ალ-აჰზაბი · 18/73
თარგმანი გამოთქმა — ალ-აჰზაბი
۞ قَدْ يَعْلَمُ اللَّهُ الْمُعَوِّقِينَ مِنكُمْ وَالْقَائِلِينَ لِإِخْوَانِهِمْ هَلُمَّ إِلَيْنَا ۖ وَلَا يَأْتُونَ الْبَأْسَ إِلَّا قَلِيلًا ۝١٨
Qad ya`lamul laahul mu`awwiqeena minkum walqaaa`ileena li ikhwaanihim hahumma ilainaa, wa laa yaatoonal baasa illaa qaleelaa
📖 ქართული მნიშვნელობა
ალლაჰმა იცის შემკავებლები თქვენგან (ალლაჰის გზაზე ბრძოლას), მთქმელნი თავიანთ ძმათათვის: «მოდი ჩვენთან, (შემოგვიერთდით ჩვენ და მიატოვეთ მუჰამმადი, რათა მასთან ერთად არ დაიღუპოთ)!» ხოლო მათგანი [ორპირები] მამაცობას ავლენენ [ბრძოლაში მონაწილეობენ] მხოლოდ ცოტა ხნით (და ისიც ან თვალსაჩინოებისთვის, ან დიდებისათვის, ან სირცხვილის შიშით).
🎧 მოსმენა

📜 აია 16-20 — ალ-აჰზაბი

16قُل لَّن يَنفَعَكُمُ الْفِرَارُ إِن فَرَرْتُم مِّنَ الْمَوْتِ أَوِ الْقَتْلِ وَإِذًا لَّا تُمَتَّعُونَ إِلَّا قَلِيلًا
უთხარი (ო, შუამავალო) (ამ ორპირებს): «თქვენ ვერაფერს გარგებთ გაქცევა, თუკი ბრძოლის ველიდან გაიქცევით სიკვდილის ან მოკვლის შიშით [ეს თქვენს სიცოცხლეს ვერ გაახანგრძლივებს]. და ასეთ შემთხვევაში [მაშინაც კი, თუ გაიქცევით] ამქვეყნიური სარგებლობა მხოლოდ მცირედით გექნებათ [მხოლოდ იმ ვადამდე, რაც ალლაჰმა თქვენთვის დააწესა]».
17قُلْ مَن ذَا الَّذِي يَعْصِمُكُم مِّنَ اللَّهِ إِنْ أَرَادَ بِكُمْ سُوءًا أَوْ أَرَادَ بِكُمْ رَحْمَةً ۚ وَلَا يَجِدُونَ لَهُم مِّن دُونِ اللَّهِ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا
უთხარი მათ (ო, შუამავალო): «ვინ არის ის, ვინც დაგიცავთ ალლაჰისგან, თუ ის ისურვებს თქვენთვის ბოროტებას, ან (ვინ შეაჩერებს მას) თუ ის ისურვებს თქვენთვის წყალობას?» და ისინი [ორპირები] ვერ იპოვიან ალლაჰის გარდა ვერც მფარველს და ვერც შემწეს!
18۞ قَدْ يَعْلَمُ اللَّهُ الْمُعَوِّقِينَ مِنكُمْ وَالْقَائِلِينَ لِإِخْوَانِهِمْ هَلُمَّ إِلَيْنَا ۖ وَلَا يَأْتُونَ الْبَأْسَ إِلَّا قَلِيلًا
ალლაჰმა იცის შემკავებლები თქვენგან (ალლაჰის გზაზე ბრძოლას), მთქმელნი თავიანთ ძმათათვის: «მოდი ჩვენთან, (შემოგვიერთდით ჩვენ და მიატოვეთ მუჰამმადი, რათა მასთან ერთად არ დაიღუპოთ)!» ხოლო მათგანი [ორპირები] მამაცობას ავლენენ [ბრძოლაში მონაწილეობენ] მხოლოდ ცოტა ხნით (და ისიც ან თვალსაჩინოებისთვის, ან დიდებისათვის, ან სირცხვილის შიშით).
19أَشِحَّةً عَلَيْكُمْ ۖ فَإِذَا جَاءَ الْخَوْفُ رَأَيْتَهُمْ يَنظُرُونَ إِلَيْكَ تَدُورُ أَعْيُنُهُمْ كَالَّذِي يُغْشَىٰ عَلَيْهِ مِنَ الْمَوْتِ ۖ فَإِذَا ذَهَبَ الْخَوْفُ سَلَقُوكُم بِأَلْسِنَةٍ حِدَادٍ أَشِحَّةً عَلَى الْخَيْرِ ۚ أُولَٰئِكَ لَمْ يُؤْمِنُوا فَأَحْبَطَ اللَّهُ أَعْمَالَهُمْ ۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرًا
ისინი ძუნწობენ თქვენთვის [ო, მორწმუნენო]. და როცა შიში მოდის [ბრძოლის მომენტი ახლოვდება], შენ (ო, მოციქულო) ხედავ, როგორ გიყურებენ ისინი, და მათი თვალები ტრიალებს ისე, როგორც იმისი, ვინც სიკვდილის წინ გონებას კარგავს. ხოლო როცა შიში გაივლის, ისინი გწყევლიან თქვენ მკვეთრი ენებით, და კეთილში ძუნწობენ [საომარი ნადავლის გაყოფისას იჩენენ სიხარბესა და შურს]. ასეთები – გულებით არ ყოფილან მორწმუნენი, და ალლაჰმა ამაო გახადა მათი საქმეები! ხოლო ეს ალლაჰისთვის ადვილია!
20يَحْسَبُونَ الْأَحْزَابَ لَمْ يَذْهَبُوا ۖ وَإِن يَأْتِ الْأَحْزَابُ يَوَدُّوا لَوْ أَنَّهُم بَادُونَ فِي الْأَعْرَابِ يَسْأَلُونَ عَنْ أَنبَائِكُمْ ۖ وَلَوْ كَانُوا فِيكُم مَّا قَاتَلُوا إِلَّا قَلِيلًا
ისინი [ორპირები] ფიქრობენ, რომ ჯგუფები (ურწმუნოთა ჯარები) ჯერ არ წასულან. ხოლო თუ (დავუშვათ) ეს შეკრებილი (ჯარები კვლავ) მოვლენ მედინასთან, მაშინ ისინი [ორპირები] ისურვებდნენ, რომ ყოფილიყვნენ კარავში მცხოვრებ (უდაბნოს) არაბებთან [ბედუინებთან] და მათგან კითხულობდნენ ცნობებს თქვენზე [გაიმარჯვეთ თუ დამარცხდით]. ხოლო თუ ისინი თქვენთან ერთად იქნებოდნენ, მხოლოდ მცირედ იბრძოლებდნენ.
ალ-აჰზაბიყურანის საძიებელი
73აია
MedinanRevelation
18აია

თარგმანი — ალ-აჰზაბი 18

სურა ალ-აჰზაბი აია 18 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ალლაჰმა იცის შემკავებლები თქვენგან (ალლაჰის გზაზე ბრძოლას), მთქმელნი თავიანთ ძმათათვის:…

სურა აია 18/73 — ალ-აჰზაბი الأحزاب (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-აჰზაბი მოსმენა, ალ-აჰზაბი თარგმანი, ალ-აჰზაბი mp3, ალ-აჰზაბი pdf. აია 16–20. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers