სურა ნუჰი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ნუჰი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ნუჰი თარგმანი. ნუჰი (Meccan) 28 აია.
Related
- ნუჰი თარგმანიქართული
- ნუჰი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ნუჰი

ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
ჭეშმარიტად, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან (და ვუთხარით): «შეაგონე შენი ხალხი, ვიდრე მათთან მტანჯველი სასჯელი მოვა».
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
მან თქვა: «ჰეი, ჩემო ხალხო! უეჭველად, მე თქვენთვის ცხადი შემგონებელი ვარ».
ﮎﮏﮐﮑﮒﮓ
«თაყვანი ეცით ალლაჰს, გეშინოდეთ მისი და მე დამემორჩილეთ!
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
(თუ დამემორჩილებით) ის შეგინდობთ თქვენს ცოდვებს და გადაგივადებთ დათქმულ დრომდე. უეჭველად, ალლაჰის მიერ დათქმული ვადა, როცა მოვა, არ გადაიდება, თქვენ რომ იცოდეთ!»
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
თქვა: «უფალო ჩემო! ჭეშმარიტად, მე ვუხმობდი ჩემს ხალხს ღამით და დღისით.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗ
მაგრამ ჩემმა მოწოდებამ მხოლოდ უფრო გაზარდა მათი გაქცევა (რწმენისგან).
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და უეჭველად, ყოველ ჯერზე, როცა მე მათ მოვუწოდებდი (შენს მიმართ რწმენისა და შენდამი სრული დამორჩილებისკენ), რათა შენ მათ (ამით) მიუტევო მათი ცოდვები, ისინი თავიანთ თითებს ყურებში იდებდნენ, და თავიანთი სამოსით იფარებოდნენ (რომ მე არ დამინახონ), ჯიუტად რჩებოდნენ (თავიანთ ურწმუნოებაში) და დიდ ქედმაღლობას ავლენდნენ.
ﯧﯨﯩﯪﯫ
შემდეგ მე ღიად მოვუწოდებდი მათ (რათა თითოეულ მათგანს ერწმუნა).
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
შემდეგ მე (ზოგჯერ) აშკარად ვაუწყებდი მათ (ჩემს მოწოდებას) და (ზოგჯერ) ფარულად [პირადად] ვესაუბრებოდი მათ».
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
და ვეუბნებოდი (მე) (ჩემ ხალხს): «ითხოვეთ შენდობა თქვენი უფლისგან, რადგან იგი მიმტევებელია».
ﭑﭒﭓﭔﭕ
(და შემდეგ, თქვენი სინანულისა და შენდობის თხოვნის შემდეგ) იგი თქვენზე ზეცას [ღრუბლებს] უხვი წვიმებით მოავლენს,
ﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
და მოგმადლებთ ქონებას და შვილებს, და გაგიჩენთ ბაღებს და გაგიჩენთ მდინარეებს.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
რატომ არ იმედოვნებთ ალლაჰის სიდიადეს [რატომ არ გეშინიათ მისი სიდიადისა]?
ﭧﭨﭩﭪ
(რადგან) მან შეგქმნათ ეტაპობრივად .
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
ნუთუ ვერ ხედავთ, როგორ შექმნა ალლაჰმა შვიდი ცა რიგებად [ერთმანეთზე ზემოდან]?
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და დაადგინა მათში მთვარე ნათებად და დაადგინა მზე ლამპრად.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁ
და ალლაჰმა აღმოგაცენათ თქვენ მიწიდან მცენარის მსგავსად .
ﮂﮃﮄﮅﮆﮇ
შემდეგ მასშივე დაგაბრუნებთ და კვლავ გამოგიყვანთ (საფლავიდან განკითხვისთვის)
ﮈﮉﮊﮋﮌﮍ
და ალლაჰმა მიწა თქვენთვის ხალიჩასავით გაშალა [მისი ზედაპირი სწორი გახადა, სადაც შეძლებდით ცხოვრებას],
ﮎﮏﮐﮑﮒ
რათა იაროთ მის ფართო გზებზე.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
ნუჰმა თქვა: «უფალო ჩემო, ისინი არ დამემორჩილნენ და (მათ შორის სუსტები) გაჰყვნენ იმას [წინამძღოლებს], ვისი სიმდიდრეც და ვისი შვილებიც მას მხოლოდ ზარალს უმატებდნენ».
ﮡﮢﮣﮤ
და მათ მოაწყვეს უდიდესი მზაკვრობა.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
და თქვეს: «არ მიატოვოთ თქვენი ღვთაებები და არ მიატოვოთ ვადდი, სუვა'ი, იაღუსი, ია'უყი და ნასრი (კერპები) ».
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
უეჭველად, მათ ბევრი (ადამიანი) შეიყვანეს შეცდომაში. და (შემდეგ) ნუჰმა თქვა: «ო, ალლაჰო! ნუ გაუზრდი უსამართლოებს არაფერს, გარდა გზააბნევისა!»
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
თავიანთი ცოდვების გამო ისინი დაიხრჩვნენ (დიდი წარღვნის დროს), შემდეგ კი შეყვანილნი (იყვნენ) ცეცხლში. და მათ, ალლაჰის გარდა, ვერ იპოვეს დამხმარენი.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
და თქვა ნუჰმა: «უფალო ჩემო! ნუ დატოვებ დედამიწის ზურგზე ურწმუნოთაგან არც ერთ მკვიდრს.
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
ჭეშმარიტად, თუ შენ მათ დატოვებ, ისინი შეაცდენენ შენს მონებს და არ შობენ სხვას, გარდა ბოროტისა და ურწმუნოსი.
ﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑ
უფალო ჩემო, შემინდე მე, და (შეუნდე) ჩემს მშობლებს, და ყველას, ვინც ჩემს სახლში მორწმუნედ შემოვა, და (შეუნდე) მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს. ხოლო უსამართლოებს (ურწმუნოებსა და ურჩებს) ნურაფერს მოუმატებ, გარდა დაღუპვისა.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







