زِينَةُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَالْبَاقِيَاتُ الصَّالِحَاتُ خَيْرٌ عِندَ رَبِّكَ ثَوَابًا وَخَيْرٌ أَمَلًا
ქონება და შვილები სამშვენისია მიწიერი ცხოვრების, ხოლო წარუვალი კეთილი საქმენი უკეთესია შენი ღმერთის წინაშე საზღაურით და უკეთესია იმედით!
47وَيَوْمَ نُسَيِّرُ الْجِبَالَ وَتَرَى الْأَرْضَ بَارِزَةً وَحَشَرْنَاهُمْ فَلَمْ نُغَادِرْ مِنْهُمْ أَحَدًا
და (გაიხსენე) ის დღე [განკითხვის დღე], როდესაც ჩვენ მთებს ადგილებიდან დავძრავთ, და შენ იხილავ მიწას გაშიშვლებულს [ისეთს, რომელზეც ყველაფერი გამოჩნდება]. ჩვენ შევკრებთ მათ ყველას — როგორც პირველებს, ისე უკანასკნელებს — და არ დავტოვებთ არავის მათგან.
48وَعُرِضُوا عَلَىٰ رَبِّكَ صَفًّا لَّقَدْ جِئْتُمُونَا كَمَا خَلَقْنَاكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ ۚ بَلْ زَعَمْتُمْ أَلَّن نَّجْعَلَ لَكُم مَّوْعِدًا
და ისინი ყველანი მწკრივებად წარდგებიან შენი უფლის წინაშე (და ეთქმებათ ურწმუნოებს): «აი, თქვენ მოხვედით ჩვენთან, როგორც პირველად შეგქმენით [შიშვლები, ფეხშიშველნი, ქონებისა და შვილების გარეშე]. მაგრამ თქვენ მიწიერ ცხოვრებაში ამტკიცებდით, რომ ჩვენ არ დაგინიშნავდით განსაზღვრულ დროს».
49وَوُضِعَ الْكِتَابُ فَتَرَى الْمُجْرِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا فِيهِ وَيَقُولُونَ يَا وَيْلَتَنَا مَالِ هَٰذَا الْكِتَابِ لَا يُغَادِرُ صَغِيرَةً وَلَا كَبِيرَةً إِلَّا أَحْصَاهَا ۚ وَوَجَدُوا مَا عَمِلُوا حَاضِرًا ۗ وَلَا يَظْلِمُ رَبُّكَ أَحَدًا
დაიდება წიგნი და ნახავ ცოდვილებს შეშინებულთ იმისაგან, რაც მასშია, და იტყვიან: «სიმწარე ჩვენდა, ეს რა წიგნია, არაფერია გამოტოვებული, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია». და ისინი თავიანთ წინაშე წარმოდგენილს იხილავენ ყველაფერს, რაც (ამქვეყნიურ ცხოვრებაში) ჩაუდენიათ. და არავის მოექცევა შენი უფალი უსამართლოდ.
50وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ كَانَ مِنَ الْجِنِّ فَفَسَقَ عَنْ أَمْرِ رَبِّهِ ۗ أَفَتَتَّخِذُونَهُ وَذُرِّيَّتَهُ أَوْلِيَاءَ مِن دُونِي وَهُمْ لَكُمْ عَدُوٌّ ۚ بِئْسَ لِلظَّالِمِينَ بَدَلًا
და აი, ჩვენ ვუთხარით ანგელოზებს: «პირქვე დაემხეთ (საჯდაზე) ადამის წინაშე (მისდამი პატივისცემის გამოსახატავად და მისი უპირატესობის საჩვენებლად)!» მათ ყველამ გააკეთეს საჯდა, გარდა იბლისისა. იგი ჯინთაგანი იყო და თავისი უფლის ბრძანებას ეურჩა. ნუთუ თქვენ (ო, ადამიანებო) აირჩევთ მას [იბლისს] და მის შთამომავლობას თქვენს მფარველებად ჩემს ნაცვლად, მაშინ როცა ისინი თქვენი მტრები არიან? რა ცუდი გაცვლაა უსამართლოთათვის (ალლაჰისადმი მორჩილების შეცვლა სატანისადმი მორჩილებით!).
ალ-კაჰფიყურანის საძიებელი
110აია
MeccanRevelation
48აია

თარგმანი — ალ-კაჰფი 48

სურა ალ-კაჰფი აია 48 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და ისინი ყველანი მწკრივებად წარდგებიან შენი უფლის წინაშე (და ეთქმებათ…

სურა აია 48/110 — ალ-კაჰფი الكهف (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-კაჰფი მოსმენა, ალ-კაჰფი თარგმანი, ალ-კაჰფი mp3, ალ-კაჰფი pdf. აია 46–50. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers