სურა აზ-ზარიათი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა აზ-ზარიათი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა აზ-ზარიათი თარგმანი. სურა აზ-ზარიათი (Meccan) 60 აია.
Related
- სურა აზ-ზარიათი თარგმანიქართული
- სურა აზ-ზარიათი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა აზ-ზარიათი

ﯤﯥﯦ
51:1
(მე, ალლაჰი) ვფიცავ (ქარებს), რომლებიც მიმოფანტავენ!
ﯧﯨﯩ
51:2
და (ღრუბლებს), რომლებიც ტვირთს (წყალს) ატარებენ,
ﯪﯫﯬ
51:3
და (ნავებს) წყალზე მსუბუქად მოცურავენთ,
ﯭﯮﯯ
51:4
და (ანგელოზებს), რომლებიც ალლაჰის ბრძანებას ანაწილებენ!
ﯰﯱﯲﯳ
51:5
ჭეშმარიტად, ის, რასაც დაგპირდნენ, სიმართლეა.
ﯴﯵﯶﯷ
51:6
და ჭეშმარიტად, სამსჯავრო დადგება.
ﭑﭒﭓﭔ
51:7
ვფიცავ ცას, (ლამაზ) ბილიკებით (ვარსკვლავებით) სავსეს.
ﭕﭖﭗﭘﭙ
51:8
ჭეშმარიტად, თქვენ ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვაში ხართ.
ﭚﭛﭜﭝﭞ
51:9
მისგან ის აცდება, ვინც აცდენილია.
ﭟﭠﭡ
51:10
დაიღუპნენ მატყუარები (რომლებიც მხოლოდ ვარაუდებსა და გამოცნობებზე საუბრობენ).
ﭢﭣﭤﭥﭦﭧ
51:11
რომლებიც უფსკრულში (ურწმუნოებისა და შეცდომაში) უდარდელნი რჩებიან.
ﭨﭩﭪﭫﭬ
51:12
კითხულობენ, როდის დადგება სამსჯავროს დღე.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲ
51:13
იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
51:14
იგემეთ თქვენი სასჯელი! ეს არის ის, რის დაჩქარებასაც ითხოვდით.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀ
51:15
უეჭველად, ღვთისმოშიშნი ბაღებსა და წყაროებში იქნებიან.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
51:16
მიიღებენ იმას, რაც მათმა უფალმა უბოძა. ჭეშმარიტად, ისინი ამაზე უწინ კეთილისმქმნელნი იყვნენ.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
51:17
ღამის მცირე ნაწილს თუ იძინებდნენ.
ﮓﮔﮕﮖ
51:18
და განთიადისას შენდობას ითხოვდნენ.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜ
51:19
და მათ ქონებაში წილია მთხოვნელისა და გაჭირვებულისთვის.
ﮝﮞﮟﮠﮡ
51:20
და მიწაზე ნიშნებია (მთები, ზღვები, მდინარეები, ხეები,...) მტკიცედ მორწმუნეთათვის.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧ
51:21
და თქვენშიც (ასევე ნათელი ნიშნებია რომლებიც ამტკიცებენ ალლაჰის ყოვლის შემძლეობას). ნუთუ ვერ ხედავთ?!
ﮨﮩﮪﮫﮬﮭ
51:22
ცაშია თქვენი სარჩო და ის, რაც აღთქმული გაქვთ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
51:23
ცისა და მიწის უფალს ვფიცავ, რომ ის ჭეშმარიტებაა, ისევე როგორც თქვენი მეტყველება.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
51:24
ხომ მოგივიდა ამბავი იბრაჰიმის პატივდებულ სტუმრებზე (ანგელოზებზე)?
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
51:25
როცა მასთან შევიდნენ და უთხრეს: «მშვიდობა!» მანაც მიუგო: »მშვიდობა! (ჩემთვის) უცნობი ხალხი ხართ».
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
51:26
და თავის ოჯახს მიაშურა და ნასუქი ხბო მოიტანა (მას ეგონა რომ ისინი ადამიანები იყვნენ).
ﯲﯳﯴﯵﯶﯷ
51:27
წინ დაუდო მათ და უთხრა: «ნუთუ არ შეჭამთ?»
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
51:28
და (როდესაც დაინახა, რომ ისინი საკვებს არ ჭამდნენ) მან (იბრაჰიმმა) მათ მიმართ შიში იგრძნო (გულში). მათ უთხრეს: «ნუ გეშინია!» (ჩვენ ვართ ალლაჰის მიერ გამოგზავნილი ანგელოზები) და მისცეს მას (სასიხარულო ამბავი) ცოდნით სავსე ბიჭის შესახებ.
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
51:29
და (ამ ამბის გაგონებისას) მისი ცოლი (სახელად სარა) მიუახლოვდა (ანგელოზებს) ყვირილით, (გაკვირვებისგან) სახეზე ირტყამდა ხელს და ამბობდა: «(როგორ გავაჩენ, როცა მე უკვე) მოხუცი და უშვილო ქალი ვარ».
ﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
51:30
მათ უთხრეს: «ასე ბრძანა შენმა უფალმა. ჭეშმარიტად, იგი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
51:31
۞ მან [იბრაჰიმმა] უთხრა (ანგელოზებს): «რა არის თქვენი საქმე [თქვენი მოგზაურობის მიზანი], ო, შუამავლებო?»
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
51:32
მათ [ანგელოზებმა] თქვეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ გამოგზავნილნი ვართ ხალხთან, რომლებიც ურჩები არიან [წინასწარმეტყველ ლუტის ხალხთან, რომლებმაც უარყვეს ალლაჰის კანონი].
ﭟﭠﭡﭢﭣﭤ
51:33
რათა მათზე თიხის ქვები დაგვეშინა,
ﭥﭦﭧﭨﭩ
51:34
ნიშანდებული შენი უფლის მიერ ზღვარგადასულთათვის.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
51:35
და გამოვიყვანეთ იქიდან [სოფლიდან, სადაც წინასწარმეტყველი ლუტი ცხოვრობდა] მორწმუნეები, რომლებიც იქ იყვნენ.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
51:36
და ჩვენ მასში (ლუტის სახლის გარდა) ვერ ვიპოვეთ სხვა სახლი, რომელშიც (ცხოვრობდნენ) მორჩილნი (ალლაჰისადმი).
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
51:37
და ჩვენ დავტოვეთ მასში [ალლაჰის მიერ გამოგზავნილი სასჯელის] ნიშნები მათთვის, ვინც მტკივნეული სასჯელის შიშობს.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
51:38
და მუსაშიც (ნიშანია), როცა წარვგზავნეთ იგი ფარაონთან ცხადი საბუთით.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
51:39
მაგრამ მან [ფარაონმა] ზურგი აქცია (ალლაჰის შუამავლის შეგონებებს) თავისი მხარდამჭერებით [თავისი მიმდევრებით] და თქვა (მუსაზე): «(ან) ჯადოქარია, ან შეშლილი!»
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
51:40
და შევიპყარით ის და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ ისინი ზღვაში. და ის [ფარაონი] დაგმობის ღირსია!
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
51:41
და (ასევე) ადიტების განადგურებაში (ნიშანია მათთვის, რომელთაც ეშინიათ მტკივნეული სასჯელისა). ამიტომ ჩვენ მათზე გამანადგურებელი ქარი გამოვგზავნეთ,
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
51:42
(რომელიც) თავის გზაზე არაფერს ტოვებს მტვერად ქცევის გარეშე.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
51:43
და (ნიშნებია) სამუდიანთა (განადგურებაშიც). მათ ეთქვათ: «იგემეთ (ცხოვრება) განსაზღვრული დროით».
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
51:44
მაგრამ მათ ზურგი აქციეს თავიანთი უფლის ბრძანებას [არ დაემორჩილნენ მას], და დაატყდათ მათ გამანადგურებელი სასჯელი, მაშინ, როცა უყურებდნენ (თვალით ხედავდნენ, როგორ მოდიოდა იგი მათზე).
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
51:45
ვეღარ შეძლეს წამოდგომა და ვერც თავის დაცვა.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
51:46
და ნუჰის ხალხი (დავსაჯეთ განადგურებით) მათ წინ (ვისზეც საუბარი იყო). ნამდვილად, ისინი (ალლაჰისადმი) ურჩი ხალხი იყო.
ﯰﯱﯲﯳﯴﯵ
51:47
და ჩვენ ავამაღლეთ ცანი ძალით და, ნამდვილად, ჩვენ ვართ განმავრცობელნი [ცათა].
ﯶﯷﯸﯹﯺ
51:48
და ჩვენ გავშალეთ მიწა. და რა მშვენიერი გამშლელნი ვართ!
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
51:49
და ყოველივე წყვილ-წყვილად გავაჩინეთ, ეგების დაფიქრდეთ (რომ ღმერთი ერთია, და ყოვლისშემძლეა, და ის არის ამ ყველაფრის შემოქმედი).
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
51:50
მაშ, გაიქეცით ალლაჰისკენ! ჭეშმარიტად, მე თქვენთვის მისგან ცხადი გამფრთხილებელი ვარ.
ﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙ
51:51
და არ გაიჩინოთ ალლაჰის თანაზიარად სხვა ღვთაება. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან ცხადი შემგონებელი ვარ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
51:52
ასევე, მათზე უწინდელებთანაც არ მისულა არც ერთი შუამავალი, რომ არ ეთქვათ მისთვის: «ჯადოქარია ან შეშლილი!»
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
51:53
ნუთუ მათ ერთმანეთს დაუბარეს ეს მემკვიდრეობად (რადგან ყველა ასე ამბობს)? არა, ისინი ზღვარს გადაცილებული ხალხია!
ﭧﭨﭩﭪﭫﭬ
51:54
მაშ, ზურგი აქციე მათ, და შენ არ ხარ დასაძრახისი.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲ
51:55
და შეახსენე, რადგან შეხსენება სასარგებლოა მორწმუნეთათვის.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
51:56
და არ შემიქმნია ჯინები და ადამიანები, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ეცათ თაყვანი.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
51:57
და მათგან არანაირ სარჩოს არ ვითხოვ, არც იმას ვითხოვ, რომ მათ მე გამომკვებონ.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
51:58
ჭეშმარიტად, ალლაჰია სარჩოს მბოძებელი, ძალის მფლობელი, მტკიცე.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
51:59
ჭეშმარიტად, მათთვის, ვინც უსამართლობა ჩაიდინა (მუჰამმადის უარყოფით), არის (განსაზღვრული) წილი (სასჯელისა), მათი (ადრინდელი) მსგავსების წილის მსგავსი, რომლებმაც უარყვეს წინასწარმეტყველები. ამიტომ ნურასოდეს დამაჩქარებენ ისინი [მრავალღმერთიანები] (სასჯელს), რადგან ის უეჭველად მოვა!
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
51:60
ვაი, იმათ, ვინც არ ირწმუნეს, იმ დღისაგან, რომელიც აღეთქვათ!
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







