ალ-იმრანი · 184/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
فَإِن كَذَّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَ رُسُلٌ مِّن قَبْلِكَ جَاءُوا بِالْبَيِّنَاتِ وَالزُّبُرِ وَالْكِتَابِ الْمُنِيرِ ۝١٨٤
Fa in kaz zabooka faqad kuz ziba Rusulum min qablika jaaa`oo bilbaiyinaati waz Zuburi wal Kitaabil Muneer
📖 ქართული მნიშვნელობა
თუ ისინი [იუდეველები და სხვებიც] ცრუდ შეგრაცხავენ (ო, მოციქულო), მაშ მართლაც, შენამდე უკვე უარყოფილნი იყვნენ (მრავალი) მოციქულები, რომლებიც მოდიოდნენ თავიანთ ხალხებთან ნათელი ნიშნებით, და წიგნებით, და გამანათებელი წერილით [როგორიცაა თორა, ფსალმუნი და ინჯილი].
🎧 მოსმენა

📜 აია 182-186 — ალ-იმრანი

182ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيكُمْ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِّلْعَبِيدِ
ეს [სასჯელი] იმის გამო, რაც თქვენმა ხელებმა წინასწარ მოიმზადა [თქვენი ურწმუნოების, უსამართლობის, ბოროტებისა და ცოდვების გამო], და იცოდეთ, რომ ალლაჰი არ არის (თავისი) მსახურების მჩაგვრელი.
183الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ عَهِدَ إِلَيْنَا أَلَّا نُؤْمِنَ لِرَسُولٍ حَتَّىٰ يَأْتِيَنَا بِقُرْبَانٍ تَأْكُلُهُ النَّارُ ۗ قُلْ قَدْ جَاءَكُمْ رُسُلٌ مِّن قَبْلِي بِالْبَيِّنَاتِ وَبِالَّذِي قُلْتُمْ فَلِمَ قَتَلْتُمُوهُمْ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ
[ეს იუდეველები არიან] ისინი, რომლებმაც თქვეს (როდესაც ისლამისკენ მოუწოდეს მათ): «ალლაჰმა გვიანდერძა [გვიბრძანა] ჩვენ (თორაში), რომ არ ვირწმუნოთ არც ერთი მოციქული, სანამ არ მოვა ჩვენთან ისეთი (სასწაულით) — მსხვერპლით, რომელსაც ის ალლაჰს შესწირავს და რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი შეჭამს [დაწვავს]». უთხარი (მათ), (ო, მოციქულო): «ჩემამდე უკვე მოვიდნენ თქვენთან მოციქულები ნათელი ნიშნებითა და მტკიცებულებებით, და იმითაც, რაც თქვენ თქვით [მსხვერპლით, რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი წვავდა]. მაშ რატომ მოკალით ისინი, თუ მართლები ხართ იმაში, რასაც ამბობთ?»
184فَإِن كَذَّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَ رُسُلٌ مِّن قَبْلِكَ جَاءُوا بِالْبَيِّنَاتِ وَالزُّبُرِ وَالْكِتَابِ الْمُنِيرِ
თუ ისინი [იუდეველები და სხვებიც] ცრუდ შეგრაცხავენ (ო, მოციქულო), მაშ მართლაც, შენამდე უკვე უარყოფილნი იყვნენ (მრავალი) მოციქულები, რომლებიც მოდიოდნენ თავიანთ ხალხებთან ნათელი ნიშნებით, და წიგნებით, და გამანათებელი წერილით [როგორიცაა თორა, ფსალმუნი და ინჯილი].
185كُلُّ نَفْسٍ ذَائِقَةُ الْمَوْتِ ۗ وَإِنَّمَا تُوَفَّوْنَ أُجُورَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۖ فَمَن زُحْزِحَ عَنِ النَّارِ وَأُدْخِلَ الْجَنَّةَ فَقَدْ فَازَ ۗ وَمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا إِلَّا مَتَاعُ الْغُرُورِ
ყოველი (შექმნილი) სული [ყოველი ადამიანი, ჯინი, ანგელოზი, ცხოველი და სხვა] იგემებს სიკვდილს, რამდენ ხანსაც არ უნდა ეცოცხლოს ამ ქვეყანაზე. და სრულად, ყოველგვარი დაკლების გარეშე, მოგეცემათ თქვენი საზღაური აღდგომის დღეს. ვინც დაშორებული იქნება ცეცხლს [ჯოჯოხეთს] და შეყვანილი იქნება სამოთხეში — სწორედ მან მიაღწია წარმატებას. და არაფერია ამ ქვეყნიერების ცხოვრება, გარდა მოტყუებითი სიამოვნებისა.
186۞ لَتُبْلَوُنَّ فِي أَمْوَالِكُمْ وَأَنفُسِكُمْ وَلَتَسْمَعُنَّ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ مِن قَبْلِكُمْ وَمِنَ الَّذِينَ أَشْرَكُوا أَذًى كَثِيرًا ۚ وَإِن تَصْبِرُوا وَتَتَّقُوا فَإِنَّ ذَٰلِكَ مِنْ عَزْمِ الْأُمُورِ
۞ აუცილებლად იქნებით გამოცდილი თქვენი ქონებით და საკუთარი თავებით იქამდე, ვიდრე ჭეშმარიტი მორწმუნე სხვებისგან არ გამოირჩევა. და აუცილებლად მოისმენთ ბევრ წყენასა და შეურაცხყოფას იმათგან, ვისაც თქვენამდე ებოძა წიგნი [იუდეველებისა და ქრისტიანებისგან], აგრეთვე მათგან, ვინც მრავალღმერთიანი გახდა. ხოლო თუ გამოიჩენთ მოთმინებას და შეეშინდებით ალლაჰის სასჯელის (მისი ბრძანებების შესრულებით და იმისგან განრიდებით, რაც მან აკრძალა), მაშინ ეს არის იმ საქმეთა რიცხვიდან, რომელთათვისაც აუცილებელია მტკიცე ნება და სიმტკიცე.
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
184აია

თარგმანი — ალ-იმრანი 184

სურა ალ-იმრანი აია 184 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : თუ ისინი [იუდეველები და სხვებიც] ცრუდ შეგრაცხავენ (ო, მოციქულო), მაშ…

სურა აია 184/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 182–186. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers