სურა ალ-ქამარი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ქამარი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ქამარი თარგმანი. სურა ალ-ქამარი (Meccan) 55 აია.
Related
- სურა ალ-ქამარი თარგმანიქართული
- სურა ალ-ქამარი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ქამარი

ﮬﮭﮮﮯﮰ
54:1
საათი მოახლოვდა და მთვარე გაიპო .
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
54:2
და თუ ისინი სასწაულს იხილავენ, ზურგს შეაქცევენ და იტყვიან: «ეს გახანგრძლივებული ჯადოქრობაა!»
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
54:3
მათ უარყვეს და თავიანთ ვნებებს აჰყვნენ. და ყოველი საქმე დადგენილია.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
54:4
და უეჭველად, მოუვიდათ მათ ცნობები (ამბები), რომლებშიც შემაკავებელია (ურწმუნოებისთვის დამაშინებელი ისტორიები).
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
54:5
სრულყოფილი სიბრძნე, მაგრამ რას არგებს გაფრთხილებანი?
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
54:6
მაშ, ზურგი აქციე მათ! იმ დღეს, როცა მომწოდებელი მოუწოდებს საზარელი რამისკენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
54:7
დამდაბლებული მზერით გამოვლენ სამარხებიდან, თითქოსდა გაფანტული კალიები.
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
54:8
ისინი მომწოდებლისკენ (ანგელოზი ისრაფილი) გაეშურებიან. ურწმუნოები იტყვიან: «ეს მძიმე დღეა!»
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
54:9
მათზე ადრე ნუჰის ხალხმაც უარყო. და უარყვეს ჩვენი მსახური და თქვეს: «შეშლილია!» და დაემუქრნენ მას (რომ ქვებით ჩაქოლავდნენ, თუ ხალხის ჭეშმარიტი რწმენისკენ მოწოდებას არ შეწყვეტდა).
ﭯﭰﭱﭲﭳﭴ
54:10
და იგი [ნუჰი] შეევედრა თავის უფალს: «ჭეშმარიტად, დამარცხებული ვარ [ვერ ვეწინააღმდეგები ურწმუნოებს], ამიტომ დამეხმარე (მათზე მათი ურწმუნოების გამო სასჯელის მოვლენით)!»
ﭵﭶﭷﭸﭹﭺ
54:11
(და ვუპასუხეთ მის ვედრებას) და გავხსენით ზეცის კარიბჭეები წყლით, რომელიც ღვარად მოედინებოდა,
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
54:12
და გამოვავლინეთ წყაროები მიწიდან და შეერწყნენ წყლები (ზეციური და მიწიერი) უკვე დადგენილი ბრძანებისამებრ.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊ
54:13
და ჩვენ დავაყენეთ იგი [წინასწარმეტყველი ნუჰი] ფიცრებსა და ლურსმნებზე დამზადებულ ხომალდზე (კიდობანზე).
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
54:14
მიცურავდა ჩვენი მეთვალყურეობით, საზღაურად მისთვის, ვინც უარყოფილ იქნა (ამდაგვარად შევეწიეთ ნუჰს, და გავანადგურეთ მისი ურწმუნო ერი).
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
54:15
და ჩვენ დავტოვეთ იგი, როგორც ნიშანი. მაგრამ არის კი ვინმე, ვინც დარიგებას ისმენს?
ﮙﮚﮛﮜﮝ
54:16
აბა, როგორი იყო ჩემი სასჯელი და ჩემი გაფრთხილებები?
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
54:17
და (მე [ალლაჰი] ვფიცავ, რომ) ყურანი ადვილი გავხადე დასამახსოვრებლად, მაგრამ არის კი ვინმე, ვინც ყურადღებას მიაქცევს (ამ წიგნის შეგონებებს) [და სარგებელს მიიღებს მისგან]?
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
54:18
ადელებმა უარყვეს (წინასწარმეტყველი ჰუდი). და როგორ იყო ჩემი საზღაური (ურწმუნოთათვის) და ჩემი შეგონება!
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
54:19
ჭეშმარიტად, ჩვენ გამოვგზავნეთ მათზე [ადელებზე] ცივი (გამანადგურებელი) ქარი დღეს, რომლის უბედურებაც (შვიდი დღე და რვა ღამე) გაგრძელდა (სანამ ყველა დაიღუპებოდა).
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
54:20
რომელიც ადამიანებს ძირფესვიანად გლეჯდა, თითქოს ამოძირკვული პალმის ძირები ყოფილიყვნენ.
ﯟﯠﯡﯢﯣ
54:21
და როგორი იყო ჩემი სასჯელი და ჩემი შეგონებანი?!
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
54:22
ჭეშმარიტად, ჩვენ გავაადვილეთ ყურანი შესაგონებლად. მაშ, არის კი ვინმე ვინც შეიგონებს?
ﯬﯭﯮﯯ
54:23
სამუდმა უარყო გაფრთხილებანი
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
54:24
და თქვეს: «ნუთუ ჩვენს შორის ერთ კაცს მივყვეთ? მაშინ ხომ ჩვენ ცდომილებასა და ტანჯვაში ვიქნებით!
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
54:25
ნუთუ ჩვენს შორის მაინცდამაინც მასზე გარდმოევლინა შეგონება? არა, ის მატყუარა ქედმაღალია!»
ﰅﰆﰇﰈﰉﰊ
54:26
ხვალ გაიგებენ, ვინ არის მატყუარა, ქედმაღალი!
ﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒ
54:27
ჭეშმარიტად, ჩვენ მოვავლენთ მდედრ აქლემს (რომელიც მათ თვითონ ითხოვეს) (კლდიდან ამოსულს) (როგორც სასწაული და) როგორც განსაცდელი მათთვის [სამუდებისთვის]. ამიტომ მოითმინე მათ მიმართ (ო, სალიჰ)!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
54:28
და უთხარი მათ (ო, სალიჰ), რომ წყალი მათ შორის არის გაყოფილი [შენს ხალხსა და დედალ აქლემს შორის]: «თითოეულმა თავისი დანიშნულ დროში უნდა დალიოს [ერთ დღეს მთელი წყალი დედალ აქლემს, მეორე დღეს კი — მთელი წყალი ხალხს]».
ﭛﭜﭝﭞﭟ
54:29
და დაუძახეს თავიანთ ძმას [და უბიძგეს მათ შორის ყველაზე უბედურს, მოეკლა მდედრი აქლემი], და მანაც შეუდგა საქმეს და (მაშინ) გადაუჭრა ბარკლის იღლიები (რომ წამოეგდო და შემდეგ დაეკლა).
ﭠﭡﭢﭣﭤ
54:30
აბა, როგორი იყო ჩემი სასჯელი და ჩემი გაფრთხილებები?!
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
54:31
ჭეშმარიტად, ჩვენ მათ [სამუდიანებს] მხოლოდ ერთი ხმა გამოვუგზავნეთ [ანგელოზ ჯიბრილის მიერ გამოცემული მძლავრი ხმა], და ისინი მეცხოველეობისთვის განკუთვნილი (მშრალი) ბალახის მსგავსნი გახდნენ.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
54:32
და ჩვენ გავაადვილეთ ყურანი შესაგონებლად. მაშ, არის კი ვინმე ვინც შეიგონებს?
ﭶﭷﭸﭹﭺ
54:33
ცრუდ შერაცხა ლუტის ხალხმა შემგონებელნი.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
54:34
ჩვენ მათ ქვების ქარიშხალი დავატეხეთ, გარდა ლუტის ოჯახისა. ისინი გარიჟრაჟზე ვიხსენით.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
54:35
წყალობად ჩვენგან. ასე მივაგებთ ჩვენ მადლიერს.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔ
54:36
და მან ნამდვილად გააფრთხილა ისინი ჩვენი სასჯელის შესახებ, მაგრამ მათ ეჭვი შეიტანეს გაფრთხილებებში.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
54:37
და ისინი შეუპოვრად სთხოვდნენ [ლუტს] მის სტუმრებს (რომლებიც ადამიანის სახით გამოჩენილი ანგელოზები იყვნენ, რომ მათთან გარყვნილება ჩაედინათ), და ჩვენ დავაბრმავეთ მათი თვალები. (და ეთქვათ მათ): «იგემეთ ჩემი სასჯელი და შეგონება!»
ﮟﮠﮡﮢﮣﮤ
54:38
და ჭეშმარიტად, დილაადრიან ეწვიათ მათ გარდაუვალი სასჯელი.
ﮥﮦﮧﮨ
54:39
მაშ, იგემეთ ჩემი სასჯელი და ჩემი შეგონება!
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
54:40
ჭეშმარიტად, ჩვენ გავაადვილეთ ყურანი შესაგონებლად. მაშ, არის კი ვინმე შეგონების მიმღები?
ﮱﯓﯔﯕﯖﯗ
54:41
და უეჭველად, ეწვია ფარაონის ოჯახს შემგონებელნი.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
54:42
მათ უარყვეს ჩვენი ყველა ნიშანი და ჩვენ შევიპყარით ისინი ძლევამოსილისა და ყოვლისშემძლის შეპყრობით.
ﯠﯡﯢﯣﯤﯦﯧﯨﯩﯪ
54:43
ნუთუ თქვენი ურწმუნოები (ო, ყურეიშელებო), უკეთესნი არიან იმათზე (რომლებიც თავიანთი ურწმუნოების გამო სიკვდილით დაისაჯნენ), თუ გაქვთ დაცვის წერილი (რომელიც აცხადებს, რომ ალლაჰი არ დაგსჯით) წერილებში (რომლებიც წინასწარმეტყველებს გადმოეცა)?
ﯫﯬﯭﯮﯯﯰ
54:44
ან იქნებ ამბობენ: «ჩვენ ერთიანი, გამარჯვებული ძალა ვართ (მექქელი ურწმუნოები)».
ﯱﯲﯳﯴﯵ
54:45
მალე ეს შეკრება (უმორწმუნო ყურეიშელების) დამარცხდება და ისინი ზურგს შეაქცევენ. {და ეს ასეც მოხდა ბადრის ბრძოლაში.}
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
54:46
მაგრამ საათი [განკითხვის დღის] არის მათთვის აღთქმული დრო, და საათი უფრო საშინელი და მწარეა (ვიდრე სასჯელი, რომელიც მათ ბადრში მიიღეს)!
ﯽﯾﯿﰀﰁﰂ
54:47
უეჭველად, მეამბოხენი გზააბნევასა (ამქვეყნად) და ალში არიან (საიქიოში)!
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
54:48
იმ დღეს, როცა მათ სახით ცეცხლში ჩაათრევენ [ეტყვიან]: «იგემეთ ჯოჯოხეთის შეხება!»
ﰍﰎﰏﰐﰑﰒ
54:49
ჭეშმარიტად, ჩვენ ყველაფერი შევქმენით წინასწარი განსაზღვრით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
54:50
ჩვენი ბრძანება მხოლოდ ერთია (ერთი სიტყვის თქვით), თვალის დახამხამების მსგავსად.
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
54:51
და ჩვენ უკვე დავღუპეთ თქვენი მსგავსნი. ნუთუ არის ვინმე დაფიქრებული?
ﭟﭠﭡﭢﭣﭤ
54:52
და ყოველივე, რაც მათ ჩაიდინეს, წიგნებშია.
ﭥﭦﭧﭨﭩ
54:53
და ყოველი, მცირე და დიდი, ჩაწერილია.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯ
54:54
უეჭველად, ღვთისმოშიშნი ბაღებსა და მდინარეებში იქნებიან.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
54:55
სიმართლის სავანეში, ყოვლისშემძლე მეუფის წინაშე.
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







