ან-ნისა · 155/176
თარგმანი გამოთქმა — ან-ნისა
فَبِمَا نَقْضِهِم مِّيثَاقَهُمْ وَكُفْرِهِم بِآيَاتِ اللَّهِ وَقَتْلِهِمُ الْأَنبِيَاءَ بِغَيْرِ حَقٍّ وَقَوْلِهِمْ قُلُوبُنَا غُلْفٌ ۚ بَلْ طَبَعَ اللَّهُ عَلَيْهَا بِكُفْرِهِمْ فَلَا يُؤْمِنُونَ إِلَّا قَلِيلًا ۝١٥٥
Fabimaa naqdihim meesaaqahum wa kufrihim bi Aayaatil laahi wa qatlihimul Ambiyaaa`a bighairi haqqinw wa qawlihim quloobunna ghulf; bal taba`al laahu `alaihaa bikufrihim falaa yu`minoona illaa qaleelaa
📖 ქართული მნიშვნელობა
და (დაეცათ მათზე ალლაჰის წყევლა) იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა, არ ირწმუნეს ალლაჰის სასწაულები და უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალებს, და იმის გამო, რომ ამბობდნენ: «ჩვენი გულები დაფარულია [დახურულია რაღაცით] (და ამიტომ ჭეშმარიტება მათამდე ვერ აღწევს)». არა! არამედ ალლაჰმა დაბეჭდა მათი გულები მათი ურწმუნოების გამო, ამიტომაც მათგან მხოლოდ მცირენი ხდებიან მორწმუნეები [იღებენ ისლამს].
🎧 მოსმენა

📜 აია 153-157 — ან-ნისა

153يَسْأَلُكَ أَهْلُ الْكِتَابِ أَن تُنَزِّلَ عَلَيْهِمْ كِتَابًا مِّنَ السَّمَاءِ ۚ فَقَدْ سَأَلُوا مُوسَىٰ أَكْبَرَ مِن ذَٰلِكَ فَقَالُوا أَرِنَا اللَّهَ جَهْرَةً فَأَخَذَتْهُمُ الصَّاعِقَةُ بِظُلْمِهِمْ ۚ ثُمَّ اتَّخَذُوا الْعِجْلَ مِن بَعْدِ مَا جَاءَتْهُمُ الْبَيِّنَاتُ فَعَفَوْنَا عَن ذَٰلِكَ ۚ وَآتَيْنَا مُوسَىٰ سُلْطَانًا مُّبِينًا
წიგნის ხალხი (იუდეველები) გთხოვენ შენ, ო მოციქულო, რომ ჩამოუვლინო მათ წერილი ზეციდან. (ნუ გაგიკვირდება, ო მოციქულო), რადგან მათმა წინაპრებმა მუსას ამაზე უფრო დიდი რამეც კი მოსთხოვეს და თქვეს: «გვაჩვენე ალლაჰი აშკარად!» ამის გამო მათ დაატყდათ მეხი მათი უსამართლობისთვის. შემდეგ კი (მას შემდეგ, რაც ალლაჰმა გააცოცხლა ისინი, ვინც მეხმა გაანადგურა) მათ ხბო აიღეს ღმერთად მას შემდეგ, რაც მათთან უკვე მოვიდა აშკარა ნიშნები [სასწაულები, რომლებითაც წინასწარმეტყველი მუსა იყო გაგზავნილი]. მაგრამ ჩვენ ვაპატიეთ ეს (მათი ხბოს თაყვანისცემა) მათი მონანიების გამო და მივეცით მუსას აშკარა მტკიცებულება.
154وَرَفَعْنَا فَوْقَهُمُ الطُّورَ بِمِيثَاقِهِمْ وَقُلْنَا لَهُمُ ادْخُلُوا الْبَابَ سُجَّدًا وَقُلْنَا لَهُمْ لَا تَعْدُوا فِي السَّبْتِ وَأَخَذْنَا مِنْهُم مِّيثَاقًا غَلِيظًا
და ჩვენ აღვმართეთ მათ თავზე მთა ტური (სინას მთა), როცა მათთან აღთქმა დაიდო [რომ თუ ისინი თორას არ შეასრულებდნენ, ეს მთა მათზე დაეშვებოდა]. და ჩვენ ვუთხარით მათ: «შედით ქალაქის (იერუსალიმის) კარიბჭეში საჯდაზე დამხობილნი!» (მაგრამ ისინი ქალაქში სხვაგვარად შევიდნენ — სხეულის ქვედა ნაწილებზე ხოხვით). და ასევე ვუთხარით მათ: «არ დაარღვიოთ შაბათი!» (რადგან ეს დღე მხოლოდ ალლაჰის თაყვანისცემისთვის იყო განკუთვნილი). (თუმცა მათ ეს აკრძალვა დაარღვიეს და ხრიკით შაბათს თევზის დაჭერა დაიწყეს). და ჩვენ მათგან მტკიცე აღთქმა ავიღეთ.
155فَبِمَا نَقْضِهِم مِّيثَاقَهُمْ وَكُفْرِهِم بِآيَاتِ اللَّهِ وَقَتْلِهِمُ الْأَنبِيَاءَ بِغَيْرِ حَقٍّ وَقَوْلِهِمْ قُلُوبُنَا غُلْفٌ ۚ بَلْ طَبَعَ اللَّهُ عَلَيْهَا بِكُفْرِهِمْ فَلَا يُؤْمِنُونَ إِلَّا قَلِيلًا
და (დაეცათ მათზე ალლაჰის წყევლა) იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა, არ ირწმუნეს ალლაჰის სასწაულები და უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალებს, და იმის გამო, რომ ამბობდნენ: «ჩვენი გულები დაფარულია [დახურულია რაღაცით] (და ამიტომ ჭეშმარიტება მათამდე ვერ აღწევს)». არა! არამედ ალლაჰმა დაბეჭდა მათი გულები მათი ურწმუნოების გამო, ამიტომაც მათგან მხოლოდ მცირენი ხდებიან მორწმუნეები [იღებენ ისლამს].
156وَبِكُفْرِهِمْ وَقَوْلِهِمْ عَلَىٰ مَرْيَمَ بُهْتَانًا عَظِيمًا
და (ასევე დაწყევლა ისინი ალლაჰმა) მათი ურწმუნოების გამო და იმის გამო, რომ მათ თქვეს მარიამის (შუამავალ 'ისას დედის) შესახებ დიდი სიცრუე — [დაადანაშაულეს იგი მრუშობაში].
157وَقَوْلِهِمْ إِنَّا قَتَلْنَا الْمَسِيحَ عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ رَسُولَ اللَّهِ وَمَا قَتَلُوهُ وَمَا صَلَبُوهُ وَلَٰكِن شُبِّهَ لَهُمْ ۚ وَإِنَّ الَّذِينَ اخْتَلَفُوا فِيهِ لَفِي شَكٍّ مِّنْهُ ۚ مَا لَهُم بِهِ مِنْ عِلْمٍ إِلَّا اتِّبَاعَ الظَّنِّ ۚ وَمَا قَتَلُوهُ يَقِينًا
და (ასევე წყევლა დაეცა მათ) მათი სიტყვების გამო: «ჭეშმარიტად, ჩვენ მოვკალით მესია — 'ისა, მარიამის ძე, ალლაჰის შუამავალი». მაგრამ მათ იგი არ მოუკლავთ და არც ჯვარს აცვეს; არამედ ასე მხოლოდ მოეჩვენათ. [მათ ჯვარს აცვეს სხვა ადამიანი, ფიქრობდნენ, რომ ის იყო 'ისა]. და ჭეშმარიტად, ისინი, რომლებიც ამ საკითხზე დაობენ (მის მოკვლაზე), უდავოდ ეჭვში არიან ამის შესახებ. მათ ამის შესახებ არავითარი ცოდნა არ აქვთ, გარდა ვარაუდისა. და ნამდვილად, მათ არ მოუკლავთ იგი ('ისა) — უეჭველად.
ან-ნისაყურანის საძიებელი
176აია
MedinanRevelation
155აია

თარგმანი — ან-ნისა 155

სურა ან-ნისა აია 155 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და (დაეცათ მათზე ალლაჰის წყევლა) იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს…

სურა აია 155/176 — ან-ნისა النساء (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნისა მოსმენა, ან-ნისა თარგმანი, ან-ნისა mp3, ან-ნისა pdf. აია 153–157. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers