ალ-იმრანი · 183/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ عَهِدَ إِلَيْنَا أَلَّا نُؤْمِنَ لِرَسُولٍ حَتَّىٰ يَأْتِيَنَا بِقُرْبَانٍ تَأْكُلُهُ النَّارُ ۗ قُلْ قَدْ جَاءَكُمْ رُسُلٌ مِّن قَبْلِي بِالْبَيِّنَاتِ وَبِالَّذِي قُلْتُمْ فَلِمَ قَتَلْتُمُوهُمْ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ ۝١٨٣
Allazeena qaalooo innal laaha `ahida ilainaaa allaa nu`mina liRasoolin hatta yaa tiyanaa biqurbaanin taa kuluhun naar; qul qad jaaa`akum Rusulum min qablee bilbaiyinaati wa billazee qultum falima qataltumoohum in kuntum saadiqeen
📖 ქართული მნიშვნელობა
[ეს იუდეველები არიან] ისინი, რომლებმაც თქვეს (როდესაც ისლამისკენ მოუწოდეს მათ): «ალლაჰმა გვიანდერძა [გვიბრძანა] ჩვენ (თორაში), რომ არ ვირწმუნოთ არც ერთი მოციქული, სანამ არ მოვა ჩვენთან ისეთი (სასწაულით) — მსხვერპლით, რომელსაც ის ალლაჰს შესწირავს და რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი შეჭამს [დაწვავს]». უთხარი (მათ), (ო, მოციქულო): «ჩემამდე უკვე მოვიდნენ თქვენთან მოციქულები ნათელი ნიშნებითა და მტკიცებულებებით, და იმითაც, რაც თქვენ თქვით [მსხვერპლით, რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი წვავდა]. მაშ რატომ მოკალით ისინი, თუ მართლები ხართ იმაში, რასაც ამბობთ?»
🎧 მოსმენა

📜 აია 181-185 — ალ-იმრანი

181لَّقَدْ سَمِعَ اللَّهُ قَوْلَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ فَقِيرٌ وَنَحْنُ أَغْنِيَاءُ ۘ سَنَكْتُبُ مَا قَالُوا وَقَتْلَهُمُ الْأَنبِيَاءَ بِغَيْرِ حَقٍّ وَنَقُولُ ذُوقُوا عَذَابَ الْحَرِيقِ
უეჭველად, ალლაჰმა უკვე მოისმინა იმათი [იუდეველთა] სიტყვა, რომლებმაც თქვეს: «ალლაჰი ღარიბია, ხოლო ჩვენ მდიდრები ვართ». ჩვენ ჩავწერთ იმას, რაც მათ თქვეს, და ასევე (ჩავწერთ) მათ მიერ შუამავალთა დახოცვას უსამართლოდ, და ვეტყვით (მათ): «იგემეთ ცეცხლის სასჯელი!»
182ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيكُمْ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِّلْعَبِيدِ
ეს [სასჯელი] იმის გამო, რაც თქვენმა ხელებმა წინასწარ მოიმზადა [თქვენი ურწმუნოების, უსამართლობის, ბოროტებისა და ცოდვების გამო], და იცოდეთ, რომ ალლაჰი არ არის (თავისი) მსახურების მჩაგვრელი.
183الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ عَهِدَ إِلَيْنَا أَلَّا نُؤْمِنَ لِرَسُولٍ حَتَّىٰ يَأْتِيَنَا بِقُرْبَانٍ تَأْكُلُهُ النَّارُ ۗ قُلْ قَدْ جَاءَكُمْ رُسُلٌ مِّن قَبْلِي بِالْبَيِّنَاتِ وَبِالَّذِي قُلْتُمْ فَلِمَ قَتَلْتُمُوهُمْ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ
[ეს იუდეველები არიან] ისინი, რომლებმაც თქვეს (როდესაც ისლამისკენ მოუწოდეს მათ): «ალლაჰმა გვიანდერძა [გვიბრძანა] ჩვენ (თორაში), რომ არ ვირწმუნოთ არც ერთი მოციქული, სანამ არ მოვა ჩვენთან ისეთი (სასწაულით) — მსხვერპლით, რომელსაც ის ალლაჰს შესწირავს და რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი შეჭამს [დაწვავს]». უთხარი (მათ), (ო, მოციქულო): «ჩემამდე უკვე მოვიდნენ თქვენთან მოციქულები ნათელი ნიშნებითა და მტკიცებულებებით, და იმითაც, რაც თქვენ თქვით [მსხვერპლით, რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი წვავდა]. მაშ რატომ მოკალით ისინი, თუ მართლები ხართ იმაში, რასაც ამბობთ?»
184فَإِن كَذَّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَ رُسُلٌ مِّن قَبْلِكَ جَاءُوا بِالْبَيِّنَاتِ وَالزُّبُرِ وَالْكِتَابِ الْمُنِيرِ
თუ ისინი [იუდეველები და სხვებიც] ცრუდ შეგრაცხავენ (ო, მოციქულო), მაშ მართლაც, შენამდე უკვე უარყოფილნი იყვნენ (მრავალი) მოციქულები, რომლებიც მოდიოდნენ თავიანთ ხალხებთან ნათელი ნიშნებით, და წიგნებით, და გამანათებელი წერილით [როგორიცაა თორა, ფსალმუნი და ინჯილი].
185كُلُّ نَفْسٍ ذَائِقَةُ الْمَوْتِ ۗ وَإِنَّمَا تُوَفَّوْنَ أُجُورَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۖ فَمَن زُحْزِحَ عَنِ النَّارِ وَأُدْخِلَ الْجَنَّةَ فَقَدْ فَازَ ۗ وَمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا إِلَّا مَتَاعُ الْغُرُورِ
ყოველი (შექმნილი) სული [ყოველი ადამიანი, ჯინი, ანგელოზი, ცხოველი და სხვა] იგემებს სიკვდილს, რამდენ ხანსაც არ უნდა ეცოცხლოს ამ ქვეყანაზე. და სრულად, ყოველგვარი დაკლების გარეშე, მოგეცემათ თქვენი საზღაური აღდგომის დღეს. ვინც დაშორებული იქნება ცეცხლს [ჯოჯოხეთს] და შეყვანილი იქნება სამოთხეში — სწორედ მან მიაღწია წარმატებას. და არაფერია ამ ქვეყნიერების ცხოვრება, გარდა მოტყუებითი სიამოვნებისა.
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
183აია

თარგმანი — ალ-იმრანი 183

სურა ალ-იმრანი აია 183 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : [ეს იუდეველები არიან] ისინი, რომლებმაც თქვეს (როდესაც ისლამისკენ მოუწოდეს მათ):…

სურა აია 183/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 181–185. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers