სურა ატ-ტური pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ატ-ტური pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ატ-ტური თარგმანი. სურა ატ-ტური (Meccan) 49 აია.
Related
- სურა ატ-ტური თარგმანიქართული
- სურა ატ-ტური mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ატ-ტური

ﮞﮟ
52:1
ვფიცავ ტურის მთას! (რომელზეც წინასწარმეტყველმა მუსამ ყოვლისშემძლე ალლაჰთან ილაპარაკა)
ﮠﮡﮢ
52:2
და წიგნს (ყურანს), დაწერილს.
ﮣﮤﮥﮦ
52:3
გაშლილ გრაგნილზე (რომელსაც კითხულობენ),
ﮧﮨﮩ
52:4
და სახლს, რომელსაც სტუმრობენ ,
ﮪﮫﮬ
52:5
და ამაღლებულ ჭერს [ყველაზე ახლოს მყოფი ცა – სამყარო],
ﮭﮮﮯ
52:6
და ზღვას აღვსებულს.
ﮰﮱﯓﯔﯕ
52:7
ჭეშმარიტად, შენი უფლის სასჯელი (ო, შუამავალო) (რომელიც ურწმუნოებს დაჰპირდი) უეჭველად დადგება.
ﯖﯗﯘﯙﯚ
52:8
არაა (არანაირი ძალა) მისი ამრიდებელი
ﯛﯜﯝﯞﯟ
52:9
იმ დღეს, როცა ცა ძლიერ შეიძვრება (ნიშნად იმისა, რომ ეს ქვეყანა დასასრულს მიუახლოვდა)
ﯠﯡﯢﯣ
52:10
და მთები დაიწყებენ მოძრაობას (ღრუბლებივით).
ﯤﯥﯦﯧ
52:11
ვაი, იმ დღეს იმათთვის, ვინც სიცრუედ შერაცხავდა,
ﯨﯩﯪﯫﯬﯭ
52:12
რომელნიც ცრუსიტყვაობაში ერთობიან (და არ ადარდებთ, და არც სწამთ ხელმეორედ გაცოცხლებისა).
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
52:13
იმ დღეს, როცა მათ ჯოჯოხეთის ცეცხლში უხეშად შეყრიან.
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
52:14
(და ეთქმებათ მათ): «ეს არის ცეცხლი, რომელსაც უარყოფდით».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
52:15
ნუთუ ეს ჯადოქრობაა, თუ თქვენ ვერ ხედავთ?
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
52:16
(და ეტყვიან მათ): «დაიწვით მასში! მოითმენთ თუ არა, სულ ერთია. თქვენ მხოლოდ იმის მიხედვით მიიღებთ საზღაურს, რასაც (დედამიწაზე ცხოვრებისას) აკეთებდით».
ﭦﭧﭨﭩﭪﭫ
52:17
უეჭველად, ღვთისმოშიშნი (აღმოჩნდებიან) სამოთხეებსა და ნეტარებაში.
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
52:18
დატკბებიან იმით, რასაც უფალი უბოძებთ მათ. და უფალმა იხსნა ისინი ჯოჯოხეთის ტანჯვისაგან.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
52:19
(მათ ეტყვიან): «ჭამეთ და სვით ნეტარებით თქვენი ნამოქმედარის გამო».
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
52:20
ისინი მიწოლილნი იქნებიან მწკრივად გაწყობილ ტახტებზე და ჩვენ შევაუღლებთ მათ თვალმშვენიერ ჰურიებს.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
52:21
და რომელთაც ირწმუნეს და მათი შვილები რწმენაში მათ მიჰყვნენ, – ჩვენ მათ [მორწმუნე მშობლებს] (სამოთხეში) შევუერთებთ მათ შვილებს და არ შევამცირებთ მათ საქმეებს [მშობლების საზღაურს] თუნდაც მცირედით. ყოველი ადამიანი თავისი ნამოქმედარის მძევალია.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟ
52:22
და ჩვენ დავამატეთ მათ (კიდევ უფრო მეტი) ნაყოფი და ხორცი, რა სახისაც არ უნდა მოესურვებინათ.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
52:23
იქ ისინი ერთმანეთს ფიალას გაუწვდიან (ზეციური ღვინით) – ამით [ამ ღვინით] არც ფუჭსიტყვაობა იქნება და არც ცოდვისკენ წაქეზება.
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
52:24
და გარს შემოუვლიან მათ ჭაბუკნი, (რომლებიც თავიანთი სილამაზითა და სიწმინდით) ჰგვანან მარგალიტებს, შენახულს (საზღვაო ნიჟარაში).
ﯓﯔﯕﯖﯗﯘ
52:25
და ისინი ერთმანეთს მიუბრუნდებიან და შეკითხვებს დაუსვამენ, (როგორ დაიმსახურეს ალლაჰისგან ასეთი საზღაური)
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
52:26
ისინი უპასუხებენ: «ჭეშმარიტად, ჩვენ გვეშინოდა (ალლაჰის სასჯელის), როდესაც ჩვენს ოჯახებთან ერთად ვიყავით [ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში].
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
52:27
მაგრამ ალლაჰმა შეგვიწყალა და გვიხსნა მწველი ქარის ტანჯვისგან (ჯოჯოხეთის ცეცხლისგან).
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
52:28
ჭეშმარიტად, ჩვენ წინათ ვთხოვდით მას (რომ დავეცვეთ ჯოჯოხეთის სასჯელისგან და მოენიჭებინა ჩვენთვის სამოთხის ნეტარება); რადგან ის ჭეშმარიტად, კეთილისმყოფელი, შემწყალებელია!»
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
52:29
და შეახსენე მათ (ყურანით) (რომელთა მიმართაც შენ ხარ გაგზავნილი, ო, შუამავალო)! და შენ (ო, შუამავალო), შენი უფლის წყალობით, არც მკითხავი ხარ და არც შეშლილი.
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
52:30
ან ისინი ამბობენ (შენზე, ო, მოციქულო): «(დიახ, ის მხოლოდ) პოეტია – მოვიცადოთ მისი ბედის ცვლილებას [როდესაც მოკვდება და დავისვენებთ მისგან]».
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
52:31
უთხარი: «დაელოდეთ (ჩემს სიკვდილს), ჭეშმარიტად, მეც თქვენთან ერთად ვარ მომლოდინეთა შორის [დაველოდები, სანამ ალლაჰის სასჯელი დაგატყდებათ თქვენი ურწმუნოების გამო]!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
52:32
ან (იქნებ) მათი გონება უბრძანებს მათ, რომ ასე მოიქცნენ, ან (შესაძლოა) ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ზღვარს გადავიდნენ (ალლაჰისადმი ურჩობაში)?
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
52:33
ან (ისინი) ამბობენ: «მან [მუჰამმადმა] ის [ყურანი] (თავად) გამოიგონა!» მაგრამ მათ არ სწამთ (ალლაჰისა და მის მიერ გაგზავნილი შუამავლის)!
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
52:34
დაე, მოიტანონ ამის მსგავსი თხრობა [ყურანი], თუ მართლები არიან (თავიანთ მტკიცებულებებში)!
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
52:35
ან (ნუთუ) ისინი არაფრისგან [შემოქმედის გარეშე] შეიქმნენ, ან თავად არიან საკუთარი თავის შემოქმედნი?
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
52:36
ან (იქნებ) მათ შექმნეს ცა და მიწა?! მაგრამ მათ არ სწამთ (ჭეშმარიტებისა: არც სამოთხის, და არც ჯოჯოხეთის)!
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
52:37
ან (განა) მათთანაა შენი ღმერთის საგანძურები, ან ისინი არიან განმგებელნი?
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
52:38
ან იქნებ მათ აქვთ კიბე (რომლითაც ზეცაში ადიან და) ისმენენ (ანგელოზთა სიტყვებს)? მათ შორის, ვინც ისმენს, მოვიდეს ცხადი მტკიცებულებით (რომელიც მათ სიმართლეზე მიუთითებს).
ﮏﮐﮑﮒﮓﮔ
52:39
თუ მას [ალლაჰს] ჰყავს ქალიშვილები, თქვენ კი (ო, მრავალღმერთიანებო) — ვაჟები?
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
52:40
ან იქნებ საზღაურს სთხოვ მათ (ალლაჰისგან ჭეშმარიტების მოტანისთვის), და ისინი ვალით არიან დამძიმებულნი?
ﮝﮞﮟﮠﮡﮢ
52:41
ან მათ უხილავის (ცოდნა) აქვთ და ამას (ხალხისთვის) იწერენ (და ამცნობენ)?
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
52:42
ან იქნებ ხრიკის მოწყობა სურთ? მაგრამ ურწმუნოებს მათი ხრიკი მათვე დაუბრუნდებათ.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
52:43
თუ მათ ალლაჰის გარდა სხვა ღმერთი ჰყავთ? დიდებულია ალლაჰი ყოველივეზე, რასაც მას [ურწმუნოები] მიაწერენ!
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
52:44
და თუ ისინი იხილავენ (უზარმაზარ) ნატეხს, რომელიც ციდან (მათ დასასჯელად) ჩამოვარდება, იტყვიან: «(ეს მხოლოდ) ერთმანეთზე შექუჩებული ღრუბლებია!»
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
52:45
დატოვე ისინი (ო, შუამავალო) იმ დღემდე, როდესაც მათ თავს დაატყდებათ (ელვის დარტყმასავით) [სიკვდილის დღე].
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
52:46
იმ დღეს, როცა ვერაფერს არგებთ მათ მათივე ხრიკი და არც შეწევნა ექნებათ.
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
52:47
და უეჭველად, უსამართლოთათვის არის სასჯელი ამის გარდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ უწყის.
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
52:48
და მოითმინე (ო, მუჰამმად) შენი უფლის გადაწყვეტილებამდე! რადგან, ჭეშმარიტად, შენ ჩვენს თვალწინ ხარ. და განადიდე შენი უფალი, მისი ქებით (ყოველთვის) როდესაც წამოდგები!
ﰋﰌﰍﰎﰏﰐ
52:49
და განადიდე იგი [ალლაჰი] ღამის ერთ-ერთ ნაწილში და როდესაც ვარსკვლავები გაქრებიან (განთიადზე).
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







