ალ-მუჯადილა · 3/22
თარგმანი გამოთქმა — ალ-მუჯადილა
وَالَّذِينَ يُظَاهِرُونَ مِن نِّسَائِهِمْ ثُمَّ يَعُودُونَ لِمَا قَالُوا فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مِّن قَبْلِ أَن يَتَمَاسَّا ۚ ذَٰلِكُمْ تُوعَظُونَ بِهِ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ ۝٣
Wallazeena yuzaahiroona min nisaaa`ihim summa ya`oodoona limaa qaaloo fatabreeru raqabatim min qabli any-yatamaaassaa; zaalikum too`azoona bih; wallaahu bimaa ta`maloona khabeer
📖 ქართული მნიშვნელობა
და ისინი (ქმრები), ვინც თავიანთ ცოლებს ეუბნებიან, რომ ისინი [ცოლები] მათი დედების ზურგებივით არიან და შემდეგ უარყოფენ ნათქვამს [გადაწყვეტენ ქორწინების გაგრძელებას], (ისინი ვალდებულნი არიან, ამის გამო გამოსასყიდი გადაიხადონ) მორწმუნე მონის (ან მორწმუნე მონა ქალის) გათავისუფლებით, სანამ ისინი [წყვილი] ერთმანეთს შეეხებიან [ინტიმურ კავშირს დაამყარებენ]. ეს [ალლაჰის გადაწყვეტილება] არის ის, რითაც თქვენ (ო, მორწმუნეებო) გაფრთხილებთ (რათა არ ჩაიდინოთ ასეთი ქმედება), და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!
🎧 მოსმენა

📜 აია 1-5 — ალ-მუჯადილა

1قَدْ سَمِعَ اللَّهُ قَوْلَ الَّتِي تُجَادِلُكَ فِي زَوْجِهَا وَتَشْتَكِي إِلَى اللَّهِ وَاللَّهُ يَسْمَعُ تَحَاوُرَكُمَا ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ بَصِيرٌ
ჭეშმარიტად, შეისმინა ალლაჰმა იმ [ქალის] სიტყვა , რომელიც გეკამათებოდა თავისი ქმრის გამო და შესჩიოდა ალლაჰს. და ალლაჰს ესმოდა თქვენი საუბარი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
2الَّذِينَ يُظَاهِرُونَ مِنكُم مِّن نِّسَائِهِم مَّا هُنَّ أُمَّهَاتِهِمْ ۖ إِنْ أُمَّهَاتُهُمْ إِلَّا اللَّائِي وَلَدْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَيَقُولُونَ مُنكَرًا مِّنَ الْقَوْلِ وَزُورًا ۚ وَإِنَّ اللَّهَ لَعَفُوٌّ غَفُورٌ
თქვენგან ისინი, ვინც თავიანთ ცოლებს ეუბნებიან, რომ ისინი (ცოლები) მათი დედების ზურგებს ჰგვანან, ცოდვას სჩადიან, რადგან ისინი (ცოლები) სინამდვილეში არ არიან მათი (ქმრების) დედები. მათი დედები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ისინი შობეს. ისინი ნამდვილად ამბობენ საძრახ სიტყვებს და სიცრუეს. ჭეშმარიტად ალლაჰი, შემწყნარებელი, მიმტევებელია.
3وَالَّذِينَ يُظَاهِرُونَ مِن نِّسَائِهِمْ ثُمَّ يَعُودُونَ لِمَا قَالُوا فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مِّن قَبْلِ أَن يَتَمَاسَّا ۚ ذَٰلِكُمْ تُوعَظُونَ بِهِ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ
და ისინი (ქმრები), ვინც თავიანთ ცოლებს ეუბნებიან, რომ ისინი [ცოლები] მათი დედების ზურგებივით არიან და შემდეგ უარყოფენ ნათქვამს [გადაწყვეტენ ქორწინების გაგრძელებას], (ისინი ვალდებულნი არიან, ამის გამო გამოსასყიდი გადაიხადონ) მორწმუნე მონის (ან მორწმუნე მონა ქალის) გათავისუფლებით, სანამ ისინი [წყვილი] ერთმანეთს შეეხებიან [ინტიმურ კავშირს დაამყარებენ]. ეს [ალლაჰის გადაწყვეტილება] არის ის, რითაც თქვენ (ო, მორწმუნეებო) გაფრთხილებთ (რათა არ ჩაიდინოთ ასეთი ქმედება), და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!
4فَمَن لَّمْ يَجِدْ فَصِيَامُ شَهْرَيْنِ مُتَتَابِعَيْنِ مِن قَبْلِ أَن يَتَمَاسَّا ۖ فَمَن لَّمْ يَسْتَطِعْ فَإِطْعَامُ سِتِّينَ مِسْكِينًا ۚ ذَٰلِكَ لِتُؤْمِنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ ۚ وَتِلْكَ حُدُودُ اللَّهِ ۗ وَلِلْكَافِرِينَ عَذَابٌ أَلِيمٌ
ხოლო ვინც ვერ იპოვის (მონას რათა გაანთავისუფლოს), მაშინ ზედიზედ ორი თვე იმარხულოს, ვიდრე ერთმანეთს შეეხებიან (ცოლ-ქმარი ინტიმურად). ხოლო ვისაც არ შეუძლია, მაშინ სამოცი ღატაკი დააპუროს. ეს იმიტომ, რომ ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. და ეს ალლაჰის მიერ დაწესებული საზღვრებია. ხოლო ურწმუნოთათვის მწარე სასჯელია.
5إِنَّ الَّذِينَ يُحَادُّونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ كُبِتُوا كَمَا كُبِتَ الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ وَقَدْ أَنزَلْنَا آيَاتٍ بَيِّنَاتٍ ۚ وَلِلْكَافِرِينَ عَذَابٌ مُّهِينٌ
უეჭველად, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან ალლაჰსა და მის შუამავალს, დამცირებულნი იქნებიან, ისევე როგორც დამცირებულნი იქნენ ისინი, ვინც მათზე უწინ იყვნენ (უწინდელი ერები და თემები, რომლებიც ალლაჰსა და მის მუციქულებს ეურჩებოდნენ). და ჩვენ ხომ გარდმოვავლინეთ ცხადი აიათები (სასწაულები). ხოლო ურწმუნოთათვის დამამცირებელი სასჯელია.
ალ-მუჯადილაყურანის საძიებელი
22აია
MedinanRevelation
3აია

თარგმანი — ალ-მუჯადილა 3

სურა ალ-მუჯადილა აია 3 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და ისინი (ქმრები), ვინც თავიანთ ცოლებს ეუბნებიან, რომ ისინი [ცოლები]…

სურა აია 3/22 — ალ-მუჯადილა المجادلة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მუჯადილა მოსმენა, ალ-მუჯადილა თარგმანი, ალ-მუჯადილა mp3, ალ-მუჯადილა pdf. აია 1–5. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers