ალ-მაიდა · 73/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
لَّقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ ثَالِثُ ثَلَاثَةٍ ۘ وَمَا مِنْ إِلَٰهٍ إِلَّا إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۚ وَإِن لَّمْ يَنتَهُوا عَمَّا يَقُولُونَ لَيَمَسَّنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ ۝٧٣
laqad kafaral lazeena qaalooo innal laaha saalisu salaasah; wa maa min ilaahin illaaa Ilaahunw Waahid; wa illam yantahoo `ammaa yaqooloona layamas sannal lazeena kafaroo minhum `azaabun aleem
📖 ქართული მნიშვნელობა
უკვე ურწმუნონი გახდნენ ისინი, ვინც თქვეს: «ალლაჰი არის მესამე სამიდან», მაშინ როცა არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა მხოლოდ ერთი ღმერთისა (და ეს ალლაჰია). და თუ ისინი [ვინც ამას ამბობენ] არ შეწყვეტენ იმას, რასაც ამბობენ, მაშინ მათგან იმათ, ვინც ურწმუნონი გახდნენ, აუცილებლად შეეხებათ მტანჯველი სასჯელი.
🎧 მოსმენა

📜 აია 71-75 — ალ-მაიდა

71وَحَسِبُوا أَلَّا تَكُونَ فِتْنَةٌ فَعَمُوا وَصَمُّوا ثُمَّ تَابَ اللَّهُ عَلَيْهِمْ ثُمَّ عَمُوا وَصَمُّوا كَثِيرٌ مِّنْهُمْ ۚ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ
და მათ [ისრაელის შთამომავლებმა] იფიქრეს, რომ არანაირი გამოცდა არ იქნებოდა. ამიტომ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ [ჭეშმარიტების მოსასმენად]. შემდეგ, როცა მათ სასჯელი შეეხოთ და ალლაჰს მონანიებით მიმართეს, ალლაჰმა მიიღო მათი მონანიება. შემდეგ კი, როცა ჭეშმარიტება უკვე ნათელი გახდა, მათგან ბევრმა კვლავ დაბრმავდა და დაყრუვდა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ.
72لَقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ هُوَ الْمَسِيحُ ابْنُ مَرْيَمَ ۖ وَقَالَ الْمَسِيحُ يَا بَنِي إِسْرَائِيلَ اعْبُدُوا اللَّهَ رَبِّي وَرَبَّكُمْ ۖ إِنَّهُ مَن يُشْرِكْ بِاللَّهِ فَقَدْ حَرَّمَ اللَّهُ عَلَيْهِ الْجَنَّةَ وَمَأْوَاهُ النَّارُ ۖ وَمَا لِلظَّالِمِينَ مِنْ أَنصَارٍ
უკვე ურწმუნონი გახდნენ ისინი, ვინც თქვეს: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არის მესია, მარიამის ძე». ხოლო მესიამ თქვა (თავის ხალხს): «ო, ისრაელის შთამომავლებო! ეთაყვანეთ მხოლოდ ალლაჰს — ჩემს უფალს და თქვენს უფალს!» ჭეშმარიტად, ვინც ალლაჰს თანამოზიარეს დაუყენებს, მას ალლაჰი აუკრძალავს სამოთხეს. და მისი საბოლოო თავშესაფარი იქნება ცეცხლი [ჯოჯოხეთი]. და არ ეყოლებათ უსამართლოთ დამხმარეები.
73لَّقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ ثَالِثُ ثَلَاثَةٍ ۘ وَمَا مِنْ إِلَٰهٍ إِلَّا إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۚ وَإِن لَّمْ يَنتَهُوا عَمَّا يَقُولُونَ لَيَمَسَّنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
უკვე ურწმუნონი გახდნენ ისინი, ვინც თქვეს: «ალლაჰი არის მესამე სამიდან», მაშინ როცა არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა მხოლოდ ერთი ღმერთისა (და ეს ალლაჰია). და თუ ისინი [ვინც ამას ამბობენ] არ შეწყვეტენ იმას, რასაც ამბობენ, მაშინ მათგან იმათ, ვინც ურწმუნონი გახდნენ, აუცილებლად შეეხებათ მტანჯველი სასჯელი.
74أَفَلَا يَتُوبُونَ إِلَى اللَّهِ وَيَسْتَغْفِرُونَهُ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ
ნუთუ ისინი [ქრისტიანები] არ მიუბრუნდებიან ალლაჰს მონანიებით და არ სთხოვენ მას პატიებას? ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
75مَّا الْمَسِيحُ ابْنُ مَرْيَمَ إِلَّا رَسُولٌ قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِهِ الرُّسُلُ وَأُمُّهُ صِدِّيقَةٌ ۖ كَانَا يَأْكُلَانِ الطَّعَامَ ۗ انظُرْ كَيْفَ نُبَيِّنُ لَهُمُ الْآيَاتِ ثُمَّ انظُرْ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ
ჭეშმარიტად, მესია, მარიამის ძე — მხოლოდ მოციქულია. მანამდე უკვე იყვნენ მოციქულები. ხოლო მისი დედა იყო ჭეშმარიტი (მორწმუნე). ორივენი — 'ისაც და მისი დედაც — ჭამდნენ საკვებს (როგორც სხვა ადამიანები), [ამიტომ ისინი ვერ იქნებიან ღმერთები]. შეხედე (ო, მოციქულო), როგორ განვუმარტავთ მათ აიათებს. შემდეგ კი შეხედე, როგორ არიან ისინი გადახრილნი (ჭეშმარიტებიდან).
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
73აია

თარგმანი — ალ-მაიდა 73

სურა ალ-მაიდა აია 73 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : უკვე ურწმუნონი გახდნენ ისინი, ვინც თქვეს: «ალლაჰი არის მესამე სამიდან»,…

სურა აია 73/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 71–75. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers